განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2018
საქმის ნომერი
010310017001965612
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001965612 (3/ბ-113-2018წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა

 

მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2017 წლის 13 ივნისს ა-–----------------–--ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირის კ-----------ის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი

 

თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2011 წლის 2------------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 0-------ის N- საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული N1--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა-–----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2011 წლის 2------------ის N-- საოქმო გადაწყვეტილება ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 1 ივნისის N- საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე ა-–----------------–--ის სახელზე გაცემული N1--- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა-–----------------–--ის საკუთრების უფლების მოწმობასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე ა-–----------------–--ეს სასარგებლოდ დაეკისრა 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მითითებული გადაწყვეტილება 2018 წლის 06 თებერვალს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ა-–----------------–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა 2017 წლის 14 დეკემბერს და ჩაბარდა - 2018 წლის 22 იანვარს (ს.ფ. 147), ამდენად სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ამოეწურა - 2018 წლის 05 თებერვალს 24:00 საათზე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა - 2018 წლის 06 თებერვალს, შემოსავლის №2292889 (ს.ფ.150-159).

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, იმავე მუხლის მეორე ნაწილით თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა მხარეებს განემარტათ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სააპელაციო საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსკ 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

 

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე, 2018 წლის 22 იანვარს (ს.ფ. 147), რაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გასაჩივრდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით - 2018 წლის 06 თებერვალს. შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 374-ე და 416-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

 

2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე