განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130310016001495962
საქმე №3ბ/528-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი
აპელანტი - მა----------------ი
წარმომადგენელი - თე-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ხ-–------------–----–-------- გამგეობა
წარმომადგენლები - მა---------------ე, თა-----------–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; 159-165).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მა----------------ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ხაშურში, გ-----------------–- მდებარე 3----------–--------------------------------–----------–------------------------------------------------------ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2016 წლის 14 ივლისი და საკადასტრო გეგმა).
2.1.2. 2016 წლის 13 ივლისს, ხ-–------------–----–-------- გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა გასცა მ------------ და მა----------------ს მიეცა 15 დღის ვადა, მის მიერ ხაშურში, გ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საკადასტრო კოდი 6-----------, მშენებლობის (სამზარეულოს დემონტაჟი) განხორციელებისათვის შესაბამისი ნებართვის და პროექტის წარსადგენად. მითითება მა----------------ს ჩაბარდა 18 ივლისს.
2.1.3. მითითების ჩაბარების შემდეგ, 2016 წლის 25 ივლისს, მა----------------მა მიმართა გამგეობას განცხადებით და მიუთითა, რომ შიდა გასამაგრებელი სამუშაოების წარმოების დროს ჩამოინგრა ვერანდის ქვეშ არსებული კედელი და ითხოვა დარჩენილი შენობის ნანგრევების მთლიანად დემონტაჟის ნებართვა.
2.1.4. ხ-–------------–----–-------- გამგეობამ 2016 წლის 29 ივლისს აცნობა მა----------------ს თუ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა მას დემონტაჟისათვის ნებართვის წარსადგენად.
2.1.5. ხ-–------------–----–-------- გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2----–-–----------------–--------- შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მა----------------ის მიერ N------------ არ შესრულდა - მან არ წარადგინა დემონტაჟის პროექტი და ნებართვა. შემოწმების აქტი, მოსარჩელე მხარის მითითებით, მას ჩაბარდა
13 აგვისტოს.
2.1.6. 2016 წლის 9 აგვისტოს, მა----------------ის წარმომადგენელმა მიმართა გამგეობას და მოითხოვა, რომ უმოკლეს ვადაში გაცემულიყო დემონტაჟის ნებართვა მის მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით. ამ განცხადების პასუხად, გამგეობამ 2016 წლის 12 აგვისტოს აცნობა მა----------------ს, რომ ვინაიდან, მას უკვე ნაწარმოები ჰქონდა უნებართვო მშენებლობა, ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა მოხდებოდა მხოლოდ მის მიერ ჯარიმის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
2.1.7. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მა----------------ს მშენებლობის (დემონტაჟის) პროექტი და ნებართვა არ ჰქონია.
2.1.8. ხ-–------------–----–-------- გამგებლის 2----–-–-------------------- დადგენილებით მა----------------ი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის (დამხმარე სათავსოს - სამზარეულოს დემონტაჟი), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დაჯარიმდა 2000 ლარით.
2.1.9. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ მითითებული ვერანდის ქვეშ მდებარე ე.წ. „საკუჭნაო“ წარმოადგენდა ცალკე მდგარ შენობა-ნაგებობას და არ იყო კონსტრუქციულად დაკავშირებული საცხოვრებელ სახლთან. საქმეზე არსებული საკადასტრო გეგმის მიხედვით, რომელიც არსებობს საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო მასალებში და შედგენილია 2012 წლის 31 ოქტომბერს, N6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია მხოლოდ ერთი 165 კვ.მ. ფართის მქონე შენობა. ამ ნახაზის, ასევე, მხარეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეპირისპირებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმე ეხება მოცემული 165 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის ნაწილს - მის კონსტრუქციულ ელემენტს.
2.1.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განხორციელებულია შენობის დემონტაჟი მა----------------ის მითითებით. მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმისა, რომ შენობა თავისით ჩამოინგრა მისი გამაგრების სამუშაოს დაწყების დროს. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის - მ----------------ს (რომელიც მა----------------ის შეკვეთით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს) ჩვენებით დასტურდება, რომ შენობა თავისით სრულად არ დანგრეულა და მისი დიდი ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა მა----------------ის დაკვეთით (იხ. სხდომის ოქმი 30/11/2016, 15:00:58-
15:03:01; 15:09:26-15:09:56; 15:11:41-15:12:25; 15:13:07-15:13:34).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 23-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, ნებართვების ერთერთი სახეა მშენებლობის ნებართვა. იმავე კანონის 264-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
„მშენებლის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობაა დემონტაჟი. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის და დადგენილების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის მიხედვით, დემონტაჟი გულისხმობს არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევას/დაშლას.
მთავრობის დადგენილების მე-19 მუხლის მე-2-4 პუნქტების თანახმად, შენობა- ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს. როგორც სასამართლომ დაადგინა დაშლილი შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის (რომლის ფართი იყო 165კვ.მ.) კონსტრუქციულ ნაწილს. ამგვარი შენობა, მთავრობის N57 დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეკუთვნება მეორე კლასის შენობა-ნაგებობას.
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ყველა სახის მშენებლობა საჭიროებს ნებართვას, გარდა პირველი კლასის მშენებლობისა. დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის აუცილებელია მშენებლობის ნებართვა, 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მარი გრიგორიანს მშენებლობის (დემონტაჟის) ნებართვა, ასევე, პროექტი არ ჰქონია და შესაბამისად, არც გამგეობისათვის წარუდგენია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მან აწარმოა უნებართვო მშნებლობა (დემონტაჟი) მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში (ხაშურში).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
მთავრობის N57 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართადარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითების ვადის გასვლის შემდეგ ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი, სადაც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, შემოწმების აქტის საფუძველზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
ამდენად, მა----------------ი, დაჯარიმებულ იქნა მთავრობის N57 დადგენილების და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმების შესაბამისად.
2.2.2. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანამდე, მითითების ჩაბარების შემდეგ, მა----------------მა მიმართა გამგეობას და მოითხოვა მშენებლობის (დემონტაჟის) ნებართვის გაცემა. მოცემული მომენტისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევა უკვე იყო დაფიქსირებული და მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება მხარისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მთავრობის N57-ე დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლით დადგენილ გამონაკლისებს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, გამგეობის დადგენილება ამ კუთხითაც კანონშესაბამისია.
2.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან წინააღმდეგობა, ასევე, მისი მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, ისეთი დარღვევა, რომლის არასებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამიტომ მა----------------ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.2 და 4.5 ფაქტობრივ გარემოებას, რადგან მოხდა ავარიული თვითნებური ჩამონგრევა და რაიმე მითითების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მითუმეტეს უსაფუძვლოა განაცხადი, რომ რაიმე დოკუმენტი აპელანტს არ წარუდგენია, რადგან, გამგეობა და ადმინისტრაციული ორგანოები შეგნებულად არ გამოსცემდნენ სათანადო აქტებს, შესაბამისად 2----–-–------------------- შემოწმების აქტი უსაფუძვლოა.
აპელანტი, ასევე, არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.7, 4.8, 4.9, 4.10 პუნქტებში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან დემონტაჟის პროექტი და ნებართვა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოულოდნელად ჩამოინგრა ვერანდის კედლები, რომლის დემონტაჟს აპელანტი არ აპირებდა, ხოლო ფაქტის შემდეგ, დაუყონებლივ მიმართა გამგეობას სათანადო განაცხადებით, თუმცა გამგეობა მიზანმიმართულად მოქმედებდა მის საწინააღმდეგოდ და მხედველობაში არ იღებდა რეალურ ვითარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სრულიად უკანონო და უფლების შემლახველია 2----–-–-------------------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა.
სასამართლომ 4.10. ფაქტობრივ გარემოებაში არასწორად მოახდინა მოწმის ჩვენების ინტერპრეტაცია, მოწმე მერაბ თორიას არ განუცხადებია, რომ დემონტაჟის მითითება აპელანტმა მისცა.
არასწორია სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა დანგრეული ვერანდის მეორე კლასის შენობა-ნაგებობად მიჩნევასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მა----------------ის სააპელაციო საჩივარი.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 07 აგვისტოს სარჩელით მიმართა მა----------------მა და მოითხოვა:
- ბათილად იქნეს ცნობილი ხ-–------------–----–-------- გამგებლის 2----–-–-------------------- დადგენილება მა----------------ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ (ტ-1; ს.ფ. 2-11).
4.1.2. პალატას 2016 წლის 3 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----------------ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ხაშურში, გ-----------------–- მდებარე 3----------–--------------------------------–----------–------------------------------------------------------ (ტ-1; ს.ფ. 13).
4.1.3. 2016 წლის 13 ივლისს ხ-–------------–----–-------- გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა მ------------ და მა----------------ს მიეცა 15 დღის ვადა მის მიერ ხაშურში, გ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, საკადასტრო კოდი 6-----------, მშენებლობის (სამზარეულოს დემონტაჟი) განხორციელებისათვის შესაბამისი ნებართვის და პროექტის წარსადგენად. მითითება მა----------------ს ჩაბარდა 18 ივლისს (ტ-1; ს.ფ. 15).
4.1.4. 2016 წლის 25 ივლისს მა----------------მა მიმართა გამგეობას განცხადებით და მიუთითა, რომ შიდა გასამაგრებელი სამუშაოების წარმოების დროს ჩამოინგრა ვერანდის ქვეშ არსებული კედელი და ითხოვა დარჩენილი შენობის ნანგრევების მთლიანად დემონტაჟის ნებართვა (ტ-1; ს.ფ. 16-21).
4.1.5. ხ-–------------–----–-------- გამგეობამ 2016 წლის 29 ივლისს აცნობა მა----------------ს თუ რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარედგინა მას დემონტაჟისათვის ნებართვის წარსადგენად (ტ-1; ს.ფ. 29-30).
4.1.6. ხ-–------------–----–-------- გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2----–-–----------------–--------- შემოწმების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მა----------------ის მიერ N------------ არ შესრულდა - მან არ წარადგინა დემონტაჟის პროექტი და ნებართვა. შემოწმების აქტი, მოსარჩელე მხარის მითითებით, მას ჩაბარდა 13 აგვისტოს (ტ-1; ს.ფ. 35).
4.1.7. 2016 წლის 9 აგვისტოს მა----------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ხ-–------------–----–-------- გამგეობას და მოითხოვა, უმოკლეს ვადაში გაცემულიყო დემონტაჟის ნებართვა მა----------------ის მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული განცხადების პასუხად გამგეობამ 2016 წლის 12 აგვისტოს წერილით აცნობა მა----------------ს, რომ, ვინაიდან, მას უკვე ნაწარმოები ჰქონდა უნებართვო მშენებლობა, ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა მოხდებოდა მხოლოდ მის მიერ ჯარიმის გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდეგ (ტ-1; ს.ფ. 32-33; ს.ფ. 36).
4.1.8. ხ-–------------–----–-------- გამგებლის 2----–-–-------------------- დადგენილებით მა----------------ი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის (დამხმარე სათავსოს - სამზარეულოს დემონტაჟი), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დაჯარიმდა 2000 ლარით (ტ-1; ს.ფ. 42-43).
4.1.9. საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო გეგმის მიხედვით, რომელიც არსებობს საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო მასალებში და შედგენილია 2012 წლის 31 ოქტომბერს, N6----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია მხოლოდ ერთი 165 კვ.მ. ფართის მქონე შენობა (ტ-1; ს.ფ. 13-27).
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.2. პალატა მიუთითებს, რამდენადაც გასაჩირებულია ხ-–------------–----–-------- გამგებლის 2----–-–-------------------- დადგენილება მა----------------ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ (ტ-1; ს.ფ. 2-11), რომელიც სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, პალატა საკითხის კანონიერად და სამართლიანად გადაჭრისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თავდაპირველად სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასოს გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის დასაბუთებას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
4.2.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და გადაწყვეტილების მხოლოდ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა.
4.2.3. პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას სარჩელის უსაფუძვლობის გამო მის არ დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებეზე მითითებით:
ადმინისტრაციული ორგანოს მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დაჯარიმება და მისთვის გარკვეული სანქციების დაკისრება. ნებისმიერი გადაცდომა უნდა იქნეს საფუძვლიანად შესწავლილი. როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, დემონტაჟის განხორციელება იყო აუცილებელი, რადგან, მის გარეშე მოხდებოდა საცხოვრებელი სახლის ჩამოქცევა. მართალია, სასამართლო არ ახალისებს შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონო მშენებლობის განხორციელებას და არც კანონის არცოდნას მიიჩნევს ქმედების სამართამდარღვევად კვალიფიკაციის გამომრიცხავ გარემოებად, თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონის არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა შემთხვევაში უნდა შეაფასოს სამართალდარღვევა ინდივიდუალურად და მათ შორის, გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა კანონის შესაბამისი მუხლით დაწესებულია კონკრეტული სანქცია, რაც არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვის შესაძლებლობას.
კანონის სულისკვეთება და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების მიზანი არ არის მოქალაქის უსახალკაროდ დატოვება და მიუსაფარად გადაქცევა.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, ყველა იმ გარემოების გამოკვლევასთან ერთად, რაზეც მიუთითებს პალატა თავის გადაწყვეტილებაში, სათანადო შეფასება უნდა მისცეს ქმედებას და ასევე იხელმძღვანელოს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით, შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს მათზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6. სასამართლო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს პირველი ინსტაციის სასამართლოში -100 ლარის ოდენობით (ტ. 1; ს.ფ. 45).
სააპელაციო საჩივარზე აპელანტს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 150 ლარის ოდენობით (ტ-1; ს.ფ. 179).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, ხ-–------------–----–-------- გამგეობას უნდა დაეკისროს მა----------------ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხ-–------------–----–-------- გამგებლის 2----–-–-------------------- დადგენილება მა----------------ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ და დაევალოს ხ-–------------–----–-------- გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. ხ-–------------–----–-------- გამგეობას მა----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
თავმჯდომარე: ნათია ქუთათელაძე