განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001422317
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-430-2017 21 თებერვალი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ირმა პერანიძე სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შ------- პა-------ე ხ------- უ---ე სს ” ფ---- ბ---- სა---------–--“ დ----- დ---–--ე, მ--- ფ-----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, 2014 წლის 24 ივნისს, შ------- პა-------ესა და სს ”ფ---- ბ---- სა---------–--ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 2018 წლის 28 მარტამდე ვადით, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 21%. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%, სულ 60 დღე. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ო---- პა-------ის საკუთრებაში არსებული წილი უძრავი ქონებიდან. გარდა ამისა, მ------- პა-------ესთან, ო---- პა-------ესთან და ბ------ ჯი-–--–--–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15000 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის 11 დეკემბერს, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და შედგა სესხის ახალი გრაფიკი, რომლითავ სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 11 დეკემბრით. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სარჩელის წარდგენის დროისათვის, დავალიანებამ შეადგინა 20046 აშშ დოლარი, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა- 12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი- 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-314,76 აშშ დოლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. სს ‘’ფ---- ბ---- სა---------–--ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს. 2. მოპასუხეებს შ------- პა-------ეს, ო---- პა-------ეს, მ------- პა-------ეს, და ბ------ ჯი-–--–--–---–ს სს ‘’ფ---- ბ---- სა---------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20046,89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 314,76 აშშ დოლარი. 3. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდეს, იპოთეკით დატვირთული ო---- პა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო თუ აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეულ უნდა იქნას მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ. 4. მოპასუხეებს ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 1311,35 ლარის გადახდა. 5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: უარი ეთქვათ მოპასუხეებს - შ------- პა-------ეს, ო---- პა-------ეს და მ------- პა-------ეს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში. შ------- პა-------ესთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივი გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 06 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს ,,ფ---- ბ---- სა---------–--ს” წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შ------- პა-------ე, მ------- პა-------ე, ო---- პა-------ე, ბ------ ჯი-–--–--–---–ი და მოპასუხეებზე მის სასარგებლოდ 2014 წლის 24 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების, სულ 20046,89 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც ძირი თანხაა -12412,46 აშშ დოლარი, სარგებელი- 7319,67 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- 314,76 აშშ დოლარი. 2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად, 2.3. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე შ------- პა-------ეს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2016 წლის 10 ოქტომბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. 2.4. სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-624-ე, 873-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321-ე, მუხლების საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დააკმაყოფილა. 2.5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ შ------- პა-------ე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, აქვს მძიმე დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ასევე თვალის დაავადება. ფაქტიურად არ აქვს მხედველობა. ზუსტად იმ პერიოდში, როცა სარჩელი ჩაბარდა მის მეუღლეს, ის იყო საავადმყოფოში, ჩაიტარა არაერთი ოპერაცია, არაერთხელ ჩავარდა კომაში, ამიტომ ვერ შეძლო შესაგებლის დაწერა და ადვოკატის აყვანა. როცა სარჩელი მისმა მეუღლე ო----იმ ჩაიბარა, მოერიდა მეუღლის ნერვიულობას და არც უთქვამს მისთვის და არც ჰქონდა აზრი თქმას, რადგან იყო თბილისში საავადმყოფოში და მაინც ვერაფერს შეძლებდა. საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შ------- პა-------ის ჯანმრთელობის მდგო----ეობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვითაც, მან საავადმყოფოს ამბულატორულად მიმართა 2016 წლის 14 აპრილს. 2.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და დაინიშნა სხდომა საჩივრის განხილვის მიზნით. 2.7. 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით, შ------- პა-------ის, ო---- პა-------ის და მ------- პა-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა ძალაში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2.8. საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ მიუთითა შესაგებლის წარუდგენლობის ისეთი საპატიო მიზეზი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა საჩივრის საფუძვლიანობაზე. რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ ჯანმრთელობის მდგო----ეობის შესახებ ცნობას, აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ შ------- პა-------ე 2016 წლის 10 ოქტომბრიდან-20 ოქტომბრამდე იწვა საავადმყოფოში ქ. თბილისში, რის გამოც ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა. აღნიშნული ცნობით მიხედვით, მან საავადმყოფოს ამბულატორულად მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, რაც ვერ ჩაითვლება 2016 წლის ოქტომბერში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოებად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის, შ------- პა-------ის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ჯანმრთელობის მდგო----ეობის შესახებ, რაც უდავოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 3.2. სარჩელი მთლიანად იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა გამოეტანა.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ სს ,,ფ---- ბ---- სა---------–--ს” სარჩელი მოპასუხეების, შ------- პა-------ის, ო---- პა-------ის, მ------- პა-------ის და ბ------ ჯი-–--–--–---–ს მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების, 20046,89 აშშ დოლარის სს ‘’ფ---- ბ---- სა---------–--ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული. 4.2. დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე შ------- პა-------ეს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2016 წლის 10 ოქტომბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. 4.3. სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და აპელანტის პრეტენზიის შემოწმებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინაღმდეგე მხარის, სს ‘’ფ---- ბ---- სა---------–--ს’’ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელით მოთხოვნილი სარგებელი-7319,67 აშშ დოლარი, წარმოადგენდა არა სარჩელის წარმოდგენის დროისათვის (სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის დრო) დარიცხულ სარგებელს, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოქმედების მთელი პერიოდისათვის, კერძოდ, 2020 წლის 11 დეკემბრამდე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებლის თანხას. ამდენად, თუკი მსესხებლის მიერ მოხდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, სარგებელის სახით გადახდილი იქნებოდა 7319,67 აშშ დოლარი (იხ.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). 4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. 4.5. პალატა განმარტავს: სსკ-ის 2311-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ერთდროულად რამდენიმე წინაპირობა: 1) მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალებით) სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2) არ არსებობს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები შესაგებლის წარუდგენლობისა; 3) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (ანუ, მოსარჩელე უნდა უთითებდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. 4.6. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, ფასდება იმის მიხედვით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები გამოიწვევს თუ არა იმ შედეგს, რომლის დადგომასაც მოითხოვს მოსარჩელე. 4.7. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების გადახდა, ასევე სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული მთელი პერიოდისათვის (11.12.2020 წ.) სარგებლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის წარმოდგენით აღიარებდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს, დამტკიცებულად ჩათვლილი ეს გარემოება გამოიწვევდა თუ არა იმ შედეგს, რომელსაც იგი მოითხოვდა. ანუ, კანონით დასაშვები იყო თუ არა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებული მთელი პერიოდისათვის (11.12.2020 წლამდე) სარგებლის დაკისრება. ის, რომ მოპასუხეს სარჩელის წარდგენის დროისათვის ჰქონდა ვალი ძირითადი თანხა-12412,46 აშშ დოლარი, ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, ასევე გამართლებული უნდა ყოფილიყო მთელი მომავალი პერიოდისათვის სარგებელის 7319,67 აშშ დოლარის დაკისრებაც. ამ ფაქტის კვლევა, სკ-ის 230-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს ვალდებულებაა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია. 4.8. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით საქმეზე Nას-1701-1685-2011 განმარტა: სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ისეთ ვითარებაში, როდესაც სარჩელით დასტურდებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ მთელ პერიოდზე (11.12.2020 წლამდე) საპროცენტო სარგებლის 7319,67 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების, ასევე ამ თანხის ამოღების მიზნით ქონების რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაენიშნა სხდომა, რის შესახებაც ეცნობებინა მხარეთათვის ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სხდომაზე მოესმინა მოპასუხის, მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია. 4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზე არ იმსჯელა პროცენტის ნაწილში სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე, რაც ადასტურებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევებით (სსკ-ს 2311-ე მუხლი), რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავეს კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმის გათვალისწინებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები (სსკ-ს 2311-ე, 241-ე მუხლი), რამაც არასწორი გადაწყვეტილებების გამოტანა გამოიწვია, აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 385-ე, 393.3-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის შესაბამისად, შ------- პა-------ის საჩივრის დაკმაყოფილების, მის ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებების გაუქმებისა და 2311-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შ------- პა-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შ------- პა-------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში, ასევე ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინება; სამოქალაქო საქმე №2/1318-16 სს ,,ფ---- ბ---- სა---------–--ს” სარჩელისა გამო, შ------- პა-------ის წინააღმდეგ 2311-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან, სამოქალაქო საქმე №2/1318-16 სს ,,ფ---- ბ---- სა---------–--ს” სარჩელისა გამო, შ------- პა-------ის წინააღმდეგ არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ------- პა-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შ------- პა-------ის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის დადგენის ნაწილში და ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. სამოქალაქო საქმე №2/ბ-430-2017 სს „ფ---- ბ---- სა---------–--ს“ სარჩელისა გამო შ------- პა-------ის წინააღმდეგ არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდო----ე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე