განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210118001123401
საქმე№2/ბ-126-2018
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს სსიპ შ--------–--ის ს---------ი
წარმომადგენელი - მ------- გ-–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ს-------–--“
წარმომადგენლები - თ------- ჭ--–---–ი (დირექტორი), ლ-- ო------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“(არ გამოცხადდა)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე-ქ-------ის მუნიციპალიტეტის მერია (არ გამოცხადდა)
დავის საგანი-მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება -ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი სფუძვლები
2.1.1.2015 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,ს-------–--მ“ სარჩელი აღძრა ქ-------ის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ისა“ და ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს შ--------–--ის ს---------ის მიმართ მოძრავი ნივთის, სხელდობრ ტრანსფორმატორის მესაკუთრედ ცნობისა და აღნიშნულის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2.1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოცემული საზოგადოების წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ 2015 წლის 12 იანვარს მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შ--------–--ის ს---------ის მიერ 2----–-–-----------------ს შედგენილი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტითა და შემდგომ კი იმერეთის , რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------------ს მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტით ყადაღა იქნა დადებული შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთზე-ტრანსფორმატორზე, რაც ჯერ კიდევ 1995 წლის 12 ივნისს პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ-------ის სამმართველოსთან დადებული №-- ხელშეკრულებისა და 1995 წლის 02 ივნისის შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის საფუძელზე ქვის სატეხ სამქროსთან ერთად შეიძინა იმ შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ, რომელმაც ამავე პერიოდში ამავე ქონებაზე დააფუძნა შპს ,,ს-------–--“. შესაბამისად აღნიშნული მოძრავი ნივთი განეკუთვნება ამ საზოგადოების საკუთრებას, ამასთან განთავსებულ-- იმ მიწის ნაკვეთზეც, რომელიც რეგისტრირებულ-- შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრებაში, რითაც უტყუარად დგინდება ამ მოძრავ ნივთზე შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრების უფლება, რომელიც დაირღვა აღნიშნულზე სხვისი საგადასახადო ვალდებულების (მოვალე ,,შპს ქ--------–ი ტრდიციები) შეუსრულებლობის გამო დავალ--ნების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადებით.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1.მოპასუხე ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს სსიპ შ--------–--ის ს---------მა როგორც შესაგებლით, ასევე სსამართლო სხდომზე სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ სადავო ტრანსფორმატორი დაყადაღებულ-- შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს ვალდებულების გამო და იგი წარმოადგენს შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს ბალანსზე რიცხულ ქონებას, რადგან ამ უკანაკნელმა თავად მიუთითა განცხადებაში ტრანსფორმატორის (მე-4 პოზიცია) მის საკუთრებაში არსებობა , ხოლო შპს ,,ს-------–--ს“ მიერ დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მისივე განმარტებით, მართალ--, საქმეში წარმოდგენილ-- 1995 წლის 12 ივნისის სახელმწიფო ქონების მართვის ქონების სამინისტროს ქ-------ის სამმართველოსა და ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობას (შემდგომში შპს ,,ს-------–--ს“) შორის გაფორმებული სახელმწოფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელი საამქროს ქონება: ქვის სამქრო, ქვის სახერხი დაზგა, ტრანსფორმატორი და მცირეფასიანი საგნები, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტით არ შეიძლება დადასტურდეს , რომ ტრანსფორმატორი დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრებას, რაში დაეჭვების საფუძველსაც ქმნის ის ფაქტობრივი მდომარეობა, რომ შპს ,,ს-------–--ს“, როგორც გადამხდელს, მიწის გარდა მხოლოდ 2012 წლის დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული 50 850 ლარის ქონების არსებობა, ხოლო 2013-2015 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციებში დაფისირებულ--, რომ გადასახადის გადამხდელს გარდა მიწისა, სხვა ქონება არ ერიცხება. ამდენად, სადავო ტრანსფორმატორზე მას მოცემულ პერიოდში ქონების ღირებულების გადასახადი გადახდილი არ აქვს.
2.2.2.მოპასუხე შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს წარმომადგენელი სასამრთლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მან მხოლოდ შესაგებელი წარმოადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ტრანსფორმატორი ირიცხება შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს ბალანსზე, რაც გახდა დავალიანების გამო მისი დაყადაღების საფუძველი, მისივე განმარტებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ სადაო ტრანსფორმატორი წარმოადგენს მის საკუთრებას.
2.2.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოცემული საქმიდან გამოიყო შპს ,,ს-------–--”-ს სარჩელი მოპასუხეების - შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს, სსიპ შ--------–--ის ს---------ის და აღსრულების ბიუროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში და დადგინდა სარჩელით წარმოდგენილი ამ მოთხოვნის ადმინისტრაციული წესით განსჯადობა. საქმის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გაგრძელდა მოპასუხეების - შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს და სსიპ შ--------–--ის ს---------ის მიმართ.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. შპს ,,ს-------–--“-ს სარჩელი მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა.
2. სადავო 240 კვტ-იანი ტრანსფორმატორის მესაკუთრედ ცნობილი იქნა შპს ,,ს-------–--“ (ს/ნ 2--------).
2.4.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
უდაო ფაქტობრივი გარემოებები
2.4.1 1995 წლის 12 ივნისს ერთის მხრივ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ-------ის სამმართველოს (შემდგომში ,,გამყიდველად“ წოდებული) უფროს ზურაბ ნიჟარაძის წარმომადგენლობითა და მეორეს მხრივ ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობის (შემდგომში ,,მყიდველად“ წოდებული) წარმომადგენელ მ--------- კ--------ეს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №--, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელი საამქრო, მდებარე ქ-------ი - წ---–-------ს გ-------–--–ზე, რომელიც გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო საკუთრებაში თანდართული ქონების ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 1.3. პუნქტში კი აღინიშნა, რომ გაყიდული ქონება არ იყო დაგირავებული და აკრძალვის(ყადაღის) ქვეშ არ იმყოფებოდა.
2.4.2 1995 წლის 15 ივნისს ს----------–--ს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №-----, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა ამხანაგობის წარმომადგენელ მ--------- კ--------ეს (მცხოვრები: ქ. ქ-------ში, ნ----ს მ----–------------- მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ქვის დამამუშავებელი საამქრო №-, მდებარე ქ-------ი-წ---–-------ს გ-------–--–ზე. მიწის ფართობი: 942 კვ.მეტრი. აღნიშნულის გაცემის საფუძვლად მითითებულ იქნა 1995 წლის კოლეგიის გადაწყვეტილება ობიექტის ამხანაგობის პირდასპირ მიყიდვაზე, 1995 წლის 12 ივნისის ხელშეკრულება №-- და 1995 წლის 02 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი.
2.4.3 1995 წლის 19 აპრილს შედგა №- ქვის დამამუშავებელი საამქროს საწარმოს მუშაკთა საერთო კრება, რომელსაც 1994 წლის 01 მარტის სიითი შემადგენლობიდან ესწრებოდა მ.გ. კ--------ე და გ.მ. კ--------ე. დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1.ს----------–--ს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საწარმოს მუშაკებზე ობიექტის პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 2.საწარმოს მუშაკებიდან დამფუძნებელ პარტნიორებად გაერთიანების შესახებ. 3. დაფუძნებაზე განცხადების წარდგენისა და სახელმწიფო მართვის სამინისტროს ქ-------ის სამმართველოსთან შეთანხმების შესახებ. კრებაზე აღინიშნა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის სამოქმედოთ შემოღებასთან დაკავშირებით და ,,ს----------–--ს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით 1994 წლის 01 მარტის სიითი შემადგენლობით საწარმოს მუშაკებს უფლება მიეცათ შექმნან ამხანაგობა შემდგომში წოდებული ,,პარტნიორებად“. ამავე ოქმის თანახმად, საწარმოს პრივატიზებისთვის დამფუძნებელი პარტნიორებმა შექმნეს საწესდებო ფონდი, რომელიც განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარით ექვივალენტური თანხის ოდენობით კუპონებში. დადგინდა, რომ პირდაპირი მიყიდვისათვის უნდა დაფუძნებულიყო საზოგადოება ორი დამფუძნებელი პარტნიორის - მ--------- გ---------ს ძე კ--------ისა და გ--- მ---------ის ძე კ--------ის შემადგენლობით.
2.4.4. 1995 წლის 2- აპრილით დათარიღებული, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--“-ს პარტნიორთა სახელით ქალაქ ქ-------ის სასამართლოს მიმართა მ--------- კ--------ემ და მოითხოვა საწარმოს რეგისტრაციაში გატარება საფირმო სახელწოდებით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--“.
2.4.5 1995 წლის 09 ივნისს ჩატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--ს“ პარტნიორთა კრების ოქმი №1, რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: კრებას ესწრებოდა ორივე პარტნიორი: მ--------- კ--------ე და გ--- კ--------ე. დღის წესრიგად განისაზღვრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნისა და მისი წესდების განხილვა-დამტკიცების, საზოგადოების საფირმო სახელწოდების დამტკიცების, საზოგადოების იურიდიული მისამართის განსაზღვრისა და დირექტორის დანიშვნის საკითხები. საზოგადოების ირიდიულ მისამართად განისზღვრა:ქ.ქ-------ი, წ---–-------ს გ-------–--–ი, ხოლო საზოგდოების დირექტორდ კი დაინიშნა მ--------- კ--------ე.
2.4.6. 2008 წლის 04 ივლისს ნოტარიუს ე-------------–---–-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადასტურებულ იქნა, რომ თ------- ჭ--–---–ი არის 2--------- წელს გარდაცვლილი მ--------- კ--------ის მეუღლე - პირველი რიგის მემკვირდე, რომელმაც ამ სამკვიდრო მოწმობით მიიღო სამკვიდრო ქონება გარდაცვლილის შპს ,,ს-------–--ს“ პარტნიორის - მ--------- კ--------ის დანაშთი 500 (ხუთასი) ლარის ნომინალური ღორებულების წილი, რაც შეადგენს შპს ,,ს-------–--ს“ საწესდებო კაპიტალის 50%-ს..
2.4.7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 04 იანვრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ს-------–--ს“ (ს/ნ 2--------) 100% - იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ-- თ------- ჭ--–---–ი.
2.4.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2011 წლის 26 ოქტომბრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ქ--------– ტ------–---ის“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ-- ქ-------ის მერია.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.4.9 შ--------–--ის ს---------ის მედიაციის საბჭომ 2015 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4-) განიხილა შპს ,,ს-------–--“-ს (ს/ნ 2--------) საჩივარი, რომელიც ითხოვს შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (2--------) საგადასახადო დავალ--ნების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ყადაღადადებული ქონებიდან მისი კუთვნილი ქონების- ტრანსფორმატორის ამორიცხვას და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებლიყო შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ს----------–--ს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2014 წლის 12 აგვისტოს გამოცემული იქნა №------- ბრძანება შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“(2--------) მიმართ ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომელიც ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 15 აგვისტოს. შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (2--------) მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა №1----------- განცხადება მის საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ, სადაც სხვა ქონებასთან ერთად წარმოდგენილია ტრანსფორმატორი (მე-4 პოზიცია), რომლის საფუძველზეც 2014 წლის 19 სექტემბერს შედგენილი იქნა აქტი ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ .
2.4.10 1995 წლის 02 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა ე---–--- მ-----–-ს ძე შ---------ემ ჩააბარა, ხოლო ქვის დამამუშავებელი საამქროს №- შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელმა მ--------- გ---------ს ძე კ--------ემ ჩაიბარა ქვის დამამუშავებელი საამქრო №- მდ. ქ-------ი - წ---–-------ს გ-------–--–ზე, შემდეგი ქონება: ქვის საამქრო, ქვის სახერხი დაზგა, ტრანსფორმატორი, მცირეფასიანი საგნები.
2.4.11. შპს ,,ა----------------–------მა“ 2012 წლის 31 დეკემბერს გასცა აუდიტორული დასკვნა შპს ,,ს-------–--ს“ ქონების შეფასების შესახებ, რომლის მიხედვითაც შეფასდა რა შპს ,,ს-------–--ს“ ქონება, მდებარე წ---–-------ს რ-ნი სოფ. გ-------ში. შესაფასებლად სვა მოძრავ-უძრავ ქონებასთან ერთად მე-8 ნომრით წარმოდგენილი იქნა ტრანსფორმატორი - 240 კვტ-ანი, რაც შეფასდა - 3000 ლარად.
2.4.12. 2014 წლის 19 სექტემბერს შ--------–--ის ს---------ის მიერ შედგა მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ შემდეგ მოძრავ ქონებას: ტრანსფორმატორი 1 ცალი, ბეტონმრევი 1 ცალი, ქვის საჭრელი 1 ცალი, ელ. გამათბობელი 2 ცალი, ციფრული ფოტოაპარატი 1 ცალი, შედუღების აპარატი - 1 ცალი, ჯაჭვური ხერხი 1 ცალი.
2.4.13 შპს ქ--------–ი ტ------–---ის“ მიერ შ--------–--ის ს---------ისადმი წარდგენილ ნუსხაში სხვა მოძრავ ქონებებთან ერთად ირიცხება ტრანსფორმატორი, შეძენის წელი: 1990, პ/ღირ: 1315, აკ. ცვეთა 1157,2-.
2.4.14. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის თანახმად სსიპ შ--------–--ის ს---------ის დავების დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სახელდობრ დადგენილ იქნა, რომ ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს გადასახადის გადამხდელ შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალ--ნების ფარგლებში.
2.4.15. 2015 წლის 08 ოქტომბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგა მოვალის ქონების ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას: ტრანსფორმატორი 1 ცალი და ბეტონმრევი 1ცალი.
2.4.16 ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის №-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შ--------–--ის ს---------ის სასარგებლოდ დაყადაღებულ შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (ს/ნ 2--------) მოძრავ ქონებაზე - ტრანსფორმატორზე 2015 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით აუქციონი არ არის საჯაროდ გამოცხადებული.
2.4.17. 2016 წლის 18 მაისს სს ,,ე------------------------ს“ ფილ--ლის დირექტორმა შპს ,,ს-------–--ს“ დირექტორს, ამ უკანსკნელის ამავე წლის 28 პრილის მიმართვის პასუხად განუმარტა, რომ სატრანსფორმატორო პუნქტი 301-389 არ არის სს ,,ე------------------------ს“ კომპანიის სახელზე. შესაბამისად, მისი მიმდინარე და გეგმიური შეკეთება უნდა განახორციელოს თავად მფლობელმა შპს ,,ს-------–--მ“. ასევე მიუთითა, რომ შპს ,,ს-------–--ს მფლობელობში არსებულ ტრანსფორმატორზე ქვეაბონენტების სახით ფიქსირდებოდა ოთხი აბონენტი: მ-----, ჯ------–-, ე--–----, ,,მ-----------------“ და რომ აბონენტი ,,ქ--------–ი ტ------–---ი““ აღნიშნულ სპ-ზე არც ბაზაში და არც ფიზიკურად არ ფიქსირდება.
2.4.18. უძრვი ქონება მდებარე: რაიონი წ---–-------, გ------- (გ-------------–--) ს/კ 2----------- , დაზუსტებული ფართობი 951.00 კვ.მ. რეგისტრირებულ-- შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრებად. მოცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე განთავსებულია ქვის სახერხი საამქრო. წყლის კოშკი, წყლის ავზი, ელ. ჯიხური.
2.4.19. მოწმის სახით დაკითხული ი---------–--ის ჩვენებით თანახმად ის, როგორც პროფესიით ბუღალტერი, სხვადასხვა დროს ადგენდა შპს ,,ს-------–--“-ს საფ----სო დეკლარაციებს ,სადაც ტარნსფორმატორი ფიქსირებულ იყო შპს ,,ს-------–--“-ს საკუთრებაში.
2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება (მოტივაცია)
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს 148-149-ე, 186-197-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სსამართლოსა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
2.5.1.სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღიარებითი სარჩელი და აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
2.5.2.სასამართლომ მოუხმო საქართველოს საკასაციო სასამართლოს აღიარებითი სარჩელის არსის დადგენის მიზნებისათვის გაკეთებულ განმარტებას, რომლითაც განმარტებულ იქნა, რომ აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადგენა, დოკუმენტის ნამდვილობის ან სიყალბის დადასტურება. აღიარებითი სარჩელი, თავისი სამართლებრივი ბუნებით, უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენას გავს, თუმცა, აღიარებითი სარჩელი უდავო წარმოების წესით იურიდიული ფაქტის დადგენისაგან მკვეთრად განსხვავებული საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტია. აღიარებითი სარჩელის არსებობის პირობებში არსებობს დავა მხარეებს შორის. აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მხოლოდ დარღვეული უფლების ან შელახული ინტერესის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ უფლება არც იყოს დარღვეული და არც ინტერესი იყოს შელახული, თუმცა, აუცილებელია, რომ უფლება სადავო იყოს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღძვრის ერთ-ერთ წინაპირობას უფლებისა, თუ სამართლებრივი ინტერესის სადავოობა წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტის აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უდავო წარმოების წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი უნდა აღძრას საამისოდ უფლებამოსილმა სუბიექტმა და სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული უნდა იყოს ის, ვისთანაც მოსარჩელეს უფლება, თუ სამართლებრივი ინტერესი სადავო აქვს. მოცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას უსაფუძვლოდ ეცილებიან მფლობელობაში და აღირებითი სარჩელით გადაწყვიტა უფლების დაცვა, ხოლო იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრედ აღიარება.
2.5.3.სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას, რომელიც მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, რაც დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; სასამართლომ ხაზგასმა გააკეთა იმაზე, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.
2.5.4.სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1995 წლის 12 ივნისის სახელმწიფო ქონების მართვის ქონების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსაა და ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობას (შემდგომში შპს ,,ს-------–--ს“) შორის გაფორმებული სახელმწოფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ტრანსფორმატორი წარმოადგენს შპს ,,ს-------–--ს საკუთრებას.
2.5.5.სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო ქონება, ტრანსფორმატორი, სამოქალაქო კოდექსის 148-149-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენს მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
2.5.6. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლს, რომლის თანახმადაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა : მესაკუთრის ნამდვილი , ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა და ასეთი შეაჯერა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან :
1995 წლის 12 ივნისის სახელმწიფო ქონების ყიდვა -გაყიდვის №-- ხელშეკრულების თანახმად ქვის სატეხ საამქროსთან ერთად სადავო ტრანსფორმატორი პირდაპირი მიყიდვის წესით ამხანაგობის სახელით შეიძინა მ--------- კ--------ემ (შემდგომში შპს ,,ს-------–--) (ტ.1. ს.ფ.19-20; 2-)
1995 წლის1 5 ივნისს აღნიშნულზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტ.1. ს.ფ.24);
სადავო მოძრავი ნივთი - ტრანსფორმატორი განთავსებულ-- შპს ,,ს-------–-- “-ს საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (იხ. ტომი 1-ლის.ფ. 163-175 ;
მ--------- კ--------ის დანაშთი სამკვიდრო უძრავ -მოძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ , მეუღლე - თ------- ჭ--–---–მა (იხ. ტ1.ს.ფ. 34-35)
2012 წლის 31 დეკემბერს აუდიტის მიერ შეფასებული იქნა შპს ,,ს-------–-- “-ს ქონება , სადაც ტრანსფორმატორი შეფასებულ-- 3000 (სამი ათასი ) ლარად , ხოლო შპს-ს მთლ--ნი ქონება შეფასებულ-- 50.850.00 ლარად (ტ.1.ს.ფ. 38-40)
შპს ,,ს-------–-- “- ს სახელმწიფოს მიმართ არ ერიცხება დავალ--ნება .(მხარეთა განმარტება)
მითითებული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ შპს ,,ს-------–--“-ს მფლობელობაშია სადავო ტრანსფორმატორი და დღემდე უწყვეტად სარგებლობს ამ ნივთით. სასამართლოს სადავოდ არ მიაჩნია ის გარემოებაც, რომ მყიდველმა ნასყიდობის საფასური სრულად გადაიხადა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არსებობს მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის აუცილებელი ორივე წინაპირობა (ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა).
2.5.7. სასამართლომ მოუხმო მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს , სახელდობრ 2011 წლის 27 ოქტომბრის Nას-914-954-2011 განჩინებას, რომლითაც განიმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.“
2.5.8 სასამართლომ არ გაიზიარა შ--------–--ის ს---------ის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო, ყადაღადადებული ტრანსფორმატორი წარმოადგენს შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს კუთვნილ ნივთს, რადგან მითითებული მტკიცებულება შექმნილ-- შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ი“-ს დირექტორის მიერ და წარმოდგენილი არ არის ქონების შეძენის დამადასტურებელი საბუთი. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხე შ--------–--ის ს---------ის წარმომადგენელის მოტივაცია სადავო ტრანსფორმატორის შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ისადმი“ კუთვნილების შესახებ და განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიაც კი, თუ სადავო ნივთზე მოსარჩელეს გადახდილი არ ექნება ქონების გადასახადი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, აღნიშნული მაინც ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და არა მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი.
2.5.9..ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება, სადავო ნივთის კუთვნილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.5.10...სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, სადავო ტრანსფორმატორის კეთილსინდისიერი მფლობელობის ფაქტი. ხოლო მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლეს შესაგებელში მითითებული ფაქტების დამტკიცება.
3.. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებზე სააპელაციო საჩივრით მითითება წარმოდგენილი არ არის
3.2. აპელანტის განმარტებით, იგი არ ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებას (საქმე N2/1861–15წ). თვლის, რომ შპს "ს-------–--"-ს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არ არის სწორი და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით: საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში, ხოლო ამავე მუხლის 2.1. ნაწილის თანახმად ამ მუხლის 1.1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან „ქ--------– ტ------–---ს" (ს/ნ 2--------) გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალ--ნება, შ--------–--ის ს---------ის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს გამოცემული იქნა ბრძანება N------- გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 15 აგვისტოს.
3.3. შპს "ქ--------–ი ტ------–---ი"-ს მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა N1----------- განცხადება მის საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ, სადაც სხვა ქონებასთან ერთად წარმოდგენილია ტრანსფორმატორი (მე-4 პოზიცია), რომლის საფუძველზეც 2014 წლის 19 სექტემბერს შედგენილი იქნა აქტი ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ", რაც განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფუძვლოა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაყადაღებული ქონების მოსარჩელის საკუთრებაში არსებობასთან დაკავშირებით.
3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით“. ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ,,ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“
3.5. ს----------–--ს ფ----სთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ,,ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.“
3.6. ამდენად, უსაფუძვლოა შპს „ს-------–--“–ს მტკიცება, იმის თობაზე, რომ დაყადაღებული ტრანსფორმატორი წარმოადგენს მის საკუთრებას.
3.7. მართალ--, საქმეში წარმოდგენილ-- 1995 წლის 12 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობას (შემდგომში შპს „ს-------–--“) შორის გაფორმებული სახელმწიფო ქონების ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელი საამქროს ქონება: ქვის საამქრო, ქვის სახერხი დაზგა, ტრანსფორმატორი და მცირეფასიანი საგნები, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტით არ შეიძლება დადასტურდეს, რომ ტრანსფორმატორი, დღეის მდგმარეობითაც წარმოადგენს შპს ,,ს-------–--“–ს საკუთრებას. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ შ--------–--ის ს---------ის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში შპს „ს-------–--“–ს ქონების გადასახადის 2012–2015 წლის წლიური დეკლარაციები, რომლითაც დასტურდება, რომ გადამხდელს 2012 წელში დაფიქსირებული აქვს 50850 ლარის ქონების (გარდა მიწისა) არსებობა, ხოლო 2013–2015 წლის ქონების გადასახდის დეკლარაციებში დაფიქსირებულ--, რომ გადასახადის გადამხდელს გარდა მიწისა, სხვა ქონება არ ერიცხება. აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარაციები სასამართლოში წარდგენილი იქნა შ--------–--ის ს---------ის მიერ არა იმის დასადასტურებლად, როგორც სასამართლო აღნიშნავს გადაწყვეტილებაში, რომ ქონების გადასახადი არ არის გადახდილი, არამედ იმის დასადასტურებლად, რომ შპს „ს-------–--“–ს გარდა მიწისა, 2012 წლის შემდეგ სხვა ქონება არ ერიცხებოდა.
ამდენად, აპელანტის თვალსაზრისით, სადავო მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ტრანსფორმატორი დღეის მდგომარეობით არის სწორედ შპს „ს-------–--“-ს და არა შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ საკუთრება, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს.
3.8. აპელნტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის იგნორირებით, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც სსსკ–ს 393–ე მუხლის მე–3 ნაწილის გათვალისწინებით მისი გაუქმების ერთ–ერთ საფუძველს წარმოადგენს.
3.9. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნა იმის თაობაზედ, რომ ქონების დაყადაღება განხორციელებულ-- საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ქონებაზე საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ყადაღის პირობებში კი, ამ ქონების ყადაღის სიიდან ამორიცხვის საკითხის განხილვაც და მესაკუთრედ ცნობის საკითხის განხილვაც უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების წესით. შესაბამისად თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კი არ უნდა გამოეყო საქმიდან შპს „ს-------–--“–ს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში ადმინისტრაციული წესით განსახილველად, არამედ საქმე მთლიანად უნდა დაქვემდებარებოდა ადმინისტრაციული წესით განხილვას, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და გასაჩივრებული 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.
3.10 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/1861) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას შპს "ს-------–--"-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.2. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.4.1 -- 2.4.19 პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები.
- 1995 წლის 12 ივნისს ერთის მხრივ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ-------ის სამმართველოს (შემდგომში ,,გამყიდველად“ წოდებული) უფროს ზურაბ ნიჟარაძის წარმომადგენლობითა და მეორეს მხრივ ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობის (შემდგომში ,,მყიდველად“ წოდებული) წარმომადგენელ მ--------- კ--------ეს შორის დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №--, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელი საამქრო, მდებარე ქ-------ი - წ---–-------ს გ-------–--–ზე, რომელიც გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო საკუთრებაში თანდართული ქონების ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე ხელშეკრულების 1.3. პუნქტში კი აღინიშნა, რომ გაყიდული ქონება არ იყო დაგირავებული და აკრძალვის(ყადაღის) ქვეშ არ იმყოფებოდა.
- 1995 წლის 15 ივნისს ს----------–--ს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №-----, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა ამხანაგობის წარმომადგენელ მ--------- კ--------ეს (მცხოვრები: ქ. ქ-------ში, ნ----ს მ----–------------- მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ქვის დამამუშავებელი საამქრო №-, მდებარე ქ-------ი-წ---–-------ს გ-------–--–ზე. მიწის ფართობი: 942 კვ.მეტრი. აღნიშნულის გაცემის საფუძვლად მითითებულ იქნა 1995 წლის კოლეგიის გადაწყვეტილება ობიექტის ამხანაგობის პირდასპირ მიყიდვაზე, 1995 წლის 12 ივნისის ხელშეკრულება №-- და 1995 წლის 02 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი.
- 1995 წლის 19 აპრილს შედგა №- ქვის დამამუშავებელი საამქროს საწარმოს მუშაკთა საერთო კრება, რომელსაც 1994 წლის 01 მარტის სიითი შემადგენლობიდან ესწრებოდა მ.გ. კ--------ე და გ.მ. კ--------ე. დღის წესრიგი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1.ს----------–--ს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საწარმოს მუშაკებზე ობიექტის პირდაპირ მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 2.საწარმოს მუშაკებიდან დამფუძნებელ პარტნიორებად გაერთიანების შესახებ. 3. დაფუძნებაზე განცხადების წარდგენისა და სახელმწიფო მართვის სამინისტროს ქ-------ის სამმართველოსთან შეთანხმების შესახებ. კრებაზე აღინიშნა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის სამოქმედოთ შემოღებასთან დაკავშირებით და ,,ს----------–--ს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით 1994 წლის 01 მარტის სიითი შემადგენლობით საწარმოს მუშაკებს უფლება მიეცათ შექმნან ამხანაგობა შემდგომში წოდებული ,,პარტნიორებად“. ამავე ოქმის თანახმად, საწარმოს პრივატიზებისთვის დამფუძნებელი პარტნიორებმა შექმნეს საწესდებო ფონდი, რომელიც განისაზღვრა 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარით ექვივალენტური თანხის ოდენობით კუპონებში. დადგინდა, რომ პირდაპირი მიყიდვისათვის უნდა დაფუძნებულიყო საზოგადოება ორი დამფუძნებელი პარტნიორის - მ--------- გ---------ს ძე კ--------ისა და გ--- მ---------ის ძე კ--------ის შემადგენლობით.
- 1995 წლის 2- აპრილით დათარიღებული, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--“-ს პარტნიორთა სახელით ქალაქ ქ-------ის სასამართლოს მიმართა მ--------- კ--------ემ და მოითხოვა საწარმოს რეგისტრაციაში გატარება საფირმო სახელწოდებით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--“.
- 1995 წლის 09 ივნისს ჩატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-------–--ს“ პარტნიორთა კრების ოქმი №1, რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: კრებას ესწრებოდა ორივე პარტნიორი: მ--------- კ--------ე და გ--- კ--------ე. დღის წესრიგად განისაზღვრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნისა და მისი წესდების განხილვა-დამტკიცების, საზოგადოების საფირმო სახელწოდების დამტკიცების, საზოგადოების იურიდიული მისამართის განსაზღვრისა და დირექტორის დანიშვნის საკითხები. საზოგადოების ირიდიულ მისამართად განისზღვრა:ქ.ქ-------ი, წ---–-------ს გ-------–--–ი, ხოლო საზოგდოების დირექტორდ კი დაინიშნა მ--------- კ--------ე.
- 2008 წლის 04 ივლისს ნოტარიუს ე-------------–---–-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადასტურებულ იქნა, რომ თ------- ჭ--–---–ი არის 2--------- წელს გარდაცვლილი მ--------- კ--------ის მეუღლე - პირველი რიგის მემკვირდე, რომელმაც ამ სამკვიდრო მოწმობით მიიღო სამკვიდრო ქონება გარდაცვლილის შპს ,,ს-------–--ს“ პარტნიორის - მ--------- კ--------ის დანაშთი 500 (ხუთასი) ლარის ნომინალური ღორებულების წილი, რაც შეადგენს შპს ,,ს-------–--ს“ საწესდებო კაპიტალის 50%-ს..
-. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 04 იანვრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ს-------–--ს“ (ს/ნ 2--------) 100% - იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ-- თ------- ჭ--–---–ი.
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2011 წლის 26 ოქტომბრის ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ქ--------– ტ------–---ის“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ-- ქ-------ის მერია.
- შ--------–--ის ს---------ის მედიაციის საბჭომ 2015 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4-) განიხილა შპს ,,ს-------–--“-ს (ს/ნ 2--------) საჩივარი, რომელიც ითხოვს შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (2--------) საგადასახადო დავალ--ნების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით ყადაღადადებული ქონებიდან მისი კუთვნილი ქონების- ტრანსფორმატორის ამორიცხვას და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებლიყო შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2014 წლის 12 აგვისტოს გამოცემული იქნა №------- ბრძანება შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“(2--------) მიმართ ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რომელიც ჩაბარდა ხელზე 2014 წლის 15 აგვისტოს. შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (2--------) მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა №1----------- განცხადება მის საკუთრებაში რიცხული ქონების შესახებ, სადაც სხვა ქონებასთან ერთად წარმოდგენილია ტრანსფორმატორი (მე-4 პოზიცია), რომლის საფუძველზეც 2014 წლის 19 სექტემბერს შედგენილი იქნა აქტი ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ .
- 1995 წლის 02 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა ე---–--- მ-----–-ს ძე შ---------ემ ჩააბარა, ხოლო ქვის დამამუშავებელი საამქროს №- შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელმა მ--------- გ---------ს ძე კ--------ემ ჩაიბარა ქვის დამამუშავებელი საამქრო №- მდ. ქ-------ი - წ---–-------ს გ-------–--–ზე, შემდეგი ქონება: ქვის საამქრო, ქვის სახერხი დაზგა, ტრანსფორმატორი, მცირეფასიანი საგნები.
-. შპს ,,ა----------------–------მა“ 2012 წლის 31 დეკემბერს გასცა აუდიტორული დასკვნა შპს ,,ს-------–--ს“ ქონების შეფასების შესახებ, რომლის მიხედვითაც შეფასდა რა შპს ,,ს-------–--ს“ ქონება, მდებარე წ---–-------ს რ-ნი სოფ. გ-------ში. შესაფასებლად სვა მოძრავ-უძრავ ქონებასთან ერთად მე-8 ნომრით წარმოდგენილი იქნა ტრანსფორმატორი - 240 კვტ-ანი, რაც შეფასდა - 3000 ლარად.
- 2014 წლის 19 სექტემბერს შ--------–--ის ს---------ის მიერ შედგა მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ შემდეგ მოძრავ ქონებას: ტრანსფორმატორი 1 ცალი, ბეტონმრევი 1 ცალი, ქვის საჭრელი 1 ცალი, ელ. გამათბობელი 2 ცალი, ციფრული ფოტოაპარატი 1 ცალი, შედუღების აპარატი - 1 ცალი, ჯაჭვური ხერხი 1 ცალი.
- შპს ქ--------–ი ტ------–---ის“ მიერ შ--------–--ის ს---------ისადმი წარდგენილ ნუსხაში სხვა მოძრავ ქონებებთან ერთად ირიცხება ტრანსფორმატორი, შეძენის წელი: 1990, პ/ღირ: 1315, აკ. ცვეთა 1157,2-.
-. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის თანახმად სსიპ შ--------–--ის ს---------ის დავების დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სახელდობრ დადგენილ იქნა, რომ ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს გადასახადის გადამხდელ შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
- 2015 წლის 08 ოქტომბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგა მოვალის ქონების ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას: ტრანსფორმატორი 1 ცალი და ბეტონმრევი 1ცალი.
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის №-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შ--------–--ის ს---------ის სასარგებლოდ დაყადაღებულ შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ის“ (ს/ნ 2--------) მოძრავ ქონებაზე - ტრანსფორმატორზე 2015 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით აუქციონი არ არის საჯაროდ გამოცხადებული.
- 2016 წლის 18 მაისს სს ,,ე------------------------ს“ ფილიალის დირექტორმა შპს ,,ს-------–--ს“ დირექტორს, ამ უკანსკნელის ამავე წლის 28 პრილის მიმართვის პასუხად განუმარტა, რომ სატრანსფორმატორო პუნქტი 301-389 არ არის სს ,,ე------------------------ს“ კომპანიის სახელზე. შესაბამისად, მისი მიმდინარე და გეგმიური შეკეთება უნდა განახორციელოს თავად მფლობელმა შპს ,,ს-------–--მ“. ასევე მიუთითა, რომ შპს ,,ს-------–--ს მფლობელობში არსებულ ტრანსფორმატორზე ქვეაბონენტების სახით ფიქსირდებოდა ოთხი აბონენტი: მ-----, ჯ------–-, ე--–----, ,,მ-----------------“ და რომ აბონენტი ,,ქ--------–ი ტ------–---ი“ აღნიშნულ სპ-ზე არც ბაზაში და არც ფიზიკურად არ ფიქსირდება.
- უძრვი ქონება მდებარე: რაიონი წ---–-------, გ------- (გ-------------–ია) ს/კ 2----------- , დაზუსტებული ფართობი 951.00 კვ.მ. რეგისტრირებულია შპს ,,ს-------–--ს“ საკუთრებად. მოცემულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე განთავსებულ-- ქვის სახერხი საამქრო. წყლის კოშკი, წყლის ავზი, ელ. ჯიხური.
-. მოწმის სახით დაკითხული ი---------–--ის ჩვენებით თანახმად ის, როგორც პროფესიით ბუღალტერი, სხვადასხვა დროს ადგენდა შპს ,,ს-------–--“-ს საფ----სო დეკლარაციებს ,სადაც ტარნსფორმატორი ფიქსირებულ იყო შპს ,,ს-------–--“-ს საკუთრებაში.
ზემოაღნიშნულთან ერთად სააპელაციო პალატა დამატებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, სახელდობრ 2016 წლის 06 ივლისით დათარიღებული შპს ,,ს-------–--ს“ უძრავი ქონების თაობაზე საკუთრების ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1-ლი; ს.ფ. 172) და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აღწერით (იხ. ტომი 1-ლი ს.ფ 172) უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში №3 განაშენიანების ფართი 2.2- კვ.მ აღწერის თანახმად დაკავებული აქვს ელ.ქვესადგურს, რაც წარმოადგენს სადავო ტრანსფორმატორს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს და არ უარყოფს აპელანტიც. (იხ.საპელაციო სასამართლო სხდომის ოქმი)
ამდენად, სამოქალაქო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ადგენს, რომ სადაო მოძრავი ნივთი -ტრანსფორმატორი 1995 წლიდან არის შპს ,,ს-------–--ს“ როგორც მფლობელობაში, ასევე საკუთრებაშიც .
სამართლებრივი დასაბუთება:
4.7. სამოქალაქო პალატა უპირველესად აღნიშნვს, რომ სარჩელი ეხება რა მოძრავი ნივთი-ტრანსფორმატორის მესაკუთრედ ცნობას, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განეკუთვნება არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართაწარმოების წესით განსახილველი დავათა კატეგორიას, რადგან გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, შესაბამისად პალატა არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
4.8.პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, , რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად სადაო ტრანსფორმატორი წარმოადგენს რა მოძრავ ნივთს, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი (ანუ კერძო-სამართლებრივი შედეგი - სანივთო უფლების წარმოშობის მომენტი) უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
4.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება, შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
ზემოაღნიშნული ნორმის სამრთლებრივი ანალიზით ნათელია, რომ, მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 1995 წლის 12 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილმა პირმა მისთვის მესაკუთრისგან მინიჭებული ლეგიტიმური უფლების საფუძველზე ქვის სატეხი საამქრო და მასთან ერთად ამჟამად სადაოდ ქცეული ტრანსფორმატორი პირდაპირი მიყიდვის წესით № 2- ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ქვის დამამუშავებელი საამქროს №- შრომითი კოლექტივის ამხანაგობას, რომელთა წარმომადგენელსაც წარმოადგენდა მ--------- გ---------ს ძე კ--------ე. აღნიშნულზე მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა დადასტურებულ იქნა შესაბამისი ხელმოწერებით, ბეჭდითა და სანოტარო რეესტრში რეგისტრაციით. მყიდველის მიერ გადახდილი იქნა სრულად ნასყიდობის საგნის საფასური, რის შემდგომაც შედგა შესაბამისი მირება-ჩაბარების აქტიც.
ამდენად. დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისთვის აუცილებელი ორივე წინაპირობის (ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა) არსებობა.
აქვე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო ტრანსფორმატორის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელმაც საკუთრების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს (ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო) მეშვეობით ნამდვილი უფლების საფუძველზე ეს ნივთი პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადასცა მოსარჩელე საზოგადოებას. ამდენად, არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი მოცემული მოძრავი ნივთის შპს,,ქ--------–ი ტ------–---ის“ ბალანსზე აღრიცხვისათვის, ამასთან დადგენილია, რომ მოცემული ტრანსფპორმატორი არასდროს არ ყოფილა ამ საზოგადოების მფლობელობაში .
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით“,. ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ,,ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე“. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ს-------–--“ სრულად აკმაყოფილებს ზემოთ მოხმობილი ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, რაც , როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დასრურდება სამეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით.
4.11 . პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლითაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხე შ--------–--ის ს---------ის წარმომადგენელის მოტივაცია სადავო ტრანსფორმატორის შპს ,,ქ--------–ი ტ------–---ისადმი“ კუთვნილების შესახებ და განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიაც კი, თუ სადავო ნივთზე მოსარჩელეს გადახდილი არ ექნება ქონების გადასახადი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, აღნიშნული მაინც ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ქონებრივი დეკლარაციის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და არა მფლობელობის შეწყვეტის და ნივთზე საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველი.
4.12. პალატა განმარტავს, რომ მოცემული სარჩელით დაყენებული მოთხოვნა (მესაკუთრედ ცნობა) მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნაა, თუმც ასეთი თუნდაც შეფასებულ რომ იქნეს აღიარებითი ხასიათის მოთხოვნად, როგორც ეს მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობაც ხელყოფილი უფლების აღდგენის მოთხოვნის სახით, რაც წარმოდგენილი იყო მოსარჩელის მიერ განუყოფელი სასარჩელო მოთხოვნით (მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება). (იხ.სარჩელი)
4.13. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლით დადგენილი წესით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის გზით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთის წარუდგენლობა მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
განსახილველ შემთხვევაში პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხედ მითითებულმა პირმა - შპს ,,ქ--------–ი ტ------–---მა“ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მხოლოდ განმარტა, რომ სადაო მოძრავი ნივთი მის ბალანსზე ირიცხება, და ამდენად, მას მართებულად დაედო ყადაღა, თუმც ვერ მიუთითა სადავო ნივთის მის ბალანსზე აღრიცხვის საფუძვლად არათუ სამართლებრივი თვალსაზრისით ვარგის, არამედ თუნდაც მისი თვალსაზრისით ასეთად მისაჩნევ მტკიცებულებაზე. ამასთან მან მონაწილეობა არ მიიღო არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში , არ ისარგებლა მხარის პროცესუალური უფლებებით _ არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და არც სააპელაციო შესაგებელი არ წარმოადგინა . (იხ.შესაბამისი სასამართლო სხდომის ოქმები)
4.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ს-------–--ს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს შ--------–--ის ს---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შესაბამისად ზემოთქმულისა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი - ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს სსიპ შ--------–--ის ს---------ი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ს----------–--ს ფ----სთა სამინისტროს შ--------–--ის ს---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6.სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე