განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054808
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054808

საქმე ?1/აგ-222-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ-------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით დ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, დ-------------–---–ს 03(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2015 წლის 12 მაისიდან.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული დ-------------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 თვითა და 12 დღით ადრე და გათავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 30 ივნისს.

 

2018 წლის 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ-------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა განაჩენების გადასინჯვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ?2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით დ-------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დ-------------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების (AB-CHMINAGA) უკანონოდ შეძენა, შენახვისათვის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისიწნებული რომელიმე დანაშაული.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, ვინაიდან დ-------------–---–ი წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლებით განსაზღვრული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, მას ქმედებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისიწნებული რომელიმე დანაშაული) და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით (ახალი ფსიქოატიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) და სასჯელი განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

დ-------------–---–ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს;

 

დ-------------–---–ს ქმედებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენი).

 

დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2015 წლის 12 მაისიდან. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული დ-------------–---–ი გათავისუფლებულია პატიმრობიდან პირობით ვადამდე 10 თვითა და 12 დღით ადრე, 2017 წლის 30 ივნისს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განაჩენი, სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

შ. ყაველაშვილი