განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2018
საქმის ნომერი
080310117002111371
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310117002111371 (3/ბ-631-2017 წ)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

საჩივრის ავტორები - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

 

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ--------------–--ლი, ზ---- ა------ე, ლ-–-----–-–---–ი, თ----------–-----ე, შპს ,, შ--------------------’’ (მოპასუხეები)

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის და 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებები

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 02 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,შ--------------------ს’’, ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. კერძოდ:

 

ზ---------------–---–ის (პ/ნ 6----------) კუთვნილი -

ავტოსატრანსპორტო საშუალებების - MERCEDES-BENZ ML 430, სახელმწიფო ნომრით O-----; OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით Z-----;

შპს „ს-------------–----–----რში’’ (ს/ნ 2--------) 20 %-იანი წილის;

შპს „შ--------------------ში’’ (ს/ნ 2--------) 49 %-იანი წილის;

შპს „ბ--–----------------------იში’’ (ს/ნ 4--------) 25 %-იანი წილის;

შპს „ვ------------------------–--ში’’ (ს/ნ 4--------) 100 %-იანი წილის;

საბანკო ანგარიშების სს ,,ს----------–--------ში’’, სს ,,პ------------- ბანკში’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’ _ დაყადაღება;

ზ---- ა------ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი -

უძრავი ქონების ს/კ. 7-----------;

ცეცხლსასროლ იარაღების – თოფი T-----------------------------; პისტოლეტი C----------------; პისტოლეტი M----------------------; თოფი I----------------;

შპს „შ-------------------ში’’ (ს/ნ 2--------) 51 %-იანი წილის;

შპს „ლ----ში’’ (ს/ნ 2--------) 62,5 %–იანი წილის;

შპს „ბ--–----------------------ში’’ 25 %-იანი წილის (ს/ნ 4--------);

შპს „ზ-------------–--ში’’ (ს/ნ 4--------) 100 %–იანი წილის;

შპს „ს-------------–----–----რში’’ (ს/ნ 2--------) 20 %-იანი წილის;

შპს „ვ----------ში’’ (ს/ნ 2--------)100%-იანი წილის;

საბანკო ანგარიშების - სს ,,ს----------–--------ში’’ და სს ,,პ------------- ბანკში’’ _ დაყადაღება;

 

თ----------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების - ს/კ. 0----------------------; ს/კ. 3-----------; ს/კ. 3-----------; ს/კ. 3----------- და ს/კ. 0---------------_ დაყადაღება;

 

ლ-–-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების წილის – ს/კ. 0---------------;

შპს „G--------------e“–ში (ს/ნ 4--------) 100 %–იანი წილის;

შპს „G------------e“–ში (ს/ნ 4--------) 25 %-იანი წილის;

შპს „ქ-------–ი’’ (ს/ნ 4--------) 50 %-იანი წილის;

შპს „ო--–---------------ში’’ (ს/ნ 4--------) 30 %-იანი წილის _ დაყადაღება;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: თ----------–-----ის (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0---------------; ლ-–-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0---------------.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა _ ზ---------------–---–ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, წილების და საბანკო ანგარიშების დაყადაღების ნაწილში _ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ზ---- ა------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების, ცეცხლსასროლი იარაღების, წილებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების ნაწილში _ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა თ----------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 0----------------------; 3-----------; 3-----------; 3-----------) და საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, - არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა _ ლ-–-----–-–---–ის სახელზე რიცხული წილების – შპს „G--------------e“–ში (ს/ნ 4--------), შპს „G------------e“–ში (ს/ნ 4--------), შპს „ქ------ში“ (ს/ნ 4--------), შპს „ო--–---------------ში“ (ს/ნ 4--------) და საბანკო ანგარიშების დაყადარების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (ს.ფ. 126-129, ტ-1).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 131-133), ხოლო 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 152-162).

 

2017 წლის 18 ოქტომბერს ზ--------------–--ლის მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომელშიც ,,სხვა სახის შუამდგომლობის“ გრაფაში ზ---------–---–-- იშუამდგომლა შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფა ფიზიკური პირების ზ.გ-------–---–ის, ზ-------------------–-------------–----–-–---–-- მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისა და მათი პირადი ქონებების დაყადაღების ნაწილში (ს.ფ. 134-150).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე ზ--------------–--ლს, თ----------–-----ეს და ლ-–-----–-–---–ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა; ამავე განჩინებით ზ--------------–--ლს, ლ-–-----–-–---–ს და თ----------–-----ეს დაევალათ თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის სახელით ზ--------------–--ლის მიერ სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რისთვისაც მათ განესაზღვრათ 05 (ხუთ) დღიანი ვადა განჩინების ასლი ჩაბარებიდან. (ს.ფ. 163-167).

 

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა ზ--------------–--ლს, თ----------–-----ეს და ლ-–-----–-–---–ის, მაგრამ მათთვის განჩინების ასლების ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

2017 წლის 02 ნოემბერს ზ---- ა------ის მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომელშიც ,,სხვა სახის შუამდგომლობის“ გრაფაში იშუამდგომლა შემოსავლების სამსახურის სარჩელის უარყოფა ფიზიკური პირების ზ.გ-------–---–ის, ზ-------------------–-------------–----–-–---–-- მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებისა და მათი პირადი ქონების დაყადაღების ნაწილში (ს.ფ. 178-194).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ზ---- ა------ის შუამდგომლობა მიჩნეულ იქნა საჩივრად ამავე სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ყადაღა დაედო თ----------–----ის და ლ-–-----–-–---–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს. ამავე განჩინებით თ----------–-----ეს და ლ-–-----–-–---–ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა და დაევალათ მათი (თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის) სახელით ზ---- ა------ის მიერ სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რისთვისაც მათ განესაზღვრათ 05 (ხუთ) დღიანი ვადა განჩინების ასლი ჩაბარებიდან. (ს.ფ. 195-199).

 

2017 წლის 16 ნოემბერს ზ---- ა------ემ განცხადებებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარადგინა როგორც სახელმწიფო ბაჟის 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ისე ლ-–-----–-–---–ის და თ----------–-----ის რწმუნებულება/მინდობილობები (ს.ფ. 206-216).

 

2017 წლის 20 ნოემბერს ლ-–-----–-–---–მა საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 0---------------, ამჟამინდელი მფლობელები ინვესტორებთან ერთად იწყებენ მათთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. სააქციო საზოგადოება „ტ--------თან“ გაფორმებულია საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება 400 000 ლარის კრედიტის მიღებაზე (დანართი №4), რომლის შესრულების გარანტად მათი ქონება უნდა ჩაიდოს, შემოსავლების სამსახურის ყადაღა გარიგების ჩაშლის რეალურ საფრთხეს ქმნის, რადგან არც ერთი საბანკო დაწესებულება შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებულ ქონებას გარანტიად არ ჩაიდებს და რის გამოც საჩივრის ავტორი, როგორც ერთ-ერთ მეპატრონეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ-–-----–-–---–მა მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის სახით სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 400 000 ლარის ოდენობით. ლ-–-----–-–---–ი განმარტავდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოიყენებოდა ების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ასევე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.

 

საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლზე და ითხოვდა საქმის საბოლოოდ გარკვევამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებული სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაცვლად მცხეთაში, სოფელ წ--------ში მდებარე ყოველგვარი შეზღუდვებისაგან თავისუფალი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 7----------- (დანართი №5), რომელიც ფართობით ორჯერ აღემატებოდა სოფელ დ------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი 0---------------, - დაყადაღებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ლ-–-----–-–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ლ-–-----–-–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მცხეთაში, სოფელ წ--------ში მდებარე უძრავ ქონების (ს/კ 7-----------) დაყადაღების შესახებ, ნაცვლად სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონებისა, ს/კ. 0---------------.

 

ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ლ-–-----–-–---–ის და თ----------–-----ის საჩივრები (რეგისტრაციის ნომრები - 26041, 27510, 29311) მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 264-268), ხოლო 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ-–-----–-–---–ის და თ----------–-----ის საჩივრები დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა და ისინი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 269-277).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის, ლ-–-----–-–---–ის და თ----------–-----ის საჩივრებით საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა 06.12.2017 წელს (ს.ფ. 305).

 

2017 წლის 06 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ლ-–-----–-–---–მა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

 

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით შეთავაზებული ქონება წარმოადგენდა სარჩელის ფასზე მეტი ღირებულების მქონეს, რასაც ადასტურებდა აუდიტის დასკვნები, კერძოდ, აუდიტის დასკვნის შესაბამისად, თბილისში, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 0---------------, საბაზრო ღირებულება შეადგენდა 153 000 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით შეთავაზებული, მცხეთაში, სოფელ წ--------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი 7-----------, საბაზრო ღირებულება - 237 500 ლარს.

 

საჩივრის ავტორის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, თბილისში, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 0---------------, გასხვისების პერიოდისათვის სს „ვ---------------------იას“ მიერ იპოთეკით იყო დატვირთული. ამჟამად კერძო აღმასრულებელ ე-----–------------ის (ლიცენზია №54) წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 31 ოქტომბერს, ამავე სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 აპრილს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 14 იანვარს გაცემული №2ბ/5710-13, №2ბ/865-14 და №2/1154-13 სააღსრულებო ფურცლები, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა სს „ვ---------------------ია“. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ყოვლად უსარგებლო იყო ხსენებული ქონების დაყადაღება, რამეთუ შემოსავლების სამსახურის მიერ მასზე ყადაღის დადების მოთხოვნამდე „ვ---------------------იას“ მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ხოლო ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებული უძრავი ქონების - მდებარე თბილისი, სოფელი დ------ი, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაცვლად მცხეთაში, სოფელ წ--------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი 7-----------, - დაყადაღება (ს.ფ. 3-5, ტომი 2). (აღნიშნული საჩივარზე უარი განაცხადა ლ-–-----–-–---–მა 2018 წლის 18 იანვრის განცხადებით, რომელიც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინა).

 

2017 წლის 08 დეკემბრის №3221-1/3ბ მომართვის საფუძველზე, 2017 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა ადმინისტრაციული საქმე №3/ბ-631-2017წ. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,შ--------------------ს”, ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის, ლ-–-----–-–---–ის მიმართ, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ (ს.ფ. 1. ტომი 2).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ-–-----–-–---–ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ს.ფ. 24-27, ტ.2).

 

29.12. 2017 წლის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ-–-----–-–---–ის შუამდგომლობა - სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე. ამავე განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თ----------–-----ის (პ/ნ 6----------) და ლ-–-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0---------------.

 

დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ნაცვლად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ზ---- ა------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე - მცხეთა, სოფელი წ--------ი, დაზუსტებული ფართობი 1 900.00 კვ. მეტრი (ს/კ 7-----------) (ს.ფ. 58-67, ტ-2).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დაფიქსირებული შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი იყო, როგორც “შ----------------ის“ მიერ გასხვისებულ, თ----------–-----ის (პ/ნ 6----------) და ლ-–-----–-–---–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, სოფ. დ------ი ს/კ 0---------------, ასევე მოვალე საწარმოს შპს "შ-------------------ი"-ს (ს/ნ 2--------) 51 %-იანი წილის მფლობელის - ზ---- ა------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხულ იმ უძრავ ქონებაზეც (ს/კ 7-----------), რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაედო ყადაღა №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ნაცვლად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულია შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში შემოსავლების სამსახურის მიერ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური თვლის, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს/კ 0---------------) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ შესაძლებელია იგი გასხვისდეს ცრუმაგიერ პირად საცნობი პირების მიერ, ისევე როგორც გასხვისდა შპს "შ-------------------ის" (ს/ნ 2--------) მიერ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, რაც სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. მითუმეტეს, იმ პირობებში, რომ შპს "შ-------------------ის" (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანება შეადგენს 467 499,52 ლარს, რომელიც იზრდება ყოველდღიურად 0.05 %-ით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, როგორც უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, სოფ. დ------ი ს/კ 0---------------, ასევე უძრავ ქონებაზე, მდებარე მცხეთა, სოფ. წ--------ი, დაზუსტებული ფართობი 1900,00 კვმ. (ს/კ 7-----------), გამომდინარეობს იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილია შპს "შ-------------------ის" (ს/ნ 2--------), ზ---------------–---–ის (პ/ნ 6----------), ზ---- ა------ის (პ/ნ 0----------), თ----- ჭ---–-----ის (პ/ნ 6----------) და ლ-–-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება, ამდენად ზემოაღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო შეძლებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მათ უძრავ-მოძრავ ქონებაზეც, რადგან საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ამდენად შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად უფლებამოსილია ცრუმაგიერი პირების, მათ შორის ზ---- ა------ის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის იმ ქონებაზეც, რომელსაც დაედო ყადაღა 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში უძრავ ქონებაზე, რომელზედაც გაუქმდა 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ს/კ 0--------------- – არსებობს საფრთხე, რომ შესაძლებელია გასხვისდეს ცრუმაგიერ პირად საცნობი პირების მიერ, ისევე როგორც გასხვისდა შპს "შ--------------------ს" (ს/ნ 2--------) მიერ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, რაც სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე და საგადასახადო ორგანო ფაქტიურად ვერ შეძლებს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას, კერძოდ გადასახადის გადამხდელის შპს "შ-------------------ი"-ს (ს/ნ. 2--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერ პირთა მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება შპს „ა----------------–------ის“ მიერ გაცემულ დასკვნას უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულების შესახებ, რადგან იგი იმ აუდიტორული ფირმისა, რომელიც არ არის რეგისტრირებული აუდიტორების/ აუდიტორულ ფირმათა სახელმწიფო რეესტრში, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 29 ოქტომბრის N17 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, იურიდიული პირი და სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორების/აუდიტორულ ფირმათა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ (ს.ფ. 126-129).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით საჩივარი მიიღო წარმოებაში (ს.ფ. 82-87), ხოლო 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 88-99).

 

2018 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ლ-–-----–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე მის მიერ 2017 წლის 06 დეკემბერს შეტანილი საჩივრის დაბრუნება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინებების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, ლ-–-----–-–---–ისა და თ----------–-----ის საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის და 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებები გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივრებში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოპასუხეების შპს ,,შ--------------------ს’’, ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის წინააღმდეგ და მათი ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა, ამასთან მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო ანგარიშების _ დაყადაღების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

მოსარჩელის მტკიცებით, შპს "შ-------------------ს" (ს/ნ 2--------) 2017 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 467 499. 52 ლარის ოდენობით. 0-----2013წ. რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 17.12.2013 წელს. 1-----2014წ. ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ გამოიცა N0------ ბრძანება შპს "შ--------------------ს" ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროდ 2015 წლის 23 დეკემბერს. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს "შ-------------------ს" საკუთრებაში გააჩნია 1ც. სალარო აპარატი, რომლის წარმოდგენა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის ვერ მოხერხდა.

 

შპს "შ--------------------ს" დირექტორი და 49 %-იანი წილის მფლობელი არის ზ---------------–---–ი (პ/ნ 6----------), 51 %-იანი წილის - ზ---- ა------ე (პ/ნ 0----------), საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხორც-პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.

 

საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 1------------ის №4---- და 2015 წლის 2-------ის №2---- ბრძანებების საფუძველზე ჩატარებული გასვლითი საგადასახადო შემოწმებების შედეგად (შემოწმების პერიოდი 2007-08 წწ. და 2010-2015 წწ).

 

შპს "შ-------------------მა" აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მისი საწარმოს შესაძლო შემოწმების ჩატარების შესახებ 2012 წლის 1-------ს გამოცემული №2---------- წერილის ჩაბარების შემდეგ (22.06.2012 წ.), 2012 წლის 23 ოქტომბერს გაასხვისა თავის კუთვნილი ქონება (ს/კ. 0---------------) თ----------–-----ეზე (პ/ნ 6----------) და ლ-–-----–-–---–ზე (პ/ნ 0----------). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით თ----- ჭ---–-----ე (პ/ნ 6----------) არის შპს "შ--------------------ს" (ს/ნ 2--------) დირექტორის და დამფუძნებლის ზ---------------–---–ის (პ/ნ 6----------) შვილების გ------- გ-------–---–ის (პ/ნ. 0----------), ნ-----–---- გ-------–---–ის (პ/ნ 0----------) და ე-----–- გ-------–---–ის (პ/ნ 6----------) დედა, ხოლო ლ-–------–-–---–ი (პ/ნ 0----------) - შპს "შ--------------------ს" (ს/ნ 2--------) დამფუძნებლის ზ---- ა------ის (პ/ნ 0----------) დის, მ------ ა------ის (პ/ნ 0----------) - შვილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს ,,შ-------------------ის’’ მიერ დავალინების მოსალოდნელი დარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, განზრახ მოხდა კომპანიის კუთვნილი ქონების გასხვისება, რაც მიზნად ისახავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებისაგან თავის არიდებას.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ზემოაღნიშნული გარემოებები საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს შპს "შ--------------------ს" (ს/ნ 2--------), ზ---------------–---–ის (პ/ნ 6----------), ზ---- ა------ის (პ/ნ 0----------), თ----------–-----ის (პ/ნ 6----------) და ლ-–-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი _ შემდგომში სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირებად ცნობის შემთხვევაში, გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამდე, მოხდეს მოპასუხეთა კუთვნილი ქონების გასხვისება, რის გამოც შეუსრულებელი დარჩება ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო - თ----------–-----ის (პ/ნ 6----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0--------------- და ლ-–-----–-–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0---------------.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ზ---------------–---–ის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის, ლ-–-----–-–---–ის მიმართ მათი კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების ნაწილში, - არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს როგორც შემოსავლების სამსახურმა, ისე ლ-–-----–-–---–მა და თ----------–-----ემ.

 

ლ-–-----–-–---–ის საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, სოფელ დ------ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის სახელზე. უძრავ ნივთზე 2010 წელს რეგისტრირებულია სს ,,ვ---------------------იას’’ სასარგებლოდ იპოთეკის უფლება (ს.ფ. 46-47, ტ.1), ხოლო უძრავი ნივთი მდებარე მცხეთა, სოფელი წ--------ი ს/კ. 7-----------, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება ზ---- ა------ის სახელზე (ს.ფ. 235-236, ტ.1).

 

საქმეში დაცული ზ---- ა------ის განცხადებით ირკვევა, რომ მან (ზ---- ა------ემ) 2017 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებული ქონების ნაცვლად ყადაღა დაედოს მის კუთვნილ ნივთს მდებარე მცხეთა, სოფელი წ--------ი, დაზუსტებული ფართობი 1900,00 კვ. მეტრი, (ს/კ 7-----------). ანალოგიური შინაარსის განცხადება შეიტანა ზ---- ა------ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მიუთითა, რომ აცხადებდა თანხმობას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დაყადაღებული ქონების ნაცვლად თავის კუთვნილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 7-----------, - დაყადაღებაზე (ს.ფ. 20-23, ტ. 2).

 

2017 წლის 0------------ს შპს ,,ა----------------–----რის’’ მიერ გაცემული №0----- დასკვნის თანახმად თბილისში, სოფელი დ------ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ. 0---------------, საბაზრო ღირებულება არის 153 000 ლარი. ამავე უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა ნაგებობის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 60 000 ლარით (იხ. შპს ,,ა----------------–----რი’’-ს 2017 წლის 28 დეკემბრის დასკვნა №------) (ს.ფ. 7; 50-54, ტ.2). შპს ,,ა----------------–----რის’’ მიერ 2017 წლის 0------------ს გაცემული №------ დასკვნის თანახმად ზ---- ა------ის კუთვნილი უძრავი ნივთის - მდებარე მცხეთა, სოფელი წ--------ი, ს/კ. 7-----------, დაზუსტებული ფართობი 1900 კვ. მეტრი, საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 237 500 ლარით (ს.ფ. 12, ტ.2).

 

პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ, სასარჩელო მოთხოვნისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს მოპასუხის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფა ემსახურება მიზანს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების - შპს ,, შ--------------------ს’’, ზ--------------–--ლის, ზ---- ა------ის, თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ცრუმაგიერი პირი პასუხს აგებს საგადასახადო ვალდებულებაზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თ----------–-----ის და ლ-–-----–-–---–ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ 0---------------. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ თუ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ნივთი იქნება საგადასახადო ვალდებულების შესრულების საშუალება. ასეთ საშუალებად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მოპასუხე ზ---- ა------ის კუთვნილი უძრავი ნივთი - მდებარე მცხეთა, სოფელი წ--------ი, დაზუსტებული ფართობი 1 900 კვ. მეტრი (ს/კ 7-----------), რომლის საბაზრო ღირებულება შპს ,,ა----------------–----რის’’ მიერ გაცემული დასკვნის თანახმად აღემატება ამჟამად დაყადაღებული ქონების ღირებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლით გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხის ქვეშ არ დგება. ამასთან სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლით მოსარჩელის კანონიერი უფლება არ იზღუდება, რამდენადაც, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. მდებარე თბილისი, სოფელი დ------ი) რეგისტრირებულია იპოთეკა სს „ვ-------------ის“ სასარგებლოდ განცხადებები: N8-----------, 24/11/2010წ; N8-----------, 24/12/2010წ და 8-----------, 25.02/2011წ; საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება 1-----------, 2-----2017წ შეტყობინება N0-------, 19/07.2017წ შემოსავლების სამსახური. უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა: - ყადაღა 1----------- 15/05/2014, საფუძველი - კერძო აღმასრულებლის ე-----–------------ის მიმართვა N1--------------, 09.05.2014წ. მაშინ, როცა მიწის ნავეთი საკადასტრო კოდით 7----------- (1 900 კვ.მ. მდებარე მცხეთა, სოფელი წ--------ი), - უფლებრივად თავისუფალია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.

 

სააპელაციო პალატის აზრით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას, რომელიც გააქარწყლებდა გასაჩივრებული განჩინების დებულებებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც 2017 წლის 03 ოქტომბრის, ისე 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებები გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს. ამასთან, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2017წ განჩინებით გაუქმებულია 03.10.2017წ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა ს/კ-ზე 0---------------), - ლ-–-----–-–---–ისა და თ----------–-----ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს, აღარ არსებობს მათ საჩივარზე დავის საგანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, ლ-–-----–-–---–ისა და თ----------–-----ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

 

3. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე