განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2018
საქმის ნომერი
330100117001861267
ინსტანცია
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117001861267

საქმე №1/ბ 11-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ლე----------–----ს

მსჯავრდებულის: თე---------------ე

ადვოკატის: ოთ--------------–--ე

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ თე---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ოთ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თე---------------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პ/N 0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–-------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, თე---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით და საბოლოოდ, თე---------------ეს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი)წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

მსჯავრდებულ თე-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 3 მარტიდან.

თე---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

თე---------------ემ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0----- გრამ ნივთიერებას, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეიცავს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ A------------ შემცველ ნივთიერებას, რომელიც 2017 წლის 3 მარტს, ქ------–--–--------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თე---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ვინაიდან მსჯავრდებულს პირადი ჩხრეკისას თან ჰქონდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება „------------- ხოლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არ ჰქონია და ისინი თავად პოლიციის თანამშრომლებმა გაურიეს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თე---------------ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას სისხლში აღმოაჩნდა მარიხუანა და არა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოში გამოკვლეული 2017 წლის 3 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ------–--–--------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თე---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი სპორტული შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ქაღალდში გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა. ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე. ვ---------------–----------------–-------------------–--------------–------ ადგილზევე დაილუქა ამოღებული ქაღალდი მასში მოთავსებული ნივთიერებით. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. ჩხრეკის ოქმს გამომძიებლებთან ერთად ხელს აწერს თავად თე---------------ეც.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურეს უშუალოდ ჩხრეკაში მონაწილე ინსპექტორ გამომძიებლებმა გ----------------------------------–---–------

2017 წლის 4 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №--------------- დასკვნის მიხედვით, თე---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქაღალდის ნაჭერში გადახვეული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, წონით (მშრალ მდგომარეობაში) 0----- გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „--------------------------–---------- გრამის ოდენობით და ნივთიერება A------------, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ თე---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა გამჭვირვალე პოლიეთილინის პაკეტში, თავმოკრული სინთეზური თოკით, რომელიც დალუქული იყო ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ-------------–--------------–------- პაკეტისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ნ-----–----------------------–----------

აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულისაგან ამოღებული ნივთიერება მისივე თანდასწრებით დაილუქა, მანვე მოაწერა ხელი შესაბამის ჩხრეკის ოქმს და ასეთი სახით გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ამასთან დალუქულ პაკეტზე არ აღინიშნებოდა რაიმე დაზიანების კვალი. შესაბამისად, პრაქტიკულად გამორიცხულია პოლიციელების მხრიდან, ადგილი ჰქონოდა თე---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებაში რაიმე სხვა ნივთიერების შერევის ფაქტს.

ამდენად, დაცვის ვერსია ნივთიერი მტკიცებულების ფაქტიურად შეცვლასთან დაკავშირებით წარმოადგენს მხოლოდ აპელანტის ვარაუდს, არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და ვერ იქნება გაზიარებული.

დაცვის მხარის მტკიცებით, მათი პოზიციის უტყუარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თე---------------ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას სისხლში აღმოაჩნდა მარიხუანა და არა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სისხლში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არ არსებობა არ გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ ამავე ნივთიერების ფლობის ფაქტს. თუ აპელანტის ლოგიკას გავიზიარებთ, ასეთ შემთხვევაში თე---------------ის პირადი ჩხრეკისას უნდა ამოეღოთ მეტადონი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი, ანუ ის ნარკოტიკული საშუალებები, რომლის მოხმარების ფაქტი მას მარიხუანასთან ერთად ლაბორატორიულად დაუდგინდა.

პალატა აანალიზებს რა, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თე---------------ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

საქმეში არსებული უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მოწმეების: გ-------------------------------–---–---------------------------------–----------------------–----------- ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, თე---------------ის პირადი ჩრეკისა და დაკავების ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თე---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, თუმცა მითითებული აქვს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რაც ტექნიკური სახის შეცდომაა და ის გავლენას ვერ ახდენს ვერც დანაშაულის კვალიფიკაციაზე და ვერც დანიშნულ სასჯელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თე---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ თე---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. თე----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4(ოთხი)წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 3(სამი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თე---------------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

4.თე---------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი)წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხემძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. მსჯავრდებულ თე-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 3 მარტიდან.

6. ნივთიერი მტკიცებულება: თე---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარეული მასა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე კ. მაჭავარიანი