განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100118002277541
საქმე №1ბ/140-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ლელა ბახტაძის მდივნობით,პროკურორის: მიხ---–-------–---–-ს
ადვოკატის: იო--------------ს
მსჯავრდებულის: გ-------------–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------------–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ შ-----ს ძე ქ-----–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–----------- დანაშაული გათვალისწინებული საქრთველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, გ-------------–- ცნობილ იქნა დამანაშავედ საქრთველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ ქ-----–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ ქ-----–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ნოემბრიდან.
გ------ ქ-----–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ------ ქ-----–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ლ--–---------–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - ქ------- და ბ--- ქ-----–ების თანდასწრებით. კეროდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------ ქ-----–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, ლ--–---------–---–ს სახის და მარჯვენა მკლავის არეში დაარტყა ტელევიზორის ,,პულტი“, რის შედეგადაც ლ--–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
2017 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ------ ქ-----–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ლ--–---------–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების ქ------- და ბ--- ქ-----–ების თანდასწრებით. კეროდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ------ ქ-----–მა ლ--–---------–---–ს ყელში მოუჭირა ორივე ხელი, რის შედეგადაც ლ--–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში, გ------------------------–--------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გ-------------–- მეუღლეს - ლ--–---------–---–ს არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ლ--–---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ-------------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია მოწმეების: ლ--–---------–---–ის, ქ------- ქ-----–-ს, ბ--- ქ-----–-ს, გ------------–-------ს, გ---–--– ღ-------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო - სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე , საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის დაცვის მხარის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან, მართალია მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ჩადენილი ქმედების სახესა და ხასიათზე, ასევე ქმედების სისტემატურობაზე დროის მოკლე მონაკვეთში და რაც მთავარია, იმ ზიანზე, რომელიც მიადგა არასრულწლოვანი შვილების ფსიქიკას, რომელთა თანდასწრებითაც მსჯავრდებულმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ ქ-----–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-------------–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაცი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ-------------–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. გ------ ქ-----–- ცნობილ იქნეს დამანაშავედ საქრთველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ ქ-----–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით;
4. მსჯავრდებულ გ------ ქ-----–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 ნოემბრიდან;
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ გ-------------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
6. ნივთმტკიცება - ტელევიზორის პულტი და ლ--–---------–---–ის ტანსაცმელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ლ--–---------–---–ს;
7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი