განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3088-17
საქმე № 330310016001625310
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი: თ----------------------
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ-----------–-–---–ი
დავის საგანი - - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ჯ-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დაევალა მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განიხილოს ჯ-----------–-–---–ის მიერ, 2016 წლის 11 ოქტომბერს წარდგენილი განცხადება და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქმეში წარმოდგენილია ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1979 წლის 15 ნოემბერს გაცემული ЖВ №1----- დიპლომი, რომლითაც დგინდება, რომ იგი 1974-1979 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობაზე.
2.2. საქმეში წარმოდგენილი, ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1981 წლის 25 ივნისს გაცემული BC №0----- სამხედრო ბილეთით დგინდება, რომ მან გაირა სამხედრო მომზადება თსუ-ში 1979 წელს, პროფილით - „მოტორმსროლელი ოცეულის მეთაური“, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა (სსს)-0001 და ამასთან, სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1979 წლის 14 ნოემბრის №2-- ბრძანებით მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
2.3. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის №1-- პ/შ ბრძანებით (ამონაწერი), აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს, მათ შორის საერთო თავდაცვის სამსახურის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციის მაიორს - ჯ-------------–-–---–ს მიენიჭა მეთაურთა შემადგენლობის სპეციალური წოდება - „პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი“.
2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 18 იანვრის №1---------- წერილით ჯ------------–-–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 18 წელს 7 თვეს და 21 დღეს.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: „ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი...“, ხოლო მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად - „წელთა ნამსახურობის გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან“. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტრომ უარი უთხრა ჯ-----------–-–---–ს მოემზადებინა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 25 მარტს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე, აქედან 1990 წლის 31 ივლისიდან 1991 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისის ოქტომბრის შს რაიგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1991 წლის 1 ივნისიდან 1992 წლის 10 ივლისამდე სრ შსს საერთო და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების სამობილიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად, 1992 წლის 10 ივლისიდან 1995 წლის 17 მარტამდე სრ შსს შტაბის საერთო თავდაცვის განყოფილების პოლიციისა და სამხედრო უწყებათა თანამშრომლობის ქვეგანყოფილების პოლიციისა და სამხედრო უწყებათა თანამშრომლობის ქვეგანყოფილების უფროსად, ხოლო 1995 წლის 17 მარტიდან 1995 წლის 24 ოქტომბრამდე სრ შსს საერთო თავდაცვის სამსახურის ქიმიური სამსახურის უფროსად.
2.6. 2013 წლის 15 მაისს ჯ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს და შს ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე მუშაობის გამო ითხოვა პენსიის დანიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 15 მაისს გაცემული №1----------- ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
2.7. 2015 წლის 6 თებერვალს ჯ------------–-–---–მა ისევ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა.
2016 წლის 11 ოქტომბერს, ჯ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს და მოითხოვა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სტაჟში ჩათვლა, ხოლო სტაჟის გათვალისწინებით მისთვის პენსიის დანიშნვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ წერილით ჯ-----------–-–---–ს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო განცხადების განუხილველად გამოეცა უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ჯ-----------–-–---–ის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს ჩაეთვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში ინსტიტუტში სწავლის 5 წელი.
2.9. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია - ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 15 მაისს გაცემული №1----------- ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 18 იანვრის №1---------- წერილით ჯ-----------–-–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 18 წელს 7 თვეს და 21 დღეს.
2.10. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით მის მიერ იგივე მოთხოვნა იქნა თუ არა დაყენებული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 15 მაისის (ს.ფ. 11) და 2015 წლის 16 თებერვლის (ს.ფ. 16-17) განცხადებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მხოლოდ სტაჟის გათვალისწინებით პენსიის დანიშვნა, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადებით (ს.ფ. 44) ჯ-----------–-–---–მა მოითხოვა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სტაჟში ჩათვლა და სტაჟის გათვალისწინებით მისთვის პენსიის დანიშნვა. აღნიშნული განცხადება კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიჩნეული იქნა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შემთხვევად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადებით წარდგენილი იქნა ახალი მოთხოვნა, რაც ექვემდებარებოდა განხილვას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.
საქმეში წარმოდგენილია ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1979 წლის 15 ნოემბერს გაცემული ЖВ №1----- დიპლომი, რომლითაც დგინდება, რომ იგი 1974-1979 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრეწველობის დაგემვის სპეციალობაზე. ასევე, ჯ-----------–-–---–ის სახელზე 1981 წლის 25 ივნისს გაცემული BC №0----- სამხედრო ბილეთით დგინდება, რომ მან გაირა სამხედრო მომზადება თსუ- ში 1979 წელს პროფილით „მოტორმსროლელი ოცეულის მეთაური“, სამხედრო- სააღრიცხვო სპეციალობა (სსს)-0001.
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს. გადაწყვეტილებით საქართველოს შნაგან საქმეთა სამინსტროს ადამიანური რესურსების მართის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის MIA 8--------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნა ბათილად და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ-----------–-–---–ის 2016 წლის 11 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისიწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ კონკრეტული პირობების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებათ განესაზღვრებათ 20 წელი.“
ზემოაღნიშნული დანაწესი მიუთითებს, რომ ნამსახურობის 20 წლად შრომითი სტაჟი უნდა განესაზღვროს „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11-ე მუხლით გათვალისწინებული იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურების 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ანუ იმ სამხედრო მოსმსახურეებს, რომლებიც მე-11 მუხლში მოხსენიებული არიან როგორც 20-ზე ნაკლები ნამსახურები წლების მქონე პირები. ამავე მუხლის თანახმად: სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს რომელთაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა მომსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთ სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო აქვთ შეიარარებულ ძალებში ნამსხურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისთვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის 10 წლი გ) სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი მე-2 ნაწილისა და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ერთბლივი წაკითხვისას, ნათელია რომ 20 წლით ნამსახურები წლების განსაზღვრის მოთხოვნა ეხება არა ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს რომელიც მოხსენიებულია „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლში, არამედ მხოლოდ იმათ, ვინც ამ მუხლში მოხსენიებული არიან, როგორც 20 წელზე ნაკლები ნამსახურობის წლების მქონე პირები.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი. აღსანიშნავია, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართლად. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განამრტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, ერთიანობის პრინციპს-ყოველი ნორმა წაკითხული უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გენეტიკური განმარტების პრინციპს-გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტებების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, კანონის აღნიშნული ნორმის განმარეტებიდან ნათელია, რომ კონკრეტული სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლად არის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება და არა სამინისტროს კანონით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე.
აპელანტი უთითებს, რომ სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას მნიშვნელობა ენიჭება არა პენსიის დანიშვნის, არამედ პენსიაზე იმ დანამატების დანიშვნისთვის, რომელიც ამავე კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა განსაზღვრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუსრულდა წელთაა ნამსახურობის 20 წელი და უფლებამოსილია, მიიღოს პენსია (ჩათვლა შესაბამისი დანამატების განსაზღვრის მიზნის). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ჯ-----------–-–---–ს წელთა ნამსახურობაში ვერ ჩაეთვლება სწავლის პერიოდი, რადგან მისი წელთა ნამსახურობის პერიოდი არ შეადგენს 20 წელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე სამინისტრო მიიჩნევს რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საქმეში წარმოდგენილია ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1979 წლის 15 ნოემბერს გაცემული ЖВ №1----- დიპლომი, რომლითაც დგინდება, რომ იგი 1974-1979 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობაზე.
4.5. საქმეში წარმოდგენილი, ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1981 წლის 25 ივნისს გაცემული BC №0----- სამხედრო ბილეთით დგინდება, რომ მან გაირა სამხედრო მომზადება თსუ-ში 1979 წელს, პროფილით - „მოტორმსროლელი ოცეულის მეთაური“, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა (სსს)-0001 და ამასთან, სსრკ თავდაცვის სამინისტროს 1979 წლის 14 ნოემბრის №2-- ბრძანებით მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
4.6. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 25 აპრილის №1-- პ/შ ბრძანებით (ამონაწერი), აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს, მათ შორის საერთო თავდაცვის სამსახურის სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციის მაიორს - ჯ-------------–-–---–ს მიენიჭა მეთაურთა შემადგენლობის სპეციალური წოდება - „პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი“.
4.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 18 იანვრის №1---------- წერილით ჯ------------–-–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 18 წელს 7 თვეს და 21 დღეს.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: „ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი...“, ხოლო მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად - „წელთა ნამსახურობის გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან“. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტრომ უარი უთხრა ჯ-----------–-–---–ს მოემზადებინა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 25 მარტს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე, აქედან 1990 წლის 31 ივლისიდან 1991 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისის ოქტომბრის შს რაიგანყოფილების უფროს ინსპექტორად, 1991 წლის 1 ივნისიდან 1992 წლის 10 ივლისამდე სრ შსს საერთო და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების სამობილიზაციო ქვეგანყოფილების უფროსად, 1992 წლის 10 ივლისიდან 1995 წლის 17 მარტამდე სრ შსს შტაბის საერთო თავდაცვის განყოფილების პოლიციისა და სამხედრო უწყებათა თანამშრომლობის ქვეგანყოფილების პოლიციისა და სამხედრო უწყებათა თანამშრომლობის ქვეგანყოფილების უფროსად, ხოლო 1995 წლის 17 მარტიდან 1995 წლის 24 ოქტომბრამდე სრ შსს საერთო თავდაცვის სამსახურის ქიმიური სამსახურის უფროსად.
4.9. 2013 წლის 15 მაისს ჯ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს და შს ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე მუშაობის გამო ითხოვა პენსიის დანიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 15 მაისს გაცემული №1----------- ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
4.10. 2015 წლის 6 თებერვალს ჯ------------–-–---–მა ისევ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა.
2016 წლის 11 ოქტომბერს, ჯ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს და მოითხოვა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სტაჟში ჩათვლა, ხოლო სტაჟის გათვალისწინებით მისთვის პენსიის დანიშნვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ წერილით ჯ-----------–-–---–ს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო განცხადების განუხილველად გამოეცა უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.13. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია - ????????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
4.14. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
4.15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს II განყოფილების მიერ, 2013 წლის 15 მაისს გაცემული №1----------- ცნობით დგინდება, რომ ჯ-----------–-–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში 1982 წლის 3 მაისიდან 2002 წლის 25 ივნისამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 18 იანვრის №1---------- წერილით ჯ-----------–-–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებში მისი ნამსახურობა კადრში ჩარიცხვის დღიდან შეადგენდა 18 წელს 7 თვეს და 21 დღეს.
4.16. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ.
საქმეში წარმოდგენილია ჯ-----------–-–---–ის სახელზე, 1979 წლის 15 ნოემბერს გაცემული ЖВ №1----- დიპლომი, რომლითაც დგინდება, რომ იგი 1974-1979 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრეწველობის დაგემვის სპეციალობაზე. ასევე, ჯ-----------–-–---–ის სახელზე 1981 წლის 25 ივნისს გაცემული BC №0----- სამხედრო ბილეთით დგინდება, რომ მან გაირა სამხედრო მომზადება თსუ- ში 1979 წელს პროფილით „მოტორმსროლელი ოცეულის მეთაური“, სამხედრო- სააღრიცხვო სპეციალობა (სსს)-0001.
4.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ 2013 წლის 15 მაისის და 2015 წლის 16 თებერვლის განცხადებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა მხოლოდ სტაჟის გათვალისწინებით პენსიის დანიშვნა, ხოლო 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადებით ჯ-----------–-–---–მა მოითხოვა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის სტაჟში ჩათვლა და სტაჟის გათვალისწინებით მისთვის პენსიის დანიშნვა. აღნიშნული განცხადება კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შემთხვევად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ წერილით მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი განცხადების განხილვაზე. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადებით წარდგენილი იქნა ახალი მოთხოვნა, რაც ექვემდებარება არსებით განხილვას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
4.18. ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 22 ოქტომბრის №MIA 8------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საკითხის არსებითად განხილვის დავალების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე