განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210016001481809
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ-874-17 07 მარტი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - რ----- თ-----–--ე პ------–- ჯ-----ე ა-–---------- მ---------ი
დავის საგანი - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხე პ------–- ჯ-----ისთვის რ----- თ-----–--ის სასარგებლოდ დამატებით, მატერიალური ზიანის-752 ლარისა და მორალური ზიანის 2700 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, პ------–- ჯ-----ე არის მისი მეზობელი, რომელმაც მიწის ნაკვეთის ღობის საყრდენი ბოძები დაუზიანა, მისმა პირუტყვმა კი გაუნადგურა თხილის მოსავალი. დაზიანებული ქონების ღირებულება ა-------ის დასკვნის მიხედვით შეადგენს 752 ლარს. 2016 წლის 28 თებერვალს, მისი მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნამ გამოიწვია ჩხუბი, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პ------–- ჯ-----ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადიოდა, როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მკურნალობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის პ------–- ჯ-----ე გასამართლებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ და სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. დაზიანების შემდეგ რ. თ-----–--ე გახდა აგრესიული, ჩხუბობს სახლში, რის გამოც მკურნალობდა თერაპევტთან, კარდიოლოგთან, ფსიქოლოგთან. მიუხედავად ამისა, აქვს შიშები, უძილობა, უმადობა და სხვა. შესაბამისად, პ------–- ჯ-----ე ვალდებულია აუნაზღაუროს, როგორც მკურნალობის ხარჯები-97,92 ლარი, ისე მიწის ნაკვეთზე მიყენებული ზიანი-752 ლარი და მორალური ზიანი 3000 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე პ------–- ჯ-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ცდილობს სამოქალაქო უფლება განახორციელოს არამართლზომიერად. 30.05.2016 წლის გამამტყუნებელ განაჩენში, პირდაპირი მნიშვნელობით გამოკვეთილია დაზარალებულის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვით დაზარალებულზე ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო უშუალოდ დაზარალებულის მოქმედებამ. გარდა ამისა, არასწორია სარჩელში მითითებული ფაქტები, თითქოს დაზარალებულს აქვს შიშები, უძილობა, უმადობა, გახდა აგრესიული და სახლშიც კონფლიქტი აქვს, ვინაიდან აღნიშნული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. რაც შეეხება საქმეში მოთავსებულ ე.წ. ა-------ორულ დასკვნას, იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან არ არსებობს მოპასუხის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი სხვისი ქონების დაზიანების ბრალდებით. შესაბამისად, ა-------ორულ დასკვნაში ნაჩვენები ქონებრივი ზიანის ჩამდენის ვინაობა პრაქტიკულად დაუდგენელია. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. რ----- თ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. პ------–- ჯ-----ეს რ----- თ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მკურნალობის ხარჯის - 97.92 ლარის და მორალური ზიანის - 300 ლარის გადახდა. 3. პ------–- ჯ-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 10.46 ლარის გადახდა. 4. რ----- თ-----–--ის მოთხოვნა ზიანის - 752 ლარის და ა-------ორული დასკვნის ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილია რომ 2016 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 15 საათზე, ბ-------------------------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, პ------–- ჯ-----ემ, რ----- თ-----–--ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, პ------–- ჯ-----ემ ურთიერთშელაპარაკების დროს რ----- თ-----–--ეს ესროლა ქვა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა ფეხში და რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, პ------–- ჯ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის №---------, №--------- და N 0-------- დასკვნების თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების შესაბამისად, რ----- თ-----–--ემ შპს ,,ჯ--- ჰო-------–--ს” საავადმყოფოს მიმართა 28.02.2016 წელს 16:33 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 17:10 სთ-ზე, დიაგნოზით: დაჟეჟილობა მარჯვენა წვივის არეში. ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით, დაჟეჟილობა არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს, ხოლო წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში რ----- თ-----–--ის სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. აღნიშნულის შემდეგ, მან მიმართა საავადმყოფოს 09.03.2016წ-ს 12:20 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 15:00 სთ-ზე, დიაგნოზით: აბსცესი მარჯვენა წვივის არეში. რ. თ-----–--ემ კვლავ მიმართა შპს ,,ჯ--- ჰო-------–--ს”. 08.04.2016წ. 15:35-15:55 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, რ----- თ-----–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ოპერაციის - სამედიცინო მანიპულაციის აბსცესის გახსნის შემდგომი მდგომარეობა გრანულაციური ქსოვილით თითქმის სრულად ამოვსებული სწორკიდეებიანი შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობის სახით. პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად რ----- თ-----–--ის სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური (ტრავმული) დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება 2.3. შპს ,,ა--------ფრ-----ს“ 2016 წლის 12 აგვისტოს N-- ა-------ორული დასკვნის თანახმად, რ----- თ-----–--ის მიწის ნაკვეთზე ღობისა და ჭიშკრის აღდგენის ღირებულებამ, ასევე ნარგავებზე მიყენებულმა ზიანმა მთლიანად შეადგინა 752 ლარი. გასაჩივრებულ ნაწილში დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. გასაჩივრებულ ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებს წამოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 413-ე მუხლები. 2.5. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული ნორმის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ: 1) სახეზეა ზიანი, 2) ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, 3) მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 4) ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთანავე, ზიანის არსებობის ფაქტის, მისგან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების პირობებისა და ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს. 2.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ, მის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე რამდენიმე ადგილზე დააზიანა ღობე, რამაც გამოიწვია მოპასუხის პირუტყვის ნაკვეთში გადასვლა და 752 ლარის ღირებულების თხილის ნარგავების განადგურება. აღნიშნული გარემოების მტკიცებულებად წარადგინა 2016 წლის 12 აგვისტოს N-- ა-------ორული დასკვნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-------ორული დასკვნით არ დასტურდებოდა, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე რ----- თ-----–--ის მიწის ნაკვეთზე ნარგავები და ღობე დააზიანა მოპასუხე პ------–- ჯ-----ემ. შესაბამისად, ამ ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა. იმაზე მითითებით, რომ სხვა მტკიცებულება, რაც სარწმუნოდ დაადასტურებდა სადავო გარემოებას მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, გამორიცხავდა ღობისა და ნარგავების დაზიანების გამო, ზიანის ანაზრაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას და ა-------ორული დასკვნის მომზადების ხარჯის (50 ლარის) მოპასუხეზე დაკისრებას. 2.7. მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. 2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. მორალური ზიანისათვის კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით. მისი განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: დამრღვევის ბრალის ხარისხი, ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი, ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი), ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს), მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტი, (დაჟეჟილობა მარჯვენა წვივის არეში), რამაც რ----- თ-----–--ის ფიზიკური ტკივილის განცდა გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში მორალური ზიანის სამართლიან და გონივრულ ოდენობად 300 ლარი იქნა მიჩნეული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ა-------ის დასკვნა არ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას-არასწორია. ა-------ის დასკვნა, ისევე როგორც ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც გარკვევით წერია, თუ რა დროს, რა მიზნით, რა მოსაზრებით არის დაზიანებული რ. თ-----–--ის ნაკვეთი პ. ჯ-----ის და მისი საქონელის მიერ. ფაქტი სახეზეა, დაზიანებულ თხილებს, ღობეებს და ჭიშკარს ვერსად ვერავინ წაიღებს, ნაკვეთში ვერავინ შევა, თუ არა პ. ჯ-----ის მიერ დაზიანებული ღობეებიდან, რასაც მოპასუხე მიზანმიმართულად აკეთებს დღესაც. პ. ჯ-----ის მოქმედებას ადასტურებდა სასამართლოში წარდგენილი ფოტოსურათები, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა. 3.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა მცირე სიდიდის დაზიანების გამო მორალური ზიანის უსაფუძვლობაზე. მოპასუხემ გაანადგურა ნაკვეთში ყველაფერი, მიაყენა შეურაცხყოფა, ახლაც იმის მოლოდინშია, რომ გამოვა ღობესთან და დაიწყებს ლანძღვას. რაც შეეძლო წლების მანძილზე ბევრი აიტანა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ცუდი ქმედება უნდა აღიკვეთოს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს რ----- თ-----–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 413-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. გასაჩივრებულ ნაწილში წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ რ----- თ-----–--ე ითხოვს, პ------–- ჯ-----ის მიერ, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ღობის, ჭიშკრის დაზიანებითა და მოპასუხის პირუტყვით თხილის ნარგავების განადგურების გამო მიყენებული ზიანის-752 ლარის ანაზღაურებას, ასევე ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანისათვის კომპენსაციის სახით დამატებით, 2700 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, უნდა დადასტურდეს რ. თ-----–--ის ქონების დაზიანების ფაქტი და რომ ეს დაზიანება გამოწვეულია პ------–- ჯ-----ის პირუტყვითა და უშუალოდ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით. 4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102.1-ე მუხლების შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია, სასამართლოს მიერ, მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც, სასამართლოს, მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. 4.5. მოსარჩელემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მისი ქონება (ღობე, ჭიშკარი, თხილის ნარგავები) დაზიანებულია პ------–- ჯ-----ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით წარმოადგინა თავისი ახსნა-განმარტება, სასამართლოს განაჩენი, ფოტოსურათები, მიუთითა შპს ,,ა--------ფრ-----ს“ 2016 წლის 12 აგვისტოს N-- ა-------ორული დასკვნაზე, სადაც დაფიქსირებულია რ----- თ-----–--ის მიწის ნაკვეთზე ღობისა და ჭიშკრის აღდგენის ღირებულება, ასევე ნარგავებზე მიყენებული ზიანის ოდენობა-752 ლარი. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ა-------ის დასკვნა არ წარმოადგენს სსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ რ----- თ-----–--ის მიწის ნაკვეთის ღობე და მასზედ გაშენებული თხილის ნარგავები დაზიანებულია მოპასუხისა და მისი პირუქტყვის მოქმედებებით. ა-------ის დასკვნა შეიცავს მსჯელობას, მხოლოდ ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე. რაც შეეხება განაჩენს, განაჩენში რაიმე ფაქტი რ. თ-----–--ის ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით დადგენილი არ ყოფილა და პ------–- ჯ-----ის მიმართ მსჯავრი დადებული იქნა, მხოლოდ რ. თ-----–--ის სხეულის დაზიანების გამო. 4.6. მითითებული ფაქტის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება. პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან სხვა მტკიცებულებებით არ დადასტურდა რ----- თ-----–--ის მიწის ნაკვეთის ღობისა და მასზედ გაშენებული თხილის ნარგავების მოპასუხისა და მისი პირუქტყვის მიერ დაზიანების ფაქტი, მხოლოდ რ----- თ-----–--ის ახსნა-განმარტება ამ ფაქტის დადასტურებისათვის სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი, რაც გამორიცხავს ა-------ის დასკვნით განსაზღვრული ზიანის, 752 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლელობას. 4.7. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მითითებას მორალური ზიანის საკომპენსციო თანხის არაგონივრულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც რ----- თვ---–--ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ----- თ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რ----- თ-----–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ----- თ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე