განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
330210017001921468
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001921468

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/7278-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

აპელანტი - ა------–------ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ-------- კ----–-–---–ი

წარმომადგენელი – ა---------– ნ-–---–--ე

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბერი გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ა-------–-----------------------------------------------–-------------- -ის, საკადასტრო კოდით N0----------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს მ--------ი კ----–-–---–ი, საჯარო რეესტრში უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2016 წლის 25 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2. მ-------- კ----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ა-------–-----------------------------------------------–-------------- -ის, საკადასტრო კოდით N0---------------------- ფლობს აპელანტი ა------–------ი.

 

3. ა------–------ის მფლობელობა უძრავ ნივთზე არის სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-------- კ----–-–---–მა და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მ-------- კ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა------–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ა-------–-----------------------------------------------–-------------- -ის, საკადასტრო კოდით N0---------------------- და მითითებული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. ამასთან, ა------–------ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 100 (ასი) ლარის გადახდა და სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 120 ლარის გადახდა.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

6.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც

მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ა---------–---------------------------------------------------------–--------------------, საკადასტრო კოდით: N0---------------------- საკუთრების უფლებით ირიცხება მ--------ი კ----–-–---–ის სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად. რეგისტრაციის კანონიერების საკითხი კი მოპასუხეებს სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავოდ არ გაუხდიათ და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ის ნამდვილია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას ი--------–---თან არსებულ სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, რაც სადავოდ არ არის გამხდარი და ამდენად, ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობა გავლენას ვერ მოახდენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

6.4 . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ არის დასაბუთებული და ამდენად არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ა------–------ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

7.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა. კერძოდ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა------–------ი წარმაოდგენდა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მოსარგებლეს და არ ყოფილა უკანონოდ შეჭრილი.

 

7.2 აპელანტის განმარტებით, სადავო ბინაში მისი შესვლა არ მომხდარა თვითნებურად. 2011 წლის 21 ნოემბერს მან გააფორმა სესხის ხელშეკრულება ი--------–---თან, რომელიც მისივე განმარტებით არის წარმოადგენდა ამ ბინაზე უფლებამოსილ პირს. სწორედ მან დართო ნება რომ შესულიყო და ეცხოვრა ერთი წლით, სესხის დაბრუნებამდე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ი--------–-ამ ვერ გადაიხადა თანხა, აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება, რომ კიდევ ერთი წელი და ექვსი თვე იცხოვრებდა ა------–------ი არნიშნულ ბინაში, დამატებით 500 აშშ დოლარის სესხად გაცემის შემთხვევაში.

 

7.3 აპელანტი ირიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 1000. ის იღებს შემწეობას. ცხოვრობს შვილთან და დედასთან ერთად. მისი შვილი არის რეზიდენტი და სწავლობს, არ მუშაობს და მისივე განმარტებით აქვთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება. არ გააჩნია სხვა საცხორვებელი ადგილი. ამასთან არის დაავადებული ისეთი დაავადებით, რომლიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანზე არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება, ხოლო სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო ხარჯების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე თანახმად, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.

 

მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ მოთხოვნის უფლება დამოკიდებულია ნივთზე საკუთრების უფლებაზე და მისი განხორციელება ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილებაა.

 

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისში, ა-------–----------------------------------------------------–------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- საჯარო რეესტრში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მ-------- კ----–-–---–ის საკუთრებად, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, აპელანტი ა------–------ი. ა------–------ის მფლობელობა უძრავ ნივთზე არის სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული. პალატა განმარტავს რომ, მართალია აპელანტი მიუთითებს მის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამასთან ის არის სოციალურად დაუცველი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი ეხება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების - საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზაციას. საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელ უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. (saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos 2007 wlis 2 uvlisis #1/2/384 gadawyvetileba saqmeze saqarTvelos moqalaqeebi daviT jimSeleiSvili, tariel gvetaZe da neli dalaliSvili saqarTvelos parlamentis winaaRmdeg samotivacio nawilis me-5 punqti.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012); ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: “იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები “საკუთრება” და “საკუთრების გამოყენება”. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. № 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი); სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი N 1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N 48939/99 , § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N 42527/98 , § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII). შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

11. სასამართლო ხარჯები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აპელანტ (მოპასუხე) ა------–------ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდა 100 ლარის ოდენობით. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლს, რომლის თანახმად: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუმცა, მხარემ, რომელიც ითხოვს, საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება მხარესა და წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობა და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ის გარემოება, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ეს გარემოებები უნდა დამტკიცდეს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით. მოცემულ შემთხვევაში, მ-------- კ----–-–---–მა არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარმოადგინა მტკიცებულება გაწეულ საადვოკატო ხარჯებთან დაკავშირებით, შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს არ უნდა დაეკისროს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო საჩივარზეც აპელატი თანახმად სსსკ 46-ე და 55-ე მუხლის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარებლოდ ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა------–------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ა------–------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. მ-------- კ----–-–---–ის სარჩელი ა------–------ისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6, მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე /დიანა ბერეკაშვილი/