განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/91-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - მ------–-------ას,მსჯავრდებულ -ზ----------–--–---–-ს,ადვოკატ - თ-------------ის მონაწილეობით,მსჯავრებულ ზ----------–--–---–-სა და მისი ადვოკატის თ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ-------------------------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული: მ–------------------------–---–------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–--------------------–--–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართელოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:
ზ----------–--–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ზ----------–--–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ორ ეპიზოდად, გაერთიანდა ერთ ეპიზოდად. ზ----------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
ზ----------–--–---–-ს ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ზ----------–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ----------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ზ----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
ზ----------–--–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზ----------–--–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2001 წლიდან ი----------–---–- ქორწინებაში იმყოფება ზ----------–--–---–თან. ბოლო თვეების განმავლობაში, ზ----------–--–---–- ალკოჰოლური ზემოქმედებისას, ი----------–---–-ს მიმართ, სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების: 15 წლის მ----------–--–---–-სა და 12 წლის თ---------–--–---–ის თანდასწრებით, უსაფუძვლო მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, უყვიროდა ხმამაღლა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მას, რა დროსაც ი----------–---–- განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის იანვარში, ი----------–---–- მეუღლესთან უთანხმოების გამო, შვილებთან ერთად დედასთან - მ-----------–---–თან, ქ------–--–-------------–--------------------------------------------------------–- გადავიდა საცხოვრებლად. ამავე თვის პირველ ნახევარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გვიან ღამით მისულმა ზ----------–--–---–მა ი----------–---–ზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების: 15 წლის მ----------–--–---–-სა და 12 წლის თ---------–--–---–ის თანდასწრებით, უსაფუძვლო მოტივით, ცალი ხელი მოუჭირა ორივე ყბაზე, ხოლო მეორე ხელით დააპირა მუშტის დარტყმა, მაგრამ ბავშვების ყვირილზე შეჩერდა. აღნიშნულ დროს ი----------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ასევე, 2017 წლის აგვისტოს დასაწყისიდან, ი----------–---–მა ზემოთ აღწერილ ვითარებას შვილები განარიდა, თვითონ კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ------–--–--------------------–--–--------–-. ზემოაღნიშნული პერიოდიდან ზ----------–--–---–- ი----------–---–-ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, ყელზე ხელის მოჭერით, ხელების მოჭერით სისტემატურად აყენებდა დაზიანებებს სხეულის სხვადასხვა არეში, რაც იწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას. 2017 წლის 21 სექტემბერს, საღამოს საათებში, მეტროსადგურ „--------–----------------“ - ვ---------–ის მიმართულებით მგზავრობისას, მატარებლის ვაგონში ზ----------–--–---–მა განაგრძო ი----------–---–-სათვის ვაგონში შესვლამდე დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც მოქაჩა თმებში და მკლავებზე ხელები მოუჭირა, რითაც ი----------–---–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა, თუმცა ზ----------–--–---–- კვლავ განაგრძობდა ი----------–---–-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას. უცხო პირების დახმარებით დაზარალებულმა მოძალადისაგან თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ მეტროსადგურ ვ---------–თან მას კვლავ შეხვდა ზ----------–--–---–-, სადაც ისევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აგრეთვე, 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, „ლილოს ბაზრობაზე“ ყოფნისას, ი----------–---–ს ზ----------–--–---–-ს მენტალიტეტთან არათავსებადი სამოსი მოეწონა, რის გამოც დაუწყო მას გინება და მკლავზე ხელი მოუჭირა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ----------–--–---–მა და მისმა ადვოკატმა თ-------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ იქნა გაითვალისწინებული ზ----------–--–---–-ს მიმართ არსებული არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ იგი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაავადებულია გულის მანკით და შაქრიანი დიაბეტით, არის ომის ვეტერანი, ხანდაზმული მშობლების და ინვალიდი ძმის ერთადერთი მარჩენალი, ასევე, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ----------–--–---–მა და ადვოკატმა თ-------------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ზ----------–--–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების დაკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----------–--–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----------–--–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას სრულად იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), მათ შორის ისინიც, რომლებზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, ყოველივე აღნიშნულისა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ხასიათის, მისი ინტენსივობის და მართლსაწინაარმდეგო შედეგის, ასევე, იმ გარემოების გათავლისწინებით, რომ ზ----------–--–---–-ს მიმართ თავისუფლების პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ უზრუნველყო მისი მხირდან დანაშაულის ჩადენის აღკვეთა, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის პოზიცია ვერ გადაწონის იმ საზოგადოებრივ ინტერესს და მიზანს, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულის კერძო და ზოგად პრევენცია. ზ----------–--–---–-ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი ზ----------–--–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ----------–--–---–-სა და მისი ადვოკატის თ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი;
ზ----------–--–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ----------–--–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად;
ზ----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ზ----------–--–---–-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ზ----------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ----------–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ----------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 22 სექტემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე