განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
330100116001313903
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/106-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - გ---------------–----,ადვოკატ - ი-----–------ას მონაწილეობით,ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ---------------–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ--------–-----–--ას მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------------------–-–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------–-------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

რ--------–-----–--ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ--------–-----–--ა იმყოფებოდა რა ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე სამორინე ,--–----------–-, ელექტრო-პლევმატურ მბრუნავ ბორბალზე ე.წ. ,,რულეტკა“-ზე თამაშისას, თანხის წაგებით გაბრაზებულმა დააზიანა სათამაშო აპარატის ტერმინალის სენსორული მინის ეკრანის ზედაპირი, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

 

რ--------–-----–--ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ--------–-----–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა რომ:

 

რ--------–-----–--ამ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ--------–-----–--ა იმყოფებოდა რა ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე სამორინე ,--–----------–-, ელექტრო-პლევმატურ მბრუნავ ბორბალზე ე.წ. ,,რულეტკა“-ზე თამაშისას, თანხის წაგებით გაბრაზებულმა გაუფრთხილებლობით დააზიანა სათამაშო აპარატის ტერმინალის სენსორული მინის ეკრანის ზედაპირი, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ---------------–--ემ.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და რ--------–-----–--ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რ--------–-----–--ას მიერ ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებლობით, კერძოდ კი თვითიმედოვნებით. ბრალდების მხარის მითითებით სახეზეა არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერიდან ნათლად ჩანს რ--------–-----–--ას მიერ სათამაშო აპარატის სენსორული ეკრანის დაზიანების ფაქტი; ასევე ჩანაწერზე ასახულია, რომ რ--------–-----–--ა სულ სამჯერ ურტყამს ხელს სათამაშო აპარატს, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით და სწორედ ხელის მესამედ დარტყმისას ზიანდება აპარატის ეკრანი. ეკრანზე ხელის პირველივე დარტყმისას იგი არ დაზიანებულა და პრაქტიკულად რ--------–-----–--ამ მანამ არ შეცვალა თავისი ქცევა - ეკრანისთვის ხელის დარტყმა, სანამ საბოლოოდ იგი არ დააზიანა. პროკურორი თვლის, რომ რ--------–-----–--ას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკოდებოდა მის დადგომას. შესაძლოა რ--------–-----–--ას თვითმიზანი არ იყო სათამაშო აპარატის ეკრანის დაზიანება, მაგრამ მის ქმედებას რომ აღნიშნული შედეგი მოჰყვებოდა, მან ეს იცოდა და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ---------------–--ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

მსჯავრდებულ რ--------–-----–--ას ადვოკატმა ი-----–------ამ მოითხოვა, რომ ბრალდების მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

დაზარალებულის წარმომადგენელმა მ--------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქმედების ჩადენის პერიოდში მუშაობდა შპს ,,----------------------–------------–---“ სლოტ-კლუბ ,--–----------ის იურისტად. 2015 წლის 26 აგვისტოს მან სლოტ-კლუბის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ღამის საათებში, ქ. თ---–--–---------------------ში, სლოტ-კლუბ ,--–----------–- თამაშისას მოქალაქე რ--------–-----–--ამ ელექტრო-პლევმატური მბრუნავი ბორბლის ,,რულეტკის“ დარბაზში, მექანიკური ზემოქმედებით - ჩარტყმით, დააზიანა ერთ-ერთი ,,რულეტკის“ სენსორული ეკრანის ზედაპირი. მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზით ჩაარტყა ბრალდებულმა ხელი მონიტორს, თუმცა აღნიშნული დაზიანების ფაქტს არ უარყოფდა არც თავად რ--------–-----–--ა. მოწმის მითითებით, ლ-----–--ას ქმედება დაფიქსირებული იქნა სლოტ-კლუბში არსებული შიდა სათვალთვალო ვიდეო-კამერების მიერ, რომლის ჩანაწერიც ნახა თავად და შემდეგ გადაეცა გამოძიებას. ნ-----–-–---–მა დაადასტურა, რომ რ--------–-----–--ამ მის მეირ ჩადენილი ქმედებით კომპანიას მიაყენა 800 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სამორინე ,--–----------ის მენეჯერმა ს--–--------–-–---–მა განმარტა, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 20:30-დან 21:30 საათამდე პერიოდში სამორინეს ერთ-ერთმა მომხმარებელმა რ--------–-----–--ამ დააზიანა აპარატურა - კერძოდ ე.წ „რულეტკის“ სენსორული ეკრანი, რომლის ღირებულებაც იყო 800 ლარი. მოწმის მითითებით, ლ-----–--ამ აღნიშნა, რომ სათამაშო აპარატის ეკრანი შემთხვევით გაუტყდა და თანხის არქონის გამო უარი განაცხადა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სამორინის თანამშრომლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ექსპერტთან ერთად მოხდა დაზიანებული ნივთის დათვალიერება, რაშიც მოწმემ მიიღო მონაწილეობა და ადასტურებს შესაბამისი დათვალიერების ოქმის სისწორეს.

 

სამორინე ,--–----------ის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ტ------–--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით 21:00-22:00 საათების პერიოდში იმყოფებოდა ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე სამორინე ,--–----------–- და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. რ----- ლ-----–--ას ე.წ. „რულეტკა“-ზე თამაშის დროს იმყოფებოდა იმავე სათამაშო დარბაზში. სავარაუდოდ ლ-----–--ამ წააგო ფულადი თანხა და ხელი დაარტყა ,,რულეტკა“-ს, რისი ხმაც გაიგონა და მივიდა მასთან. ,,რულეტკის“ სენსორული ეკრანი იყო გატეხილი, რაზედაც რ--------–-----–--ამ განუცხადა, რომ დარტყმის შედეგად შემთხვევით გაუტყდა იგი. ლ-----–--ას თქმით, მას სურდა აღნიშნული აპარატის გვერდებზე არსებულ ჩარჩოზე დაერტყა ხელი, თუმცა მისი ხელი შემთხვევით ეკრანს მოხვდა და გატყდა. მომხდარის თაობაზე შეატყობინა სმენის უფროსს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშრდა ,--–----------ის ზემდგომ პირებს. ტ------–--------–---–მა დაადასტურა, რომ რ----- ლ-----–--ამ სამორინის ხელმძღვანელობას სთხოვა დროის მიცემა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

 

სასამართლო სხდომაზე სამორინე ,--–----------ის დაცვის სამსახურის უფროსმა ნ-----------------ემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ მომენტში სამორინეში არ იმყოფებოდა, თუმცა დაურეკეს და დაახლოებით 15-20 წუთში მივიდა ადგილზე. სამორინის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაზიანებული იყო დაახლოებით 400 აშშ დოლარის ღირებულების ე.წ „რულეტკის“ სენსორული ეკრანი. რ--------–-----–--ამ უარი განაცხადა მათ შეთავაზებაზე - ეტაპობრივად აენაზღაურებინა ზიანი, რის შემდეგაც სამორინის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია.

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ს----------–---------------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორის გ-------------------–---–-ს განმარტებით, 2015 წლის 26 აგვისტოს, თავის მეწყვილე ვ-----------------თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ღამის ცვლაში, რა დროსაც ისინი გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ-------–-----------------–ი მდებარე სამორინე ,--–----------–-. სამორინეს დაცვის თანამშრომლებმა მიუთითეს პიროვნებაზე, როგორც შემდგომ გაირკვა, რ--------–-----–--აზე, რომელმაც დააზიანა სამორინეს კუთვნილი ნივთი - ე.წ „რულეტკის“ სენსორული ეკრანი. ლ-----–--ამ სამართალდამცავებს განუმარტა, რომ მან სამორინეში თანხის წაგების გამო გაბრაზებულმა გაიქნია ხელი, რომელიც მოხვდა ე.წ „რულეტკის“ ეკრანს და გაიბზარა. ბრალდებულის თქმით, მას იმ მომენტში არ ჰქონდა თანხა, თუმცა ინანიებდა ჩადენილ ქმედებას და აღნიშნა, რომ 2-3 დღეში ზიანს აანაზღაურებდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან რ--------–-----–--ას ქმედებაში აღინიშებოდა დანაშაულის ელემენტები, გამოიძახეს შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

 

ანალოგიური გარემოებები მოახსენა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ს----------–---------------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორმა ვ---------------ემ.

 

2015 წლის 27 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–-----------------------ში მდებარე სამორინე ,--–----------- სამორინეში შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს მდებარე ე.წ. ,,რულეტკის“ დარბაზში დაზიანებულია ინდივიდუალური სათამაშო აპარატის მონიტორის სენსორული მინის ზედაპირი. აღნიშნულ სათამაშო დარბაზში შესვლისას მარცხნივ მდებარეობს სალარო. სათამაშო დარბაზის ცენტრალურ ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორები. გასწვრივ განლაგებულია ინდივიდუალური ელექტრონული სათამაშო აპარატები. დაზიანებულ სათამაშო აპარატზე ზედა მარჯვენა ნაწილში იკითხება ნომერი #2--. ვიზუალური დათვალიერებით სათამაშო აპარატს დაზიანებული აქვს სენსორული მინა და გამორთულია მონიტორი. მონიტორის მინის ზედაპირზე დაზიანების წერტილიდან ბზარი გაშლილია მთლიან ზედაპირზე. ვიზუალური დათვალიერებით სათამაშო აპარატს სხვა დაზიანება არ აღენიშნება. ექსპერტმა ი-----------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

2015 წლის 17 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #1----- დასკვნით დასტურდება, რომ სამორინე ,--–----------–- სათამაშო აპარატი ,,O----”-ის 19 დიუმიანი სენსორული მინის საბაზრო საცალო ღირებულება ექსპლუატაციური ცვეთის გათვალისწინებით შეადგენს - 800 (რვაას) ლარს, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება (რაც ითვალისწინებს გამოსაცვლელი სენსორული მინის მოხსნა-დაყენებას) შეადგენს - 30 (ოცდაათ) ლარს, ხოლო მისი დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგენს 830 (რვაას ოცდაათ) ლარს. ექსპერტმა ნ------------ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2016 წლის 16 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე შპს ,,----------------------–------------–---“ სლოტ კლუბ ,--–----------ის ელექტრო-პლევმატური მბრუნავი ბორბლის ე.წ. ,,რულეტკას“ დარბაზში შიდა სამეთვალყურეო კამერის მიერ 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათიდან 21:30 საათის დროის შუალედში გადაღებული 10 წუთიანი ვიდეო-მასალა. ვიდეოფირის მსვლელობისას პირველ რიგში განთავსებულია სამი სათამაშო აპარატი, ხოლო მათ წინ განთავსებულია ორი სათამაშო აპარატი. პირველ რიგში განთავსებული სათამაშო აპარატიდან მარცხნიდან მარჯვნივ, რიგით პირველ აპარატთან დგას რ--------–-----–--ა. გვერდით მდგარ სათამაშო აპარატთან სავარძელში ზის ერთი პიროვნება და მასთან ერთად ასევე დგას კიდევ ერთი პიროვნება. 10 წუთიანი ვიდეოფირის მსვლელობისას 01:36 წუთზე და 03:28 წუთზე რ--------–-----–--ა სათამაშო აპარატში ათავსებს თანხას. 04:54 წუთზე რ--------–-----–--ა მარცხენა ხელს ურტყამს სათამაშო აპარატის სენსორული ეკრანის ზედაპირს. 05:04 წუთზე სათამაშო აპარატთან, სადაც დგას რ--------–-----–--ა, მიდის სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომელი ტ------–--------–---–ი. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

 

ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რ--------–-----–--ას ბრალეულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ--------–-----–--ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამორინე ,--–----------ის კუთვნილი სათამაშო აპარატის ე.წ. ,,რულეტკის“ სენსორული ეკრანი დაზიანებული იქნა რ--------–-----–--ას მიერ. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი - განზრახ დააზიანა თუ არა იგი რ--------–-----–--ამ.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, თითქოს რ--------–-----–--ამ დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, თვითიმედოვნების სახით. სინამდვილეში კი ადგილი ქონდა დანაშაულის ჩადენას არაპირდაპირი განზრახვით, რადგან რ--------–-----–--ას გაცნობიერებული ქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, თუმცა შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. განზრახვის დასადასტურებლად ბრალდების მხარე უთითებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე, საიდანაც ირკვევა, რომ რ--------–-----–--ა სამჯერ ურტყამს ხელს სათამაშო აპარატის ეკრანს, რომელიც ზიანდება მესამე დარტყმის შემდეგ.

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ გაუფრთხილებლობის ერთ-ერთი სახე - თვითიმედოვნება, ანუ წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებული დარღვევა, მაშინაა სახეზე, როდესაც პირი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს (დარწმუნებულია), რომ შედეგი არ დადგება.

 

მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სახის, ხერხის და საშუალების შესწავლის შედეგად, პალატა თვლის, რომ მხოლოდ რ--------–-----–--ას ქმედების ინტენსივობა არ უნდა გახდეს მტკიცების საფუძველი, რომ მისი ქმედება მიმართული იყო უშუალოდ ნივთის დაზიანებისაკენ. რ--------–-----–--ას მიერ განხორციელებული და ვიდეოჩანაწერზე ასახული ხელის მოძარაობები არ წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, ამ უკანასკნელის განზრახ ჩადენილ ქმედებაში მსჯავრდებისათვის. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას დანაშაულის გაუფრთხილებლობით, კერძოდ თვითიმედოვნებით ჩადენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ რ--------–-----–--ას მიერ დამდგარი შედეგის თავიდან აცილების უსაფუძვლოდ იმედოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელების მსგავსი მოქმედებით არ უშვებდა ეკრანის დაზიანების შესაძლებლობას. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი აშკარად არ იძლევა ისეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ რ--------–-----–--ამ განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის სენსორული ეკრანი. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სახეზეა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, რაც განვითარდა რ--------–-----–--ას მიერ თანხის წაგებით გამოწვეული მოჭარბებული ემოციის ფონზე.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის გამოტანისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საეჭვო გარემოება, კერძოდ კი ბრალდების მხარის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტისადმი რ--------–-----–--ას განზრახვა.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა რ--------–-----–--ას ბრალეულობას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის წადრგენილ ბრალდებაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ--------–-----–--ა ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ რ--------–-----–--ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი რ--------–-----–--ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი.

 

რ--------–-----–--ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რ--------–-----–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ რ--------–-----–--ას მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე, კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ--------–-----–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

მ------ ნ-----–-–---–ისგან ამოღებული ერთი ცალი ელექტრონული დისკი მასზე ასახული ვიდეომასალით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ რ--------–-----–--ას, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე