განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054809
საქმე №1აგ/223-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლე-----–--------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით ლე-----–--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ლე-----–--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 15 მაისიდან 2016 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით, ლე-----–--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პორობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 10(ათი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ლე-----–--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 10(ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე, 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ლე-----–--------------ეს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით. მასვე განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური სარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება: ლე-----–--------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ლე-----–--------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმა, 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამარლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშუნლი პირობითი მსჯავრი (რაც თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლთან) და ახლად დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის, 10 (ათი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლე-----–--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების და 67-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა ამავე კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური სარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე–41 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა – 6 (ექვსი) თვის ვადით.
2018 წლის 02 მარტს მსჯავრდებულმა ლე-----–--------------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ლე-----–--------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გი---–----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ლე-----–--------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წის 01 აგვისტოს განაჩენით მსჯავრი დაედო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ლე-----–--------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით. ხსენებულ განაჩენში შევიდა ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით: ლე-----–--------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი. მასვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შორმა, 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი არ აქვს). მას სასჯელი დაუდგინდა განაჩენთა ერთობლიობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას.
ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“-ს მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ლე-----–--------------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რაც თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლთან) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები. იგი ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლე-----–--------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ლე-----–--------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (რაც თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად შესაბამისობაში მოვიდა მოქმედ საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლთან) დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ლე-----–--------------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. მასვე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.
სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენები დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ. სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
გ. ჯეირანაშვილი