განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053020
საქმე №1/ა.გ- 147 -18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ------- კ------ შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 02 აპრილის განაჩენით, შიდა ქართლისა და მ–-----------------------–---------------------ის პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;
კ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
კ--------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და კ--------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი, ასევე ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კ--------------ს საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით,მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 02 აპრილის განაჩენში, კ------- კ------ მიმართ შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ კ------- კ------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან (2013 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ კ------- კ------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან (2013 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ვერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ კ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 7 თებერვალს მსჯავრდებულმა კ--------------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ კ------- კ------ შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ--- შ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განაჩენით კ--------------ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ------- კ------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან (2013 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ კ------- კ------ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან (2013 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ კ--------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული კ-------------- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ კ------- კ------ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ------- კ------ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ კ------- კ------ მიმართ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 02 აპრილის განაჩენი და გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ასევე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 02 აპრილის განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, რომლითაც კ--------------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. კაპანაძე