განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 12010011----------
საქმე №1ბ/182-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-----ი ს-------ის
ადვოკატის: ნ------------------–---–ის
მსჯავრდებულის: გ------------–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1----------) გ------------–---ის მიმართ, დაბადებული 19---–-–--------------ს, პ/ნ1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------------------------------–--------------------------–-- მსჯავრდებულია დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსით 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ------------–---ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე გ------------–---მა მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს თ--------------–---–ს საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, კერძოდ, ჩაავლო ხელი თმებში და ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით:
გ------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
გ------------–---ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 4 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის მხედველობაში მიღებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხმუთმეტი) საათის ოდენობით.
გ------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ გ-----------–-–---–ის (პ/ნ0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----––--------------------------------------სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის N12/017-17 განჩინება).
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად კონტროლი დაევალა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ს-------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა გ------------–---ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა გ------ი ფ--–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა პრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასმართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მხარეთა მიერ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მითითებული არგუმენტები ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და თვლის, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ გ------------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - გ------------–---ის, დაზარალებულ თ--------------–---–ის ჩვენებებით, მოწმეების ი--------–---ის, ნ------------–---ის ჩვენებებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას ეთანხმება. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, მმართველობის წესის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ------------–---ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, აუცილებელი და საკმარისია იმისათვის, რომ მსჯავრდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ იქნა შეფასებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოება სახეზე არ არის. ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა გ------------–---ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ის, რომ ხელი შეუწყო გამოძიებას, არ გახადა სადავოდ მტკიცებულებები. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. დღეისათვის იგი კვლავ ოჯახთან ცხორობს და შერიგებულია დაზარალებულთან. დასაქმებულია. მეუღლე და შვილები მის კმაყოფაზე იმყოფებიან. მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციულად სახდელდადებული, რაც მას ახასიათებს დადებითად და სასამართლოს აძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ იგი დაზარალებულთან დღეისათვის რეალურადაა შერიგებული და მათ შორის კონფლიქტს ჰქონდა მართლაც ერთჯერადი ხასიათი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მსჯავრდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშული სასჯელი ოპტიმალურია და მისი გამკაცრების საჭიროება სახეზე არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის გათვალისწინებით, 2017 წლის 4 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის მხედველობაში მიღებით, შემცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოების სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ გ-----------–-–---–ის (პ/ნ0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----––--------------------------------------სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის N12/017-17 განჩინება).
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე