განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.01.2018
საქმის ნომერი
330310015001090174
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015001090174

საქმე 3ბ/196-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2018წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - დ---------------–-----–---

წარმომადგენელი - ე----------–---–-

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - გ---------------

მოწინააღმდეგე მხარე-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი- ბ----------------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 232-242).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 23 თებერვალს შეადგინა №0----- მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–-------------------------ის მიმდებარედ, მოქალაქე დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ განხორციელებული იყო შენობა-ნაგებობის მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით დგინდება, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, დ---------------–-----–---ს, 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა- ნაგებობის დემონტაჟი.

 

2.1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 30 მარტს შეადგინა №0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, დ---------------–-----–---მ არ შეასრულა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №0----- მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

2.1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილებით დ---------------–-----–--- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ არსებული შენობა- ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის.

 

ამავე დადგენილებით დ---------------–-----–---ს დაევალა მითითებულ მისამართზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა, კერძოდ, თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ, დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ მშენებლობის განხორციელება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.

 

2.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2------–-–-------------------------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N0----- დადგენილება.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, დ------------–----------------------------–----------------–-------------------------------ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს, დ---------------–-----–---მ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განახორციელა შენობა- ნაგებობის მშენებლობა და საჩივრის განხილვის დროსაც არ განუხორციელებია მისი დემონტაჟი. მოპასუხის მითითებით, საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა ნაწარმოებია მის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, ასევე ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟის დავალების საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-4 თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა- ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები.

 

ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა- ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. 78-ე მუხლის თანახმად კი, შენობა არის ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.

 

ამავე დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. მეორე ნაწილის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 2------–-–-----------------ვალს, შეადგინა №0----- მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში, დი-----------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ, მოქალაქე დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ განხორციელებული იყო შენობა-ნაგებობის მშენებლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით დგინდება, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, მითითების სუბიექტს დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა- ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ამასთან, აღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოებისათვის მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 30 მარტს შეადგინა №0----- შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, დ---------------–-----–---მ არ შეასრულა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №0----- მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილებით დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ-------------–-----------------------------–----------------–------------------------------ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის. ამავე დადგენილებით დ---------------–-----–---ს დაევალა მითითებულ მისამართზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა, კერძოდ, თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ, დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ მშენებლობის განხორციელება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.

 

სასამართლომ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო დადგენილების გამოცემისას, სახეზე იყო სამშენებლო სამართალდარღვევა, გათვალისწინებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით. კერძოდ, თბილისში, დ-------------–-----------------------------–----------------–------------------------------ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს. ასევე დადგენილია, რომ დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე მშენებლობა განხორციელდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე (საწინააღმდეგო გარემოებების არსებობა დადასტურებული არ არის). ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი არ არის კერძო საკუთრებაში, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე, ვალდებული იყო სადავო დადგენილებაში მიეთითებინა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ზემოაღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე.

 

2.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N0----- დადგენილება კანონიერია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა ქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. აღნიშნული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N0----- დადგენილება, ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------------- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამდენად, სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებულა მხოლოდ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების მტკიცებაზე, თუმცა დაუსაბუთებელი და ზედაპირულია, გადაწყვეტილება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშეა გამოტანილი და შესაბამისად არაკანონიერი და არასამართლიანია. აპელანტი სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ორი შვილით. არ აქვს საცხოვრებელი სახლი, სადავო ნაგებობა კი ფიცრულისაგან აშენებული დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა. აპელანტი შვილებან ერთად ქუჩაში ცხოვრობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადწყვეტილება ყოველგვარ სამართლიანობას, კანონიერებას და ლოგიკურობას მოკლებულია.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა N0----- დადგენილების გამოტანისას იხელმძღვანელა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მართალია აპელნტმა ჩაიდინა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევა, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გადაცდომას მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა N0----- დადგენილების გამოტანისას არ გაითვალისწინა და გამოიკვლია ის გარემოება, რომ ამავე მუხლს ერთვოდა შენიშვნა, რომლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკველის, გარე შემზღუდავი კონსტრუქციების, ანდა სახურავის პარამეტრები, ხოლო მშენებლობის წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადენელი ნაწილი, რომლის გამოცაკავება შეუძლებელია მთლიანი შენობა ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

იმისათვის, რომ სამშენებო სამართალდარღვევა დაეფუძნოს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლს, აუცილებელია, სანებართვო მშენებლობა განხორციელდეს განსაკუთრებული, სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიის ფარგლებში, როგორიც არის: 1) სპეციალური რეჟიმის ზონა, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განაკუთრებული რეჟიმი, 2) ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, 3) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, 4) საკურორტო სარეკრეაციო ზონები, ან კიდევ 5) ქ. თბილისის ტერიტორია, იმ პირობებში, როდესაც უნებართვო მშენებლობა იწვევს შენობა-ნაგებობების გაბარიტების ცვლილებას.

 

დ---------------–-----–---ს მშენებლობა არ უწარმოებია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიებიდან არცერთის ფარგლებში. ასევე აღნიშნული მუხლისათვის არ კმარა იმ გარემოებაზე მითითება, რომ უნებართვო მშენებლობა ნაწარმოებია თბილისის ტერიტორიაზე. გარდა მშენელობის ადგილისა, ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია იმავდროულად არსებობდეს სხვა მაკვალიფიციებელი ელემენტი, კერძოდ უნებართვო შენობის მშენებლობის გზით უნდა შეიცვალოს შენობა-ნაგებობის საძირკველი, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები და ამ მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი უნდა იყოს შენობა ნაგებიბის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი;

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 სეტემბერს დ---------------–-----–---მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა:

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

4.1.2. პალატას საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 23 თებერვალს შეადგინა №0----- მითითება, ქ. თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–-------------------------ის მიმდებარედ, მოქალაქე დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ განხორციელებული უნებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო-სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით დგინდება, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, დ---------------–-----–---ს, 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან შენობა- ნაგებობის დემონტაჟი (ტ-1; ს.ფ. 175-176).

 

4.1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 23 თებერვლის №0----- მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 30 მარტს დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიმართ შეადგინილი იქნა №0----- შემოწმების აქტი (ტ-1; ს.ფ. 173-174).

 

4.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილებით დ---------------–-----–--- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ არსებული შენობა- ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობისათვის.

 

ამავე დადგენილებით დ---------------–-----–---ს დაევალა მითითებულ მისამართზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა, კერძოდ, თბილისში, დ------------–---------------------------–---------------–----------------------------ის მიმდებარედ, დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის მიერ მშენებლობის განხორციელება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე (ტ-1; ს.ფ. 46-48).

 

4.1.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2------–-–-------------------------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის N0----- დადგენილება (ტ-1; ს.ფ. 16-20).

 

4.1.6. პალატას ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ---------------–-----–--- არის სოციალურად დაუცველი და იღებს შემწეობას (ტ-1; ს.ფ. 282).

 

4.1.7. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 06 ოქტომბრის წერილის თანახმად სსიპ ქონების მართვის სააგენტო, როგორც ქ. თბილისის მუიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, არ არის წინააღმდეგი, განხორციელდეს ქ. თბილისში, #0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე, ორთოფოტოზე მონიშნული შენობა-ნაგებობის ინდივიდუალური გაზიფიცირება და ელექტროენერგიით მომარაგება (ტ-1; ს.ფ. 259).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას, ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

 

კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.

 

ღირსება, ასევე, არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

 

4.2.2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს მის დასაბუთებას, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და გადაწყვეტილების მხოლოდ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა.

 

4.2.3. პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას სარჩელის უსაფუძვლობის გამო მისი არდაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებეზე მითითებით:

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დაჯარიმება და მისთვის გარკვეული სანქციების დაკისრება. ნებისმიერი გადაცდომა უნდა იქნეს საფუძვლიანად შესწავლილი. მართალია, სასამართლო არ ახალისებს შესაბამისი ნებართვის გარეშე უკანონო მშენებლობის განხორციელებას და არც კანონის არცოდნას მიიჩნევს ქმედების სამართალდარღვევად კვალიფიკაციის გამომრიცხავ გარემოებად, თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონის არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა შემთხვევაში უნდა შეაფასოს სამართალდარღვევა ინდივიდუალურად და მათ შორის, გამოიკვლიოს, ხომ არ არსებობს შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა კანონის შესაბამისი მუხლით დაწესებულია კონკრეტული სანქცია, რაც არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვის შესაძლებლობას.

 

კანონის სულისკვეთება და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების მიზანი არ არის მოქალაქის უსახალკაროდ დატოვება და მიუსაფარად გადაქცევა. პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას და აღნიშნავს, ასეთი კატეგორიის ადამიანების (მოქალაქეების) მიმართ სახელმწიფო უნდა იჩენდეს განსაკუთრებულ მზრუნველობას.

 

4.2.4. პალატა აქვე მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, ყველა იმ გარემოების გამოკვლევასთან ერთად, რაზეც მიუთითებს პალატა თავის გადაწყვეტილებაში, სათანადო შეფასება უნდა მისცეს ქმედებას და ასევე იხელმძღვანელოს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებით, შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში იმსჯელოს მათზე.

 

4.2.5. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------------- ბრძანებას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა სადავო საკითხის გადაუწვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილების ბათილად ცნობის პირობები, მისი გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------------- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რაც იწვევს მისი ბათილობის აუცილებლობას.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო ხარჯები:

 

5.2..2. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ-------- ჩ-----–ი-ჭ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–----------ის №0----- დადგენილება და დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–-------------------- ბრძანება.

 

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. ?32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. ?7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

თავმჯდომარე: ნათია ქუთათელაძე