განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
010141318700051954
ინსტანცია
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700051954, №1/აგ-100-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ-----------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების: ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გ-----------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ-----------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების: ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრისა და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ-----------------ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 საათით.

 

გ-----------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით გ-----------------ისათვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებელი ვადა 180 (ას ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით შეიცვალა ჯარიმით 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ-----------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრჰიდროკანაბინოლი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განჩინების და განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება მსჯავრდებულ გ-----------------ის მიმართ არ გავრცელდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, ო-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ტეტრჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

ო-------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 დეკემბრის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ო-------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ო-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ო-------------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ო-------------–--ე.

 

ო-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ო-------------–--ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებელი ვადა 180 (ასოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით შეიცვალა ჯარიმით 2250 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2018 წლის 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ-----------------ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ო-------------–--ეს არ მოუმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე) განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, პალატა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად, მის მიმართ განაჩენს გადასინჯავს სარევიზიო წესით.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით გ-----------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 750 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განჩინების და განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ჯარიმის თანხა საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის N6--- წერილის თანახმად არ არის აღსრულებული (გადახდილი).

 

პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული გ-----------------ე უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2017 წლის 4 ივლისის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის), გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა 750 ლარი), რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ არის გადახდილი და უნდა აღუდგეს ამ განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებზე, რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით გ-----------------ეს მსჯავრი დაედო ასევე ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარებისათვის, რაზეც არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება ო-------------–--ეს, მას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 აგვისტოს და 2016 წლის 09 დეკემბრის განაჩენებით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ერთ შემთხვევაში ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანარჩენ შემთხვევებში ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთ შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, დანარჩენ შემთხვევებში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით და 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით, ო-------------–--ის მიმართ (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით) სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებელი ვადა 180 საათის ხანგრძლივობით შეიცვალა ჯარიმით 2250 ლარის ოდენობით, რაც არ არის აღსრულებული (გადახდილი) საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის N1---- წერილის თანახმად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ო-------------–--ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლებით (2016 წლის 23 აგვისტოს, 2016 წლის 9 დეკემბრის და 2017 წლის 4 ივლისის განაჩენებით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან (ჯარიმა 2250 ლარი), რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ არის გადახდილი და უნდა აღუდგეს ამ განაჩენების საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

გ-----------------ე გათავისუფლდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან (750 ლარი) და აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ასევე გაუქმდეს აღნიშნული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

გ-----------------ეს მოსახდელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელები: 1 წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ო-------------–--ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 დეკემბრის განაჩენით და გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე