განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117001936889 - 1ბ/113-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
26 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ------------ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:
ე-–-------------ი (პირადი ნომერი №1----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------------------–-----------–------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
ადვოკატი: ლ--–-------–--–---–ი
თარჯიმანი: ა---------–--------ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე-–-------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-------–--–---–მა და ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე-–-------------ის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე-–-------------ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ე-–-------------ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19.260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ დაადგინა:
ე-–-------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,3344 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. 2017 წლის 22 აპრილს, რკინიგზის სადგურ „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ე-–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ზემოთხსენებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (2017 წლის 22 აპრილის ეპიზოდი)
მოწმეების, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების გ-----------------ის, კ----------------------ის და ზ-------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში შეაჩერეს ე-–-------------ი, რა დროსაც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციელებს, ძალის გამოყენებით სცადეს ე-–-------------ის განრიდება, ბრალდებულიც უწევდა მათ წინააღმდეგობას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა პროპორციული ძალის გამოყენება. პოლიციელები იძულებული გახდნენ ბრალდებული გაეყვანათ ხსენებული ადგილიდან და მოშორებით უკვე რკინიგზის სადგურ „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად ე-–-------------ისაგან ამოღებული იქნა თორმეტ წონაკად განაწილებული ნარკოტიკული საშუალება.
ს------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. 2017 წლის 21 აპრილს დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და მისგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შეძენილი ჰქონდა ე-–-------------ისაგან.
ე-–-------------ის 2017 წლის 22 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისი შავი ფერის ჟილეტის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ასანთის კოლოფი, მასში მოთავსებული პოლიეთილენის მოლურჯო ფერის 12 (თორმეტ) შეკვრად დანაწილებული ნივთიერება.
2017 წლის 23 აპრილის №868/სქ-983/ქრ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 2017 წლის 22 აპრილს ე-–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 12 (თორმეტი) ცალად დანაწილებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 1,0758 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 0,3344 გრამს.
ე-–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ 2017 წლის 22 აპრილს გადაადგილდებოდა სოფელ ყარაჯალარში პირად საქმეზე, მას თავს დაესხა შვიდი პირი, რომლებსაც არაფერი განუმარტავთ და არც არანაირი დოკუმენტი წარუდგენიათ. დააწვინეს ძირს და ფიზიკური ძალადობისას მოსტეხეს ფეხი. ამის შემდგომ ჩასვეს ავტომანქანაში, წაიყვანეს მოშორებით, შემდეგ გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და კვლავ გაუსწორდნენ ფიზიკურად. გაჩხრიკეს და ჟილეტის ჯიბიდან რაღაც ამოუღეს, ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეღიარებინა დანაშაული. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-–-------------ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ე-–-------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
მოწმეების გ-----------------ის, კ----------------------ის და ზ-------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აპრილს, ე-–-------------ის ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებული იქნა თორმეტ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. საქმეში არსებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–-------------ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშულება წარმოადგენს, 1.0758 გრამ კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,3344 გრამს.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულ ე-–-------------ს ნარკოტიკული საშუალება ჟილეტის ჯიბეში ჩაუდეს პოლიციის თანაშრომელებმა, როდესაც იგი ავტომანქანაში ჩასვეს. ამ კუთხით პალატა ყურადღებას მიაქცევს ჩხრეკის ოქმზე, რომელიც შესაბამისობაშია მოწმეთა ჩვენებებთან და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ოქმს თავად ე-–-------------იც ადასტურებს ხელის მოწერით ისე, რომ მასზე არ აკეთებს არანაირ შენიშვნას და არ აცხადებს პრეტენზიას მის სისწორეზე. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა ადგილზე და ე-–-------------მა, ჩხრეკაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად ხელი მოაწერა მას.
ასევე პალატა ვერ გაიზიარებს ე-–-------------ის გამართლების საფუძვლად დაცვის მხარის მიერ მითითებას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ ე-–-------------ზე ინფორმაციის მოპოვება მოხდა ს------------------ის დაკითხვამდე. აღნიშნულთან დაკავშირებთ პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ე-–-------------ის პიროვნების შესახებ ინფორმაცია მართალია მოპოვებულია ს------------------ის ბრალდებულად დაკითხვამდე, თუმცა ამ უკანასკნელის ბრალდებულად დაკავების შემდგომ, რა დროსაც განუცხადა მან პოლიციელებს თუ ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ ე-–-------------ს ჩხრეკისას და დაკავებისას ჰყავდა თარჯიმანი რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი ოქმებზე თარჯიმანის ხელმოწერით, ასევე თარჯიმანის უფლება მოვალეობების განმარტების ოქმით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–-------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე-–-------------ს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს; ე-–-------------ის პირადი ნივთები კი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, ე-–-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე-–-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–-------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერის განაჩენი ე-–-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.
ე-–-------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ე-–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
ე-–-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 აპრილიდან.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს; ე-–-------------ის პირადი ნივთები დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი