განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113002269750
საქმე ?1b/280-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–- ბ-–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-------------–---–-ს პირადი №0----------, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს------–-------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ გ-----–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1–ლი ნაწილით.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 23 აგვისტოს, ღამის საათებში, თბილისში, ს------–---------–--------------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლების მიერ შემჩნეული იქნა გ-------------–---–- თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებსაც სავარაუდოდ აღენიშნებოდათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. პოლიციის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ხსენებული პირების საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანა, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით. გ------ გ-----–---–მა გაიგო რა აღნიშნული, პოლიციის თანამშრომელ დ-------- ჭ-----–---–ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გაუწია წინააღმდეგობა. კერძოდ, დაუწყო ჭიდაობა, რის შედეგადაც დ-------- ჭ-----–---–მა მიიღო ჯანმთელობის დაზიანება. ასევე გ------ გ-----–---–მა ჭიდაობისას დ-------- ჭ-----–---–ს ჩამოახია მაისური, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩადენილი ქმედებისათვის გ-------------–---–- 2013 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით:
გ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–- ბ-–--ემ. აპელანტის მოითხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ აპელანტს აზრით, მსჯავრდებულს განესაზღვროს მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ-------------–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, აგრეთვე, იმ მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------ გ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.
მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმია ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიცხვს.
რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელში ცვლილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ მსჯავრდებულ გ-------------–---–-ს მიერ აღიარება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფო რესურსის დაზოგვას, პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრება. ამასთანავე სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი გ-------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ-–- ბ-–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი გ-------------–---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.
გ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
გ-------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას ი----ბ გ-----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, ს------–---------------------------------------------------------------------------------, რომელიც დაყადაღებულია 6 000 ლარის ნაწილში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი