განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210017001814551
გადაწყვეტილება
საქმე №2\ბ- 764
საქართველოს სახელით
5 Tebervali 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: შპს „------- ჯ-------- გ----“
წარმომადგენელი: მ------ ხ----ე
მოწინააღმდეგე მხარე: ზ------ ვ----ე
წარმომადგენელი: დ----- კ-----ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ზ------ ვ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ------ ვ----ემ, მოპასუხედ შპს „------- ჯ-------- გ----“ დაასახელა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება ითხოვა.
2. მოსარჩელის განმარტებით საკუთრებაში აქვს გ----ს ხაზოვანი გაზმომარაგების მილსადენის ობიექტი, 5520,45 გრძივი მეტრის ოდენობით, რეგისტრირებული 2-------- კოდით, რომელიც 2-------- წლებში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა შპს „ა-------------------------“, იჯარის თანხა თვეში 200 ლარით იყო განსაზღვრული. 2012 წლის 31 დკემბრიდან მოსარჩელესა და შპს „ა------------------------“ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა, იმის გამო, რომ მოსარჩელეს საიჯარო ურთიერთობაში ჩაენაცვლა შპს „------- ჯ-------- გ----“, რომელიც ამჟამადაც მისი უფლებამონაცვლეა. მიუხედავად ამისა ამ უკანასკნელმა არ შეასრულა უფლებამონაცვლის ვლდებულება, არ გადაიხადა უფლებამონაცვლეობით მიღებული გაზსადენის ექსპლუატაციისათვის 2-------- წლების საიჯარო ქირა 4800 ლარი, და არც ხელშეკრულება გაუფორმა მოსარჩელეს - ზ------ ვ----ეს.
3. 2015 წლის 1 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „------- ჯ-------- გ----“ შორის დაიდო უძრავი ქონების ხაზობრივი ნაგებობის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ------ ვ----ემ შპს „------- ჯ-------- გ----“ გადასცა თავის საკუთრებაში რიცხული გაზის ხაზოვანი გაზმომარაგების მილსადენი, რომლის საერთო გრძივი ზომა შეადგენს 7604,56 მეტრს. ხელშეკრულების თანახმად ზ------ ვ----ემ, მოპასუხე შპს „------- ჯ-------- გ----“ აღნიშნული მილსადენი იჯარით გადასცა ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების მეხუთე მუხლის 5.5 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარის მიერ იჯარის ობიექტით სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდებოდა და მეიჯარე არ იქნებოდა წინააღმდეგი, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლებოდა ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით. აღნიშნული პირობიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დღემდე გრძელდება, მოპასუხე სარგებლობს იჯარით აღებული მილსადენით, მაგრამ 2016 წლის იანვრიდან იჯარის თანხა, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენს 4200 ლარს, მოპასუხეს არ გადაუხდია.
5. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრება ითხოვა.
6. ზ------ ვ----ის სარჩელზე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო, თავის მხრივ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:
7. სარჩელზე თანდართული ამონაწერის მიხედვით შეუძლებელია იმის გარკვევა რა კავშირი აქვს ამონაწერში მითითებულ ხაზოვან ნაგებობას სარჩელის საგანთან და ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ამონაწერში დაფიქსირებული ხაზოვანი ნაგებობა იმ მილსადენს, რომელზედაც საუბრობს მოსარჩელე, ვინაიდან ის მიუთითებს, რომ თითქოსდა საკუთრებაში აქვს ნაგებობა 7 604.56 მ სიგრძის მილსადენი, სარჩელზე დართული ამონაწერი კი წარმოადგენს ხაზოვან ნაგებობას, რომლის სიგრძეა 5520.45 მ. მოცემულ შემთხვევაში აშკარა შეუსაბამობაა მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს შორის, რომლის გათვალისწინებითაც არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ისევე როგორც ის გარემოება, რომ შპს „------- ჯ-------- გ----“ თითქოს არის შპს „ა------------------------“-ს უფლებამონაცვლე. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია საწარმოთა უფლებამონაცვლეობის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ 144 მუხლის მე-5 და მე-4 პუნქტები ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობას; არც ერთ კანონით გათვალისწინებულ საფუძველს კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. აღნიშნული გარემოება არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება, რომელიც შპს „ა--------------------------“ ჰქონდა მოსარჩელეს დადებული, გავლენას ვერ მოახდენს მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტსა და იურიდიულ პირს. შპს „ა------------------------“-თან წარსულში ხელშეკრულების არსებობის შესახებ გარემოებების მითითება სარჩელის საფუძვლად არამიზანშეწონილია, რადგან საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობები, როგორც ამას თავად მოსარჩელე მიუთითებს ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტილია.
8. მოპასუხის განმარტებით: სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხეს შესრულებული აქვს დროულად და ჯეროვნად, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით. მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის დასრულებული და მხარეები 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდება და მოპასუხე ამჟამადაც სარგებლობს იჯარის საგნით. გარდა ამისა თანხა რომელიც გატარების საფასურის სახით დაადგინეს მხარეებმა, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ბათილად ცნობას ექვემდებარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ზ------ ვ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ს----------------- გ----“-ს ს/კ 2-------- დაეკისრა ზ------ ვ----ის სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 4200 (ოთხიათას ორასი) ლარის ოდენობით. შპს ,,ს----------------- გ----“-ს დაეკისრა ზ------ ვ----ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 126 (ასოცდაექვსი) ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. 2----–-–-------------ს ზ------ ვ----ესა და შპს „------- ჯ-------- გ----“, შორის დაიდო უძრავი ქონების ხაზობრივი ნაგებობის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ------ ვ----ემ, როგორც მეიჯარემ, მოიჯარე შპს „------- ჯ-------- გ----ს“ იჯარით გადასცა თავის საკუთრებაში რიცხული გაზის ხაზოვანი გაზმომარაგების მილსადენი, მდებარე ხ--–---------------------------–--–-----–-. იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცა 0--------- წლიდან 3--------- წლამდე. იჯარით სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენდა 300 (სამას) ლარს.
11. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებულ 2----–-–-------------- იჯარის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის 5.5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ,,მოიჯარის“ მიერ იჯარის ობიექტით სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდა, რისი წინააღმდეგიც არ არის ,,მეიჯარე“, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლება ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით.
12. 2----–-–-------------- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------- გ-----“ 2015 წლის 8 აგვისტოს პირველი ექვსი თვის გ----ადენის ექსპლუატაციისათვის ზ------ ვ----ეს ჩაურიცხა 1800 ლარი. 2015 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხემ მითითებული ხელშეკრულების თანახმად ზ------ ვ----ეს ჩაურიცხა სამი თვის გ----ადენის ექსპლოატაციისთვის 900 ლარი. ხოლო 2016 წლის 14 იანვარს ჩაურიცხა 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის დავალიანება 900 ლარი. მას შემდეგ ,,ს----------------- გ----“ ზ------ ვ----ისათვის თანხა არ ჩაურიცხავს.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მოპასუხის მიერ ზ------ ვ----ის კუთვნილი მილსადენის ამჟამად სარგებლობის ფაქტი. ასევე დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 31 დეკემბრიდან მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში.
14. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე; 317-ე; 327-ე; 361-ე და 581-ე მუხლებზე.
15. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 581-ე და 361-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს იჯარის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე შპს ,,ს----------------- გ----" სარგებლობს იჯარის საგნით - მოსარჩელის კუთვნილი გაზმომარაგების მილსადენით და ღებულობს შემოსავალს, იგი ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.
16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების თანხის - 4200 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია და ზ------ ვ----ის სარჩელი დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული შპს „------- ჯ-------- გ----ს“ მიერ.
18. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა. მისი განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ აპელანტი 2016 წლის 31 დეკემბრიდან კვლავ სარგებლობდა ზ------ ვ----ის კუთვნილი გაზსადენით. სასამართლომ მტკიცებულების არარსებობის პირობებში ისე დაადგინა სადავო გარემობა, რომ არც ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. სასამართლოს მსჯელობის უსაფუზვლობაზე მიანიშნებს ამავე გარემოების დასადგენად მითითებული მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტებები, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულების პროექტზე გადახდის ქვითრები.
19. აპელანტის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, რაც წარმოადგენს დაბალი ლეგიტიმაციის მტკიცებულებას, რომელიც მომდინარეობს საქმის შედეგით დაინტერესებული პირისაგან, რომელიც თავის სასარგებლო კონტექსტში აღიქვამს და მიუთითებს გარემოებებზე, ამდენად მხარეთა ახსნა-განმარტება, როდესაც იგი სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, არ მიიჩნევა წონად მტკიცებულებად.
20. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებულ მოთხოვნის დასადასტურებლად, რადგანაც იგი შეეხებოდა არა სადავო პერიოდს, არამედ 2014 წლის ინფორმაციას, შესაბამისად ამ დასკვნით ფაქტი იმის შესახებ, რომ 2016 წლიდან აპელანტი სარგებლობდა თუ არა გაზსადენით არ დასტურდებოდა.
21. აპელანტის განმარტებით ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ხელშეკრულების პროექტზე, რადგან აღნიშნული პროექტით დასტურდება სრულიად საწინააღმდეგო გარემოება, და არა ის რომ მხარეები კვლავ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. რაც შეეხება გადახდის ქვითრებს, აპელანტისთვის საერთოდ გაუგებარია მისი მოხსენიება მტკიცებულებებად, რადგან ისინი საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი სასამართლო განხილვისას, სასამართლომ ამაშიც შეცდომა დაუშვა, წარმოდგენილი იყო გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტის ფაილში დაბეჭდილი ფურცელი საიდანაც ვერანაირად ვერ იქნებოდა დადასტურებული ის ფაქტი, რომ აპელანტი აგრძელებდა გაზის მილით სარგებლობას 2016 წლის 31 დეკემბრის შედეგ.
22. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში აპელანტს სრულად ჰქონდა შესრულებული ვალდებულება და რადგანაც მითითებული ხელშეკრულების ვადა არის დასრულებული შპს „------- ჯ-------- გ-----------” თანხის დაკისრება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს არის მოკლებული.
23. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა გარემოება იმის თაობაზე, სარგებლობდა თუ არა შპს „------- ჯ-------- გ----“ გაზსადენით, ამისათვის კი მოსარჩელეს უნდა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ გაზსადენში გაზი გადიოდა და ეს გაზი სწორედ აპელანტის იყო, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტიკეცუბულებით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება. სასამართლომ გვერდი აუარა ამ ფაქტების დადგენას, რამაც უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
24. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აპელანტმა ზ------ ვ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
25. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ შპს ”ს----------------- გ----ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყევტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ------ ვ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
26. საქმეში, ს.ფ. 17-ზე განთავსებულია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ზ------ ვ----ის საკუთრებას წარმოადგენს ხ--–----------------------------–-–-----–-–- მდებარე 7604.56მ. სიგრძის ხაზოვანი ობიექტი, გაზმომარაგების ქსელი. აღნიშნული ხაზოვანი ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საკადასტრო კოდით: 2--------.
27. 2-------- წლებში, ზ------ ვ----ეს, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე თავისი კუთვნილი ხაზოვანი ობიექტი გადაცემული ჰქონდა შპს „ა-------------------------“, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდით.
28. 2----–-–-------------ს ზ------ ვ----ესა და შპს „------- ჯ-------- გ----ს“, შორის დაიდო უძრავი ქონების ხაზობრივი ნაგებობის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ------ ვ----ემ, როგორც მეიჯარემ, მოიჯარე შპს „------- ჯ-------- გ----ს“ იჯარით გადასცა თავის საკუთრებაში რიცხული გაზის ხაზოვანი გაზმომარაგების მილსადენი, მდებარე ხ--–---------------------------–--–-----–-. იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცა 0--------- წლიდან 3--------- წლამდე. იჯარით სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენდა 300 (სამას) ლარს.
29. მითითებული ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ,,მოიჯარის“ მიერ იჯარის ობიექტით სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდა, რისი წინააღმდეგიც არ არის ,,მეიჯარე“, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლება ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით.
30. 2----–-–-------------- იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ს----------------- გ-----“ 2015 წლის 8 აგვისტოს პირველი ექვსი თვის გაზსადენის ექსპლუატაციისათვის ზ------ ვ----ეს ჩაურიცხა 1800 ლარი. 2015 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხემ მითითებული ხელშეკრულების თანახმად ზ------ ვ----ეს ჩაურიცხა სამი თვის გაზსადენის ექსპლოატაციისთვის 900 ლარი. ხოლო 2016 წლის 14 იანვარს ჩაურიცხა 2015 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის დავალიანება 900 ლარი.
31. დადგენილია, რომ 2015 წლის დეკემბრის შემდგომ ,,ს----------------- გ----“ ზ------ ვ----ისათვის თანხა არ ჩაურიცხავს.
32. საქმეში, ს.ფ. 117-ზე განთავსებულია შპს ”ს----------------- გ----ს” აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორის დ---–---–---–-- 2016 წლის 6 აპრილის მიმართვა, რომლითაც მოპასუხე ორგანიზაცია პასუხობს ზ------ ვ----ის განცხადებას და განუმარტავს მხარეს, რომ შპს ”ს----------------- გ---–-” მიმინარეობს 2013 წლიდან 2016 წლის მიმდინარე პერიოდამდე ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობის საშუალებით გატარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის დაანგარიშება.
33. აღნიშნული მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე შპს ”ს----------------- გ----ს” მიერაა გაცემული, უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პერიოდისათვის (ე.ი. 2016წლის აპრილის მდგომარეობით) იგი ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობით სარგებლობდა.
34. საქმეში, ს.ფ. 111-112-ზე განთავსებულია ცნობა შედგენილი შპს ”ს----------------- გ----ს” აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორის დ---–---–---–-- მიერ 2017წლის 20 აპრილის ცნობის თანახმად: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების მიხედვით გამოანგარიშებული იქნა თანხის ოდენობა, რომელიც ი.მ. ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ობიექტის გამოყენების შემხვევაში (გატარების მიზნით) 2016 წლიდან 16 თვის განმავლობაში შეადგენს 371 ლარს.
35. აღნიშნული მტკიცებულებაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული 16 თვის განმავლობაში (ე.ი. მინიმუმ ვიდრე 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით) შპს ”ს----------------- გ----” იყენებდა ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებულ ხაზოვან ნაგებობას და ატარებდა მასში გაზს.
36. აღნიშნულ წერილებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს 2016 წლიდან 2017 წლის აპრილის თვემდე, (16 თვის მანძილზე) შპს ”ს----------------- გ----ს” მიერ ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ობიექტით სარგებლობის ფაქტს;
37. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ვითარებაში, გადასაწყვეტია საკითხი, თუ რას შეადგენს ზ------ ვ----ის კუთვნილი ქსელით (ხაზობრივი ნაგებობით) სარგებლობისათვის ბუნებრივი გ----ს გატარების საფასური;
სამართლებრივი შეფასება
38. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა მოწესრიგდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით, რომელიც განსაზღვრავს მესამე პირთა სარგებლობაში არსებულ ქსელში ბუნებრივი გაზის გატარების საფასურს და გვთავაზობს მისი გაანგარიშების წესს, რომლის მიზანია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სფეროებში მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დადგენა.
39. დასახელებული დადგენილების მეორე მუხლის თანახმად: ა) ქსელის მფლობელი არის – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და არ არის განაწილების, გადაცემის ან წყალმომარაგების ლიცენზიატი; ბ) გატარების მომსახურება წესის თანახმად გულისხმობს: ქსელის მფლობელის აქტივების მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გადატანას წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე; გ) გატარების საფასური კი არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე;
40. მითითებული დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების თანახმად: მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, გატარების მომსახურებისათვის ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რაც კომისიის მიერ დადგენილია ამ ლიცენზიატისთვის ანალოგიური მომსახურებისთვის.
41. დადგენილების მეხუთე პუნქტი კი განსაზღვრავს გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების წესს, იმ შემთხვევისათვის, როცა ქსელის მფლობელი ფიზიკური პირია და ამისათვის გვთავაზობს გარკვეული სახის ფორმულას. კერძოდ: ” ა) ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით: R = P * W, სადაც: R - ქსელის მფლობელისთვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადასახდელი გატარების საფასური (ლარი, დღგ– ს გარეშე); P - ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/მ3). W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა (მ3); ბ) გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზაზე დაყრდნობით, შემდეგი ფორმულით: P = (A * K) / (S) სადაც, P - გატარების ფასი(ლარი/მ3); A - გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი); K - მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის (20%) და მოიცავს: ამორტიზაციას - 8%; აქტივების ბაზაზე ამონაგებს გადასახადებამდე - 7%; საოპერაციო დანახარჯებს - 5%. S - ქსელის მფლობელის ბუნებრივი გაზის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა(მ3); გ) გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულების განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის ქსელის შემადგენელი ნაწილები: გ.ა) ბუნებრივი გაზის მილსადენი და; გ.ბ) გაზის მარეგულირებელი სადგური ან/და; გ.გ) გაზის მარეგულირებელი პუნქტი ან/და; გ.დ) ჩამკეტი არმატურა და; გ.ე) აღრიცხვის კვანძი (არსებობის შემთხვევაში).
42. საქმეში განთავსებულია დოკუმენტი (ს.ფ. 111–2017 წლის აპრილის ცნობა), რომელის შეიცავს ინფორმაციას, სწორედ ამ ფორმულის საფუძველზე გაანგარიშებული შპს ”ს----------------- გ----ს” მიერ ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული მილსადენში 16 თვის მანძილზე გატარებული გაზის მომსახურების საფასურის შესახებ, რომელიც შეადგენს 317 ლარს.
43. ცნობის შინაარსის თანახმად: ”შპს ”ს----------------- გ----ს” მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით დადგენილი ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული იქნა თანხის ოდენობა, რომელიც ი/მ ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის გამოყენების შემთხვევაში (გატარების მიზნით), 2016 წლიდან 16 თვის განმავლობაში, დაახლოებით შეადგენს 371 ლარს”.
44. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაიკითხა დასკვნის ავტორი დ------------- (იხ. სხდომის ოქმი 29.01.2018წ. 14.27.35 წთ-დან), რომელმაც განმარტა იმის თაობაზე, რომ ზ. ვ----ის მოთხოვნის საფუძველზე, ფორმულის შესაბამისად იქნა დაანგარიშებული გატარებული გ----ს ოდენობა და შესაბამისად ი.მ ზ------ ვ----ის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის გამოყენებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა; მან სასამართლოს მისცა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე.
45. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება ზ------ ვ----ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. არც ცნობაში მითითებული გარემოებები (შეფასებები) გაუხდია სადავოდ. მისი პოზიცია გამოიხატება იმაში, რომ იგი იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან, რისთვისაც გარკვეული პერიოდი უხდიდნენ კიდეც თანხას. ამდენად მისთვის საფასურის გადახდა ამჟამინდელი პერიოდისთვის უნდა მოხდეს - 300 ლარზე გაანგარიშებით და არა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად.
46. ცხადია, აღნიშნულ მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და თავის მხრივ განმარტავს, რომ არალიცენზიანტი მფლობელისათვის თანხის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სემეკის მიერ გატარების საფასურისათვის დადგენილ სატარიფო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას. პირიქით, იგი შესატყვისი უნდა იყოს სამეკის მიერ დადგენილი სატარიფო განაკვეთისა.
47. დავის ამგვარი გადაწყვეტა არ ეწინაარმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. უზ. სასამართლოს განჩინება №ას-803-762-2013.)
48. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ სწორედ 317 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ზ------ ვ----ის სარჩელი.
საპროცესო ხარჯები:
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
51. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
52. დაეკისროს ზ------ ვ----ეს შპს ”ს----------------- გ----ს” სასარგებლოდ 75 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს ”ს----------------- გ----ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ------ ვ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს შპს ”ს----------------- გ----” ზ------ ვ----ის სასარგებლოდ 371 ლარის გადახდა;
5. დაეკისროს ზ------ ვ----ეს შპს ”ს----------------- გ----ს” სასარგებლოდ 75 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე