განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
330100117002031407
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002031407

საქმე №1ბ/177-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ------–----–---–ის

მსჯავრდებულის: ვ----------------ის

ადვოკატის: ჯ---–----------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ვ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ---–----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ვ----------------ის მიმართ, დაბადებული 1986 წლის 7 ავისტოს, საქართველოს მოქალაქე (პირადი #0----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ------------------------------- ქუჩა N32-ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ვ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, კ------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ----------------მა იძალადა და როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს დ---------–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მორალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით:

 

ვ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

ვ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებულ ვ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 13 ივლისიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ---–----------------ამ. სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ვ----------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ვ----------------ის ბრალეულობა, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - განაჩენი მსჯავრდებულ ვ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ დაიკითხნენ დაზარალებული დ---------–ი, მოწმეები ირ---------–ი, და-------------ა, თა-------------–---–ი, და------------ძე და ნი----–-----------ძე, გამოკვლეული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს #004066117 დასკვნა და დაიკითხა ექსპერტი ქე--------------–---–ი. ასევე გამოკვეული იქნა 2015 წლის 30 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს გლდანის მიმართულების ოცეულის პატრულ-ისპექტორის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი #005089, ამოღების, დათვალიერების ოქმები და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ვ----------------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. კერძოდ:

 

დაზარალებულმა დ---------–მა პირველი ისნტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ვ----------------თან ერთად ცხოვრობს 2014 წლიდან. თავდაპირველად ცხოვრობდნენ დედასთან ერთად მ--------–---–ის ქუჩაზე, შემდეგ გადავიდნენ ს-------–---–ის ქუჩაზე, ხოლო ბოლოს - მ------------------ზე დედის სახლში. 2015 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდნენ ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლში და ემზადებოდნენ საახალწლოდ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ----------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ: დააგდო ჯერ დივანზე და ყელზე უჭერდა ხელებს დახრჩობის მიზნით, ხოლო შემდეგ დააგდო იატაკზე და სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გახდა ცუდად და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ვ----------------მა თმებზე მოქაჩა ხელებით, შეიყვანა აბაზანაში და წყლით მობანა ცხვირიდან წამოსული სისხლი. დ---------–მა დაურეკა დედას ირ---------–ს და შეატყობინა აღნიშნული, ხოლო ირ---------–მა კი გამოიძახა პატრული. ვ----------------ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. 2017 წლის 1 ივლისს იმყოფებოდა დედის სახლში და შვილთან ერთად ეძინა, რა დოსაც გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ ვ----------------ს სახლიდან გაჰქონდა მათი კუთვნილი ნივთები, რათა ერთად გადასულიყვნენ ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლში. დ---------–ის თხოვნაზე, რომ დარჩენილიყო დედის სახლში, ვ----------------ი გაღიზიანდა, აიღო ,,პლედი“, გადააფარა ბავშვს და სურდა, აეყვანა ხელში. დ---------–მა დაასწრო და აიყვანა ბავშვი ხელში. ვ----------------მა დაძლია მისი წინააღმდეგობა - ხელის ამოგრეხვით და ყელის მიდამოში წაჭერით გამოსტაცა ბავშვი ხელიდან და გავიდა ქუჩაში. დ---------–ი უკან გაჰყვა ვ----------------ს რათა დაებრუნებინა ბავშვი. ბრალდებული აჩერებდა ტაქსის, რა დროსაც მიუახლოვდა დ---------–ი და მოკიდა მას ხელი, ხოლო ვ----------------ვა ფეხი დაარტყა ცხვირში, რის გამოც იგი დაეცა. როცა წამოდგა, ვ----------------ი ბავშვთან ერთად დაახლოებით 40 მეტრში იმყოფებოდა. დ---------–ი კვლავ დაეწია და სურდა ბავშვი გამოერთმია. ვ----------------მა კიდევ დაარტყა მკერდში ფეხი და კვლავ წააქცია დაზარალებული. ბრალდებული დაემუქრა, თუ კიდევ შეეცდებოდა მასთან მიახლოებას მოკლავდა. დ---------–ი მაინც გაჰყვა ვ----------------ს და ამ უკანასკნელმა ზურგის არეში კვლავ ჩაარტყა. ამ დროს მიეხმარა ადგილზე მისული მეზობელი. შეკერებილი იყო უამრავი ხალხი. იქ იყო დედა ირ---------–იც. ცემის შედეგად დ---------–ს სტკიოდა გულ-მკერდი და სხეულის ქვედა ნაწილი, რის გამოც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. დ---------–მა ასევე აჩვენა, რომ ბავშვს ჰქონდა გადმონაყარი თეთრი ბუშტუკების სახით, მიყვანილი ჰყავდა პედიატრთან და უტარდებოდა სათანადო მკურნალობა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ირ---------–მა აჩვენა, რომ დაზარალებული დ---------–ი არის მისი შვილი, რომელიც დაქორწინდა ვ----------------ზე 2016 წელს. მანამდე ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ 2014 წლიდან. ვ----------------ი ეჭვიანობდა დ---------–ზე, ხშირად მიდიოდა სახლში ნასვამი და ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან. 2015 წლის 30 დეკემბერს მასთან მივიდა დ---------–ი და საახალწლოდ პროდუქტები წაიღო ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლში. დაახლოებით 2 საათში დაურეკა დ---------–ს და ჰკითხა მივიდა თუ არა სახლში. შეატყო, რომ ხმა ჰქონდა უცნაური. 2 წუთის შემდეგ დ---------–მა დაურეკა და უთხრა, გამოეძახა საპატრულო პოლიცია თორემ მისი ქმარი ვ----------------ი მოკლავდა. ასევე უთხრა, რომ ცემის გამო სდიოდა სისხლი. ირ---------–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და თვითონაც მივიდა დ---------–თან, რა დროსაც ნახა, რომ მისი შვილი იყო ძალიან განერვიულებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა და კისრის მიდამოებში რამდენიმე ნაკერი დაადეს. აღნიშნულის გამო ვ----------------ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი და აეკრძალა 1 თვის განმავლობაში დ---------–თან მიახლოება. სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართიათ საჩივრით რადგან თვითონ დ---------–ს არ სურდა ეს. აღნიშნულის შემდეგ ვ----------------ი და დ---------–ი შერიგდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ დ---------–ი იყო ფეხმძიმედ. სანამ ბავშვი დაიბადებოდა, დ---------–ი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ კ------ს ქუჩაზე მდებარე სახლში. 2017 წლის 13 ივნისს დაიბადა შვილიშვილი და გადავიდნენ მათთან საცხოვრებლად. 2017 წლის 19 ივნისს საღამოს სამსახურიდან არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნებულმა ვ----------------მა ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხხოფა მიაყენა მას და მის შვილს, ამბობდა, რომ ბავშვი არ იყო მისი. ამის შემდეგ წავიდა სახლიდან და არ გამოჩენილა 1 კვირის განმავლობაში. დ---------–მა უთხრა, რომ დაურეკავდა თავის ქმარს ვ----------------ს და გადავიდოდა ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლში, რადგან ბავშვს ჰქონდა გამონაყარი და ექიმთან წასაყვანად ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მისთვის. 2017 წლის 1 ივლისს მათთან სახლში ვ----------------ი მივიდა. იფიქრა, რომ უნდა გადასულიყვნენ ს-------–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლში და არ მიაქცია ყურადღება. ცოტა ხანში გაიგონა კონფლიქტის ხმა და როცა შევიდა ოთახში, მისი შვილი დ---------–ი ყვიროდა, დაერეკა პოლიციისთვის, გადაფარებული იყო ბავშვზე და მისი აყვანის საშუალებას არ აძლევდა ვ----------------ს. ის გამოვიდა, რათა აეღო ტელეფონი და დაერეკა პოლიციაში, მაგრამ მალევე უკან შებრუნდა ოთახში და დაინახა, რომ ბავშვი ,,იღლიაში ამოჩრილი’’ ჰყავდა ვ----------------ს, ცალი ხელით კი დ---------–ს ,,ქაჩავდა“. ეზოში შევიდა ტაქსის მძღოლიც და ვ----------------მა გაიყვანა სახლიდან ბავშვი. მას დ---------–ი გაჰყვა თან, რომელსაც ვ----------------მა გულ-მკერდის არეში ფეხი დაარტყა და დაეცა. დ---------–ი ადგა და კვლავ გაეკიდა ბრალდებულს. ბავშვი როგორ გამოართვა აღარ დაუნახია. ამის შემდეგ მისი შვილი და შვილიშვილი გადაყვანილი იქნენ სხვადასხვა საავადმყოფოებში, რადგან ბავშვს ჰქონდა გამონაყარი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა და-------------ამ აჩვენა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, არდონის ქუჩაზე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში შეაყენა კუთვნილი ა/მანქანა, რა დროსაც დაინახა ქუჩაში ბავშვით ხელში მიმავალი ვ----------------ი, მას უკან მისდევდა ფეხშიშველი გოგონა, რომელიც ეხვეწებოდა, დაებრუნებინა ბავშვი. საჭიროდ ჩათვალა, რომ მისულიყო ახლოს და გაერკვია, რა ხდებოდა. მოწმის შეკითხვაზე ვ----------------მა უპასუხა, რომ ბავშვი მისი იყო, ხოლო გოგო - ბავშვის დედა. ბავშვს ჰქონდა გამონაყარი და უნდა წაეყვანა იქ, სადაც კარგად მოუვლიდნენ და ბავშვს დედას არ დაუბრუნებდა. მოწმე როგორც შეეძლო ისე სთხოვდა, რომ ბავშვი დედისთვის დაებრუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვერც ძალას იხმარდა, რადგან ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული, ამიტომ ხალხს სთხოვა დახმარება და გამოიძახა სასწრაფო. რამდენიმე ხანში ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის მხილველი არ ყოფილა, თუმცა დაზარალებულს ეტყობოდა, რომ ძალიან შეშინებული იყო.

 

მოწმე თა-------------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ დაზარალებული დ---------–ი არის მისი მეგობარი და მისთვის ცნობილი გახდა დ---------–ისგან 2017 წლის 1 ივლისს მომხდარის შესახებ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ დ---------–ს და ვ----------------ს შორის მანამდე არსებული კონფლიქტური სიტუაციების შესახებ ცნობილი იყო მისთვის, ვინაიდან თვითონ აქვს ნანახი დაზიანებების კვალი დ---------–ის კისერზე, რაზედაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ აღნიშნული დაზიანება მიაყენა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვ----------------მა, რომელმაც წაუჭირა ხელები კისერზე და ახრჩობდა.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004066117 დასკვნა და დაიკითხა ექსპერტი ქე--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ 2017 წლის 1 ივლისს დ---------–ს მიმართული აქვს ,,საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ და ავადმყოფის ისტორიის მიხედვით მას აღენიშნებოდა ცხვირის ზედაპირული ტრავმა, გულ-მკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმები. ჩანაწერების მიხედვით დაზარალებულს ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი ესკორაციები ცხვირის და თვალბუდის არეში. ცხვირის არეში აღენიშნებოდა ასევე სისხლნაჟღენთები, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით, რომელიც შეიძლება, იყოს ადამიანის სხეულის ნაწილი - ხელი ან ფეხი. დაზიანებათა ხანდაზმულობის დადგენა კი მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო შეუძლებელი გახდა.

 

ბრალდებულმა ვ----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ იგი 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება დ---------–თან, თუმცა მანამდე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. 2015 წლის დეკემბრის ბოლოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ მისი მეუღლე ეჩხუბებოდა დედამისს და უთხრა, არ ეჩხუბა. მეუღლესთან კონფლიქტი არ მოსვლია, ტყუილად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. 2017 წლის 13 ივნისს შეეძინათ შვილი. 2 კვირის ბავშვი მეუღლის თხოვნით გაუშვა სიდედრის სახლში, ვინაიდან იფიქრა ორი ქალი კარგად მოუვლიდა. 2017 წლის 1 ივლისს დალეული ჰქონდა 1 ბოთლი ლუდი და მივიდა ბავშვის სანახავად. ნახა, რომ ბავშვს მთელ ტანზე ჰქონდა გამონაყარი. მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო, უბრალოდ 1 კვირაა არ უბანავებია, რადგან გადმონაყარი ჰქონდა. მას სურდა, ბავშვი საავადმყოფოში წაეყვანა, ხოლო მეუღლე და სიდედრი არ აძლევდნენ ბავშვის სავადმყოფოში წაყვანის უფლებას. მან ასევე აჩვენა, რომ არც ხელით და არც ფეხით მეუღლე იმ დღეს არ უცემია. ვ----------------მა ასევე არ ცნო თავი დამნასავედ საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს როგორც შესავალ ისე დასკვნით და საბოლოო სიტყვაში და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ----------------ი იქნა მსჯავრდებული.

სასამართლო განმარტავს, რომ ვ----------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია თვით დაზარალებულ დ---------–ის, მოწმეების ირ---------–ის და და-------------ას ჩვენებებით. დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებული და მოწმე ირ---------–ი დაინტერესებულები არიან, ხოლო ნეიტრალური მოწმის და-------------ას ჩვენებით გამოირიცხა ვ----------------ის მიერ ფიზიკური შეურაცხოფის მიყენების ფაქტი დაზარალებულისთვის, სასამართლო ვერ გაიზიარებს. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით ვ----------------ს მის მიმართ განხორციელებული ჰქონდა არაერთი ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის შემდეგ მიეხმარა მეზობელი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზარალებულს აღენიშნებოდა ზუსტად ის დაზიანებები, რაზედაც მიუთითებდა ჩვენებაში. არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის პოზიცია, რომლის თანახმად დაზარალებულს გულმკერდის არეში ტკივილები წინა დღეებში გაკეთებული მასაჟის შედეგია. ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ტკივილებთან დაკავშირებით ჩივილები დგინდება არა მხოლოდ გულმკერდის არეში. მართალია, დ--------------მ არ დაადასტურა, რომ შეესწრო დ---------–ისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თუმცა ეს არც გამოურიცხავს. მან მიუთითა, რომ ვ----------------თან მიახლოება ვერ გაბედა მისი აგრესიულობის გამო. გასათვალისწიბელია, რომ მოწმისთვის აშკარა გახდა, რომ ვ----------------ი არამართლზომიერად იქცეოდა - მიჰყავდა შიშველი ახალშობილი და მას მისდევდა ფეხშიშველი დედა. სწორედ ეს გახდა მიზეზი კონფლიქტში ჩარევისა, რათა მიხმარებოდა დაზარალებულს. დ--------------ს აღშფოთება დ---------–ის მიერ ახალშობილი შვილის არასათანადო მოვლის გამო, რაზედაც აპელანტი უთითებს საჩივარში არ გამორიცხავს ამ მოწმის მიერ მითიტებულ გარემოებებს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

სააპელაციო საჩივარში აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ვ----------------ის გადაწყვეტილება, დედისგან წამოეყვანა ბავშვი, განაპირობა ბავშვის ჯანმრთელობის აღმაშფოთებელმა მდგომარეობამ - მოუვლელობისა და უყურადღებობის გამო მთელ ტანზე აღენიშნებოდა გამონაყარი ბავშვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო მამის აღშფოთება ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა იგი ვერ გაამართლებს იმ ქმედებებს, რომელთა ჩადენა შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება. სწორედ მსჯავრდებულის გაუწონასწორებელ, აგრესიულ ქცევაზე მიუთითებს შიშველი ბავშის დაუყონებლივ წაყვანა ბინიდან. ბავშვის მკურნალობის საკითხი, ბუნებრივია, შეიძლებოდა მოგვარებულიყო მშვიდ გარემოშიც. სწორედ მსჯავრდებულის ამგვარმა უკონტროლო საქციელმა აიძულა დაზარალებული, ფეხშიშველი გადევნებოდა მას. მსჯავრდებულის ნასვამ მდომარეობაში ყოფნა, მის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერის გამოყენების ფაქტი სავსებით ბუნებრივს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში აღწერილ მოვლენების განვითარებას, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი (გამოწერილი იყო მის მიმართ შემაკავებელი ორდერი) გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მისი საზოგადოებრივი საშიშროება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ვადიმ ცესნოკოვის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი ვ----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ----------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ---–----------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის განაჩენი ვ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ვ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ვ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ვ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 13 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე