განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2018
საქმის ნომერი
080210016001494172
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210016001494172

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-1274-17 14 მარტი 2018 წელი

ქ.ქ-------ი

ქ-------ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ჟ---- ლ-----–--ა,მ----- ლ-----–--ა ნ----- ჩ-------- ა-- ლ-----–--ა დ----- ყ---–--ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გდაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით 2003 წელს, მისმა მშობლებმა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას დ----- ხე–--------საგან შეიძინეს ბინა, მდებარე ქ. ქ-------ი, ზ. გ------------ას ქ. №---ში მარტივი ხელწერილით, რომელიც იმ დროისათვის ომარ ხე–--------ს აწ გარდაცვლილი მამის სახელზე იყო რეგისტრირებული. ო. ხე–-------მა 2015 წლის დეკემბერში, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აღიდგინა მემკვიდრეობა, 2016 წლის მარტის თვეში კი მოსარჩელემ დაირეგისტრირა თავის სახელზე. ა-- ლ-----–--ა 2003 წლიდან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. მამა გარდაიცვალა 2011 წელს, რის შემდეგაც, მასთან სტუმრად ჩავიდა ბებია, მოპასუხე - ჟ---- ლ-----–--ა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, მისი მამიდა - მ----- ლ-----–--ა, რომლებიც ამ დრომდე მასთან ცხოვრობენ და ყოველდღიური კონფლიქტებით გაუსაძლის პირობებს უქმნიან მოსარჩელეს, მის დედას, და-ძმებს და არ ეძლევათ მშვიდ გარემოში სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობა მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის მამის, ხ---- ლ-----–--ას გარდაცვალებამდე შეძენილი იქნა მოპასუხეების მიერ გამოგზავნილი თანხებით, სადაც მოპასუხეები ცხოვრობენ 2011 წლიდან. ხ---- ლ-----–--ას გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველ მესაკუთრეს - დ----- ხე–-------ს, მოსარჩელის დედას - ნ---- ნუ–-----ესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ბინის გადაფორმება არ მოხდებოდა მოპასუხე მხარესთან შეთანხმების გარეშე. იმაზე მითითბით, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მხარეთა თა--საკუთრებას, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. ა-- ლ-----–--ას (წარმომადგენელი: ნა-- ფრ----ე) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს. 2. ჟ---- ლ-----–--ას და მ----- ლ-----–--ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს, ა-- ლ-----–--ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ-------ი, ზ. გ------------ას ქ. N--, საკადასტრო კოდი: №------------------- და საცხოვრებელი ბინა მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. 3. ჟ---- ლ-----–--ას და მ----- ლ-----–--ას მოსარჩელე ა-- ლ-----–--ას სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა. 4. ჟ---- ლ-----–--ას და მ----- ლ-----–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 20 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქ. ქ-------ი, ზ. გ------------ას ქ. №---ში მდებარე ს/კოდის 0------------------ უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელე ა-- ლ-----–--ას საკუთრებას 2.2. ა-- ლ-----–--ას კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, მ----- ლ-----–--ა და ჟ---- ლ-----–--ა, რის გამოც ა-- ლ-----–--ას არ ეძლევა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა: საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე მუხლის ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს. ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. 2.4. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.5. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მტკიცებულებათა ა--ლიზით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელე ა-- ლ-----–--ას საკუთრებაა, ხოლო მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ამ ქონებას ვინაიდან, მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-- ლ-----–--ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მსჯელობა აპელანტების არამართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით არასწორი და დაუსაბუთებელია. თავად მესაკუთრე აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთრების უფლების აღიცხვა მოხდა მის სახელზე და უძრავი ქონება მას არ შეუძენია. შესაბამისად, რომელი მტკიცებულების საფუძველზე დაადგინა სასამართლომ ეს საკითხი გაურკვეველია. სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ მოსარჩელის სახელზე მოხდა, მხოლოდ საკუთრების უფლების აღრიცხვა, ხოლო უძრავი ქონება შეძენილია აპელანტების თა--მონაწილეობით, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა. 3.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ბინა მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უკანონოა და ვერ აღსულდება, რადგან მოპასუხეთა გარდა, სადაო ბინას ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელეს და-ძმა და დედა, ხოლო თავად ა-- ლ-----–--ას, რომელიც ამავდრულად ცხოვრობს სახლში, ფაქტობრიოვად უკვე გადაცემული აქვს ქონება. შესაბამისად, ბუნდოვანია კიდევ რა ფორმით უნდა ჩაბარდეს მას ქონება. 3.3. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამგვარი მიდგომები სასამართლოს მხრიდან აზრს უკარგავს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნების სასამართლოში გადამისამართებას პოლიციიდან, რადგან სასამართლო ეყრდნობა, მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერს და არ ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლია--დ ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა-- ლ-----–--ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.2. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.3.-2.5 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ა--ლიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 312-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და მუხლებში. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე/აპელანტებს ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას, გააჩნიათ თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, ა-- ლ-----–--ას ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. 4.4. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. აპელანტებმა სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის დასადასტურებლად მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ ქონების შესაძენად თანხა გადაიხადეს, რის გამოც ამ ქონებაზე წარმოეშვათ თა--საკუთრების უფლება. 4.5. აპელანტების აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების (თა--საკუთრების) უფლების შეძენა ხორციელდება კანონით ან ხელშეკრულებით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე/აპელანტებს ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ კანონით გათვალისწინებული ფორმისა და წესის დაცვით დადებული წერილობითი გარიგება სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ამ ქონების შეძენის მიზნით, მხოლოდ თანხის გადაცემის ფაქტზე მითითება არ წარმოადგენს საკმარისს ქ. ქ-------ი, ზ. გ------------ას №---ში მდებარე ს/კოდის 0------------------ უძრავი ქონების აპელანტების მიერ ნასყიდობის ფაქტის დადასტურებისა და მის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის. 4.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სადავო უძრავი ქონების შეძენით მისი მართლზომიერად ფლობის ფაქტი, რის გამოც ამ ქონების დაკავების უფლება არ გააჩნიათ. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებისა, ა-- ლ-----–--ას სარჩელი ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული, რაც გამორიცხავს მისი გაუქმების შესაძლებლობას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თა--ხმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ა-- ლ-----–--ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თა--ხმად, ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების გა--წილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ჟ---- ლ-----–--ასა და მ----- ლ-----–--ას მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის გა--წილების საფუძველი.

7. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები 7.1. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) ზეპირი ფორმით წარმოადგინა შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის თა--ხმად, განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე დასაშვებია კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელის ინტერესების მომეტებული დაცვის აუცილებლობით. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება რა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მხარეს. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის აღმძვრელ პირს. სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნას, თუ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვერ დაამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულების აუცილებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) ზეპირი ფორმით გა--ცხადა შუამდგომლობა და რაიმე სახის დასაბუთება აღნიშნული მოთხოვნის დაკმყოფილებისათვის არ წარმოუდგენია, პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ საკუთრების უფლების არსებობაზე მითითება არ არის საკმარისი კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მისაქცევად, იმდენად, რამდენადაც თეორიულად არსებობს დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმების ალბათობა, რის გამოც იგი არ შევა კანონიერ ძალაში. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგებიდან, საწყისი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენისათვის, გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე აღსრულების დაყოვნებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო შეზღუდულია კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მოთხოვნის განხილვისას და სასამართლოს მოქმედება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის ფარგლებში, მთლია--დ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მტკიცებულებებს წარადგენს დაუყოვნებლივი აღსრულების მომთხოვნი პირი და როგორ დაასაბუთებს მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი (შუამდგომლობის ავტორი), მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლება და არ თვლის სავალდებულოდ, რომ სასამართლოს წარუდგინოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ჟ---- ლ-----–--ას და მ----- ლ-----–--ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. მოწინააღმდეგე მხარის, ა-- ლ-----–--ას წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე