განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.02.2018
საქმის ნომერი
330310017001974337
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001974337 (3ბ/40-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ--------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 09 დეკემბრის №---- ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ--------------ს ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ზ--------------ს ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №---------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------ ,,გ“ ზონა, კ--------, ა---------ს სამმ.

 

2.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---------ში მდებარე 9-----.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1, N2, N3 შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) რეგისტრირებულია ზ--------------ს საკუთრება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.04.2016წ. N----- საკუთრების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.12.2014წ. NM-------- გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

2.3. 2016 წლის 20 მაისს ზ--------------მ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით (დანართი N3) ირკვევა, რომ ზ--------------ს ოჯახის წევრები არიან თვითონ ზ--------------, მეუღლე ლ-------–- ს------, შვილი ნ--- ს------. ზ--------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, ბ--------–----ს 1------“, ხოლო ოჯახის სხვა წევრები - მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ბ--------–----ს 1--- ბინა N--–-. ზ-------------- არის ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენოსანი. მეუღლე ლ-------–- ს------ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ბადურის გარსი ჩამოშლილი აქვს (გლაუკომა). ოჯახს აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები. ოჯახის საშუალო ხარჯია 1230 ლარი, ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1715 ლარს (დაქირავებული შრომიდან (ხელფასი) - 860 ლარი, პენსია 560 + 160 ლარი, დევნილის შემწეობა - 135 ლარი). ოჯახს ასევე გააჩნია საბანკო ვალდებულება (300 ლარი +172 ლარი). მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქირის გარეშე შვილის თ-----ა ს------ს საცხოვრებელ ფართში. თავად ზ--------------ს კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მიწურია, ნგრევადია, თუმცა არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი. აპლიკანტმა წარადგინა ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენი (მოწმობა N-----), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ლ-------–- ს------ს სახელზე გაცემული სამედიცინო ცნობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ ზ--------------ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 11 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ 3 ქულა (I ჯგუფი (მკვეთრად), ომის ვეტერანი/ვეტრანები 3 ქულა (რაოდენობა 2), სახელმწიფო ჯილდო 1 ქულა (III ხარისხი), მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 3 ქულა.

 

2.4. მონიტორინგის ფარგლებში საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2016 წლის 18 აგვისტოს გამოცხადნენ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლში (ოთახების რაოდენობა 1). აპლიკანტის განმარტებით, ამ მისამართზე ცხოვრობს 1995 წლიდან, მეუღლე და შვილი ცხოვრობენ ბ-------------–----–----ს გამზირი N1--- ბინა N--–-, ფართით 8-----მ. ბინა ეკუთვნის შვილს თ-----ა ს------ს, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ამ ბინაში თ-----ა ს------ ცხოვრობს 1994 წლიდან. ზ--------------მ კვლავ განმარტა, რომ მეუღლე ლ-------–- ს------ არის I-ლი ჯგუფის ინვალიდი, ცოლ-ქმარი არიან ომის მონაწილეები, თავად ასევე დაჯილდოებულია ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენით. აქვს ძალოვანი სტრუქტურიდან პენსია 560 ლარის ოდენობით. ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1757 ლარს. დოკუმენტს თან ერთვის ორივე საცხოვრებელი სახლის ფოტო-მასალა. მონიტრინგის ჯგუფი ასევე განმეორებით გამოცხადდა 2017 წლის 07 სექტემბერს, 21:20 საათზე, გ-------– ს--–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლში. სახლის კარები დაკეტილი დახვდათ, არავინ გაუღო. იმავე დღეს იმყოფებოდნენ შვილის - თ-----ა ს------ს საცხოვრებელ ფართში, მ---------------- გ-------– ს--–----ს გამზირი N1--- ბინა N9, სადაც აპლიკანტის მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ. ბინაში ანთებული იყო სანთელი, თუმცა მათ კარები არ გაუღეს.

 

2.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, განიხილა ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე ასევე იმსჯელა ზ--------------ს ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით ზ--------------ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო უარი უთხრა: 1. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა; 2. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ოროთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და ნაკლები ქულა; 3. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ სამოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა; 4. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ოთხთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: განაცხადის შევსების დროს, ზ--------------მ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს საკუთარ უძრავ ქონებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ---- გ-------– ს--–----ს გამზრი N--- ,,გ“-ში (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------) და ასევე აღნიშნა, რომ მითითებული საცხოვრებელი სახლი იყო მიწური და ნგრევადი. ამავე დროს, ზ-------------- მიუთითებს, რომ განაცხადში შეყვანილი მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N1--- კ------------, ბინა N--–- (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9), რომელიც არის მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს საკუთრება. შესწავლილი მასალებისა და მონიტორინგის სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ დევნილი ზ-------------- ფაქტობრივად ცხოვრობს განცხადებაში შეყვანილ ცოლ-შვილთან ერთად, მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს სახელზე ფიქსირებულ საკუთრებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ---- გ-------– ს--–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ---------------, ბინა N9). დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2016 წლის 7 სექტემბერს 21:20 საათზე განხორციელდა მითითებულ მისამართზე ვიზიტი, მონიტინორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------), სადაც არავინ არ იმყოფებოდა, ხოლო მისამართზე ქ. თბილისი, ბ-------------–----–----სი გამზირი 1--- კ------------, ბინა N--–- (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9) კარები არავინ გააღო (მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ენთო სანთელი), რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილ ზ--------------ს კრიტერიუმში ,,მძიმე საცხოვრებელი პირობები“ დააკლდა 3 ქულა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

 

2.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ზ--------------ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

2.7. დაბადების მოწმობის თანახმად, ზ--------------ს შვილიშვილი ს--------–---–--ა (თ-----ა ს------ს შვილი) დაბადებულია 2007 წლის 07 სექტემბერს. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში ი------–---–--ა (თ-----ა ს------ს მეუღლე) ადასტურებს, 2016 წლის 07 სექტემბერს ზ--------------ს და ნ--- ს------ მის ოჯახში ყოფნის ფაქტს.

 

2.8. ქ. თბილისში, ბ---- ბ-------– ს--–----ს გამზირი N----ში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-–---------“ თავმჯდომარემ ვ--–---------–--–---მ დაადასტურა, რომ ზ-------------- 1995 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N--- ,,გ“ -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის მიწური, შეადგენს 1-------.მ. ფართს.

 

2.9. შპს ,,მ–---------------ს“ 2017 წლის 21 აგვისტოს ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---გ, მიწის ნაკვეთში (ს/კ 0---------------) შენობა N1-ის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერების შედეგად ავარიულია. გამოყენებულია არაკონდიციური სამშენებლო მასალები, ორი კედელი მიწაშია, ხოლო დანარჩენი ორი დეფორმირებულია, ირღვევა, არ აქვს სარტყელი. სახურავის ბურული შესრულებულია აზბესტოცემენტის შიფერით, რაც დაუშვებელია, ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს. საცხოვრებლად უვარგისია და ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება საფრთხის შემცვლელია მაცხოვრებლებისათვის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 09 დეკემბრის N---- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. იმავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო მე-7 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომელი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №22 - „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში - მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.

 

2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა იმავე ბრძანების დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ზ-------------- წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ--------------მ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ ზ--------------ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 11 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ 3 ქულა (I ჯგუფი (მკვეთრად), ომის ვეტერანი/ვეტერანები 3 ქულა (რაოდენობა 2), სახელმწიფო ჯილდო 1 ქულა (III ხარისხი), მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 3 ქულა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, ზ--------------ს 3 ქულა შეუმცირდა მძიმე საცხოვრებელში, საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, საბოლოოდ ზ--------------ს ოჯახს განესაზღვრა 8 ქულა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე.

 

2.15. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება. მოპასუხის პოზიციის თანახმად, მართალია მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლი (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------), თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ დევნილი ზ-------------- ფაქტობრივად ცხოვრობს განცხადებაში შეყვანილ ცოლ-შვილთან ერთად, მისი მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს სახელზე ფიქსირებულ საკუთრებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9). მოპასუხემ მიიჩნია, რომ ზ--------------ს მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით მიწოდებულია არსებითად მცდარი ინფორმაცია, რის გამო ,,მძიმე საცხოვრებელი პირობები“ დააკლდა 3 ქულა. მოპასუხემ ასევე საქმის სასამართლო განხილვისას დაადასტურა, რომ ზ--------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი წარმოების მასალებში დაფიქსირებულია შეცდომით და ნაცვლად ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, ბინა N9)“ მითითებულია ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9), რაც არ წარმოადგენს იმ სახის შეცდომას, რაც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა.

 

2.16. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმება მომხადარიყო დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები 2016 წლის 7 სექტემბერს 21:20 საათზე გამოცხადნენ აპლიკანტის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N1-------„ში, სადაც არავინ დახვდათ. იმ დროისათვის საცხოვრებელ მისამართზე არ ყოფნა მოსარჩელემ ახსნა იმით, რომ 07 სექტემბერს, ოჯახი იმყოფებოდა სტუმრად შვილის ოჯახში, შვილიშვილის დაბადების დღეზე. საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროისათვის მოსარჩელის არ ყოფნა, თანაც ნათესავთან სტუმრად ყოფნა, არ გამორიცხავს მისი ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი 1------“-ში ცხოვრების ფაქტს. მით უფრო, ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მხრიდან საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების დასკვნის გაკეთების საფუძვლად. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-–---------“ თავმჯდომარემ ვ--–---------–--–---მ დაადასტურა, რომ ზ-------------- 1995 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის მიწური. ყოველივე ზემოაღნიშნულმა საქალაქო სასამართლოს მისცა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ ზ----- ს------ ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მას მცდარი ინფორმაცია არ მიუწოდებია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,მ–------------ის“ 2017 წლის 21 აგვისტოს ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---გ, მიწის ნაკვეთში (ს/კ 0---------------) შენობა N1-ის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერების შედეგად ავარიულია. გამოყენებულია არაკონდიციური სამშენებლო მასალები, ორი კედელი მიწაშია, ხოლო დანარჩენი ორი დეფორმირებულია, ირღვევა, არ აქვს სარტყელი. სახურავის ბურული შესრულებულია აზბესტოცემენტის შიფერით, რაც დაუშვებელია, ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს. საცხოვრებლად უვარგისია და ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება საფრთხის შემცვლელია მაცხოვრებლებისათვის. აღნიშნული დასკვნა ცალსახად ადასტურებს ზ--------------ს საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის აუცილებლობას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, აღნიშნული პირისათვის არსებობს საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2.17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელე ზ--------------ს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია, მის მიერ არ მომხდარა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილიად გამოკვლევა, ასევე გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ იქნა ნამსჯელი და შეფასებული სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი სადავო აქტის გამოცემისა.

 

3.2. აპელანტი განმარტავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომიიის დებულების“ შესაბამისად. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს და სავალდებულოა შესასრულებლად. მითითებული წესი ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხდების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე, თითოეული დევნილის ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. შეფასების შედეგად თითოეული დევნილის ოჯახს, მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. იმავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისიწნებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის შესახებაც დევნილ ოჯახს ეცნობება წერილობითი აქტის მეშვეობით. აპელანტის მითითებით, უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს დევნილთა ანკეტირება, რომლის შესაბამისადაც ის დევნილები, რომლებიც არ ყოფილან დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართით ან მის სანაცვლოდ გაცემული საკომპესაციო თანხით, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებული იქნებიან საცხოვრებელი ფართით. 2016 წლის 5 დეკემბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დასრულდა ქ. თბილისში საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების განხილვა. გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმიც კრიტერიუმების შესაბამისად ამ ეტაპზე მეტად საჭიროებდნენ გრძელვადნი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში, პირველადი შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელე ზ--------------ს განაცხადს პირველადი შეფასებისას მიენიჭა 11 ქულა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების თანამშრომლების მიერ (დაზუსტების ჯგუფი) მონიტორინგის შედეგად მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე ზ. ს------ს განაცხადი (აპლიკაცია) დარჩა განუხილველი განაცხადში არსებითად მცდარი ინფორმაციის მოწოდების გამო, რაც მდგომარეობს შემდეგში: ზ. ს------ რეგისტრირებულია ქ. თბილისი, დ--–-----------------, კ------------ "ა---------ს სამმართველო". ხოლო ფაქტობრივი მისამართი მითითებული აქვს ქ. თბილისი, ბ--------–----ს გამზ. 1---. აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელემ აპლიკაციის შევსების დროს დააფიქსირა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს საკუთარ უძრავ ქონებაში, მისამართზე ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი N----–-, ასევე აღნიშნა, რომ მითითებული საცხოვრებელი იყო მიწური და ნგრევადი, სადაც აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები. იქვე მიუთითა, რომ განაცხადში შეყვანილი მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1---, კ------------, ბინა N9, რომელიც წარმოადგენს მისი მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს საკუთრებას.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, ინფორმაციის გადამოწმებისა და მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების განყოფილების მონიტორინგის ჯგუფის მიერ რამოდენიმეჯერ განხორციელდა ადგილზე გამოცხადება, დათვალიერება და შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსარჩელე რეალურად არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე. მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალების შესწავლისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ ზ. ს------ ფაქტობრივად ცხოვრობდა განაცხადში შეყვანილ ცოლ-შვილთან ერთად, მისი მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს სახელზე ფიქსირებულ საკუთრებაში. მონიტორინგის თანამშრომლების მიერ დასურათებულ იქნა ორივე საკუთრება, ასევე დამატებით მოკვლევის მიზნით 2016 წლის 7 სექტემბერს განხორციელდა მითითებულ მისამართზე ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის დროს მისამართზე ბ-------------–----–----ს გამზირი №1----ში არავინ დახვდათ, ხოლო მისამართზე ბ-------------–----–----ს გამზირი №1--- კ------------, ბინა №9 ბინაში კარი არაინ არ გააღო (მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ენთო შუქი), რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები. აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებები დასტურდება ზემომითითებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების განყოფილების მიერ მონიტორინგის დროს მოკვლეული ინფორმაციით (ოქმები), რომელიც თან ერთვის ადმინისტრაციული წარმოების მასალებს. ამდენად, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელემ განაცხადის შევსებისას მიზანმიმართულად დააფიქსირა არსებითად მცადრი ინფორმაცია, თითქოს იგი ცხოვრობს ბ-------------–----–----ს გამზირი №1----ში მდებარე მიწურში, სადაც აქვს მძიმე საცხოვრებელ პირობები, რაც ემსახურება გარკველ მიზანს, რათა მოსარჩელემ თავი წარმოაჩინოს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდეს იმ კატეგორიის დევნილ ოჯახებთან ერთად, რომელთაც მართლა არ გააჩნათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და მეტად საჭიროებენ განსახლებას. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემომითითებული მინისტრსის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ განაცხადის შეფასების განყოფილების ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა მოხელ(ებ)ის მიერ განაცხადის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება წერილობითი აქტის მეშვეობით. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად სამინისტრომ ზემოითებული ნორმებისა და მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად მოსარჩელეს უარი თქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

 

3.4. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, ,,1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ისფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს’’. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს (ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები წარმოშობის ქვეყანაში, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი, მისი სამომავლო მიზნები და სხა). შესაბამისად აპელანტის წარმომადგენლის აზრით, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად 1. „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. 2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ". აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს, სამინისტროს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნული დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების მასალებით რომელიც საქმეზეა თანდართული. ყოველივე ზემოთქმულის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ-------------- არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ზ--------------ს ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №---------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------ ,,გ“ ზონა, კ--------, ა---------ს სამმ.

 

4.3. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---------ში მდებარე 9-----.მ. დაზუსტებული ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1, N2, N3 შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) რეგისტრირებულია ზ--------------ს საკუთრება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 08.04.2016წ. N----- საკუთრების მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.12.2014წ. NM-------- გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

4.4. 2016 წლის 20 მაისს ზ--------------მ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით (დანართი N3) ირკვევა, რომ ზ--------------ს ოჯახის წევრები არიან თვითონ ზ--------------, მეუღლე ლ-------–- ს------, შვილი ნ--- ს------. ზ--------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, ბ--------–----ს 1------“, ხოლო ოჯახის სხვა წევრები - მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ბ--------–----ს 1--- ბინა N--–-. ზ-------------- არის ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენოსანი. მეუღლე ლ-------–- ს------ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, აქვს შაქრიანი დიაბეტი, ორივე ბადურის გარსი ჩამოშლილი აქვს (გლაუკომა). ოჯახს აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები. ოჯახის საშუალო ხარჯია 1230 ლარი, ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1715 ლარს (დაქირავებული შრომიდან (ხელფასი) - 860 ლარი, პენსია 560 + 160 ლარი, დევნილის შემწეობა - 135 ლარი). ოჯახს ასევე გააჩნია საბანკო ვალდებულება (300 ლარი +172 ლარი). მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქირის გარეშე შვილის თ-----ა ს------ს საცხოვრებელ ფართში. თავად ზ--------------ს კუთვნილი საცხოვრებელი ფართი მიწურია, ნგრევადია, თუმცა არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი. აპლიკანტმა წარადგინა ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენი (მოწმობა N-----), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ლ-------–- ს------ს სახელზე გაცემული სამედიცინო ცნობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, სამინისტრომ ზ--------------ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 11 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ 3 ქულა (I ჯგუფი (მკვეთრად), ომის ვეტერანი/ვეტრანები 3 ქულა (რაოდენობა 2), სახელმწიფო ჯილდო 1 ქულა (III ხარისხი), მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 3 ქულა.

 

4.5. მონიტორინგის ფარგლებში საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2016 წლის 18 აგვისტოს გამოცხადნენ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლში (ოთახების რაოდენობა 1). აპლიკანტის განმარტებით, ამ მისამართზე ცხოვრობს 1995 წლიდან, მეუღლე და შვილი ცხოვრობენ ბ-------------–----–----ს გამზირი N1--- ბინა N--–-, ფართით 8-----მ. ბინა ეკუთვნის შვილს თ-----ა ს------ს, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ამ ბინაში თ-----ა ს------ ცხოვრობს 1994 წლიდან. ზ--------------მ კვლავ განმარტა, რომ მეუღლე ლ-------–- ს------ არის I-ლი ჯგუფის ინვალიდი, ცოლ-ქმარი არიან ომის მონაწილეები, თავად ასევე დაჯილდოებულია ვ-----------------–-ს III ხარისხის ორდენით. აქვს ძალოვანი სტრუქტურიდან პენსია 560 ლარის ოდენობით. ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1757 ლარს. დოკუმენტს თან ერთვის ორივე საცხოვრებელი სახლის ფოტო-მასალა. მონიტრინგის ჯგუფი ასევე განმეორებით გამოცხადდა 2017 წლის 07 სექტემბერს, 21:20 საათზე, გ-------– ს--–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლში. სახლის კარები დაკეტილი დახვდათ, არავინ გაუღო. იმავე დღეს იმყოფებოდნენ შვილის - თ-----ა ს------ს საცხოვრებელ ფართში, მ---------------- გ-------– ს--–----ს გამზირი N1--- ბინა N9, სადაც აპლიკანტის მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ. ბინაში ანთებული იყო სანთელი, თუმცა მათ კარები არ გაუღეს.

 

4.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 05 დეკემბრის №--- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, განიხილა ქ. თბილისში, ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 10 ნგრევადი ობიექტიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. კომისიამ 2016 წლის 05 დეკემბრის სხდომაზე ასევე იმსჯელა ზ--------------ს ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით ზ--------------ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, 3 ქულა დააკლდა მძიმე საცხოვრებელში. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო უარი უთხრა: 1. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა; 2. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ოროთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8,5 და ნაკლები ქულა; 3. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ სამოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა; 4. იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც, ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით, ეკუთვნოდათ ოთხთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6 და ნაკლები ქულა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები: განაცხადის შევსების დროს, ზ--------------მ დააფიქსირა, რომ ცხოვრობს საკუთარ უძრავ ქონებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ---- გ-------– ს--–----ს გამზრი N--- ,,გ“-ში (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------) და ასევე აღნიშნა, რომ მითითებული საცხოვრებელი სახლი იყო მიწური და ნგრევადი. ამავე დროს, ზ-------------- მიუთითებს, რომ განაცხადში შეყვანილი მეუღლე ლ-------–- ს------ და შვილი ნ--- ს------ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N1--- კ------------, ბინა N--–- (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9), რომელიც არის მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს საკუთრება. შესწავლილი მასალებისა და მონიტორინგის სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ დევნილი ზ-------------- ფაქტობრივად ცხოვრობს განცხადებაში შეყვანილ ცოლ-შვილთან ერთად, მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს სახელზე ფიქსირებულ საკუთრებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ---- გ-------– ს--–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ---------------, ბინა N9). დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2016 წლის 7 სექტემბერს 21:20 საათზე განხორციელდა მითითებულ მისამართზე ვიზიტი, მონიტინორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------), სადაც არავინ არ იმყოფებოდა, ხოლო მისამართზე ქ. თბილისი, ბ-------------–----–----სი გამზირი 1--- კ------------, ბინა N--–- (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9) კარები არავინ გააღო (მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ენთო სანთელი), რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დევნილ ზ--------------ს კრიტერიუმში ,,მძიმე საცხოვრებელი პირობები“ დააკლდა 3 ქულა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

 

4.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის №---- ბრძანებით, ქ. თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, ზ--------------ს ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

 

4.8. დაბადების მოწმობის თანახმად, ზ--------------ს შვილიშვილი ს--------–---–--ა (თ-----ა ს------ს შვილი) დაბადებულია 2007 წლის 07 სექტემბერს. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში ი------–---–--ა (თ-----ა ს------ს მეუღლე) ადასტურებს, 2016 წლის 07 სექტემბერს ზ--------------ს და ნ--- ს------ მის ოჯახში ყოფნის ფაქტს.

 

4.9. ქ. თბილისში, ბ---- ბ-------– ს--–----ს გამზირი N----ში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-–---------“ თავმჯდომარემ ვ--–---------–--–---მ დაადასტურა, რომ ზ-------------- 1995 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N--- ,,გ“ -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის მიწური, შეადგენს 1-------.მ. ფართს.

 

4.10. შპს ,,მ–------------ის“ 2017 წლის 21 აგვისტოს ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---გ, მიწის ნაკვეთში (ს/კ 0---------------) შენობა N1-ის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერების შედეგად ავარიულია. გამოყენებულია არაკონდიციური სამშენებლო მასალები, ორი კედელი მიწაშია, ხოლო დანარჩენი ორი დეფორმირებულია, ირღვევა, არ აქვს სარტყელი. სახურავის ბურული შესრულებულია აზბესტოცემენტის შიფერით, რაც დაუშვებელია, ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს. საცხოვრებლად უვარგისია და ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება საფრთხის შემცვლელია მაცხოვრებლებისათვის.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.15. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. იმავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

4.16. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა” (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა). მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4.17. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას უგზავნის კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო მე-7 პუნქტი დეტალურად ითვალისწინებს დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავების პროცედურებს: ა) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილება ახდენს გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღების განყოფილების თანამშრომლის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული განყოფილების თანამშრომელი, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“, დანართი №21 - „საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ ან დანართის №22 - „იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №3 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც განყოფილების შესაბამისი თანამშრომელი აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თუ აღნიშნული განყოფილების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დევნილთა დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.mra.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სამინისტროში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებული ქულებზე; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილება, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას; ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ; ვ) დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში - მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოთხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.

 

4.18. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. აღნიშნული კრიტერიუმები დამტკიცებულ იქნა იმავე ბრძანების დანართი №4 და დანართი №5-ის სახით. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ზ-------------- წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ--------------მ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე, სამინისტრომ ზ--------------ს დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 11 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში 1 ქულა (ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე 1 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ,,შშმპ“ 3 ქულა (I ჯგუფი (მკვეთრად), ომის ვეტერანი/ვეტერანები 3 ქულა (რაოდენობა 2), სახელმწიფო ჯილდო 1 ქულა (III ხარისხი), მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 3 ქულა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ინფორმაციის შედეგად, ზ--------------ს 3 ქულა შეუმცირდა მძიმე საცხოვრებელში, საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, საბოლოოდ ზ--------------ს ოჯახს განესაზღვრა 8 ქულა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინასწარ მინიჭებული ქულის შემცირება მოხდა რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასების საფუძველზე.

 

4.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება. მოპასუხის პოზიციის თანახმად, მართალია მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე კერძო სახლი (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ის მიმდებარე, ს/კ 0---------------), თუმცა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიჩნია, რომ დევნილი ზ-------------- ფაქტობრივად ცხოვრობს განცხადებაში შეყვანილ ცოლ-შვილთან ერთად, მისი მეორე ქალიშვილის თ----- ს------ს სახელზე ფიქსირებულ საკუთრებაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9). მოპასუხემ მიიჩნია, რომ ზ--------------ს მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით მიწოდებულია არსებითად მცდარი ინფორმაცია, რის გამო ,,მძიმე საცხოვრებელი პირობები“ დააკლდა 3 ქულა. მოპასუხემ ასევე საქმის სასამართლო განხილვისას დაადასტურა, რომ ზ--------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი წარმოების მასალებში დაფიქსირებულია შეცდომით და ნაცვლად ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, ბინა N9)“ მითითებულია ქ. თბილისი, ბ-------------–----–----ს გამზირი 1--- კ-------------, ბინა N9 (ყოფილი ბ------- ხ---–--–-ის ქ. N---, მ-------------ი, ბინა N9), რაც არ წარმოადგენს იმ სახის შეცდომას, რაც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა.

 

4.20. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საჭიროდ მიიჩნია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმება მომხადარიყო დევნილის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლით. ამ მიზნით დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები 2016 წლის 7 სექტემბერს 21:20 საათზე გამოცხადნენ აპლიკანტის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N1-------„ში, სადაც არავინ დახვდათ. იმ დროისათვის საცხოვრებელ მისამართზე არ ყოფნა მოსარჩელემ ახსნა იმით, რომ 07 სექტემბერს, ოჯახი იმყოფებოდა სტუმრად შვილის ოჯახში, შვილიშვილის დაბადების დღეზე. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროისათვის მოსარჩელის არ ყოფნა, თანაც ნათესავთან სტუმრად ყოფნა, არ გამორიცხავს მისი ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი 1------“-ში ცხოვრების ფაქტს. მით უფრო, ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მხრიდან საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების დასკვნის გაკეთების საფუძვლად. ამასთან, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-–---------“ თავმჯდომარემ ვ--–---------–--–---მ დაადასტურა, რომ ზ-------------- 1995 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის მიწური. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებითაც, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზ----- ს------ ნამდვილად ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზირი N---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მას მცდარი ინფორმაცია არ მიუწოდებია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,მ–------------ის“ 2017 წლის 21 აგვისტოს ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტის დასკვნა) თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს გამზ. N---გ, მიწის ნაკვეთში (ს/კ 0---------------) შენობა N1-ის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერების შედეგად ავარიულია. გამოყენებულია არაკონდიციური სამშენებლო მასალები, ორი კედელი მიწაშია, ხოლო დანარჩენი ორი დეფორმირებულია, ირღვევა, არ აქვს სარტყელი. სახურავის ბურული შესრულებულია აზბესტოცემენტის შიფერით, რაც დაუშვებელია, ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებსა და წესებს. საცხოვრებლად უვარგისია და ამჟამინდელ მდგომარეობაში დატოვება საფრთხის შემცვლელია მაცხოვრებლებისათვის. აღნიშნული დასკვნა ცალსახად ადასტურებს ზ--------------ს საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ზემოხსენებული ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, აღნიშნული პირისათვის არსებობს საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის აუცილებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე