განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2018
საქმის ნომერი
010211417700046769
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010211417700046769

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6262-17 “ 22 ” თებერვალი, 2018წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები გელა ქირია

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ი----–------ე თ--–----------–----–--------------ა ა--------–----–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ი----–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. თ--–---- რეგიონალურ არქივში დაცული, თ--–---- რაიონის სოფელ ლ--–--------ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნში ზ-----ი ე-------ს ზე ო–------- გადახაზულია და კომლის უფროსად ჩაწერილია ე------- პ---–-ს ძე ო–-------. კომლში ირიცხებიან: ზ-----ი ე-------ს ძე ო–--------ოჯახის უფროსი (გადახაზულია,მიწერილია გარდაცვლილია 1992 წელს). ე------- პ---–-ს ძე ო–--------ოჯახის უფროსი. კომლს ერიცხება 1950 წელს აგებული 70 კვმ.მ., ფართობის საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 0,16 ჰა. საკრებულს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ე------- პ---–-ს ძე ო–-------, გადახაზულია და მიწერილია გარდაიცვალა 2000 წელს. კომლს ერიცხება საცხოვრბელის საერთო სასარგებლო ფართი 70 კვ.მ მათ შორის საცხოვრებელი 50 კვ.მ. მიწის სესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, თ--–---- არქივის 12.02.2016 წლის № A--------------; ე------- და ზ----- ო–------ის საკომლო წიგების ასლები. 2.2.თ--–---- რაიონის სოფელ ლ--–--------ს საკომლო წიგნები დასაცავად გადაეცა ეროვნულ არქივს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, თ--–---- არქივის 12.02.2016 წლის № A-------------- 2.3. ზ-----ი ე-------ს ძე ო–------- გარდაიცვალა 1----–-–-----------------ს; სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს: გარდაცვალების მოწმობა IV-თИ №2----- 2.4. ე------- პ---–-ს ძე ო–------- გარდაიცვალა 2----–-–---------–---- სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს: გარდაცვალების მოწმობა №2---------- 2.5. ზ----- ო–------- არის ი----–------ის მამა; სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს: დაბადების მოწმობა №2---------- დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.6. საქართველოს მიწის კოდექსის თანახმად, მიწა იყო სახელმწიფო საკუთრებაში. 1992 წლიდან საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზაციას. მიწის რეფორმის მიმდინარეობის დროს გაუქმდა სოფლად არსებული ორგანიზებული მეურნეობები - კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები. კერძოდ, ”საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.92 წ. №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93წ. №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობა სამართლებრივად დაკავშირებული იყო სოფლად ორგანიზებული სასოფლო- მეურნეობების და მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების არსებობასთან, რის გამოც კოლმეურნეობების და სახელმწიფო მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით 1992 წელს მიწის რეფორმის დაწყების შედეგად სამართლებრივი საფუძველი მოესპო სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობას. მიწის რეფორმის შედეგად სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებულმა კომლმა დაკარგა არსებობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კომლმა შეწყვეტა არსებობა. შესაბამისად, კომლთან არსებული დოკუმენტაცია (საკომლო წიგნები) გადაეცა ეროვნულ არქივს დასაცავად. 2.7. საქართველოს კანონი ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ევროვნული არქივის შესახებ,, მე-3 მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობისას შექმნილი დოკუმენტი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შექმნილი ან კანონიერად შეძენილი დოკუმენტი – მისი საკუთრება.2. დაუშვებელია სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გასხვისება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს ბათილად იქნას ცნობილი ე------- ო–------ის კომლის წევრობა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი იმისათვის , რომ დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან, არც ზემოდასახელებული კანონი და არც სხვა ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობის უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, მისი ოჯახი ცხოვრობდა თ--–---- რაიონის სოფ. ლ--–-------ში. საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით დასტურდება, რომ აპელანტის მამა, ზ-----ი ო–------- წარმოადგენდა კომლის წევრსა და ოჯახის უფროსს მის გარდაცვალებამდე, კერძოდ 1992 წლის 13 სექტემბრამდე, ხოლო ოჯახის უფროსის, აპელანტის მამის გარდაცვალებამდე კი კომლის წევრი ხდება და კომლში ეწერება ე------- პ---–-ს ძე ო–-------, მაშინ როდესაც მას საერთოდ არ უცხოვრია სოფელ ლ--–-------ში, ანუ მისი კომლში მიღება და ჩაწერა ხდება აპელანტის მამის- კომლის უფროსის სიცოცხლეში, კერძოდ 1991 წლიდან. მოცემულ შემთხვევაში კი ე------- პ---–-ს ძე ო–-------ს კომლის წევრად მიღებისათვის აუცილებელი იყო კომლის წევრის წერილობითი თანხმობა და ეს საკითი უნდა განეხილა მაშინ არსებულ ა------------------ს, უნდა შემდგარიყო შესაბამისი ოქმი და მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება - სათანადო ადმინისტრაციული აქტი კომლში ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნულს ითვალისწინებდა მაშინ მოქმედი კანონმდებლობა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ასეთ რამეს ადგილი არ ქონია. ე------- ო–-------ს არასდროს არ უცხოვრია ზ----- ო–------ის კომლში. აქედან გამომდინარე ე------- ო–------- მონაწილეობას არ იღებდა კომლის საერთო მეურნეობაში და შესაბამისად დაკარგული ჰქონდა უფლება კომლის ქონებაზე ( საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი). მას ზ----- ო–------ის გარდაცვალების შემდეგ არ გადაუხდია მიწის გადასახადიც კი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არ არსებობს ე------- ო–------ის კომლში ჩაწერის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ანუ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი კომლში წევრად ჩაწერის თაობაზე. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი, რაც ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლომ კი ამ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება ისე მიიღო გადაწყვეტილება. 3.2. აპელანტი მიუთითებს, 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლზე, რომლის თანახმად საკომლომეურნეობის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. იგივე წესი მოქმედებდა საკომლომეურნე კომლში ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით. ე------- ო–------- კი იყო ახალი წევრი, რადგან აქამდე იგი კომლის წევრი არ ყოფილა და მხოლოდ 1991 წელს მოხდა მისი კომლის წევრად ჩაწერა, ხოლო ამ დროს კომლის უფროსი, ზ-----ი ო–------- ცოცხალი იყო. ახალი წევრის მიღება დასაშვები იყო კომლის სრულწლოვანი წევრების წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ამასვე ითვალისწინებდა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მე-40 მუხლი, რომლითაც განსაზღვრული იყო გარეშე პირის მეკომურად ახალი წევრის მიღების წესი. აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა ზემოთ მითითებული კანონები და შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ხოლო გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები და კანონები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. ე------- ო–------ის კომლში ჩაწერა მოხდა უკანონოდ და შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი კომლის წევრობის თაობაზე საკომლო ჩანაწერი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.2017წ. განჩინებით ი----–------ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.II, ს.ფ.401 -47).

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. ი----–------ის სარჩელი თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით და 23.02.2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ი.ო–------ის მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2017 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც ი----–------ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, განსჯადობით განსახილველად გადმოეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი წესები. შესაბამისად, არსებობს თელავის რაიონული სასამართლოს 23.02.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი. 4.2. საქმის მასალების მიხედვით, თ--–---- რაიონის სოფელ ლ--–--------ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნში ზ-----ი ე-------ს ზე ო–------- გადახაზულია და კომლის უფროსად ჩაწერილია ე------- პ---–-ს ძე ო–-------. კომლში ირიცხებიან: ზ-----ი ე-------ს ძე ო–--------ოჯახის უფროსი (გადახაზულია,მიწერილია გარდაცვლილია 1992 წელს). ე------- პ---–-ს ძე ო–--------ოჯახის უფროსი. კომლს ერიცხება 1950 წელს აგებული 70 კვმ.მ., ფართობის საცხოვრებელი სახლი და სულ მიწა 0,16 ჰა საკრებულს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია ე------- პ---–-ს ძე ო–-------, გადახაზულია და მიწერილია გარდაიცვალა 2000 წელს. კომლს ერიცხება საცხოვრებელის საერთო სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი 50 კვ.მ. მიწის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ზ-----ი ე-------ს ძე ო–-------ს კომლის და ქონების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. სოფელ ლ--–--------ს მიწის განაწილების სიები თ--–---- არქივში დაცვაზე არ შემოსულა (ტ.1., ს.ფ.19,23). ი----–------ის სასარჩელო მოთხოვნაა, ბათილად იქნას ცნობილი 12.02.2016. წლის საარქივო ცნობა A---------------ში მითითებული საკომლო ჩანაწერის ის ნაწილი, სადაც ე------- პ---–-ს ძე ო–-------, რომელიც გარდაიცვალა 2----–-–---------–--ს, მითითებულია კომლის უფროსად (ტ.1.,ს.ფ.8,20,23). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად,„1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. აპელანტი სარჩელში თავადვე მიუთითებს, რომ საქართველოს სსრ „მიწის კოდექსის“ მე-40 მუხლი „ახალი წევრის მიღება“ მოიცავდა როგორც გარეშე პირის მეკომურად მიღებისთვის სავალდებულო კომლის ყველა სრულუფლებიანი წევრის თანხმობას, ასევე სასოფლო საბჭოს მეკომურად მიღებული საკომლო სიებში გატარების დროს სავალდებულო ასეთი თანხმობის არსებობის შემოწმებას, ვინაიდან აღნიშნული აღრიცხვა ახდენდა საკოლმეურნეო ქონების შემცირებას (ტ.1.,ს.ფ. 4-5). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ არსებული ჩანაწერის მცდარობას, მის უსწორობას, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება მხოლოდ შემდეგი: 1. „თ--–---- რაიონულ არქივში დაცული, თ--–---- რაიონის ფ–----–-- სასოფლო საბჭო-საკრებულოში შემავალი სოფელ ლ--–--------ს 1991 წლის აღმასკომის ოქმები თ--–---- არქივში დაცვაზე არ შემოსულა, რის გამოც არ გვაქვს შესაძლებლობა დავაკმაყოფილოთ თქვენი თხოვნა, რის საფუძველზე ჩაეწერა ე------- პ---–-ს ძე ო–------- ზ-----ი ე-------ს ძე ო–------ის კომლში“; 2. საქართველოს ეროვნული არქივის წერილის მიხედვით, საკომლო წიგნი, რომელშიც კომლის უფროსი ზ----- ე-------ს ძე ო–------- გადახაზულია და მის ნაცვლად მითითებულია ე------- პ---–-ს ძე ო–-------, ხოლო გრაფაში „სოფლსაბჭოს ტერიტორიაზე ახლად ჩამოსულ პირთა აღნიშვნა“ მითითებულია თარიღი 2---------.. სხვა ინფორმაცია საკომლო წიგნში ე------- პ---–-ს ძე ო–------ის ჩაწერის შესახებ მითითებული არ არის; 3. თ--–---- რეგიონულ არქივში დაცული, თ--–---- რაიონის სოფელ ფ–----–-- (ლ--–--------) სასოფლო საბჭოს 1990 წლის ა------------------ს სხდომის ოქმებში და ფ–----–-- (ლ--–--------) საკრებულოს გამგეობის 1994,1995 წლების სხდომის ოქმებში არ მოიძებნა გადაწყვეტილება ზ-----ი ე-------ს ძე ო–-------რს კომლში ე------- პ---–-ს ძე ო–-------ს კომლის წევრად ჩაწერის შესახებ. სოფელ ფ–----–-- (ლ--–--------) 1991,1992 და 1993 წლების საკრებულოს გამგეობის სხდომის ოქმები თ--–---- არქივში დაცვაზე არ შესულა. ზ-----ი ე-------ს ძე ო–------- გრდაიცვალა 1----–-–-----------------ს (ტ.1.,ს.ფ.15-17,19). სააპელაციო პალატისთვის ცხადია, რომ დაახლოებით 27 წლის წინ შექმნილი დოკუმენტების მოპოვება შეიძლება რთული და ხანდახან შეუძლებელიც იყოს ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ამა თუ იმ ჩანაწერის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია საკომლო წიგნში არსებული სადავოდ გამხდარი ჩანაწერის უსწორობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც აპელანტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ვერ იქნა - შესაბამისად, სადავოდ გამხდარი ჩანაწერის სისწორე ეჭვქვეშ ვერ დადგება. 4.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის იურიდიულ ინტერესზე, რომელიც მან გააჟღერა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25.01.2018. წელს გამართულ სხდომაზე, კერძოდ, აპელანტს სურს 12.02.2016. წლის საარქივო ცნობა A---------------ში მითითებულ კომლში შემავალი უძრავი ქონების ნაწილზე თავისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში რეგისტრაცია. საქმის ფაქტობრივი გარემოებები აპელანტის მიერ შემდეგნაირად იქნა აღწერილი: გარდაცვლილი მამიდის, ე------- ო–------ის ქალიშვილის,მეუღლემ მ.ა-------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება კომლში შემავალ ორ ნაკვეთზე ე.ო–------ის ანდერძის საფუძველზე და მოითხოვს აპელანტისგან ნაკვეთისა და სახლის გათავისუფლებას, რომელშიც აპელანტი ამ მომენტისთვის არ ცხოვრობს, ხოლო კომლში შემავალი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი ჯერ არ არის ე.ო–------ის მემკვიდრეებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.აღსანიშნავია,რომ საქმეში არ მოიპოვება აპელანტის მიერ მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელი ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ამონაწერი,რომლითაც დასტურდება მ.ა-------–---–ის საკუთრების უფლება ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან აპელანტის ბაბუა და შვილები - მამა და მამიდა, გარდაცვლილები არიან, აპელანტს სურს სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილის მიღება და სწორედ ამ მიზნით მომართა მან სასამართლოს შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობის მიზნით, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა, ანდერძის არსებობისა და მ.ა-------–---–ის მიერ მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პირობებში, არ არის აპელანტისთვის სასურველი შედეგის მიღწევის ვარგისი საშუალება, მათ შორის, სსკ-ის 312 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე,რომლის თანახმადაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს ი----–------ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს 23.02.2017.წ. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქმის განსჯადობასთან დაკავშირებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე უნდა იქნას მიღებული ახალი გადაწყვეტილება ი----–------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 23.02.2017.წ. გადაწყვეტილების გაუქმება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის განსჯადობასთან დაკავშირებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით ი----–------ის სააპელაციო საჩივრის არსებითად დაკმაყოფილების გარეშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი----–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება

3. ი----–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე