განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002262718
საქმე №1ბ/352-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
ქ-------–--------------------------------–-------------------------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ-------------------–---–ის მიმართ (საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაბადებული 19---–-–-------------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ--------–--–------------------------–--------------------------------) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ-------------------–---–ი და ე-–-------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დაშორების შემდეგ ე-–-------------–---–ი შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ლ--–-----------–----------------–----------------–-. 2017 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათისათვის თ-------------------–---–ი მივიდა ყოფილი მეუღლის, ე-–-------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადა, კერძოდ თავში ორჯერ ჩაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ე-–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
თ-------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ი--------------------------–-------------------ის პროკურორმა თ--------------–--ემ და მოითხოვა მსჯავრდებულ თ-------------------–---–ისთვის სასჯელის გამკაცრება.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ-------–--------------------------------–-------------------------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ე-–-------------–---–ის, ლ-------------–---–------------------–---–--------–-------------–---–-------–------------–---–---------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ თ-------------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის, სასამართლო სამედიცინო N0-------- დასკვნის, გაფრთხილების ოქმების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება ქ-------–--------------------------------–-------------------------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ თ-------------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და მიაჩნია, რომ თ-------------------–---–ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება.
ამასთან სააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.
პალატა ასევე განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნა თავის მხრივ მეტ პასუხისმგებლობას და სიფრთხილის გამოჩენას აკისრებს მსჯავრდებულს, რომ არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რათა არ მოხდეს მის მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და კანონით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ახალი დანაშაული ჩადენის შემთვევაში.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი თ-------------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ-------–--------------------------------–-------------------------------------------------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი თ-------------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ-------------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ი 63 - 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი ) წელი.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 5 დეკემბრიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ თ-------------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ-------------------–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/