განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001904149
საქმე N3ბ/2542-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი - იბა "მ---–---------"
თავმჯდომარე - გ-------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ი-----------------აძე;
მესამე პირი - ე-–---- ბ-----–---–ი;
წარმომადგენელი -ა----–----------–ია;
დავის საგანი: ინიდივიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინიდივიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იბა ,,მ---–---------”-ის თავმჯდომარის გ-------------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების ოქმის თანახმად, გაერთიანდა იბა ,,მ---–---------”-ის სახელზე რიცხული ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------, ფართობი: 2--- კვ.მ. და საკადასტრო კოდი 0---------------. ფართობი: 100 კვ.მ.)
2012 წლის 8 მაისს იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების თავმჯდომარემ ა-----– მ------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: მ---–-----ის ქუჩა №12, ჭ-------ს ქუჩა №24, საკადასტრო კოდი 0---------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-----– მ------–---–ის №8----------- განცხადება უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2.1.2. იბა ,,მ---–-----ა 9-”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრმა ნ-------------ემ იბა ,,მ---–---------”-ში მისი წილის ნაწილი დაუთმო დ------------ძეს. წილის აღნიშნული დათმობა აისახა 2011 წლის 29 დეკემბრის ნ-------------ესა და დ------------ძეს შორის სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
2.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისს №8----------- განცხადებით მიმართა იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის თავმჯდომარემ ა-----– მ------–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №12.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის თავმჯდომარის ა-----– მ------–---–ის №8----------- განცხადება და მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: თბილისი, ჭ-------ს ქუჩა №24, სექტორი: მ---–-----ა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის №8------------04 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-----– მ------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2.1.4. იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმით დამტკიცდა განშლის პროექტი. განშლის პროექტის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ცვლილება მ---–-----ის ქ. 1-----ში (საკადასტრო კოდი 0---------------) იბა ,,მ---–---------”-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, +13,2 ნიშნულზე, ბინა №19-ის ფართობად დაფიქსირდეს 196,69 კვ.მ. (ნაცვლად 196,9- კვ.მ-ისა), +16,5 ნიშნულზე ბინა №27-ის ფართობად დაფიქსირდეს 144,84 კვ.მ. (ნაცვლად 140,44 კვ.მ-ისა) და +9,9 ნიშნულზე ბინა №28-ს უნდა დაუფიქსირდეს 218,05 კვ.მ. (ნაცვლად 218,25 კვ.მ-ისა).
იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 29 ოქტომბრის №0------ განმეორებითი საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი - ე-–---- ბ-----–---–ი უარს აცხადებდა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმის ხელმოწერაზე.
2.1.5. 2017 წლის 23 იანვარს იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №1----, სართული 4, ბინა 14.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გიორგი ბეგიაშვილმა არ წარადგინა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელ გ-------------–--ლს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
2.1.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებით იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის 2017 წლის 23 იანვრის №8----------- განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.1.7. 2017 წლის 15 თებერვალს იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 8 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილების გაუქმება და ამხანაგობის საერთო კრების №04----- ოქმით დამტკიცებული განშლის მიხედვით უფლების რეგისტრაცია, ამხანაგობის წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის თანხმობის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებები.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.2.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. სასამართლო განმარტავს, რომ რეგისტრაციის საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, რომლის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელიც ზუსტად უნდა ასახავდეს მოთხოვნას და დაერთოს მოთხოვნილი რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,კ” ქვეპუქნტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმით დამტკიცდა განშლის პროექტი. განშლის პროექტის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ცვლილება მ---–-----ის ქ. 1-----ში (საკადასტრო კოდი 0---------------) იბა ,,მ---–---------”-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, +13,2 ნიშნულზე, ბინა №19-ის ფართობად დაფიქსირდეს 196,69 კვ.მ. (ნაცვლად 196,9- კვ.მ-ისა), +16,5 ნიშნულზე ბინა №27-ის ფართობად დაფიქსირდეს 144,84 კვ.მ. (ნაცვლად 140,44 კვ.მ-ისა) და +9,9 ნიშნულზე ბინა №28-ს უნდა დაუფიქსირდეს 218,05 კვ.მ. (ნაცლად 218,25 კვ.მ-ისა). ამასთანავე, იბა ,,მ---–---------”- ის ამხანაგობის წევრთა №4----- კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის თითოეულმა წევრმა, გარდა, ე-–---- ბ-----–---–ისა ხელმოწერით დაადასტურა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობა განშლის პროექტთან დაკავშირებით. იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 29 ოქტომბრის №0------ განმეორებითი საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი -ე-–---- ბ-----–---–ი უარს აცხადებდა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმის ხელმოწერაზე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №1----, სართული 4, ბინა 14. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ-------------–--ლმა არ წარადგინა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელ გ-------------–--ლს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებით იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის 2017 წლის 23 იანვრის №8----------- განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნია, სარეგისტრაციო კრების ოქმის (05.12.2012 წლის
№4-----) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის არეგულირებს საერთო საკუთრების ცნებას. ნორმის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში მოცემულია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი. საზიარო უფლება, რომელიც ერთდროულად და ერთობლივად რამდენიმე პირს ეკუთვნის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დოკუმენტალურად და მხარეთა შეთანხმებით კონკრეტული თანამესაკუთრის წილი არ არის გამოსახული ფართში და არ ფიქსირდება წილში გამოსახული უძრავი ნივთის კონკრეტული მდებარეობა, ივარაუდება, რომ უძრავ ნივთს მართავენ საზიარო საგნის მონაწილეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ხოლო 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.
ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთს ფლობენ საზიარო საგნის მონაწილენი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საზიარო საგნის ფლობას უკავშირებს საზიარო საგნის მონაწილეთა ერთობლივ განკარგავს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობის ერთ- ერთი წევრის უარი განშლის პროექტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობას, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით გათვალისწინებული საზიარო საგნის მართვა და სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა არ არის საჭირო. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საზიარო საგნის მართვა ხორციელდება კონკრეტული მიზნის ან/და სარგებლის მისაღებად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
2.2.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, რომლის მიღების წინაპირობა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის №1----- გადაწყვეტილებით სწორად შეფასდა საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად მოიძია და გამოიკვლია სათანადო ინფორმაცია, ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოიცა საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იბა ,,მ---–---------”-ის თავმჯდომარე გ-------------–--ლის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს.
4. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ” მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითებს მათზე; ამასთან, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დამატებით განამარტავს შემდეგს:
განსახილევლ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების ოქმის თანახმად, გაერთიანდა იბა ,,მ---–---------”-ის სახელზე რიცხული ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 0---------------, ფართობი: 2--- კვ.მ. და საკადასტრო კოდი 0---------------. ფართობი: 100 კვ.მ.)
2012 წლის 8 მაისს იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების თავმჯდომარემ ა-----– მ------–---–მა №8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: მ---–-----ის ქუჩა №12, ჭ-------ს ქუჩა №24, საკადასტრო კოდი 0---------------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 მაისის №8------------03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-----– მ------–---–ის №8----------- განცხადება უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
იბა ,,მ---–-----ა 9-”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 3 მარტის №1----- საერთო კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრმა ნ-------------ემ იბა ,,მ---–---------”-ში მისი წილის ნაწილი დაუთმო დ------------ძეს. წილის აღნიშნული დათმობა აისახა 2011 წლის 29 დეკემბრის ნ-------------ესა და დ------------ძეს შორის სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 ივნისს №8----------- განცხადებით მიმართა იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის თავმჯდომარემ ა-----– მ------–---–მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №12.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 ივნისის №8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის თავმჯდომარის ა-----– მ------–---–ის №8----------- განცხადება და მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე მდებარე: თბილისი, ჭ-------ს ქუჩა №24, სექტორი: მ---–-----ა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის №8------------04 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-----– მ------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმით დამტკიცდა განშლის პროექტი. განშლის პროექტის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ცვლილება მ---–-----ის ქ. 1-----ში (საკადასტრო კოდი 0---------------) იბა ,,მ---–---------”-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, +13,2 ნიშნულზე, ბინა №19-ის ფართობად დაფიქსირდეს 196,69 კვ.მ. (ნაცვლად 196,9- კვ.მ-ისა), +16,5 ნიშნულზე ბინა №27-ის ფართობად დაფიქსირდეს 144,84 კვ.მ. (ნაცვლად 140,44 კვ.მ-ისა) და +9,9 ნიშნულზე ბინა №28-ს უნდა დაუფიქსირდეს 218,05 კვ.მ. (ნაცვლად 218,25 კვ.მ-ისა).
იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 29 ოქტომბრის №0------ განმეორებითი საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი - ე-–---- ბ-----–---–ი უარს აცხადებდა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმის ხელმოწერაზე.
2017 წლის 23 იანვარს იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა №8----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №1----, სართული 4, ბინა 14.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გიორგი ბეგიაშვილმა არ წარადგინა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელ გ-------------–--ლს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებით იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის 2017 წლის 23 იანვრის №8----------- განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2017 წლის 15 თებერვალს იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 8 თებერვლის №8------------05 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილების გაუქმება და ამხანაგობის საერთო კრების №04----- ოქმით დამტკიცებული განშლის მიხედვით უფლების რეგისტრაცია, ამხანაგობის წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის თანხმობის გარეშე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის ადმინისტრაციული საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებები.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმით დამტკიცდა განშლის პროექტი. განშლის პროექტის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო ცვლილება მ---–-----ის ქ. 1-----ში (საკადასტრო კოდი 0---------------) იბა ,,მ---–---------”-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, +13,2 ნიშნულზე, ბინა №19-ის ფართობად დაფიქსირდეს 196,69 კვ.მ. (ნაცვლად 196,9- კვ.მ-ისა), +16,5 ნიშნულზე ბინა №27-ის ფართობად დაფიქსირდეს 144,84 კვ.მ. (ნაცვლად 140,44 კვ.მ-ისა) და +9,9 ნიშნულზე ბინა №28-ს უნდა დაუფიქსირდეს 218,05 კვ.მ. (ნაცლად 218,25 კვ.მ-ისა). ამასთანავე, იბა ,,მ---–---------”- ის ამხანაგობის წევრთა №4----- კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის თითოეულმა წევრმა, გარდა, ე-–---- ბ-----–---–ისა ხელმოწერით დაადასტურა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობა განშლის პროექტთან დაკავშირებით. იბა ,,მ---–---------”-ის ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 29 ოქტომბრის №0------ განმეორებითი საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი -ე-–---- ბ-----–---–ი უარს აცხადებდა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმის ხელმოწერაზე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელმა გ-------------–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, მ---–-----ის ქუჩა №1----, სართული 4, ბინა 14. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ-------------–--ლმა არ წარადგინა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის №8----------- -05 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენელ გ-------------–--ლს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის №8------------06 გადაწყვეტილებით იბა ,,მ---–---------”-ის წარმომადგენლის გ-------------–--ლის 2017 წლის 23 იანვრის №8----------- განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მიიჩნია, სარეგისტრაციო კრების ოქმის (05.12.2012 წლის №4-----) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა.
პალატა განმარტავს, რომ სსიპ "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე, და 22-ე მუხლები განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის არეგულირებს საერთო საკუთრების ცნებას. ნორმის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში მოცემულია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი. საზიარო უფლება, რომელიც ერთდროულად და ერთობლივად რამდენიმე პირს ეკუთვნის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დოკუმენტალურად და მხარეთა შეთანხმებით კონკრეტული თანამესაკუთრის წილი არ არის გამოსახული ფართში და არ ფიქსირდება წილში გამოსახული უძრავი ნივთის კონკრეტული მდებარეობა, ივარაუდება, რომ უძრავ ნივთს მართავენ საზიარო საგნის მონაწილეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. ხოლო 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.
ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ნივთს ფლობენ საზიარო საგნის მონაწილენი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საზიარო საგნის ფლობას უკავშირებს საზიარო საგნის მონაწილეთა ერთობლივ განკარგავს. ამდენად, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობის ერთ- ერთი წევრის უარი განშლის პროექტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობას, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით გათვალისწინებული საზიარო საგნის მართვა და სარეგისტრაციო კრების ოქმის (0----------–-–----------) შინაარსთან დაკავშირებით, ე-–---- ბ-----–---–ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა არ არის საჭირო. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საზიარო საგნის მართვა ხორციელდება კონკრეტული მიზნის ან/და სარგებლის მისაღებად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის განაწილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დაადგინა:
1. იბა "მ---–---------"-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3.აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ( თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე ილონა თოდუა