განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310014445138 (3/ბ-394-14 წელი)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 იანვარი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები - შპს ,,ბ---------------------------–ი” (მოსარჩელე);
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები);
მოპასუხე - შემოსავლების სამსახური გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმი”;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1. აპელანტ შპს ,,ბ---------------------------–ის” მოთხოვნა: შპს ,,ბ---------------------------–ის” სარჩელის უარყოფის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და №E-------, №E-------, №E------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №1-------- საგადასახადო მოთხოვნისა და ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 3---------ს გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2014 წლის 04 მარტს შპს ,,ბ---------------------------–მა’’ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის და გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის” წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3---------ს გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა; საგადასახადო სამართალდარღვევის №E-------, №E-------, №E-------, №E------- ოქმების ბათილად ცნობა; შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის 2-----------–ის №1-------- და №1-------- საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმები შედგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და ამავე კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, ნავთობპროდუქტ KO-20-ის შემთხვევაში, ისევე როგორც პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, არც ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო დაკარგვა-განკარგვას, მითუმეტეს განადგურებას და მით უფრო არც სანებართვო პირობების დარღვევას. ნავთობპროდუქტი KO-20-ის შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების პერიოდში 2010 წლის 1 იანვრიდან - 2010 წლის 1 მარტამდე და ასევე 2010 წლის 1 აგვისტოდან - 2011 წლის 17 ივნისამდე ხდებოდა ბუნებრივი დანაკარგების გამოვლენა და აღრიცხვა, ხოლო შემდეგ ერთიანად გამოვლენილი ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა, აღნიშნული ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №263 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცდა დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესახებ. რაც შეეხება ნაფტას, ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების გადატვირთვისას გამოვლენილი ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმის ფარგლებში. NAFTA მიეკუთვნება ბენზინების ჯგუფს, ნავთობის დისტილატებს, რომელთა ოქტანური რიცხვი არ აღემატება 92 პუნქტს, მაგრამ აღნიშნული დებულებით განსაზღვრული ნავთობპროდუქტების კოდების ჩამონათვალში, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან, არ არის მითითებული ნაფტას კოდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა ბენზინისაგან განსხვავებით, ნაფტას გააჩნია ყველაზე დაბალი სიმკვრივე და აორთქლების ყველაზე მაღალი პროცენტულობა. ასეთ შემთხვევაში ნავთობტერმინალმა იხელმძღვანელა ანალოგიით გამოვლენილი ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერისას, რის გამოც ადგილი არ ჰქონია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვა-განკარგვა-განადგურებას, მით უფრო არ ჰქონია ადგილი სანებართვო პირობების დარღვევას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3---------ს გადაწყვეტილება შპს ,,ბ---------------------------–ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---------------------------–ის’’ საჩივარი №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და №1------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანება (№1-------- საგადასახადო მოთხოვნისა და საგადასახადო სამართალდარღვევის №E------- ოქმის ნაწილში). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 2-----------–ის №1-------- საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №E------- და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა; შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სარჩელი №E-------, №E-------, №E------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №1-------- საგადასახადო მოთხოვნისა და ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 3---------ს გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
2013 წლის 2------------–ს შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო მოთხოვნა N1--------, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის და აქციზის გადასახადის ნაწილში დაერიცხა 137 136 ლარი და საურავი 52 427,36 ლარი;
2013 წლის 2------------–ს შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო მოთხოვნა N1--------, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დღგ-ის და აქციზის გადასახადის ნაწილში დაერიცხა 123000 ლარი და საურავი 5592,27 ლარი;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 12300 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტის გათვალისწინებით;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 89608 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 25461 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 22067 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 12000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 12000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 12000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა 12000 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის №1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---------------------------–ის’’ საჩივარი 2013 წლის 2-----------–ის №1-------- და №1-------- საგადასახადო მოთხოვნებისა და საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმების: №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E------- ბათილად ცნობის თაობაზე. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3---------ს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---------------------------–ის’’ საჩივარი, გაუქმდა №1---- ბრძანება და დაევალა შემოსავლების სამსახურს №E-------, №E-------, №E------- და №E------- სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული სანქციების კორექტირება.
დასკვნები სამართლებრივი გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 3---------ს გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 10 აპრილის ბრძანება და 2013 წლის 2-----------–ის საგადასახადო მოთხოვნები წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო მათი შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებთან.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა დასახელებული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ, კი ნავთობპროდუქტების ნორმის ზემოთ დაფიქსირებული დანაკარგების გამო.
,,ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილების (სადაო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის ”ა” პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ბუნებრივი დანაკარგების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას არა მარტო ნავთობპროდუქტების რეზერვუარში შენახვის დროს სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით დანაკარგები, არამედ რეზერვუარში მიღების დროს არსებული დანაკარგიც. სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანომ ნავთი KO-20-ზე ბუნებრივი დანაკარგების გამოთვლის დროს მხოლოდ 2010 წლის დეკემბრის თვეში გაითვალისწინა რეზერვუაში მიღების ბუნებრივი დანაკარგი 0,07% ოდენობით. თუმცა სადაო პერიოდი მოიცავს 2010 წელს სრულად. სასამართლოს მსჯელობით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, რაც არ შეიძლება მხოლოდ ერთ თვემდე შენახვის მაჩვენებლით დადგინდეს, ანუ გასათვალისწინებელი ოყო კანონით განსაზღვრული რეზერვუარში განთავსების 0,07 პროცენტი, რის შემდეგაც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება დანაკარგის არსებობის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ შპს ,,ბ---------------------------–ში’’ გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულის გათვალისწინებით შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირის ქმედება ზემოაღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედების, როგორც დასჯადის შემადგენლობა, კერძოდ, დადგენილი უნდა იქნას, რომ შპს ,,ბ---------------------------–ის’’ არამართლზომიერი განზრახი ქმედებით ადგილი ჰქონდა ნავთობპროდუქტების დაკარგავს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება - კერძო ინტერესის ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, რაც წარმოშობს ვალდებულებას - სრულად უზრუნველყოს პირის უფლებების რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. საჯარო სამსახურს, მიუხედავად ერთიანი სისტემური ბუნებისა, ფუნქციური მრავალფეროვნება ახასიათებს იქნება ეს მართლწესრიგის დაცვის, საგადასახადო სისტემის, სამხედრო სამსახურის თუ თვითმმართველობის სფერო, ყოველ მათგანს განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია, თუმცა საერთო აქვთ მიზანი და ამოცანა - ზრუნვა საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავო იყო ნავთობპროდუქტზე ბუნებრივი დანაკარგის არსებობა, როგორც რეზერვუაში მიღებისას, ასევე ერთ თვემდე ვადით შენახვის პირობებში, საგადასახადო ორგანოს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას უნდა გამოეკვლია რატომ არ იყო წარდგენილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარებში მიღება-შენახვისას ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს გამოთვლის მონაცემები. ასევე საქმეში წარმოდგენილი იყო ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის შესახებ შპს ,,ბ---------------------------–ის’’ მიერ გაანგარიშებული მონაცემები, რომლებიც განსხვავდებოდა ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოყენებული ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის აქტებისაგან და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას გათვალისწინებული არ ყოფილა. ყოველი კონკრეტული ოპერაციის დროს ბუნებრივი დანაკარგის გამოუანგარიშებლობის შემთხვევაშიც გამოკვლეული უნდა ყოფილიყო რამდენად აისახა ეს დანაკარგები სრულყოფილად (მათ შორის 2010 წლის დეკემბრის თვეში რეზერვუარში მიღების დროს გათვალიწინებული 0,07%-ის ჩათვლით) იმ დეკლარაციაში, რომელშიც ყველა მონაცემი დანაკარგების შესახებ გააერთიანა შპს ,,ბ---------------------------–მა’’, ხომ არ მოხდა ამით დაფარვა გარკვეული ოდენობის ნავთობპროდუქტისა გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გამოკვლეულიყო რა საჯარო ინტერესი დაირღვა სამართალდამრღვევის ასეთი ქმედებით და რამდენად იყო იგი უპირატესი კერძო ინტერესთან მიმართებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციოო წესით გაასაჩივრა როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ისე შპს ,,ბ---------------------------–მა”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბ---------------------------–ის’’ წარმომადგენლების შუამდგომლობა მათ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრებით წარმოებულ №3/ბ-394-14წ საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება (შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სააპელაციო საჩივარი ეხებოდა №E-------, №E-------, №E------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №1-------- საგადასახადო მოთხოვნის, ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 3---------ს გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შპს ”ნავთობტერმინალის სარჩელის უარყოფას).
საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით (საქმე №ბს-15-15 (2კ-კს-15) სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ბ---------------------------–ის” სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ისე სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-15-15 (2კ-კს-15) სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/ბ-394-14 წ (შპს ,,ბ---------------------------–ის” სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახური გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,ბათუმის” მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ) - განახლდა საქმის წარმოება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერებას სააპელაციო სასამართლო ამოწმებს შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (რა ნაწილშიც შეჩერებული იყო საქმის წარმოება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით).
შპს ,,ბ---------------------------–ის” წარმომადგენელი ითხოვს სარჩელის უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებას, _ №E-------, №E-------, №E------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №1-------- საგადასახადო მოთხოვნისა და ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 3---------ს გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან სასამართლო ერთი მხრივ, განმარტავს, რომ დანაკარგის განსაზღვრა სავალდებულოა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი დაიბეგრება იმ პროდუქციაზე, რომელიც მას რეალურად არ მიუღია. თუმცა სამწუხაროდ, იგივე ლოგიკას სასამართლო არ ავრცელებს ნავთობპროდუქტ ნაფტას მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №223 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტის) ბუნებრივი დანაკარგები გათვალისწინებული არ არის, ამდენად შპს ბ---------------------------–ის მიერ ამ სახეობის ნავთობპროდუქტზე დანაკარგების ჩამოწერა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. ამ მსჯელობას აპელანტი არ ეთანხმება, რადგან მათი აზრით, უდავოა ის გარემობა, რომ ნაფტას, თავისი ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე, გააჩნია დანაკარგი, ხოლო ამ დანაკარგის დაუფიქსირებლობა და აღურიცხაობა გამოიწვევს მოსარჩელე მხარის უფლების ხელყოფას, რადგან თუკი ნაფტას რეზერვუარში მიღებისა და შენახვისას არ იქნება გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგები გადასახადის გადამხდელი იძულებული იქნება დაიბეგროს იმ პროდუქციაზე, რომელიც მას რეალურად არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, ნაფტას ბუნებრივი დანაკარგის განსაზღვრისა და გამოვლენის ნაწილში, საკითხი დატოვა შესაბამისი რეგულაციისა და გადაწყვეტის გარეშე, რის გამოც მიაჩნიათ, რომ ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
აპელანტის განმარტებით თუ ისინი დაეთანხმებიან შემოსავლების სამსახურს იმ ნაწილში, რომ ნავთობტერმინალს არ უნდა გამოეყენებინა 30.12.2009 წ. №263 დადგენილების ნორმები მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი არც ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის დაკარგვა-განკარგვა-განადგურებას, მით უფრო არც სანებართვო პირობების დარღვევას. სასამართლომ არ გაიზიარა მათი (შპს ,,ბ---------------------------–ის”) მოსაზრება ნაფტას ბუნებრივი დანაკარგის განსაზღვრისას „სტანდარტისაციის, სერთიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა შორის 1992 წლის 1 მარტის შეთანხმებით დამტკიცებული გოსტების გამოყენების შესახებ და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის №ბს-1274-1260 (კ-11) განჩინებაზე, აღნიშნული შეთანხმება არ არის თვითშესრულებადი, არის ზოგადი, არ ადგენს კონკრეტული ხასიათის უფლება-მოვალეობებს და საჭიროებს დამაზუსტებელი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მათ (შპს ,,ბ---------------------------–ის”) მიერ წერილობით ახსნა-განმარტებასა და საპაექრო სიტყვაში მითითებული საქართველოს მთავრობის 26.02.2006 წლის №45 დადგენილება, საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ, რომლის თანახმადაც აღიარებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სფეროში მოქმედი დოკუმენტები და ამავე დროს, დადგენილების მე-2 მუხლით, განისაზღვრა დსთ-ს ქვეყნებთან უკვე დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ტექნიკური რეგულირების სფეროში მოქმედი დოკუმენტების, მათ შორის ე.წ. ,,გოსტების“ სრულუფლებიანი მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი საერთაშორისო შეთანხმება რაიმე სახის დამაზუსტებელ ნორმატიულ აქტს მოითხოვს, მაშინ ასეთ ნორმატიულ აქტად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 თებერვლის №45 დადგენილება, რომელმაც დაუშვა გოსტების სრულუფლებიანი, შეუზღუდავი მოქმედება, რაც თავისთავად შემდგომ კონკრეტიზაციას და დაზუსტებას არ მოითხოვს.
აპელანტის განმარტებით, ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მართლზომიერია. საგადასახადო კოდექსი აღიარებს, რომ დანაკარგი, თუ არსებობს, ის უნდა ჩამოიწეროს, რომ არ მოხდეს მეწარმის უსაფუძვლოდ დაბეგვრა. არ შეიძლება ამ უფლების იგნორირება მხოლოდ იმიტომ რომ არ არის დადგენილი დანაკარგის ზღვრული ოდენობა. ამ შემთხვევაში საკითხი უნდა გადაწყდეს იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მეწარმეს აქვს უფლება ბუნებრივი დანაკარგი გამოქვითოს, ხოლო ამ უფლების რეალიზებისთვის რომელი გზა და მექანიზმია უფრო მართებული - გადაწყვიტოს სასამართლომ, მითუფრო, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი უშვებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის შესაძლებლობას. კერძოდ, 309-ე მუხლის 52-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას „თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და 2013 წლის 2-----------–ის N1--------, N1--------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E-------, №E------- და №E------- სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე შპს ,,ბ---------------------------–ისთვის’’ თანხები დარიცხვის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ივლისის №ბს-15-15 (2კ-კს-15) განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ნოემბრის განჩინება.
დადგენილია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის 2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შპს ,,ბ---------------------------–ს’’ დაეკისრა - 89 608 ლარი, 2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით - 25 461 ლარი და 2013 წლის 2-----------–ის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით - 22 067 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრებით წარმოებულ №3/ბ-394-14წ. საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება (შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სააპელაციო საჩივარი ეხებოდა №E-------, №E-------, №E------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, №1-------- საგადასახადო მოთხოვნის, ამ ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 3---------ს გადაწყვეტილებისა და შემოსავლების სამსახურის №1---- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ შპს ”ბ---------------------------–ის“ სარჩელის უარყოფას), - სხვა (თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული შპს “ბ---------------------------–ის“ სარჩელზე) საქმის გადაწყვეტამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-2576-14) შპს ,,ბ---------------------------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა, ნედლი ნავთობის, მაზუთის და ვაკუმური გაზოილის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცება, ნედლი ნავთობის, მაზუთის, ვაკუმური გაზოილის დანაკარგის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სააგენტოს მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის №ბს-311-309 (კ-16) განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 დეკემბრის განჩინება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძლევლზე გამოსცა 2----.2016წ. N2---- ბრძანება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ.
ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დებულების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ, ბენზინი - ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 12 110 00; 2710 12 410 00, 2710 12 450 00 და 2710 12 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში.
2----.2016 წლის N2---- ბრძანებით, ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების N2 დანართის თანახმად, ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები ბენზინზე (ნაფტა) დადგენილია: 1) საზღვაო გადაზიდვებზე-0.35%; 2) სარკინიგზო გადაზიდვებზე -0.24%; 3) საავტომობილო გადაზიდვები - 0.12%; 4) რეზერვუარში შენახვა (მიწისზედა რეზერვუარში 1 თვეზე მეტი ვადით შენახვის გარდა) - 0.25%; 5) მიწისზედა რეზერვუარში შენახვა 1 თვეზე მეტი ვადით - 0.35%.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ სმფ-ებსა და რეალიზებულ (განკარგულ) სმფ-ებს შორის ისეთი სმფ-ების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია, მათ შორის ნავთობპროდუქტების მიმართ, დანაკლისი გამოიხატება ნივთების რაოდენობით და წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობას. დანაკლისად არ ითვლება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის ფარგლებში არსებული დანაკლისი ანუ სმფ-ების ბუნებრივი დანაკარგის აღრიცხვა და ჩამოწერა დასაშვებია უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
ამდენად სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა გადაიანგარიშოს E-------, №E-------, №E------- სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული სანქციების ოდენობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, ადმინისტრაციული წარმოებისას, დადგენილია იმავე კოდექსის 97-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამდენად, ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უშინაარსოდ მიიჩნევა. პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა არასრულყოფილად, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროკონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი მუხლი იცავს პირის საკუთრების უფლებას. იმის მიუხედავად, რომ ზოგადად საგადასახადო სფეროში სახელმწიფო, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ფართო კომპეტენციას და ძალაუფლებას ფლობს, სახელმწიფო ჩარევა ადმინისტრაციული/საგადასახადო აქტების მეშვეობით მიიჩნევა საკუთრების უფლების ხელყოფად. საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი შეიცავს დებულებებს, რაც საშუალებას აძლევს გადასახადის გადამხდელს თავისი კანონიერი უფლებები დაიცვას ადმინისტრაციულ ორგანოში (საგადასახადო ორგანო) დავის წარმოების გზით და ეს უფლება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი დაბრკოლებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ხელშეშლის გარეშე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ასახულია ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების კანონით გათვალისწინებული წესით დადგენა – სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების გზით სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მოიწვიოს მხარეები ადმინისტრაციულ წარმოებაში და მისცეს მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა; აღნიშნული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვლელობის მქონე გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საპროცესო ხარჯები
შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხა შეადგენს 137 136 ლარს, ხოლო მისი 4 % - 5485. 44 ლარს, რისი გადახდის ვალდებულებაც აპელანტ კომპანიას გააჩნდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების გამო, _ თანახმად, სსსკ-ის 39.3 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა.
ვინაიდან შპს ,,ბ---------------------------–ის” მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია 7 000 ლარი (მაშინ როცა ევალებოდა 5485.44 ლარის გადახდა), აპელანტს უნდა დაუბრუნდეს 1 514.56 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, _ თანახმად, სსსკ-ის 42-ე მუხლისა, ხოლო სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მის მიერ ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 5 017. 72 ლარი აპელანტ (მოსარჩელე) კომპანიას უნდა აუნაზღაურდეს სსიპ შემოსავლების სამსახურისგან, _თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე; 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ბ---------------------------–ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,ბ---------------------------–ის” სარჩელის უარყოფის ნაწილში (07.08.2014წ. გადაწყვეტილების №3/48-2014 სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ან ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ბ---------------------------–ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----.2013 წლის №1---- ბრძანება (№E-------, №E-------, №E------- სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში);
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 3----.2014 წლის გადაწყვეტილება №E-------, №E-------, №E------- სამართალდარღვევის ოქმების, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----.2013 წლის №1---- ბრძანებისა და №1-------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ შპს ,,ბ---------------------------–ის” №5-------- საჩივარზე უარის თქმის ნაწილში;
- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2----.2013წ №E-------, №E-------; №E------- სამართალდარღვევის ოქმები და 2----.2013წ. №1-------- საგადასახადო მოთხოვნა _ დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. დაუბრუნდეს შპს ,,ბ---------------------------–ს” ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 514.56 ლარი შემდეგი ანგარიშიდან - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახაზინო კოდი 300183150;
5. დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ,,ბ---------------------------–ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 5 017.72 ლარის ანაზღაურება;
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32);
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი