ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.05.2011 ძალადაკარგული 29.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№223
სარეგისტრაციო კოდი
300380010.10.003.016383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110527011, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხ­ლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვე­პუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს:

1. დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1).

2. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2).

მუხლი 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №263 დადგენილება „ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართ­ლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

  დანართი №1

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის

ნორმების შესახებ

მუხლი 1

დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შე­სა­ხებ ადგენს ნავთობპროდუქტების რეზერვუარში მიღების, შენახ­ვისა და ტრანსპორტირებისას დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ნორ­მებს, რომლებიც გამოიყენება მხო­ლოდ ნავთობ­პროდუქტების ფაქტობრივი დანაკლისის შემთ­ხ­ვევაში.

მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – ნავ­თობ­პროდუქტების წონის კლების დასაშვები ოდენობა, რო­მე­ლიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერა­ციე­ბისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნავ­თობპროდუქტების აორთქლებითა და მეტეორო­ლოგიური ფაქ­­ტო­რე­ბით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებ­ლით ნავთობპროდუქტების წონასთან;

ბ) ნავთობპროდუქტები – ამ მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ნავთობის დისტილატები;

გ) ბენზინი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესა­ბამი­სად კლასიფიცირდება 2710 11 410 00, 2710 11 450 00 და 2710 11 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

დ) დიზელი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შე­საბამისად კლასიფიცირდება 2710 19 310 00, 2710 19 350 00, 2710 19 410 00, 2710 19 450 00 და 2710 19 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ე) ნავთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბა­მისად კლასიფიცირდება 2710 19 210 00 და 2710 19 250 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ვ) რეზერვუარი – ნავთობპროდუქტების შენახვისა (მიწის­ზედა და მიწისქვეშა) და ტრანსპორტირებისათვის გან­კუთვ­ნი­ლი ჭურჭელი;

ზ) ტემპერატურა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანს­პორტირების დროს დაფიქსირებული ნავთობპროდუქტე­ბის ფაქტობრივი ტემპერატურა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს და­ფიქ­სირებული ნავთობპროდუქტების ფაქ­ტობრივი ტემპერატურა;

თ) კუთრი წონა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანს­პორ­ტირების დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა;

ი) ერთ თვემდე შენახვა – შენახვა სრული ან არასრული კალენ­დარული თვის განმავლობაში.

მუხლი 3

აკრძალულია ნავთობპროდუქტების ჩამოწერა ნავთობპრო­დუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანა­კლისის ფაქტის დად­გენამდე.

მუხლი 4

დანაკარგები, რომლებიც წარმოიქმნება ნავთობ­პროდუქ­ტების სარ­კინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორ­ტით გადაზიდვისა და რეზერვუარებში მიღება-შენახ­ვისას, გა­მოითვ­ლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრუ­ლების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული და­ნაკარგის დადგე­ნილი ნორმის გამრავლებით ნავთობპრო­დუქტების წო­ნაზე, ხო­ლო ლიტრის კორექტირება ხდება ნავ­თობ­პრო­დუქ­ტების ტემ­პერატურისა და კუთრი წონის მიხედვით სტან­დარ­ტებით აღია­რებული ნავთობპროდუქტების მასის გა­ზომვის მე­თო­დების სა­ფუძველზე.

მუხლი 5

ცალკეული სახეობის ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დი­ზე­ლი, ნავ­თი) შენახვისას დანაკარგი გამოითვლება დადგენი­ლი ნორმის გამრავ­ლებით ერთ თვემდე შენახული ნავთობ­პრო­დუქტების წონაზე.

დანართი №2

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

საავტომობილო ბენზინი

საზღვაო გადაზიდვები

0.3

სარკინიგზო გადაზიდვები

0.24

საავტომობილო გადაზიდვები

0.12

რეზერვუარში მიღება

0.16

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.18

 

 

 

 

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

დიზელი

საზღვაო გადაზიდვები

0.28

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

საავტომობილო გადაზიდვები

0.05

რეზერვუარში მიღება

0.05

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.02

 

 

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

 ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

 

ნავთი

საზღვაო გადაზიდვები

0,3

სარკინიგზო გადაზიდვები

0,11

საავტომობილო გადაზიდვები

0,06

რეზერვუარში მიღება

0,07

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0,03