„ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2009 ძალადაკარგული 24.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№263
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უ ფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს:

1. დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1).

2. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2).

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

დანართი №1

დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ

    მუხლი 1

დებულება ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ ადგენს ნავთობპროდუქტების რეზერვუარში მიღებისას, შენახვისას და ტრანსპორტირებისას დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში.

    მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – ნავთობპროდუქტების წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო-სატრანსპორტო ოპერაციებისათვის თანმხლები ფიზიკური და ქიმიური პროცესებით, ნავთობპროდუქტების აორთქლებითა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით ნავთობპროდუქტების წონასთან;

ბ) ნავთობპროდუქტები – ამ მუხლის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნავთობის დისტილატები;

გ) ბენზინი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 11 410 00, 2710 11 450 00 და 2710 11 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

დ) დიზელი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 310 00, 2710 19 350 00, 2710 19 410 00, 2710 19 450 00 და 2710 19 490 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ე) ნავთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 210 00 და 2710 19 250 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;

ვ) რეზერვუარი – ნავთობპროდუქტების შენახვისა (მიწისზედა და მიწისქვეშა) და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი;

ზ) ტემპერატურა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანსპორტირების დროს დაფიქსირებული ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი ტემპერატურა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი ტემპერატურა;

თ) კუთრი წონა – ნავთობპროდუქტების მიღებისა და ტრანსპორტირების დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა, ხოლო შენახვის შემთხვევაში – კალენდარული თვის ბოლოს ან ინვენტარიზაციის დროს ნავთობპროდუქტების ფაქტობრივი კუთრი წონა;

ი) ერთ თვემდე შენახვა – შენახვა სრული ან არასრული კალენდარული თვის განმავლობაში.

    მუხლი 3

აკრძალულია ნავთობპროდუქტების ჩამოწერა ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქტის დადგენამდე.

    მუხლი 4

დანაკარგები, რომლებიც წარმოიქმნება ნავთობპროდუქტების სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას და რეზერვუარებში მიღება-შენახვისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული დანაკარგის დადგენილი ნორმის გამრავლებით ნავთობპროდუქტების წონაზე, ხოლო ლიტრის კორექტირება ხდება ნავთობპროდუქტების ტემპერატურისა და კუთრი წონის მიხედვით სტანდარტებით აღიარებული ნავთობპროდუქტების მასის გაზომვის მეთოდების საფუძველზე.

    მუხლი 5

ცალკეული სახეობის ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) შენახვისას დანაკარგი გამოითვლება დადგენილი ნორმის გამრავლებით ერთ თვემდე შენახული ნავთობპროდუქტების წონაზე.

                                        დანართი №2

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები

დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

საავტომობილო ბენზინი

საზღვაო გადაზიდვები

0.3

სარკინიგზო გადაზიდვები

0.24

საავტომობილო გადაზიდვები

0.12

რეზერვუარში მიღება

0.16

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.18

 

 

დანაკარგი წონიდან %-ში

 

  ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

დიზელი

საზღვაო გადაზიდვები

0.28

სარკინიგზო გადაზიდვები

0.1

საავტომობილო გადაზიდვები

0.05

რეზერვუარში მიღება

0.05

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0.02

      დანაკარგი წონიდან %-ში

 

 

  ტექნოლოგიური ოპერაციების დასახელება

ნავთი

საზღვაო გადაზიდვები

0,3

სარკინიგზო გადაზიდვები

0,11

საავტომობილო გადაზიდვები

0,06

რეზერვუარში მიღება

0,07

რეზერვუარში ერთ თვემდე შენახვა

0,03