განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210014609550
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-907-17 21 მარტი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - - - სს ,,ტ------- ქ-----–--ი” ა---------– ბ----------ე ა------ ა-–----ე ნ-----–---- კ-----ა ს-------------------------------–------------ გ------- ხ----–---
დავის საგანი - სს ,,ტ------- ქ-----–--ის’’ სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობა, ს-------------------------------–------------ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ა------ ა-–----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 02 აგვისტოს ჩატარდა სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება გენერალური დირექტორის, ზ------ გ---–--–--ის ინიციატივით. კრების მოწვევის დროისათვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ზ. გ---–--–--ის თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველი, რაც ადასტურებს, რომ სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება მოწვეული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ. გარდა ამისა, კრება მოწვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცედურის უხეში დარღვევით, ვინაიდან სააღრიცხვო დღის შემდეგ, კრების თარიღამდე 45 კალენდარული დღე არ იყო გასული. აღნიშნული მიზეზების გამო, 2014 წლის 02 აგვისტოს საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის თაობაზე ბათილია. 2014 წლის 14 აგვისტოს, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დაინიშნა სს ,,ტ------- ქ-----–--ის” ახალი დირექტორი. იმის გათვალისწინებით, რომ 02 აგვისტოს საერთო კრება მოწვეული იქნა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, მათ შორის აღნიშნული კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის დარღვევით, რის გამოც ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არის ბათილი, შესაბამისად ბათილია 2014 წლის 14 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებაც. მიუხედავად იმისა, რომ სადაო აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმების სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა (გადაწყვეტილება 2-----------------------------–---–---------–-–-----------–-------–-------------------------------------–-–------------------------------------------------------–----------------------------------- გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ დაარეგისტრირა ზემოხსენებული ოქმები და გასცა კანონშეუსაბამო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული გადაწყვეტილებები ბათილია, აღნიშნულის გამო, უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ის გადაწყვეტილება, რაც გახდა საფუძველი სამეწრმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციისა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე სს ,,ტ------- ქ-----–--ის” რეგისტრირებულმა დირექტორმა ა.ს----------ემ (წარმომადგენელი ა. ბ----------ე) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული კრებები მოწვეული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით. რაც შეეხება დირექტორის, ზ------ გ---–--–--ის უფლებამოსილებას, მართალია არსებობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება ზ. გ---–--–--ის თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველის ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა 2014 წლის 02 აგვისტოს, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა კრების მოწვევის დროისათვის, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ ყოფილა, რის გამოც ზ. გ---–--–--ე არაუფლებამოსილ პირად ვერ ჩაითვლება. მოპასუხის პოზიცია: ს-------------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააგენტოში წარმოდგენილი იყო დაინტერესებული პირის, დირექტორის-ა-----– ს----------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. ვინაიდან, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სს,,ტ------- ქ-----–--ის” ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. არ დაკმაყოფილდეს ა------ ა-–----ის სარჩელი სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 27 ივნისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო; 2. სხვა ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს; 3. ბათილად იქნას ცნობილი, 2014 წლის 02 აგვისტოს სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრების N1 ოქმი; 4. ბათილად იქნას ცნობილი, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის 2014 წლის 02 აგვისტოს N1 ოქმი და 2014 წლის 14 აგვისტოს N2 ოქმი; 5. ბათილად იქნას ცნობილი, ს-------------------------------–------------ს 2014 წლის 31 ოქტომბრის N---------/3 გადაწყვეტილება; 6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდეს მოპასუხეებს; 7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში; 8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის და 20 ივლისის N288 და N571 დადგენილებების მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო საწარმო სამშენებლო-სამრეწველო კომერციული ფირმა ,,ქ-----–--ი” გარდაიქმნა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა, როგორც სააქციო საზოგადოება ,,ტ------- ქ-----–--ი” (ს.ნ.1-------). 2.2. სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის” მიერ წარმოებული რეესტრის მონაცემთა თანხმად, სს ,, ქ-----–--ში” გაერთიანებულია 97407 ცალი აქციის მფლობელი 582 აქციონერი. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 აშშ დოლარს. შესაბამისად სს ,,ქ-----–--ის” საწესდებო კაპიტალი შეადგენს 97407 აშშ დოლარს. ამასთან, აღნიშნული რეესტრის მონაცემთა მიხედვით, სს ,,ქ-----–--ის” აქციონერთა შორის ირიცხებიან მოსარჩელე და მესამე პირები. მათ შორის აქციები ნაწილდება შემდეგნაირად: ა------ ა-–----ე-საკუთრებად რეგისტრირებულია 4760 ცალი აქცია, მისი წილი საზოგადოების აქციათა საერთო რაოდენობაში შეადგენს 4,88671 %-ს. ჯ------- ბ----–----4760 ცალი აქცია (4,88671 %) თ------ ხ------------4760 ცალი აქცია (8,88671%) გ---–--- ჭ--–---–--4760 ცალი აქცია(4,88671 %) ზ-----ი ლ-------ე -4760 ცალი აქცია (4,88671 %) გ------ი ნ--–-----ე-4749 ცალი აქცია (4,87542%)
უ--–--ი გ--------------4749 ცალი აქცია (4,87542%)
ე------ი ნ------ე-4749 ცალი აქცია (4,87542%)
ზ---- რ--------4--7 ცალი აქცია (4,85283%)
გ------- კ---------4536 ცალი აქცია (4,65675(4,65675%)
მ------ ნ--–-----ე -3775 ცალი აქცია (3,87549%)
ზ------ გ---–--–--ე 1485 ცალი აქცია-1,52453%.
2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს ,,ტ------- ქ-----–--ის” გენერალურ დირექტორად ზ------ გ---–--–--ის დანიშვნის შესახებ. (იხ.ტ.ს.ფ. 20-29).
ღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინების მიღებით საქმეზე Nას-1047-1004-2014).
2.4. 2014 წლის 27 ივნისს ჩატარდა სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დღის წესრიგად განისაზღვრა: სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღის დადგენა.
კრებაზე დაადგინეს:
1. სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნას ე------ ნ------ე პ/ნ 6----------.
2. სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნას უ--–-- გ------------- პ/ნ 6----------.
3. სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდა 2014 წლის 10 ივლისი.
2.5. 2014 წლის 07 ივლისს, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” დირექტორის, ზ------ გ---–--–--ის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, 2014 წლის 2 აგვისტოს 16:00 საათზე ქ. ქუთაისში, ნ--------------ში, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრების გამართვის თაობაზე, შესაბამისი დღის წესრიგით (იხ.ტ.1.ს.ფ.19).
2.6. 2014 წლის 02 აგვისტოს შედგა სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოება ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს 2013 წლის გაწეული სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის ანგარიშის დამტკიცება;
2. სააქციო საზოგადოება ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის წევრების არჩევა;
3. სხვადასხვა.
კრებაზე დამტკიცებული იქნა სააქციო საზოგადოება ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს 2013 წლის გაწეული სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის დირექტორის ანგარიში.
ასევე დაადგინეს, რომ სააქციო სააზოგადოება ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოში ერთი წლის ვადით, ანაზღაურების გარეშე არჩეულ იქნა ზ------ გ---–--–--ე (პ/ნ 6----------), ზ-----ი ლ-------ე (პ/ნ 6----------), გ------ი ნ--–-----ე (პ/ნ 6----------), ე------ი ნ------ე (პ/ნ 6----------), ბ-----ი გ-------ი (პ/ნ 6----------) და მ-----ი ჩ----–---–ი (პ/ნ 6----------) (ტ.1.ს.ფ. 146-149).
2.7. დადგენილია, რომ 2014 წლის 02 აგვისტოს გაიმართა სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს ახლადარჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სხდომა დღის წესრიგით: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
სხდომას ესწრებოდნენ წევრები: ე------ ნ------ე, ბ-----ი გ-------ი, ზ----- ლ-------ე, ზ------ გ---–--–--ე, მ----- ჩ----–---–ი და გ------ ნ--–-----ე.
სხდომაზე ერთხმად დაადგინეს, რომ სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზ----- ლ-------ე (პ/ნ 6----------), სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ე------ ნ------ე (პ/ნ 6----------) (იხ.ტ.1.ს.ფ. 203-205).
2.8. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს გაიმართა სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა დღის წესრიგით: 1) სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს გენერალური დირექტორის ზ------ გ---–--–--ის და დირექტორის ბ-----ი გ-------ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ განცხადების განხილვა; 2) სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს დირექტორის დანიშვნა.
სხდომას ესწრებოდნენ წევრები: ზ------ გ---–--–--ე (პ/ნ 6----------), ზ-----ი ლ-------ე (პ/ნ 6----------), გ------ი ნ--–-----ე (პ/ნ 6----------), ე------ი ნ------ე (პ/ნ 6----------), ბ-----ი გ-------ი (პ/ნ 6----------) და მ-----ი ჩ----–---–ი ( პ/ნ 6----------) .
სხდომაზე დაადგინეს:
1) დაკმაყოფილდეს ზ------ გ---–--–--ის განცხადება სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს გენერალური დირექტორობიდან და ბ-----ი გ-------ის განცხადება სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს დირექტორობიდან განთავისუფლების შესახებ.
2) სს ,,ტ------- ქ-----–--ი”-ს დირექტორად დაინიშნა ა-----–ი ს----------ე (პ/ნ 6----------).
2.9. ა-----–ი ს----------ის განცხადების საფუძველზე, საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N---------/3 გადაწყვეტილებით, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც მმართველობის ორგანოდ მითითებულია საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭო შედგება ექვსი წევრისაგან:
1. ლ-------ე ზ-----ი -პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი;
2. ნ------ე ე------ი-პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე/წევრი;
3. გ-------ი ბ-----ი-პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
4. ნ--–-----ე გ------ი-პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
5. ჩ----–---–ი მ-----ი-პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
6. გ---–--–--ე ზ-------პ/ნ 6-----------სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
დირექტორი-ა-----–ი ს----------ე. პ/ნ 6----------.
სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სს ,, ტ------- ქ-----–--ის” 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა საერთო კრების, 2014 წლის 02 აგვისტოსა და 14 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები. (ტ.1.ს/ფ.209-211).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სააქციო საზოგადოების კრების ოქმის (გადაწყვეტილების) და ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
შესაბამისად, დავა გამომდინარეობს კორპორაციული სამართლიდან.
ვინაიდან, სააქციო საზოგადოების კრების გადაწყვეტილება გარიგებაა, მისი გადაწყვეტისას, ასევე გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის დებულებები, რაც გარიგების ბათილობას ეხება.
2.11. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
2.12. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ...
მითითებული მუხლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ საერთო კრება მოწვეული უნდა იქნეს წესდებით განსაზღვრული ორგანოს, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების მიერ.
აქ კანონმდებელი ბუნებრივია გულისხმობს დირექტორს, რომელიც თანამდებობაზე არჩეულია კანონით დადგენილი წესით.
2.13. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს ,,ტ------- ქ-----–--ის” გენერალურ დირექტორად ზ------ გ---–--–--ის დანიშვნის შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად მისი შესრულება სავალდებულოა.
შესაბამისად, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2014 წლის 07 ივლისს გამოქვეყნებული ზ------ გ---–--–--ის განცხადება, 2014 წლის 2 აგვისტოს 16.00 საათზე ქ. ქ-------–-----------------ში სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა საერთო კრების გამართვის თაობაზე, შესაბამისი დღის წესრიგით, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოქვეყნებული იურიდიული ძალის არმქონეა, ხოლო მითითებული თარიღისათვის ჩატარებული კრების გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია.
2.14. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე არ დადასტურდება მათი უზუსტობა.
დადგენილია, რომ სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭო აღნიშნული შემადგენლობით, არჩეული იქნა 2014 წლის 02 აგვისტოს გამართულ აქციონერთა საერთო კრებაზე. მითითებული კრება, როგორც აღინიშნა, არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა მოწვეული.
შესაბამისად, ვერც ა-----– სახამაბერიძე ჩაითვლება ორგანიზაციისათვის ლეგიტიმურ დირექტორად და კრებაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილი გარიგებაა, მისგან გამომდინარე თანმდევი შედეგებით, მათ შორის ს-------------------------------–------------ს 31/10/2014 წ. N---------/3 გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5 პრიმა მუხლი, რომელშიც სრულად არის გაწერილი ცვლილების რეგისტრაცია.
საქმეში არ არსებობდა აღნიშნული ნორმით მიღებული რაიმე ცვლილება, რაც ზ------ გ---–--–--ეს გახდიდა არაუფლებამოსილ პირს სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სახელით მოეწვია აქციონერთა კრება, როგორც დირექტორს.
3.2. ზ.გ---–--–--ის არაუფლებამოსილების დასადასტურებლად კანონიერ ძალაში შეუსვლელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ მითითება არის უსაფუძვლო, ისევე როგორც უსაფუძვლოა მითითება, თითქოსდა ზ------ გ---–--–--ის მიერ, აქციონერთა კრების მოწვევა არის გარიგება, ვინაიდან ეს არის დირექტორის ვალდებულება და არა გარიგება.
3.3. არასწორია 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა კრების N1 ოქმის, 2014 წლის 02 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს N1 და 14 აგვისტოს N2 ოქმებთან დაკავშირებით, როგორც არარა გარიგებებზე სასამართლოს მითითება.
ვინაიდან, აქციონერები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ აქციონერთა საერთო კრებაზე, ამასთან 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილება და 2014 წლის 02 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს N2 და 14 აგვისტოს N2 კრების გადაწყვეტილებები მიღებულია აქციონერთა ნების გამოხატულებით, არავის, მათ შორის, არც სასამართლოს არ აქვს უფლება აქციონერთა ნება- გარიგება მიიჩნიოს სადავოდ, როდესაც ეს გამოხატულია აქციონერთა რაოდენობით და არა დომინანტი %-ით მიღებული გადაწყვეტილებით.
3.4. ამ მიმართებით, სასამართლოს მსჯელობა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ისევე როგორც მითითება ს-------------------------------–------------ს 31.10.2014 წლის N---------/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, როგორც არარა აქტებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლოს, რომ გაეთვალისწინებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5 პრიმა მუხლი, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 ნაწილი და მე-5 მუხლი, არ მიიღებდა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა------ ა-–----ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.9 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა სამეწარმეო სამართლით რეგულირებული ურთიერთობიდან.
4.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აქციონერთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში დადებულ გარიგებას, რომლის ნამდვილობის შემოწმებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსით გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ნორმები.
4.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ნამდვილობა სადავო გახადა შემდეგ ფაქტებზე მითითებით:
1. 2014 წლის 07 ივლისს, აქციონერთა კრების მოწვევის დროისათვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, სს,,ტ------ ქ-----–--ის” დირექტორის, ზ------ გ---–--–--ის დირექტორად დანიშვნის საფუძველი ბათილი იყო, შესაბამისად იგი არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა მოეწვია საზოგადოების კრება;
2. 2014 წლის 02 აგვისტოს კრების მოწვევისას დარღვეული იქნა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი სააღრიცხვო დღის გათვალისწინებით, აქციონერთა კრების თარიღის განსაზღვრისა;
3. აქციონერს ა. ა-–----ეს იმ მიზეზით, რომ უარი განაცხადა კრებაზე გამოცხადებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერაზე, არ მისცეს შესაძლებლობა თავისი მოსაზრება დაეფიქსირებია კრებაზე.
4.6. პალატა იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 02 აგვისტოს, სს,,ტ------ ქ-----–--ის” აქციონერთა კრების მოწვევისას დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.1-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ:
აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სააქციო საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში-აქციონერების მოთხოვნით. სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.
4.7. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 27 ივნისის სამეთვალყურეო საბჭოს კრებაზე დადგენილი იქნა სააღრიცხვო დღე 2014 წლის 10 ივლისი, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.1 მუხლის შესაბამისად, აქციონერთა რიგგარეშე კრების თარიღი არ შეიძლება ყოფილიყო 10 ივლისიდან 45 დღეზე ადრე, ანუ 2014 წლის 24 აგვისტომდე, ხოლო კრების მოწვევის გამოცხადების თარიღი არ უნდა ყოფილიყო 10 ივლისზე ადრე.
ვინაიდან, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” წესდება ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 54.1 მუხლისაგან განსხვავებულ წესს არ შეიცავს, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 2014 წლის 02 აგვისტოს, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა კრება მოწვეული იქნა კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ, კრების მოწვევის ვადების დაუცველად, რაც სკ-ის 54-ე მუხლი თანახმად, ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
გარდაც ამისა, კრების მოწვევამდე 45 დღით ადრე, 2014 წლის 19 ივნისისთვის შემოწმებული და დადასტურებული არ ყოფილა რეგისტრირებული აქციონერთა უფლებამოსილება (რეგისტრატორმა დააფიქსირა 2014 წლის 10 ივლისის მდგომარეობით აქციონერთა უფლებამოსილება). ასეთ შემთხვევაში, იმ პირთა მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, ვისი უფლებამოსილებაც კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ ყოფილა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია.
შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა.
4.8. პალატა დამატებით განმარტავს, რომც ჩაითვალოს, რომ კრება უფლებამოსილ პირთა მონაწილეობით ჩატარდა, ის გარემოება, რომ აქციონერს, ა. ა-–----ეს სხვა აქციონერების მხრიდან შეეზღუდა კრებაში მონაწილეობის უფლება იმ მიზეზით, რომ უარი განაცხადა კრებაზე გამოცხადებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ეს ქმედებაც კანონსაწინააღმდეგოდ აქცევს ამ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, აქციონერის უფლებაა მონაწილეობა მიიღოს კრებაზე და ხელმოწერასთან დაკავშირებით ფორმალური საკითხის განუხორციელებლობის გამო, არ შეიძლება ამ უფლების შეზღუდვა.
4.9. პალატა არ იზიარებს 2014 წლის 02 აგვისტოს სს ,,ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ კრება მოწვეული იყო არაუფლებამოსილი დირექტორის მიერ.
ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 ,,ბ” მუხლის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ამავე კოდექსის 264-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შედის, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანით, რომლითაც უცვლელად რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი, სს ,,ტ------ ქ-----–--ის” გენერალურ დირექტორად ზ------ გ---–--–--ის დანიშვნის შესახებ, კანონიერ ძალაში შევიდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინების მიღებით (საქმეზე Nას-1047-1004-2014), ამ დრომდე, აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის მიზნით, ზ.გ---–--–--ის მიერ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2014 წლის 07 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება, არ შეიძლება ჩაითვალოს არაუფლებამოსილი დირექტორის მიერ განხორციელებულ ქმედებად.
4.10. სს ,,ტ------- ქ-----–--ის” 2014 წლის 02 აგვისტოს და 14 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს კრების გადაწყვეტილებების ნამდვილობის თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს:
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.3-55.6 მუხლების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით.
სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს...
ნიშნავს და ნებისმიერ დროს გამოიწვევს დირექტორებს, ასევე მათთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებებს...
სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი...
4.11. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ სს ,, ტ------- ქ-----–--ის” 2014 წლის 02 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩატარებული იქნა იმ შემადგენლობით, რომელიც არჩეული იქნა იმავე დღეს, 2014 წლის 02 აგვისტოს, სს ,, ტ------- ქ-----–--ის” აქციონერთა კრებაზე, ხოლო 14 აგვისტოს სხდომაზე გადაწყდა დირექტორისა და მისი მოადგილის გამოწვევისა და ახლის დანიშვნის საკითხი.
ვინაიდან სს,, ტ------- ქ-----–--ის” 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილება, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობით არჩევის თაობაზე ბათილია, სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ახალი შემადგენლობით არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 02 აგვისტოს და 14 აგვისტოს გადაწყვეტილებებიც.
4.12. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ნამდვილობის შემთხვევაშიც კი, 2014 წლის 02 აგვისტოს სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან დარღვეულია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.5 მუხლით განსაზღვრული მისი მოწვევის სავალდებული 8 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა.
4.13. სამეწარმეო რეესტრში სს ,,ტ------- ქ-----–--ის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით აპელანტის მოთხოვნაზე პალატა განმარტავს:
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე არ დადასტურდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს,,ტ------- ქ-----–--ის” 2014 წლის 02 აგვისტოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილება და 2014 წლის 02 აგვისტოს და 14 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც არჩეული იქნა სს ,,ტ------- ქ-----–--ის” სამეთვალყურეო საბჭო ახალი შემადგენლობით, მისი თავმჯდომარე და მოადგილე, ასევე საზოგადოების ახალი დირექტორი-ბათილია.
ამდენად, საწარმოს მიერ მიღებული ბათილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სს ,,ტ------- ქ-----–--ის” რეგისტრირებულ მონაცემებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31/10/2014წ. Nბ14107556/3 გადაწყვეტილებით განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციაც ბათილია.
შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილშიც გადაწყვეტილების გაუქმებისა და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა------ ა-–----ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არსებითად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სს,,ტ------- ქ-----–--ის” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ სს ,,ტ------- ქუტმშნის” სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქლაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის სს ,,ტ------- ქ-----–--ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,ტ------- ქ-----–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე