განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
330100118002288518
ინსტანცია
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002288518

საქმე №1ბ/370-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილის

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა

 

თბი-–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-------------------------------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------–---–ის მიმართ (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ-------–--------–-----------------------------------------------------------–---------------------–-------------------–--------–------------------------------------–---------------------------ში), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ----------------–---–ი სისტემატიურ სიტყვიერ და ფიზიკურ შურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს ხ----------------ეს. 2016 წლის 20 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ნ--–-------------------------------------------ში გ----------------–---–მა 2----–-–--------------------------–--------–----------–---–-ს თანდასწრებით ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს ხ-----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი ჩაარტყა თავის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდგომ, გაშველების მიზნით მისულ, 2----–-–--------------------------–-------–----------–---–ს ასევე ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

გ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ და მოითხოვა მსჯავრდებულ გ----------------–---–ისთვის სასჯელის დამძიმება.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბი-–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-------------------------------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

ამდენად საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა, ხ----------------ის, ი-----–----------–---–ის, რ------–------------–-------–---------------------------------------–---–---------------–------ გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და განქორწინების მოწმობის, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გ----------------–---–ის აღიარების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

რაც შეეხება თბი-–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-------------------------------–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენიდან (2016 წლის 20 თებერვლი) განაჩენის გამოტანმადე პერიოდში საქმის მასალებით მსჯავრდებულის მხრიდან არ ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართლადარღვევის, ან ახალი დანაშაულის ჩადენა. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ამასთან სააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე.

პალატა ასევე განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნა თავის მხრივ მეტ პასუხისმგებლობას და სიფრთხილის გამოჩენას აკისრებს მსჯავრდებულს, რომ არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რათა არ მოხდეს მის მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და კანონით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, ახალი დანაშაული ჩადენის შემთვევაში.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბი-–-------------------------–--------------–---------------------–--------–---------–----------------–-------------------------------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

მსჯავრდებულ გ----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ----------------–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაო სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /შ.ყაველაშვილი/