განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
330100117002237658
ინსტანცია
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002237658 - 1ბ/325-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ი-----–--–--------- (პ/ნ №3----------), დაბადებული 197- წლის 1--------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ----------------–------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა----–---------–---–------–---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–--–---------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ.თბილისი, ა----–---------–---–-------------–-----------–-, ი-----–--–---------ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - ნ------------------თან, რა დროსაც ი-----–--–---------მ მეუღლეს, ნ------------------ს დანით, მარჯვენა ხელზე მიაყენა დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი-----–--–---------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: თვით ი-----–--–---------ს ჩვენებით, მოწმეების - ნ------------------ის, ლ---------------ის, ლ------------–---–ის, თ--------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ი-----–--–---------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი-----–--–---------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე იმ მოტივით რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, არ იქნა ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ: დაზარალებულ ნ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის და ი-----–--–--------- 11 წელია „ცოლქმარნი“ არიან. 2017 წლის 4 დეკემბერს, ი-----–- სახლში დაბრუნდა მთვრალი, აგრესიული და ილანძღებოდა, რაზეც მისმა შვილმა ლ---------------მა შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ ი-----–- შევიდა სამზარეულოში, გამოიტანა თეთრტარიანი საშუალო ზომის დანა და მას (ნ-------------------ს) ყელის არეში მოუქნია რამდენჯერმე, თუმცა არ მოხვედრია. იგი ცდილობდა არ აჰყოლოდა, რათა უფრო არ გაეღიზიანებინა. შემდეგ ი-----–- უფრო ახლოს მივიდა, მჯდომარეს თავზე დაადდგა და კვლავ მოუქნია დანა, რა დროსაც მან ხელი აუკრა და „უთხრა რას შვებიო“. ამ დროს ი-----–-მ დანა გადაუსვა მარჯვენა ხელზე მაჯასთან, რაზეც მისმა შვილმა უთხრა, რას შვები დედაჩემს ხელი გაუჭერიო. ი-----–- მასაც დაემუქრა დანის დარტყმით. მან შვილი გაიყვანა სხვა ოთახში რათა ი-----–--–---------ს მისთვის რამე არ დაეშავებინა, ხოლო ი-----–-ს უთხრა, რომ პოლიციას იძახებდა. როდესაც მან დაინახა სისხლიანი ხელი, სახლიდან გავიდა. დაზარალებულ ნ-------------------ას ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმე ლ---------------ის ჩვენებასთან და 09.12.2017 წლის, №007197917 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რითაც დადგენილია, რომ 05.12.2017წ. მოქალაქე ნ-------------------ის პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–--–---------მ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–--–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ი-----–--–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ი-----–--–--------- ქმედების ჩადენის დროს იყო ნასამართლევი განზრახი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, მის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–--–---------სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტიულების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოილუსტრაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი, ი-----–--–---------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–--–---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–--–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 დეკემბრიდან.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოილუსტრაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი