განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
010100117001806149
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001806149

(1/ბ-46-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - ბულბული მჟავანაძის,ადვოკატის - დავით კეკელიძის,მსჯავრდებულის - თ-------------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------------------------ის მიმართ, დაბადებული 1--- წლის 08 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ---------------------–-----–-- გამზირი ქ. №30, ბინა №39,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ-------------ემ ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 31 ოქტომბერს, ქ--------–------------ის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თ-------------ე მთვრალ მდგომარეობაში მართავდა რა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით S--------- დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 1-ის, მუხლი 33 პუნქტი 2-ის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების, 3.24-ის მოთხოვნები და შეეჯახა ი-----–--------ის მართვის ქვეშ მყოფ ,,ოპელის’’ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით V--------. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ი-----–--------ე გარდაიცვალა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თ-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

თ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ თ-------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული თ-------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით კეკელიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ნაწილის პირობით ჩათვლა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მსჯავრდებულისათვის არავის უთქვამს, რომ მას არ უნდა დაეტოვებინა საქართველო და საზღვრები, მიუხედავად აღნიშნულისა თ-------------ისათვის როგორც კი გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა იყო სასამართლოში მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და დაბრუნდა საქართველოში. სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას მოხდა მისი დაკავება, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ პროკურატურისათვის წინასწარ იყო ცნობილი თ------ის მიერ საზღვრის გადმოკვეთისა და საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადების სურვილის შესახებ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ-------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დავით კეკელიძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორს ბულბული მჟავანაძეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ თ------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დაადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ-------–--------ის ჩვენებით, მოწმეების - ბ-------------ის, მ-----------ის, გ----------–ის, ლ--------------ის და ზ-----–--ის ჩვენებებით, ქიმიურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სანტრასპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ალკოჰოლური თრობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ თ-------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ თ-------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მას განესაზღვრა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის მინიმალური სასჯელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით კეკელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

თ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

თ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ თ---------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,მერსედეს -ბენცი" სახელმწიფო ნომრით S--------- რომელიც განთავსებულია შპს ,,ბათ ავტოს-23-ის’’ სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე