განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100117002336694
საქმე №1/ბ- 250-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ბ----------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ--------–------, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–--------------------–-------.
ადვოკატი: ე----------------–---–ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი: ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ--------–------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე----------------–---–მა, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აპელანტების აზრით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, რომლებიც არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. ამასთან, ეს პირობები კუმულაციურად უნდა არსებობდეს და ერთ–ერთის არ არსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი სტანდარტი არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის თითქმის ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ვ----–-----------–---–ს. გამამტყუნებელი განაჩენისთვის კი, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორად შეაფასოს მოწმეთა სანდოობა და სუბიექტურობა. სასამართლოში წარმოდგენილი ყველა პირდაპირი მოწმე ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან, შესაბამისად მოქმედებენ სუბიექტური მოტივით - მ--------–-----ის ცემის გამო პასუხისმგებლობისგან იხსნან ვ----–-----------–---–ი, რომელიც ნასამართლევია თაღლითობისთვის. აპელანტები თვლიან რომ ეჭქვეშ დგას საკითხი ჩაიდინა თუ არა მ--–------მ ბრალად შერაცხული ქმედება – მუქარა, რადგან ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის შეჯამებით მას არ ჰქონია ვინმეს სიცოცხლის მოსპობის საფუძველი, ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აპელანტები ასევე უთითებენ, რომ გასათვალისწინებელია მ--------–-----ის დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე. იგი არის ომის ვეტერანი, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს მ--------–-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მ--------–------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე----------------–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
მ--------–------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 08 ივნისს, მ--------–------ თავისი მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით H------, მივიდა ქ-----–--------------------–-----------–-–- მდებარე საჯარო სკოლასთან, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ვ----–-----------–---–ი. მ--------–------მ, რომელიც მასზე განაწყენებული იყო საგზაო მოძრაობის დროს შექმნილი სიტუაციის გამო, ავტომანქანიდან ამოიღო 12 კალიბრის მქონე გლუვლულიანი სანადირო თოფი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ----–-----------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ვ----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ივნისს დაახლოებით 18:30 საათზე, ბიძაშვილებთან ერთად, ,,ნისან ნოტეს“ ფირმის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით I------, მოძრაობდა სოფელ ქ---------–-ში. იგი, ვ------ ჩ---------–---–თან ერთად იჯდა ავტომანქანის უკანა სალონში, საჭესთან იჯდა ჯ---- ჩ---------–---–ი, მძღოლის გვერდით სავარძელში კი - შ----------------–---–ი. მგზავრობისას მან დაინახა, რომ მოულოდნელად მთი მანქანის მიმართულებით მოძრაობა დაიწყო სოფელ ა---ის მხრიდან მომავალმა მერსედეს „C“ კლასის მოდელის ავტომანქანამ, რომელშიც იჯდა მხოლოდ მძღოლი. ჯ---- ჩ---------–---–მა, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მანქანა გადაიყვანა მოძრაობის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც მათი მანქანის სიახლოვეს გაჩერდა ზემოხსენებული ავტომანქანა და დაიწყო მობრუნება. მათ ჩათვალეს რა, რომ მძღოლი იყო ნასვამი, რის გამოც არ ისურვეს მასთან საუბარი და განაგრძეს მოძრაობა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შენიშნეს, რომ მერსედესის მარკის ავტომანქანა უკან მისდევდათ. სოფელ ქ---------–-ში მდებარე საჯარო სკოლასთან მისულებს, ხსენებულმა ავტომანქანამ კვლავ შეუქმნა საავარიო სიტუაცია. ჯ---- ჩ---------–---–მა გააჩერა ავტომანქანა. იქვე გაჩერდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაც, რომლის მძღოლთან მივიდა ვ----–-----------–---–ი და ჰკითხა: ვინ იყო და რა უნდოდა. მძღოლმა უპასუხა, რომ იყო სოფელ ა---იდან და აინტერესებდა რატომ უსიგნალებდნენ. რაზეც ვ----–-----------–---–მა უთხრა, რომ იგი ეჯახებოდა მათ ავტომანქანას და სიგნალს აძლევდნენ გაფრთხილების მიზნით. მძღოლმა ამღვრეული თვალებით შეხედა და როცა გაიგო რომ ქ---------–--–-ბი იყვნენ, უთხრა ,,10 წუთით დამელოდეთ და პასუხს გაგებინებთ“-ო, მოატრიალა მანქანა და გაემართა სოფელ ქ---------–ის გასასვლელისკენ. ისინიც ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და გაემართნენ სოფლისაკენ. სოფელში მისვლისას ვ----–-----------–---–ი დარჩა ე.წ. ,,ბირჟა“-სთან, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი თანასოფლელები: თ------ კ--------ე, ო---- თ---------ე და ზ----- ჩ---------–---–ი. მანქანაში მსხდომი სხვა პირები კი წავიდნენ სახლებში. დაახლოებით 10 წუთში მათ სიახლოვეს გაჩერდა ზემოხსენებული ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა, იგივე მძღოლით, რომელმაც გააღო მანქანის კარი და იკითხა სად შეიძლებოდა მის მიერ დასახელებული ავტომანქანის მძღოლის ნახვა. ვ----–-----------–---–მა მძღოლის ზურგის მხარეს შენიშნა გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მიიჩნია ავტომატად, იგრძნო საშიშროება და სწრაფი სვლით გაემართა მისკენ. იმავდროულად უცნობმა მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოდგა ცალი ფეხი და იარაღმო----ჯვებული ცდილობდა სასხლეტისათვის ხელის მოკიდებას, თან დაიძახა „მე შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, მოგკლავო“ და თოფის ლულა მიმართა ვ----–-----------–---–ისკენ. ვიდრე მძღოლი სასხლეტს მოკიდებდა ხელს, ვ----–-----------–---–მა მოასწრო და ხელი წაავლო თოფის ლულას, რომელიც გადაწია საპირისპირო მხარეს, რათა იარაღი არ გავარდნილიყო. ბრალდებული კვლავ ცდილობდა ლულის მისკენ მიმართვას, მაგრამ იგი უწევდა წინააღმდეგობას. მას შემდეგ, რაც იფიქრა რომ იარაღს ვერ წაართმევდა, მძღოლს მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში. ბრალდებული კვლავ განაგრძობდა მუქარას, რა დროსაც მან მარცხენა ხელი მოკიდა თოფს, ხოლო მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. ამ დროს ავტომანქანის მარჯვენა მხრიდან მივიდა შ----------------–---–ი და ისიც ცდილობდა ბრალდებულისთვის თოფის წართმევას. მათ გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს მისი განიარაღება. თოფში აღმოჩნდა 6 ცალი ვაზნა, რომელთაგან ერთი უშუალოდ ლულაში იყო მოთავსებული. ამ დროს მათთან გაჩერდა ოპელის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მ--------–-----ის მეუღლე და ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ჯ---------–-----ე, რომელმაც მათ უთხრა, რომ ნაცემი მძღოლი იყო მ--------–------. ვ----–-----------–---–მა ჯ---------–-----ეს აჩვენა იარაღი, რომლითაც მ--------–------ მას ემუქრებოდა მოკვლით, მის თვალწინ სანადირო თოფიდან ამოიღო 6 ცალი ვაზნა და გადასცა მას, თოფი კი დაიტოვა თავად, რათა წარედგინა პოლიციაში. აღნიშნულის შემდეგ, მ--------–------ს დაეხმარნენ მოწესრიგებაში და იქ მყოფი პირების მიერ გადაყვანილი იქნა ჯერ თავის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ კი საავადმყოფოში.
მოწმე შ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იგი იჯდა იმავე მანქანაში, სადაც ვ----–-----------–---–ი. მათთან ერთად ავტომანქანაში ისხდნენ ვ------ ჩ---------–---–ი და ჯ---- ჩ---------–---–ი, რა დროსაც სოფელ ქ---------–-ს ტერიტორიაზე მ--------–------მ მათ შეუქმნათ საავარიო სიტუაცია. ამის შემდეგ მათ სოფელ ქ---------–-ს სკოლასთან არსებულ ე.წ. ,,ბირჟაზე“ დატოვეს ვ----–-----------–---–ი, თავად კი წავიდნენ სახლებში. სახლში მისვლიდან დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, სკოლის მხრიდან მოესმა ყვირილის ხმა, რომელიც მიამსგავსა ვ----–-----------–---–ის ხმას. იგი გაიქცა სკოლის მიმართულებით. ადგილზე მისულს მაღაზიასთან დახვდა იგივე ავტომანქანა, იმავე მძღოლით. მანქანის კარი იყო ნახევრად ღია და ვ----–-----------–---–ი ცდილობდა მძღოლისათვის თოფის წართმევას. რა დროსაც ვ----–-----------–---–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი მძღოლს სახეში. ამ დროს, მძღოლი ვ----–-----------–---–ს აგინებდა და ემუქრებოდა მოკვლით. მოწმემ განმარტა, რომ მძღოლისთვის თოფის წართმევის მიზნით მან ავტომანქანას შემოუარა მეორე მხრიდან და მძღოლის გვერდითა სავარძლის მხრიდან შევიდა ავტომანქანაში, იარაღს ხელი მოკიდა ტარზე და წართმევის მიზნით ექაჩებოდა მისკენ. მოულოდნელად იარაღის კონდახი გატყდა, მძღოლი დაიბნა და იარაღს გაუშვა ხელი, რის შემდეგაც შეძლო მისთვის იარაღის წართმევა და მანქანიდან გადასვლა. ამ დროს ვ----–-----------–---–მა მიმართა ხალხს, რომ მიეტანათ წყალი და დახმარებოდნენ ნაცემი მძღოლის მოვლაში. თოფის გახსნისას მასში აღმოჩნდა 6 ცალი ვაზნა, რომელიც ვ----–-----------–---–მა გადასცა შემთხვევის ადგილზე მისულ სოფელ ა---ში მცხოვრებ ჯ---------–-----ეს.
მოწმე ჯ---------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, საღამო ხანს იმყოფებოდა დაბა ა-----ს გადასასვლელზე და ელოდებოდა ტრანსპორტს, რა დროსაც გაჩერდა ,,ოპელი“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა მისი თანასოფლელის, მ--------–-----ის მეუღლე - მ------- ჩ--------–ი, რომელსაც დაემგზავრა. სოფელ ბ----------–თან მათ შემოხვდათ დაბა ა-----ს მიმართულებით სწრაფად მოძრავი მ--------–-----ის ავტომანქანა. მ------- ჩ--------–ის თხოვნით ისინი მ--------–-----ის მოსაძებნად წავიდნენ სოფელ ქ---------–ის მიმართულებით. სოფელ ქ---------–-ს სკოლასთან მისულებს ადგილზე დახვდათ ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ნაცემი მ--------–------. იქვე იმყოფებოდნენ სოფლის მაცხოვრებლები, მათ შორის მისი ნაცნობი - ვ----–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მას მძღოლი თოფით დაემუქრა მოკვლით, რის გამოც იგი ცემა. იქვე მიყუდებული იყო სანადირო თოფი, საიდან ამოღებული 6 ცალი ვაზნა ვ----–-----------–---–მა გადასცა მას, ხოლო თოფი დაიტოვა. ჯ---------–-----ემ აღნიშნული ვაზნები ჩაყარა მ--------–-----ის ავტომანქანის მარჯვენა სავარძლის ქვეშ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იქ მყოფი პირების მიერ თავისივე ავტომანქანით გადაყვანილ იქნა სახლში.
მოწმეების თ--------------------ის და ზ-----------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ისინი ისხდნენ სოფელ ქ---------–-ში არსებულ მაღაზიასთან სკამზე და საუბრობდნენ. ამ დროს მათ წინ გაჩერდა მათივე თანასოფლელის ჯ------- ჩ---------–---–ის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ვ----–-----------–---–ი და შეუერთდა მათ, ხოლო ავტომანქანა წავიდა. რამდენიმე წუთში მათ დაინახეს სკოლის წინ დიდი სისწრაფით მოძრავი ,,მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა, რომელმაც მათ წინ დაამუხრუჭა. მძღოლმა გააღო ავტომანქანის კარი და იკითხა სად შიძლებოდა სახელმწიფო NI------ ავტომანქანის მძღოლის ნახვა. ვ----–-----------–---–ი მაშინვე გაემართა მძღოლისკენ, თან დაიძახა ,,იარაღი აქვს“-ო და აუჩქარა ნაბიჯს. ამ დროს მძღოლმა ფეხი გადმოდგა ავტომანქანიდან, თოფის ლულა მიმართა ვ----–-----------–---–ისკენ, თან დაიძახა: „შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ“-ო. ვ----–-----------–---–ი მივარდა მას და დაუწყო თოფის წართმევა, ამასთან აიძულა მანქანის სალონში შესვლა. იარაღის წართმევისას, ვ----–-----------–---–მა რამდენჯერმე დაარტყა მძღოლს მუშტი სახის არეში, თუმცა ეს უკანასკნელი არ თმობდა იარაღს და კვლავ იმუქრებოდა მოკვლით. საბოლოოდ მძღოლს იარაღი წაართვა შემთხვევის ადგილზე მისულმა შ----------------–---–მა, რის შემდეგაც მათ მძღოლს დაანებეს თავი. ამ დროს ადგილზე მივიდნენ სხვა პირებიც, რომელთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა მათი ნაცნობი, ჯ---------–-----ე. მას ვ----–-----------–---–მა აუხსნა საქმის ვითარება, აჩვენა სანადირო თოფი, რომლითაც მერსედესის მძღოლი მას მოკვლით დაემუქრა, თოფიდან ამოღებული 6 ცალი ვაზნა გადასცა ჯ---------–-----ეს, ხოლო გატეხილი თოფი კი თვითონ დაიტოვა.
მოწმე ლ-–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვეივის ადგილზე მისულს მას დახვდა ლურჯი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ნაცემი მძღოლი. იქვე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ----–-----------–---–იც, რომელსაც ხელში ეჭირა კონდახთან გადატეხილი სანადირო თოფი და ამბობდა ამ თოფით მემუქრებოდაო. ვ----–-----------–---–მა სანადირო თოფიდან ამოიღო 6 ცალი ვაზნა და გადასცა იქ მყოფ სხვა პირს.
მოწმეების: მ--–---------------ის და მ---------–-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მ--------–------ შემთხვევის დღეს თავისი მანქანით ნამდვილად გაემგზავრა ა-----ს მიმართულებით მეუღლის დასახვედრად. ამასთან, მ--------–-----ემ აჩვენა, რომ მ--------–------ იმყოფებოდა ნასვამ მდგო----ეობაში და მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით. მან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ ორჯერ, დაახლოებით 15 წუთის ინტერვალით დაინახა მ--------–------, რომელიც ბოლოს წავიდა ა-----ს მიმართულებით.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 ივნისს, 16:50-17:28 საათზე ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა---ისთავში ჩატარდა მ--------–-----ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ქვემოდან ამოღებული იქნა 12 კალიბრის 6 ცალი ვაზნა, მათ შორის 2 შავი ფერის, 2 თეთრი ფერის და 2 ლურჯი ფერის.
ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დასტურდება მასში მონაწილე პირების - ა----------–-–---–ის და გ---------------–--ის ჩვენებებით.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის ექსპერტის N---- დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის მქონე გლუვლულიანი, თვითდამმუხტავი სანადირო თოფი ,,ATA ARMS“ N---------- მიეკუთვნება სანადირო, გლუვლულიან, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და წარდგენილი სახით უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ექსპერტიზაზე წარდგენილი 6 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი, 12 კალიბრის ვაზნა, რომლებიც დამუხტულია სხვადასხვა ნომერი საფანტით და ფინდიხით, წარმოადგენს 12 კალიბრის სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დასტურდება და ექსპერტ ტ------–-----–--ის ჩვენებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ივნისის N--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ--------–------ს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების ფრაგმენტირებული მოტეხილობა, შუბლისა და სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები და ნაჭდევები, სუბკონიუნქტივური სისხლჩაქცევები ორივე თვალში, ტრავმული კონიუნქტივიტი, კიდურების მრავლობითი დაჟეჟილობები, ნაჭდევები და ექსკორაციები, რაც განვითარებულია, მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები დასტურდება და ექსპერტ მ--–----------------ის ჩვენებით.
ბრალდებულმა მ--------–------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, 2017 წლის 08 ივნისს დილიდან თანასოფლელებთან ერთად მიიღო მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი. ტელეფონით ესაუბრა სოფელ ქ--–----ში მყოფ მის მეუღლეს და უთხრა რომ სოფელ ა------თან დახვდებოდა მანქანით და წაიყვანდა სახლში. საღამო ხანს, იგი კუთვნილი ავტომანქანით სოფელ ა---იდან გაემგზავრა ა-----ს მიმართულებით, სადაც უნდა შეხვედროდა მეუღლეს. სოფელ ქ---------–ის ტერიტორიაზე მოძრაობისას, მან სამანქანო გზაზე არსებულ ორმოს აარიდა ავტომანქანა და გადავიდა საპირისპირო ზოლში და შემდეგ დაბრუნდა თავის სამოძრაო ზოლში. ამ დროს მას გვერდიდან გაუსწორდა საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ოთხი პირი. ერთ-ერთმა მათგანმა შეაგინა, რის გამოც მან მოაბრუნა მანქანა და გაჰყვა მათ უკან, რათა გაერკვია რატომ შეაგინეს. ხსენებული ავტომანქანა გაჩერდა სოფელ ქ---------–ის გზაზე. მანაც იქვე გააჩერა კუთვნილი ავტომანქანა და მანქანიდან გადმოუსვლელად იკითხა რატომ შეაგინეს. მას კვლავ შეაგინეს ზემოხსენებული მანქანიდან გადმოსულმა პირებმა და მანქანაში მჯდომს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ მან მოძრაობა განაგრძო ა-----ს მხარეს მეუღლესთან შესახვედრად. გზად კვლავ გადაწყვიტა გაერკვია რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა და გაემართა მათთან შესახვედრად. ქ---------–ის სკოლასთან ე.წ. ბირჟაზე რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, მან გააჩერა მანქანა, გააღო კარი და ისე რომ მანქანიდან არ გადმოსულა, იკითხა ვინ იყვნენ მის მიერ დასახელებული ავტომანქანით. ამ დროს მასთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც დაარტყა სახეში, რის შედეგად დაკარგა გონება. მისთვის უცნობია რამდენი ადამიანი ურტყამდა. გონზე მოსულმა დაინახა, მისი მეუღლე, რომელიც ასულიერებდა. მანვე აჩვენა, რომ იგი იარაღით არავის დამუქრებია, სანადირო თოფს ფლობდა კანონიერად და იყენებდა ფრინველზე ნადირობისას. თოფი მოთავსებული ჰქონდა ავტომანქანის უკანა სალონში, ისე რომ არ ჩანდა. შემთხვევის დროს თოფში ვაზნები არ იდო, მათ ინახავდა ავტომანქანაში.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--------–-----ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია და მოწმეები რომლებიც მოცემულ საქმეზე დაიკითხნენ არიან დაინტერესებული პირები, კერძოდ დაზარალებულ ვ----–-----------–---–ის ახლობლები. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით, აღნიშნული ემსახურება მ--------–-----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. დაზარალებულ ვ----–-----------–---–ის, მოწმეების: შ----------------–---–ის, თ------ კ--------ის და ზ----- ჩ---------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მ--------–-----ის მიერ სოფელ ქ---------–ის სკოლასთან ავტომანქანით მისვლის, იარაღით ვ----–-----------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების და მ--------–-----ისთვის ვ----–-----------–---–ის მხრიდან იარაღის წართმევის ფაქტი. ზემოხსენებული მოწემეების, აგრეთვე მოწმეების ლ-–-------------ის და ჯ---------–-----ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მ--------–------ იყო ავტომანქანაში ნაცემი, ხოლო ვ----–-----------–---–ს ხელში ეჭირა წართმეული სანადირო თოფი, საიდანაც ამოიღო 6 ცალი ვაზნა. ზემოხსენებული ჩვენებები არის თანმიმდევრული ურთიერთშეთანხმებადი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ--------–-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ხსენებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ იმას, ვისაც ემუქრებიან, უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მ--------–-----ის მხრიდან იარაღით ვ----–-----------–---–ის მიმართ დამუქრებამ, ამ უკანასკნელისთვის გამოიწვია მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რასაც მოჰყვა დაზარალებულის მხრიდან შესაბამისი რეაქცია, რაც გამოიხატა მ--------–-----ის განიარაღებით.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მ--------–-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--------–------მ ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ ხასიათდება დადებითად, მისი წარსული არ არის შებღალული, ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, აქვს სამსახური, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების და სამშვიდობო მისიების მონაწილე.
მ--------–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მ--------–------ს უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 42-ემუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სსკ-ის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატას მიაჩნია, მ--------–-----ის მიმართ დანიშნული ჯარიმის ოდენობა, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - თურქული წარმოების 12 კალიბრიანი სანადირო თოფი და 3 ცალი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–-ს რაიონული სამმართველოს №1 ა-----ს განყოფილების შენობაში უნდა განადგურდეს.
გარდა ამისა, ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ე-–--------–-----ის (პირადი ნომერი 4----------) ლ-------------–---–ის (პირადი ნომერი 4----------) და მ--------–-----ის (პირადი ნომერი 4----------) სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 10 000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა---ში, საკადასტრო კოდი 6-----------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ--------–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ--------–-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ--------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ე-–--------–-----ის (პირადი ნომერი 4----------) ლ-------------–---–ის (პირადი ნომერი 4----------) და მ--------–-----ის (პირადი ნომერი 4----------) სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 10 000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა---ი, საკადასტრო კოდი 6-----------.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: თურქული წარმოების 12 კალიბრიანი სანადირო თოფი და 6 ცალი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–-ს რაიონული სამმართველოს №1 ა-----ს განყოფილების შენობაში – განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნ.სანდოძე