განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2018
საქმის ნომერი
330210016001391946
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001391946

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6420-17 „ 01“ მარტი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები გელა ქირია ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენლები - ქ-------–----------–----–-------------------–-- ფ---------–------ე, ნ------------ე სს „ს--------------------------–---“ ა-–-------------------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქ-------–----------–----–-------------------–--ს სარჩელი სს ,,ს--------------------------–---ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 2.1. 2015 წლის 29 დეკემბერს ქ-------–----------–----–-------------------–--ს აპარატსა და სს ,,ს--------------------------–---“-ს შორის დაიდო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულება, რომლითაც ს--------------------------–---მ აიღო ვალდებულება დაეზღვია ს---------–--ს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს : - 2015 წლის 29 დეკემბრის N- მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 16-23; - დაზღვევის პირობები - ს.ფ. 24-26; 2.2. 2016 წლის 18 იანვარს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს ,,ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ქ-------–----------–----–-------------------–--ს კუთვნილი სარტანსპორტო საშუალება (K---------, სახ. ნომრით G-------). აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, დაახლოებით 21,25 საათზე, ქ-------–--–----------------------–--------------------------------–----------------------------–---–---ს მოედნის მიმართულებით მოძრაობდა ქ-------–----------–----–-------------------–--ს ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,---- სახელმწიფო ნომრით G--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ------------–---–ი. აღნიშნულ სავალ გზაზე რესტორან ,,რ---------–-“-ს მიმდებარედ მსვლელობისას, მძღოლმა ზ------------–---–მა, საპირისპირო მიმართულებით სავალი ნაწილების გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით, დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრი მიმართულების სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა, აღნიშნულ სანაპიროზე, ,,დ-----–---–------------“-ს მხრიდან ,,ო--------–----“-ს მიმართულებით, სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი ,----- სახელმწიფო ნომრით D------, რომელსაც მართავდა ა---------–------–-–---–ი. საქმეზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზ------------–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს : - შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობა - ს.ფ.- 77; - მძღოლი ზ------------–---–ის ალკოჰოლზე შემოწმების აქტი - ს.ფ. 33; - საგზაო-სატრანპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემა - ს.ფ. 67-68; - დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეყვეტის შესახებ - ს.ფ. 61-63; 2.3. ზ------------–---–ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გადაიხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №--------- ოქმით დაკისრებული ჯარიმა 250 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს : - ამონაწერი ვებგვერდიდან პოლიცე.გე (ს.ფ. 79); - მხარეთა ახსნა-განმარტება; 2.4. ქ-------–----------–----–-------------------–--ს აპარატმა წერილით მიმართა სს ,,ს--------------------------–---ს“ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2016 წლის 25 მარტის სს ,,ს--------------------------–---ს“ წერილობითი პასუხის თანახმად, მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. წერილის შინაარსის შესაბამისად, მზღვეველმა უარის საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს : - სს ,,ს--------------------------–---“-ს წერილი - ს.ფ. 34-35; - მხარეთა ახსნა-განმარტება; 2.5. შპს ,,ა-------------“-ს ინვოისის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ა/მანქანის (K----------, სახ. ნომრით G-------) აღდგენისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 10 325 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს : - შპს ,,ა-------------“-ს ინვოისი - ს.ფ. 40; - მხარეთა ახსნა-განმარტება; დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.6. მხარეთა შორის სადავოა ქ-------–----------–----–-------------------–--ს ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,-----ს (სახელმწიფო ნომრით G-------) მძღოლი ზ------------–---–ი მოქმედებდა თუ არა უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ დავაში ავტოავარიის შედეგად დამდგარ ზიანში ზ------------–---–ის ბრალეულობის საკითხი მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ბრალის ხარისხი, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება ზ------------–---–ის მიერ ჩადენილია უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ზ---- ქ------–---–ის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობაში გამოიხატებოდა თუ არა. სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების ხელშეკრულების 5.16. პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა; უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, მაგალითად: მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს და იმოძრავებს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მკვეთრად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არ ემორჩილება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენისას უხეშად არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად. საქმეში წარმოდგენილი სქემით დგინდება, რომ ზ------------–---–ი არ მოძრაობდა მის სავალ ზოლში (ს.ფ. 67-68). მან საპირისპირო მიმართულებით სავალი ნაწილების გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით, დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრი მიმართულების სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა, აღნიშნულ სანაპიროზე, ,,დ-----–---–------------“-ს მხრიდან ,,ო--------–----“-ს მიმართულებით, სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი ,----- სახელმწიფო ნომრით D------; საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---- ქ------–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნები და ამავე კანონის დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც მძღოლმა რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.“ ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. ამდენად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზ------------–---–ი არ მოძრაობდა მის სავალ ზოლში რითიც დაარღვია საგზაო მონიშვნის წესები, მანევრირების წესები და უმიზეზოდ გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში სათანადო გათვლების გარეშე, რამაც გამოიწვია 2 სატრანსპორტო საშუალების მძიმე და 2 ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შესაბამისად, სასამართლო თვლის რომ ზ------------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატება უხეშ გაუფრთხილებლობაში, რადგან ცხადია, რომ დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 2015 წლის 29 დეკემბრის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც მზღვეველს ასევე დამზღვევს წარმოეშვათ გარკვეული უფლება-მოვალეობები, კერძოდ კი ორივე მხარე ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ აირჩია პოლისი შესაბამისი სადაზღვევო რისკებით, კონკრეტული ლიმიტის ფარგლებში. ხელშეკრულების 5.16 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ნათელია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო შემთხვევის გამო ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი პირობები. აქედან, ერთი სახის პირობა ხელშეკრულებით გაიწერა, ხოლო მეორე პირობა კანონით შეივსო. კანონის, ანუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი კი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების საკითხს უკავშირებს დამზღვევის ბრალს, კერძოდ, ნორმით გაიწერა, რომ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით . ამდენად, კანონი ბრალის ხარისხის მიხედვით გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებისთვის. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში, სადაც სადავო არ არის ზიანის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, ბრალი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის კავშირი, უნდა შევაფასოთ ბრალის ხარისხი დამდგარ ზიანთან გადაცდომის შინაარსის და მისი ნორმატიული ცნების მიხედვით. საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოდგენს, რომ 2016 წლის 18 იანვრის ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საჯარიმო აქტის თანახმად, მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რაც გამოიხატა მანევრირების წესებისა და საგზაო მონიშვნის დარღვევაში, მან წინდახედულობის ნორმის სრული უგულვებელყოფით გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი და მოახდინა შეჯახება. სასამართლო განმარტავს, რომ განხრაზი ან უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის მონაწილის – პირის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, კონკრეტული მოქმედებების დადგენით და აღნიშნული მოქმედებებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი დამოკიდებულებით. პირის რაიმე სახით არსებული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, რომელსაც ადილი აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სატრანსპორტო საშუალების მართვისას აღიქმება უხეშ გაუფრთხილებლობად, ვინაიდან საგზაო მოძრაობისას კანონით დადგენილი უსაფრთხო მანევრირება, გარემო პირობების გათვალისწინებით ადექვატური სიჩქარისა (და არა მხოლოდ დაშვებული სიჩქარით მოძრაობა) თუ მოძრაობისას შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენა (მათ შორის ყურადღების კონცენტრაცია), მძღოლის მხრიდან წარმოადგენს სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც დაცვა მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დარღვევა შესაბამისი სანქციის გამომწვევი გარემოებაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, მას საჯარიმო სანქცია და მისი სამართლებრივი საფუძველი სადავო არ გაუხდია. სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ მოქმედებათა ერთობლიობა რაც გამოიხატა მანევრირების წესების, საგზაო მონიშვნის დარღვევაში, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაში და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში, წარმოადგენს იმ მოქმედებათა ერთობლიობას რომელიც მძღოლ ზ------------–---–ის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და თავის მხრივ, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გამორიცხავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების სამართლებრივ საფუძველს. 2.9. საყურადღებოა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 07 მარტის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ზ------------–---–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3.-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.. ამავე კანონის მე-20.2 მუხლის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების განხორციელება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უფლებებს. საგზაო მოძრაობის მონაწილე თავისი მოქმედებით არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ან დაბრკოლებას საგზაო მოძრაობას. მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანებს და არ უნდა მიაყენოს ზიანი სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან კერძო ქონებას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ამავე კანონის დანართი, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონი იმპერატიულია საგზაო მოძრაობის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საგზაო მოძრაობის მონაწილეებს გააჩნიათ ვალდებულებები არ შექმნან საფრთხეები და ასეთი ვალდებულებები უფრო მკაცრია იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც მომეტებული საფრთხის წყაროს მეშვეობით გადაადგილდებიან. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი ზუსტი განსაზღვრულობის ფარგლებში, საწინააღმდეგო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა ხარისხი დამოკიდებულია გადაცდომების სიმძიმეზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების საკითხს უკავშირებს დამზღვევის ბრალს და მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ქმედებისათვის. მზღვეველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს ზ------------–---–ის უხეში გაუფრთხილებლობის გამო დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისთვის. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზ------------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 07 მარტის დადგენილებაში აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლ ზ------------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რის შედეგადაც ზ------------–---–ს და ი------------ს მიღებული აქვთ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაზეც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რის გამოც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. სასამართლოს განმარტებით, აქვე საინტერესოა გავიაზროთ გაუფრთხილებელი ქმედება სისხლის სამართალში, კოდექსის მე-10 მუხლში გაწერილია დეფინიცია, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით კრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აცილება. მაგალითად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი. სისხლის სამართლით დადგენილი გაუფრთხილებლობა თვითიმედოვნებით (პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა) თავისი მოცემულობით მსგავსია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრული გაუფრთხილებლობის პირველი შემთხვევისა (ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას). სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უხეში გაუფრთხილებლობის ცნების განმარტება ყველაზე ზუსტი და ადეკვატურია ზემოთ დასახელებულ ნორმათა განსაზღვრებებისა. ანუ შემთხვევა, როცა ზიანის გამომწვევი პირი აცნობიერებდა წინდახედულობის ნორმით აკრძალულ ქმედებას, მაგრამ საკუთარ თავზე გაუმართლებელი რისკის აღებით იმედოვნებდა, აიცდენდა ზიანის შედეგს და უშვებდა საფრთხეს. დადგენილია, რომ ზ------------–---–მა დაარღვია მანევრირების წესები და ამასთან, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ამ შემთხვევით დადგა ზიანი. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ------------–---–ი მძღოლია მართვის მოწმობით. მართვის მოწმობა კი ადასტურებს მძღოლის სავალდებულო კვალიფიკაციის უნარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზ---- ქ------–---–ს გაცნობიერებული აქვს ავტოსაგზაო მოძრაობისას უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო ნორმატივები, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ღერძულა ხაზის გადაკვეთით ის არ გაფრთხილდა, არ დაიცვა კანონით გაწერილი წესები და შესაბამისად თვითიმედოვნებით გაუმართლებელი რისკი გასწია რეალური საფრთხის შექმნით. ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ერთობლივი შეფასების და მსჯელობის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ ზ------------–---–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს უხეშ გაუფრთხილებლობად. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეში განმარტავს შემდეგს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას“ (იხ. საქმე №ას-745-713-2014 30.04.2015). 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა მოსარჩელის მხრიდან, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული კანონში არსებული დათქმა, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ავტომანქანა წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების თაობაზე კანონის დანაწესების უგულებელყოფა უნდა ჩაითვალოს უხეშ გაუფრთხილებლობად, რომელსაც განსახილველ შემთხვევაში შედეგად მანქანის დაზიანება მოჰყვა. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ------–----------–----–-------- ს---------–--ს მოთხოვნა და 2016 წლის 18 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,რომლითაც დაზიანდა ქ------–----------–----–-------- ს---------–--ს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება K---------,სახელმწიფო ნომრით G--------. სს ,,ს--------------------------–---მ’’ არ აანაზღაურა ზიანი 10325 ლარის ოდენობით. ეს ის ზიანია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 2015 წლის 29 დეკემბერს ქ------–----------–----–-------- ს---------–--ს აპარატსა და სს ,,ს--------------------------–---ს’’ შორის დაიდო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- ხელშეკრულება ,რომლითაც ს--------------------------–---მ აიღო ვალდებულება დაეზღვია ს---------–--ს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ქ------–----------–----–-------- აპარატის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხდებოდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა,რომ ქ------–----------–----–-------- ს---------–--ს მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, სადაზღვეო კომპანიამ უარი განაცხადა შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იმ არგუმენტით,რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მძღოლის ბრალეული ქმედებით. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მხრიდან შეფასებული და გაზიარებული არ იქნა ის არგუმენტი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან ,თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყველა კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს შემთხვევას, როდესაც მძღოლი მოქმედებს მეტისმეტი დაუდევრობით და ადგილი აქვს ორ ან მეტ კანონდარღვევას,რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ითვალისწინებდა უსაფრთხოების ნორმებს, მოძრაობდა დაბალი სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან სხვაგვარი თრობის ქვეშ, გაუფრთხილებლობის ხარისხი არ არის უჩვეულოდ მაღალი, არ მიეკუთვნება უხეშ გაუფრთხილებლობათა რიცხვს და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე მითითება, ასევე სასამართლოს მხრიდან არ იქნა შეფასებული ის გარემოება,რომ ზოგადად ღერძულა ხაზის გადაკვეთა არ არის ისეთი უხეში დარღვევა,რომელსაც არ ანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები,პირიქით, უმრავლესობა ანაზღაურებს ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეულ ზიანს . 3.2. აპელანტის განმარტებით, ასევე სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ქ------–----------–----–-------- ს---------–--ს აპარატსა და სს ,,ს--------------------------–---ს’’ შორის დადებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N- ხელშეკრულების N- დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ საერთო გამონაკლისებში არ არის მითითებული, რომ არ ანაზღაურდება ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი და ამასთან ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას, მათ შორის ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას,რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით. შესაბამისად, აპელანტი თვლის რომ დაირღვა ხელშეკრულების პირობა, რაც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას . 3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული საქმეში არსებული დეფექტური აქტი, საიდანაც აშკარაა ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო თავისი ვალდებულების შესრულება და რატომღაც ხარჯების გაცნობის შემდეგ უარი თქვა ზიანის ანაზღაურებაზე. თუ მზღვეველი თვლიდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, გაურკვეველია რატომ აღარ შეასრულა თავისი ნაკისრი ვალდებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე ,394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უდავო სამართლებრივი საფუძველია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: ა) სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის (საჩივრის) შემომტანი პირის მოთხოვნას; ბ) საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას; გ) მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.10. პუნქტები). 4.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზ------------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია და მხარეთა შორის 2015 წლის 29 დეკემბერს დადებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულების მე-8 მუხლისა და დაზღვევის პირობების დანართი N--ის მე-5 მუხლის სამართლებრივი შეფასების საკითხი. აპელანტს მიაჩნია, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს დადებული N- ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებდა ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას, მათ შორის, ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც გულისხმობდა სწორედ განსახილველ შემთხვევებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაზღვევის პირობების დანართი N--ის მე-5 მუხლის საერთო გამონაკლისებში და ამიტომ მზღვეველს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება (ტ.1., ს.ფ. 122-124). 4.3. 2015 წლის 29 დეკემბერს ქ-------–----------–----–-------------------–--ს აპარატსა და სს ,,ს--------------------------–---“-ს შორის დაიდო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულება, რომლითაც “ს--------------------------–---მ” აიღო ვალდებულება დაეზღვია ს---------–--ს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას, მათ შორის, 8.1.1. მუხლის შესაბამისად, „ავტომობილის დაზიანება ან განადგურება (რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით (მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვილით) ან უბედური შემთხვევით (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება გარეშე და აშკარ მიზეზებით)“. დაზღვევის პირობების დანართი N--ის მე-5 მუხლის მიხედვით გათვალისწინებულია „საერთო გამონაკლისები“, რა შემთხვევაშიც მზღვეველს უფლება ეძლევა, უარი თქვას აანაზღაუროს დანაკარგი, დაზიანება, მათ შორის, 5.16 მუხლით „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“, ამასთან ერთად, უხეში გაუფრთხილებლობა საერთო გამონაკლისების ჩამონათვალში არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ამდენად, ზემოხსენებული მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული მზღვეველის ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან გათავისუფლებულის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, 2015 წლის 29 დეკემბერს დადებულ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N- ხელშეკრულების მე-8 მუხლს „ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევა“ თუ სხვა სახელწოდება ერქმევა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ფარგლების განსასაზღვრად და დაზღვევის პირობების დანართი N--ის მე-5 მუხლის „საერთო გამონაკლისები“-ს ჩამონათალში უხეში გაუფრთხილებლობის არ არსებობას - სსკ-ის 829 მუხლის იმპერატიული ხასიათი მზღვეველს უპირობოდ ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან, როდესაც დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით და სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ზემოხსენებულის საწინააღმდეგო გარიგება ბათილია, ვინაიდან იგი არღვევს კანონით დადგენილ წესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია სასამართლოს მხრიდან მხოლოდ იმ საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე, მოცემულ შემთხვევაში, ჰქონდა თუ არა ადგილი უხეშ გაუფრთხილებლობას, ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ამ საკითხზე (ტ.1., ს.ფ. 16-23, ს.ფ. 24-26). 4.4. საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 18 იანვარს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს ,,ს--------------------------–---ში“ დაზღვეული ქ-------–----------–----–-------------------–--ს კუთვნილი სარტანსპორტო საშუალება (K---------, სახ. ნომრით G------). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეყვეტის შესახებ 2016 წლის 07 მარტის დადგენილების თანახმად, დაახლოებით 21:25 საათზე, ქ-------–--–----------------------–--------------------------------–----------------------------–---–---ს მოედნის მიმართულებით მოძრაობდა ქ-------–----------–----–-------------------–--ს ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,---- სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ------------–---–ი. აღნიშნულ სავალ გზაზე რესტორან ,,რ---------–-“-ს მიმდებარედ მსვლელობისას, მძღოლმა ზ------------–---–მა, საპირისპირო მიმართულებით სავალი ნაწილების გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით, დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრი მიმართულების სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა ,,დ-----–---–------------“-ს მხრიდან ,,ო--------–----“-ს მიმართულებით, სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი ,----- სახელმწიფო ნომრით D------, რომელსაც მართავდა ა---------–------–-–---–ი. ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ზ------------–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3.-ის მოთხოვნები. ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი ან ოთხზე მეტი ზოლი აქვს. 1.3 ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლ ზ------------–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რის შედეგადაც ზ------------–---–ს და ი------------ს მიღებული აქვთ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაზეც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რის გამოც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. 2016 წლის 18 იანვრის ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სამართალდარღვევა გამოიხატა საქართველოს ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევაში, კერძოდ, მანევრირების წესების დარღვევაში, რასაც მოყვა შეჯახება, რაც ზ------------–---–ს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში გადაიხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად დაკისრებული ჯარიმა 250 ლარი. საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ზ------------–---–ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ქ-------–----------–----–-------------------–--ს აპარატმა წერილით მიმართა სს ,,ს--------------------------–---ს“ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შპს ,,ა-------------“-ს დეფექტური აქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ა/მანქანის (K---------, სახ. ნომრით G-------) აღდგენისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 10 325 ლარს. 2016 წლის 25 მარტის წერილით სს ,,ს--------------------------–---“-მ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესზე დაყრდნობით(ტ.1., ს.ფ. 33, 34-35, 40, 61-63, 64-71,77-79, 80). 4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მზღვეველმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე დაყრდნობით მართებულად უთხრა უარი აპელანტს ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არ იქნა დაკმაყოფილებული: მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ მართვის მოწმობის მფლობელი მძღოლი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით) და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3.-ის მოთხოვნები (1.3. - ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია), უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია 2 სატრანსპორტო საშუალების მძიმე და 2 ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც თავისი შინაარსითა და შედეგებით სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და სსკ-ის 829 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისგან. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები 6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ-------–----------–----–-------------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე