განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
140100118002281663
ინსტანცია
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100118002281663

საქმე №1ბ/27-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ დ----- ა-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ქე---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ა-----------ის მიმართ დაბადებული 1-----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ--------------–--–---–--------------ში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით, დ----- ა-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ დ----- ა-----------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 2 იანვრიდან.

დ----- ა-----------ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 12:15 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ-------------------მ ქ.გ----–-------–--–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ს------- ქ------–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ს------- ქ------–---–ი გადავარდა საწოლზე, ხოლო დ-------------------მ ხელი მოუჭირა ყელის არეში. დ-------------------ს ქმედებით ს------- ქ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ა-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქე----------------, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ----- ა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია დაზარალებულ ს------- ქ------–---–ის და მოწმეების: ზ------------–---–-ს, ზ------------–---ის, მ----------------ის, ვ----------------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან, მართალია მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის მიხედვით დ----- ა-----------ის მიმართ გამოტანილია რამდენიმე შემაკავებელი ორდერი ს------- ქ------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რაც აშკარად მიუთითებს მსჯავრდებულის მიდრეკილებას ძალადობრივი ხასიათის ქმედებებისაკენ, ასეთ პირობებში კი დანაშაულის პრევენციიდან გამომდინარე, პალატას პირობითი მსჯავრის გამოყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დ-------------------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზღუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ-------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაცი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ დ----- ა-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვს)თვის ვადით;

4. დ-------------------ს სასჯელის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 იანვრიდან;

5. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ----- ა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი