განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001422689
საქმე №1ბ/68-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ------------–---–------------------------–---
მსჯავრდებულის: ი-----------------–---–--
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ი-----------------–---–--, დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ---------------------–-----–-- ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------–----–-------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 15 მარტს, შპს „ხ----–------“-ის ხელმძღვანელმა ი-–------------ ი-----------------–---–ს გადასცა 140 ტომარა ფქვილი. შეთანხმების საფუძველზე, ი-----------------–---–ს აღნიშნული ფქვილის ტომრები უნდა ჩაეტანა გ----ში, სადაც ამ დროისათვის გამოძიებით დაუდგენელი პირი დახვდებოდა და შეიძენდა სრულად პროდუქციას, თითოეულს 42 ლარად. ი-----------------–---–მა, მოიპოვა რა შპს „ხ----–------“-ის წარმომადგენლის გ-----------–---–--ს ნდობა, ამ უკანასკნელს მოტყუებით ჩაატანინა 140 ტომარა ფქვილი გ----ში, სადაც განუმარტა, რომ მეორე დღეს ჩასვლისას სრულად გადასცემდა პროდუქციის ღირებულებას. მოტყუებით დაატოვებინა ფქვილით დატვირთული ავტომანქანები და თაღლითურად დაეუფლა შპს „ხ----–------“-ის კუთვნილ პროდუქციას 5922 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:
ი-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 23 მაისიდან - 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით, ი-----------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ი-----------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–---
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ი-----------------–---–-- მიმართ გამოტანილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით. კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულისათვის ნაცვლად ჯარიმისა, სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის სახედ დარჩება ჯარიმა, პროკურორმა ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობის გაზრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ი-----------------–---–-- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----------------–---–-- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების – ი-–--------------------------–---–-----------------–---–--------------------------–-----------------------------–----–---–------------–--------–--------------------------–--–-------–----------------------–-–---–---------------------------------------–---–-- ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, სასაქონლო ზედნადების ცხრილის დათვალიერების ოქმის, პურის ფქვილის ტომრის დათვალიერების ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელად, ნაცვლად ჯარიმისა, თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. სააპელაციო საჩივარში მითითებული სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი, რომ მსჯავრდებულმა ი-----------------–---–მა არ აუნაზღაურა დაზარალებულებს ზიანი, ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. პროკურორის სააპელაციო საჩივრის პასუხად, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (დელიქტური ვალდებულებები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგ----იაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგ----ც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ ი-----------------–---–ს დაზარალებულისთვის არ აქვს ანაზღაურებული მიყენებული ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობის გაზრდით შესაძლოა ხელი შეეშალოს ზიანის ანაზღაურებას იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ, როგ----ც სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი-----------------–---–მა განაცხადა, იგი მზადყოფნას გამოთქვამს აანაზღაუროს ზიანი, რის თაობაზეც შეთანხმებულია დაზარალებულებთან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა, მსჯავრდებულის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი-----------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. ამას გარდა, სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი-----------------–---–-- მიმართ, არის დასაბუთებული კვალიფიკაციის ნაწილში და სამართლიანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც პალატა ეთანხმება, რის გამოც არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ი-----------------–---–-- მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 23 მაისიდან 2016 წლის 30 მაისის ჩათვლით, ი-----------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----------------–---–-- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო, გაუქმებულია;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 28 მაისის განჩინებით ბრალდებულ ი-----------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 5000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ი----------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - გ----ის რაიონი, ს------–------ი, ფართობი 5600.00 კვ.მ საკადასტრო კოდი 6-----------, იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
პურის ფქვილის ტომარა ერთ ცალად, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე