განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.03.2018
საქმის ნომერი
061310517002019752
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 061310517002019752 (3/ბ-642-2017)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ე-----ი ბ------–---ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2----–-–-ს 21 ივლისს ე-----ი ბ------–---მა სარჩელით მიმართა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის №0-- ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2014 წლიდან მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა---------------–----------------–ის სამსახურის უფროსად. 2014 წლის სექტემბრიდან, მოსარჩელემ აღნიშნულ სამსახურში ჯერ სპეციალისტის, ხოლო შემდეგ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღო მ-------------ა, რომელსაც მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო დიდი გულისხმიერებით ეპყრობოდა. მ-------------ა არის გამგებლის ახლო ნათესავი და თითქოსდა მისი სექსუალური შევიწროების მცდელობა, გამგებელმა გამოიყენა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. 2----–-–-----------ს შედგა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომა, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, 2----–-–-----------ს გამგებელმა გამოსცა N0-- ბრძანება ე-----ი ბ------–---ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

 

მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მ-------------ას მოხსენებითი ბარათი გამგებლისადმი, რომელშიც საუბარი იყო მოსარჩელე ე-----ი ბ------–---ის მხრიდან მ-------------ას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი დარეგისტრირდა სამსახურის კანცელარიაში. სადავო აქტის გამოცემის წინაპირობა გახდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართვა გამგებლისადმი. 2----–-–-----------ს შედგა სხდომა, სადაც მოითხოვეს მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მოპასუხის განმარტებით არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე-----ი ბ------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2----–-–-----------ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის შ-------------ის მთავარმა სპეციალისტმა მ-------------ამ მოხსენებითი ბარათით (რეგისტრაციის N5--) მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელს.

 

2----–-–-----------ს შედგა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საკითხი ე-----ი ბ------–---ის მხრიდან მ-------------ას სექსუალური შევიწროების თაობაზე.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის N0-- ბრძანების საფუძველზე, შ-------------ის სამსახურის უფროსი ე-----ი ბ------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მაგისტრატმა სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონთან შესაბამისობაც შეამოწმა სასამართლომ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

2----–-–-----------ის სხდომას საფუძვლად დაედო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა ერთობლივი მიმართვა გამგებლისადმი, რომლითაც მოითხოვეს შესაბამისი რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა სადავოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, დარღვეულია თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული: ა) უფლებამოსილება–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე– ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი არ ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევაში სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას. გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ყოველი წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებას, ეს დაკავშირებულია მის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს; ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან; გ) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად გააჩნია მოქმედებისა და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, ის ვალდებულია შეარჩიოს ერთ–ერთი ის გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მოთხოვნის უგულებელყოფა შედეგად იწვევს ადმინისტრაციული აქტის უკანონობას; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემის პროცესში ყურადღება უნდა დაეთმოს მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას; ე) უფლებამოსილება–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შინაარსი უნდა იყოს ისე ნათლად ჩამოყალიბებული, რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება, თუ რას მოითხოვს მისგან აქტის გამომცემი ორგანო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის'' 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია - გამგებლის/მერის ბრძანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის დაცვით და შესაბამისი ფორმით, შესაბამისად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება სახეზეა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.

 

2----–-–-----------ის N0-- ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა მ-------------ას მოხსენებითი ბარათი, რასაც მოჰყვა სხდომის ჩატარება, რომელზეც გამოითქვა მოსაზრებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განხილული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, რასაც საფუძვლად დაედო ლენტეხის შს რაიონული სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულების გათვალისწინებით, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და გასაჩივრებული აქტის მატერიალური კანონიერების შესწავლის თვალსაზრისით, მაგისტრატმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის №0-- ბრძანება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ მე-15 მუხლით, საჯარო მოსამსახურე კარგადაა ინფორმირებული სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ, როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში. ,,შ-------------ორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულების თანახმად, შ-------------ორი ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი პროფესიული საქმიანობის ან/და დაწესებულების დისკრედიტაცია.

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N16 დადგენილების მერვე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სამსახური ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შ-------------ის სტანდარტები, შ-------------ორთა ეთიკის კოდექსი, შ-------------ის მეთოდოლოგია და შ-------------ის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, მაგისტრატმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ საფუძველზე სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან მოწმეთა მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მხრიდან მ-------------ასადმი სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობა. მოწმეების - დ-----------------ის და ლ-----–--------ის ჩვენებები საერთოდ არ უკავშირდებოდა აღნიშნულ ფაქტს (იხ. სხდომის ოქმი). სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია და ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე-----ი ბ------–---მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების დასაბუთება, იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქმეში არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შეუძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება საერთოდ არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამასთან საქმეში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი, რომელიც წარმოადგენს საქმეზე მტკიცებულებათა დამაგრების საშუალებას, შესაბამისად, სახეზეა გადაწყვეტილება ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე. რაც გამორიცხავს მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას.

 

აპელანტის განმარტებით, გაუგებარია ლენტეხის მუნციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე ჩატარებული 2--------- წ. ე.წ. სხდომა, რომელ კოლეგიურ საჯარო დაწესებულებათა რიცხვს მიაკუთვნა მოსამართლემ, რომ შესაბამისად დაადასტურა გადაუდებელი აუცილებლობით მისი ჩატარების კანონიერება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლები მოიცავს საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების აუცილებლობას მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. 97-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელ მტკიცებულებასთან არის დაკავშირებული მ-------------ას მოხსენებითი ბარათი და ჩატარებული სხდომა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამის თაობაზე არ არის მსჯელობა, ასევე არ არის მსჯელობა რა ფაქტი იქნა დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებით, რომელსაც საფუძვლად დაედო ლენტეხის შს რაიონული სამმართველოს მიერ მოკვლეული მასალები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგ ფაქტებზე:

 

მ-------------ას 2----–-–-----------ის N5-- მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურში სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად. 2----–-–------------იდან კი - სპეციალისტად. 2----–-–------------იდან გადავიდა ამავე სამსახურში მთავარ სპეციალისტად. გამგეობაში დასაქმებამდე, 2----–-–--------------–იდან - 2----–-–------------მდე მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე სპეციალისტად ხელშეკრულებით და შ-------------ის სამსახურში მისი გადაყვანა და დაწინაურება მთავარ სპეციალისტად მოხდა ამავე სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის ინიციატივით. შ-------------ის სამსახურში გადასვლის დღიდან უფროსისა და სხვა თანამშრომლების მხრიდან გრძნობდა სითბოსა და ყურადღებას, რასაც ხსნიდა იმით, რომ სამსახურში იყო ერთადერთი ქალი და თან თანამშრომლებზე ბევრად უმცროსი. თუმცა მიხვდა, რომ უფროსისაგან მსგავსი დამოკიდებულება არანაირ კავშირში არ იყო მისი თქმით „მამა-შვილურ“ სითბოსა და ყურადღებასთან, მას თურმე სხვა ზრახვები ამოძრავებდა. 2----–-–---------ს 17:00 სთ-ზე შ-------------ის სამსახურის უფროსის სამუშაო ოთახში დასამოწმებლად შეიტანა რამდენიმე დოკუმენტი, პარალელურად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, დაემშვიდობნენ ერთმანეთს, უფროსმა ჩამოართვა ხელი და გადმოიწია რომ მითვის ეკოცნა (არა გადასაკოცნად). გამომდინარე იქედან რომ სამუშაო დღეს დასრულებული იყო და არ უნდოდა თანამშრომლებს შორის რაიმე კამათი მომხდარიყო, მოერიდა ამ ფაქტის გახმაურებას, იმედოვნებდა, რომ მეორე დილით სამსახურის უფროსი ე-----ი ბ------–---ი თავის საქციელს ინანებდა და ბიდიშს მოიხდიდა, მაგრამ პირიქით, ამის შემდეგ მან დაიწყო მოქმედება მ-------------ას წინააღმდეგ და გაავრცელა ხმები თითქოს უგონებდნენ ასეთ ქცევას სამსახურიდან გასათავისუფლებლად. მოხსნებითი ბარათის ავტორი გამგებლისაგან ითხოვდა საჭირო ზომების გატარებას და რეაგირებას (ს.ფ. 40-41).

 

საქმეში წარმოდგენილია მ-------------ას ხელნაწერი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (ს.ფ 42), რომელშიც მ-------------ა მიუთითებს, რომ ე-----ი ბ------–---მა, რომელიც არაფხიზელ მდომარეობაში იყო სცადა ძალადობა, გადმოიწია რათა ეკოცნა, მან მას ხელი აუქნია და მოიშორა, თუმცა მისთვის შეურაცხმყოფელია ასეთი საქციელი (განცხადება დათარიღებულია 1---------წ. რეგისტრირებულია 2---------წ).

 

2----–-–-----------ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის N1 ოქმით, ირკვევა, რომ ე-----ი ბ------–---ის მხრიდან მ-------------ას სექსუალური შევიწროების გამო ეთხოვა მუნიციპალიტეტის გამგებელს, ამირან ჯამბურიძეს სიმართლის გარკვევამდე სასწრაფოდ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან შ-------------ორის სამსახურის უფროსი ე-----ი ბ------–---ი (ს.ფ.47).

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის N0-- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-60 მუხლის პირველი ნაწილის, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, ,,შ-------------ორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N16 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, გამგეობის შ-------------ის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის (N5--, 2---------) საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვის (N5--, 2---------წ) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის დადგენილების (ოქმი N--, 2---------წ) საფუძველზე შ-------------ის სამსახურის უფროსი - ე-----ი ბ------–---ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 48).

 

დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო იმავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის მ-------------ას მოხსენებით ბარათსა და განცხადებაში ასახული ფაქტი, რასაც მისი აღნიშვნით, ადგილი ჰქონდა სამსახურის უფროსის კაბინეტში 2----–-–----------ს. მოხსენებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ სამსახურის უფროსმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო მოინდომა მისთვის ეკოცნა და მან იგი ხელის აქნევით მოიშორა.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------ამ დაადასტურა 2----–-–-----------ის განცხადებაში და მოხსენებით ბარათში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2----–-–---------ს სამსახურის უფროსის კაბინეტში საქმის გამო იმყოფებოდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, ხოლო გამოსვლისას, თითქოს გამომშვიდობების მიზნით, ე-----ი ბ------–---მა ხელი ჩამოართვა და გადაკოცნისას ტუჩებში აკოცა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი15:40:55).

 

სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2----–-–----------ს მომხდარი ფაქტის გამო გამგეობაში დაირღვა სამუშაო რიტმი, თანამშრომლები, რომლებიც მ-------------ას იცნობდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სარწმუნოდ მიიჩნევდნენ მის მოხსენებით ბარათში აღწერილ გარემოებებს, ე-----ი ბ------–---ი თავს არიდებდა თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რაც მათ უღრმავებდა რწმენას, რომ მ-------------ას მონათხრობი შეესაბამებოდა სინამდვილეს. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მასალები ადასტურებს, რომ 2----–-–-ს ივნისში, მას შემდეგ, რაც მ-------------ამ მოხსენებითი ბართით მიმართა გამგებელს და თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა მოხსენებით ბარათში აღწერილი ფაქტი, გამგეობის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ე-----ი ბ------–---ს და მისგან განმარტებებს ითხოვდნენ, მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს პასუხი, - თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან მოითხოვეს სამსახურის უფროსის, ე-----ი ბ------–---ის მხრიან თანამშრომლის, მ-------------ას სექსუალური შევიწროვების ფაქტზე რეაგირება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის'' 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია - გამგებლის/მერის ბრძანება.

 

სარჩელით სადავო ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის N0-- ბრძანება შ-------------ის სამსახურის უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი 31/10/1997წ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VI1 თავით დადგენილი იყო ქცევის ზოგადი წესები საჯარო მოსამსახურეთათვის.

 

ხსენებული კანონის 731 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ქცევის ზოგადი წესების მიზანს წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე საჯარო მოსამსახურეთა ცალკეული კატეგორიისათვის ან/და ცალკეული დაწესებულებისათვის ამ თავით დადგენილი ქცევის ზოგადი წესების დაცვით შეიძლება მოქმედებდეს სპეციალური წესები.

 

მითითებული კანონის 732 მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც სარგებლობს მისი მომსახურებით. მე-6 პუნქტის მიხედვით, საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. მე-8 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურემ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპით. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განკარგულების ან/და დავალების გაცემა.

 

„?????????? ???? ????????? ????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაბამისი კონტროლის გარემოს ჩამოყალიბებასა და დახვეწას, რომელიც მოიცავს ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა პირად და პროფესიულ პატიოსნებას და ეთიკურ ღირებულებებს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულებით დამტკიცებული ,,შ-------------ორთა ეთიკის კოდექსის“ 1.1 და 1.2 მუხლებით, შ-------------ორთა ეთიკის კოდექსი წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებს შ-------------ის სუბიექტის თანამშრომელთა ქცევის წესს სახელმწიფო შ-------------ის საქმიანობის განხორციელების პროცესში. კოდექსის მიზანია შ-------------ის საქმიანობაში მაღალი ეთიკური კულტურის დამკვიდრება და შ-------------ორთა მიერ პროფესიული ვალდებულებების სრულყოფილად და ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობა.

 

სააპელაციო სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების (მათ შორის, მ-------------ას მოხსენებითი ბარათის, განცხადების, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჩატარებული წარმოების მასალებით (გამოკითხვის ოქმები, სამართალდარღვევის ოქმები და სასამართლოს დადგენილებები)) ერთობლიობით დადგენილად მიაჩნია, რომ არსებობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში სწორად შეფასდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2014წ. N1/2/569 გადაწყვეტილებაში (დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფო სამსახურის არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებში.

 

კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, - წვდომა ჰქონდეს სახელმწიფო თანამდებობაზე. ეს დანაწესი ქმნის გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა. მოხსენიებული ნორმა სახელმწიფოს ავალდებულებს დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, - მონაწილეობდეს სახელმწიფოს მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა და მათი რეალური დაცვის უზრუნველყოფა, რისი ვალდებულებაც მაღალი სტანდართით გააჩნიათ საჯარო დაწესებულებებს და მათი თანამდებობის პირებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად ვერ მიიჩნევა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი თანამშრომლის ან ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევის ან ამ უფლებების უპატივცემულობის მიზეზით მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რამდენადაც სახელმწიფოს მართვა და საჯარო მნიშვნელობის ფუნქციის შესრულება მხოლოდ მაღალზნეობრივი, შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ადამიანებმა უნდა განახორციელონ, სხვაგვარი მიდგომა მძიმე ტვირთად დააწვება დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს მშენებლობის მიზნის მიღწევის პროცესს.

 

„ადგილობრივი თვითმმართველოს კოდექსის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირია გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მასზე დაკისრებულ საჯარო ფუნქციებს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. შესაბამისად, ეს თანამდებობა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისათვის.

 

საჯარო სამსახურში საქმიანობა ეფუძნება მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემის პრინციპებს.

 

გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექის მე-60 მუხლის პირველი პუნქტი (01/06/2017 - 26/07/2017 პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვითაც, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.1 მუხლით მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. იმავე კანონის 79.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. 78.1 მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

 

ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–-----------ის N0-- ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტი ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, ,,შ-------------ორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის N1016 განკარგულების მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N16 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, გამგეობის შ-------------ის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათი (N5--, 2---------), ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების მიმართვა (N5--, 2---------წ) და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის დადგენილება (ოქმი N--, 2---------წ) (ს.ფ. 48).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.7 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო მოიხმობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის მიხედვითაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და სხვა ხელმომწერნი იხსენებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კონვენციას (ETS №5, 1950) და მის ოქმებს, ევროპის სოციალურ ქარტიას (ETS №35, 1961, გადასინჯული 1996 წელს, ETS №163), ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (CETS №197, 2005) და ევროპის საბჭოს კონვენციას სექსუალური ექსპლოატაციისაგან და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ (CETS №201, 2007); იხსენებენ მინისტრთა კომიტეტის შემდეგ რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიმართ: რეკომენდაცია Rec(2002)5 ძალადობისაგან ქალთა დაცვის შესახებ, რეკომენდაცია CM/Rec.(2007)17 გენდერული თანასწორუფლებიანობის სტანდარტებისა და მექანიზმების შესახებ, რეკომენდაცია CM/Rec(2010)10 კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში და მშვიდობის შენებაში ქალების და მამაკაცების როლის შესახებ და სხვა შესაბამის რეკომენდაციებს; ითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდეტული სამართლის განვითარებას, რომელიც ადგენს მნიშვნელოვან სტანდარტებს ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში; უწევენ ანგარიშს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), საერთაშორისო პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966), გაეროს კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW, 1979) და მის ფაკულტატიურ ოქმს (1999), ასევე CEDAW-ის კომიტეტის №19 საერთო რეკომენდაციას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, გაეროს კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ (1989) და მის ფაკულტატიურ ოქმებს (2000) და გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006); გმობენ რა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმას; აღიარებენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის de jure და de facto თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა არის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი; აღიარებენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრული თანასწორუფლებიანობის განხორციელებას; აღიარებენ ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა; _ ისწრაფვიან ისეთი ევროპის შექმნისკენ, რომელიც თავისუფალი იქნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან.

 

კონვენციის 1.1 მუხლით, კონვენციის მიზნებია: ა. დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა; ბ. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

კონვენციის მე-3 მუხლით, კონვენციის მიზნებისთვის „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

კონვენციის 4.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა ხელი შეუწყონ და დაიცვან ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალების უფლება, იცხოვრონ ძალადობის გარეშე როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. 4.2. მუხლით, მხარეები გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმას და დაუყოვნებლივ იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო და სხვა ზომას მისი პრევენციისათვის, კერძოდ: - თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებსა თუ სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაფიქსირებით და ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელების უზრუნველყოფით; - ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვით, მათ შორის, სანქციების გამოყენებით, სადაც ეს მიზანშეწონილია.

 

კონვენციის 5.1 მუხლის თანახმად, მხარეები თავს იკავებენ ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ქმედების ჩადენისგან და უზრუნველყოფენ, რომ სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, პასუხისმგებელი წარმომადგენლები, დაწესებულებები და სხვა პირები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით გამოდიან, მოქმედებდნენ ამ ვალდებულების შესაბამისად. 5.2 მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას სათანადო ყურადღების გამოსაჩენად, რათა აღკვეთონ, გამოიძიონ, დასაჯონ და გაითვალისწინონ კომპენსაცია არასახელმწიფო პირების მიერ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის აქტების ჩადენისთვის. 29.1 მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებთან მიმართებაში. მე-40 მუხლის მიხედვით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, კერძოდ, მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული გარემოს შექმნის გზით, დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის სამართლებრივ სანქციებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ეთანხმება მაგისტრატი სასამართლოს დასკვნას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით სარწმუნოდ დგინდება, რომ არსებობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შ-------------ის სამსახურის უფროსის ე-----ი ბ------–---ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში სწორად შეფასდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე-----ი ბ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე