განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2018
საქმის ნომერი
330100117001892306
ინსტანცია
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001892306 - 1ბ/321-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ლ-------------–-- (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, თ---------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელი: - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

მსჯავრდებული: ნ------------- (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, თა-----------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასჯელი: - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ------------მა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ----------–---–--ემ, ასევე მსჯავრდებულ ლ-------------–--მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------------ემ და ითხოვეს მსჯავრდებულთა მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 18 მაისს ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ თავმჯდომარემ ლ-------------–--მ საჯარო რეესტრში წარადგინა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ 2015 წლის 15 მაისის ყალბი კრების ოქმი №2, რომლის თანახმადაც კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ასი პროცენტი, რომელთა ორმა მესამედმა თანხმობა გამოთქვა ქ.თბილისში, თ-----------------ში მდებარე სათავსო №7/1-ის ამხანაგობის წევრ ლ-------------–--ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა ლ-------------–--ს საკუთრებაში.

 

2015 წლის 18 მაისს ნ------------მა დაამზადა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ 2015 წლის 15 მაისის ყალბი კრების ოქმი №2, სადაც აღნიშნა, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ასი პროცენტი, რომელთა ორმა მესამედმა თანხმობა გამოთქვა ქ.თბილისში, თ-----------------ში მდებარე სათავო №7/1-ის ამხანაგობის წევრ ლ-------------–--ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე. აღნიშნული კრების საფუძველზე ზემოხსენებული უძრავი ქონება ლ-------------–--მ დაირეგისტრირა საკუთრებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება:

 

მოწმე ს-----–----------–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თ-----------------ში. ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრეები იყვნენ მისი მშობლები, ხოლო შემდეგ კი თავად ჰქონდა საკუთრებაში. თ-----------------ში არის კორპუსი, რომელიც არის სამსართულიანი და სადაც მასთან ერთად ცხოვრობს 10 ოჯახი. 2007 წელს შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც ათი წევრისგან შედგებოდა. მას მხოლოდ სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული კრებაში, მის ნაცვლად მინდობილობის საფუძველზე სხდომას ესწრებოდა მეუღლე ვ--–-----------–--–-–---–ი. მან შემთხვევით გაიგო მეზობელ ნ------------გან, რომ სათავსოს რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, ფლობდა ლ-------------–-- და ჰქონდა სახელოსნო. მისი განმარტებით აღნიშნული ტერიტორია არცერთი მეზობლის საკუთრება არ იყო და არც რაიმე საკუთრების დამადასტურებელი ცნობა არ მოიპოვებოდა. 2015 წლის 15 მაისის კრებას თავად არ დასწრებია, რადგან არავის უთქვამს მისთვის კრების მოწვევის და ჩატარების თაობაზე, ასევე მისი განმარტებით სხდომას არ ესწრებოდა რამდენიმე მეზობელიც. როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი ზემოაღნიშნული ფართის დასაკანონებლად განცხადებით მიმართეს სხვადასხვა სახელწმიფო ორგანოებს.

 

მოწმე ს-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თ----------------------------ში. ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრეები იყვნენ მისი მშობლები, შემდეგ კი თანასაკუთრებაში ჰქონდათ მას და მის ძმას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული, კრებებს კი ხშირად ესწრებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ რუსეთიდან ჩამოვიდა მისი ძმა, რომელიც ასევე იყო ბინის მესაკუთრე, თავად კი კრებებს აღარ დასწრებია. 2015 წლის მაისში ლ-------------–--სათვის ფართის გადაცემის საკითზე კრებას არ დასწრებია, რადგან აღნიშნულის თაობაზე არავის უცნობებია. როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი მისი მეზობლები ნ-–-----ე და გ-----------იც არ იმყოფებოდნენ კრებაზე.

 

მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თ---------------------------ა-ში. ზემოაღნიშნული ბინა თანასაკუთრებაში აქვთ მას, მეუღლე მ-----–---–------ეს და მის შვილს - ი-----–---–------ეს. 2007 წელს შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ---–-------–---“, რომლის წევრიც არის თავად, თუმცა კრებებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. როგორც მისთვის გახდა ცნობილი მისი და მეზობლების წინააღმდეგ სასამართლოში იყო შეტანილი სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე, ხოლო რა შედეგი დადგა მისთვის უცნობია. მეზობელ ნ------------გან გაიგო 2015 წლის 15 მაისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების შესახებ, სადაც ლ-------------–--სათვის უნდა დაეკანონებინათ ავტოფარეხი. მოწმის განმარტებით იგი იყო შეშფოთებული, რადგან კრებას სხვა მეზობლებთან ერთად თავადაც არ დასწრებია, ხოლო ლ-------------–-- კი კრების ოქმის საფუძველზე ავტოფარეხის მფლობელი გახდა.

 

მოწმე ნ------------ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 1978 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, თ--------------------------ში. 2015 წლის 2 თებერვალს თ-------------–---–ისგან 11000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარად იყიდა ფართი, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, თ---------------------------ში. იმავე წლის 15 მაისს დაიწყო ფართის სარემონტო სამუშაოები, რომლის გამოც შემდგომ მეზობელ ნ------------თან კონფლიქტი მოუვიდა და რომელიც ეუბნებოდა, რომ ეზოში უნდოდათ დიდი კორპუსის აშენება. უმჯობესი იყო დაებრუნებინა თანხა თ-------------–---–ისათვის. აღნიშნულ საკითხში უკეთ გასარკვევად მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც გაარკვია, რომ N7-ში მცხოვრებ ჟ--------------ს ნაცვლად თავისი ფართისა, დარეგისტრირებული ჰქონდა მისი ფართი. ასევე საჯარო რეესტრში გაარკვია, რომ 2008 წლიდან ფართებს მინიჭებული ჰქონდათ ნუმერაცია. (6.7.8) 2015 წლის 20 მაისს გაიგო, რომ ლ-------------–--მ ამხანაგობის კრების საფუძველზე დაირეგისტრირა თ------------------------------ში მდებარე ფართი. ამის შემდეგ მივიდა მეზობლებთან და ჰკითხა მონაწილეობდნენ თუ არა კრებაში, სადაც ლ-------------–--ს მიეცა უფლება საკუთრებაში დაერეგისტირებინა ფართი. მოწმის განმარტებით, კრების ოქმში მითითებული 100% დასწრება ვერ იქნებოდა, რადგან კრებას არ ესწრებოდნენ მეზობლები - ა------ ნ-–-----ე, მ-----–---–------ე, ს-----–----------–--–-–---–ი და ლ---- გ-----------ი.

 

მოწმე ლ-----------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თ---------------------------ში. 2007 წლიდან შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ---–-------–---“. 2015 წლის გაზაფხულის პერიოდში ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება უძრავი ნივთების რეგისტრაციასთნ დაკავშირებით. ამხანაგობის კრებას ესწრებოდნენ თვითონ, ლ-------------–--, ნ-------------, ზ---------------–-, ლ---- გ-----------ი, ე---------------------ი და ა------ ნ-–-----ე. მოწმის განმარტებით ყველა დამსწრემ თანხმობა განაცხადა აღნიშნული უძრავი ქონების დარეგისტრირება ლ-------------–--სათვის.

 

მოწმე ა------ ნ-–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თ---------------------------ში. მისი განმარტებით 2007-2008 წლებში შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. 2015 წლის მაისში ჩატარდა კრება, რომელსაც ორი მობინადრის გარდა ესწრებოდა ყველა ამხანაგობის წევრი. კრებაზე, სადაც დამსწრე ამხანაგობის წევრებმა დაუჭირეს მხარი, გადაწყდა, რომ N7 სათავსო უნდა გაფორმებულიყო ლ-------------–--ზე, N6 ნომერი მის სახელზე, ხოლო N9 ნომერი ასევე სხვა ამხანაგობის წევრზე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ზ---------------–მა.

 

მოწმე ე---------------------ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, თამარ მ----------------------------ში. აღნიშნულ მისამართზე ჩამოყალიბებულია ამხანაგობა „ძ---–-------–---“, რომლის წევრიც არის თავად, ხოლო თავჯდომარე კი არის ლ-------------–--. ამხანაგობის წევრებს შორის არის სულ 6 ადამიანი, კერძოდ, ლ-------------–--, ნ-------------, ს------------–--–-–---–ი, ნ-–-----ე და ზ-----, რომლის გვარიც არ ახსოვს. იგი ხშირად ესწრებოდა ამხანაგობის კრებებს, ხოლო ზემოაღნიშნული პირების გარდა სხვა წევრს არ იცნობს და არც კრებას დასწრებია ვინმე. მისი განმარტებით საცხოვრებელი სახლის ეზოში ადრე იდგა დამხმარე ფართი, სადაც ცხოვრობდა ხალხი, ხოლო შემდგომ ისინი გადააკეთეს „გარაჟებად“, რომელიც არის სავარაუდოდ ხუთი. ზემოაღნიშნული „გარაჟების“ განხილვის საკითხის დროს ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. 2015 წლის 15 მაისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაში არ ახსოვს მიიღო თუ არა მონაწილეობა და არც ის ახსოვს რა საკითხი განიხილებოდა კრებაზე.

 

მოწმე თ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის იუსტიციის სახლის ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობაზე. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის დოკუმენტების მიღება, რომლებიც შემდგომ იგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მის მიერ არ მოწმდება წარმოდგენილი განცხადების ნამდვილობა და შინაარსი. 2015 წლის 18 მაისს ლ-------------–--ს მიერ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტაცია არ ახსოვს, ვინაიდან დღის განმავლობაში ბევრ განცხადებებს იღებს. გამომძიებლის მიერ იქნა წარდგენილი ლ-------------–--ს მიერ იუსტიციის სახლში წარდგენილი დოკუმენტაცია, რაზედაც მან დაუდასტურა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია მის მიერ იქნა მიღებული.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა---------–---–მა.

 

მოწმე ნ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 10 წელია მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის უძრავ ნივთებზე საკუთრების დადასტურება. იუსტიციის სახლში დოკუმენტის ჩაბარება ისახება ელექტრონულ ბაზაში, რომელსაც შემდეგ ელექტრონულად ამოწმებენ. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონით დადგენილ წესს ხდება საკუთრების რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, რაც განმცხადებელს მესიჯის სახით ეცნობება. ასევე, მოქალაქეს თხოვენ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას. მოწმის განმარტებით აღნიშნულ საქმეზე წარდგენილი იყო კრების ოქმი, რომელიც არ პასუხობდა კანონმდებლობით დადგენილ წესს, კერძოდ, კრების ოქმში მითითებული იყო, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 80%, საიდანაც ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ლ-------------–--ს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხს. ხარვეზის დადგენის შემდეგ წარდგენილი იქნა კრების ოქმი, სადაც ამხანაგობის წევრთა 100%-ის ორმა მესამედმა დაუჭირა მხარი ზემოაღნიშნულ საკითხს. ზემოაღნიშნულის შემდეგ ლ-------------–--ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ფართი.

 

მოწმე გ-----------–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ პროკურორის ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბრალდებულ ნ------------ს და ლ-------------–--ს მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად.

 

მოწმე ვ--–-----------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ.თბილისის შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლად. მან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ამხანაგობა „ძ---–-------–---ს“ წევრები და დადგენილების საფუძველზე დანიშნა ექსპერტიზა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული აქვს თუ არა არ ახსოვს.

 

მოწმე ე-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილი, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---ს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლად. 2015 წლის 12 ნოემბერს ძ---–-------–---ს სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში ნ------------ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბების ფაქტზე. მის მიერ იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, კერძოდ გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წერილით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის. ლ-------------–--სგან და ნ-------------სგან აიღო ხელწერის ნიმუშები. ზემოაღნიშნულის გარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

ბინათმე საკუთრეთა ამხნაგობა „ძ---–-------–---“ -ს N2 კრების თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100%-იანი დასწრებით, ნ-------------ს თავჯდომარეობით ლ-------------–--ს გადაეცა 9.82 - 7/1 კვ.მ ფართი სამეურნეო სათავსო, მდებარე ქ.თბილისი, თ----------------.

 

გრაფიკული ექსპერტიზის №1------- დასკვნით დადგენილია, რომ:

_ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 18.05.2015 წ. დათარიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე შესრულებული N1------- განცხადების გრაფაში „დაინტერესებული პირი: /ლ-------------–--/“ არსებული ხელმოწერა და დოკუმენტის (წარწერით: სათავსო 7/1-ს გეგმა“) გრაფაში „დამკვეთი: ლ-------–--“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ლ-------------–--ს მიერ.

_ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 15.05.2015 წ. დათარიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ---–-------–---ს“ კრების N2 ოქმის (გრაფაში „კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა“ არის ჩანაწერი 80%, აკინძული სანოტარო აქტი - ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებასთან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N150499300) ერთად) მესამე ფურცელზე ლურჯი ფერის საწერი საშუალებით შესრულებული ნ-------------ს სახელით არსებული ხელმოწერა და 15.05.2015 წ. დათარიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ძ---–-------–---ს“ კრების N2 ოქმის (გრაფაში ,,კრებას ესწრება ამხანაგობის წევრთა“ არის ჩანაწერი „100%“, აკინძული სანოტარო აქტი - ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებასთან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) ერთად) მესამე ფურცელზე ლურჯი ფერის საწერი საშუალებით შესრულებული ნ-------------ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნ-------------ს მიერ.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტებზე წარწერით „დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები“ ხელმოწერები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ----------–---–---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზ-------------–--ის წერილით (11.06.2015) დადგენილია, რომ თ---------------------------ში ირიცხებოდა ბმა „ძ---–-------–---“. თავმჯომარის მიერ წარდგენილი იყო 2007 წლის 5 დეკემბრის N1 კრების ოქმი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებისა და თავჯდომარის არჩევის შესახებ. აღნიშნული ოქმის თანახმად, ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) ერთეული ბინისაგან. წევრთა სიაში მითითებულია 10 (ათი) ბინათმესაკუთრე.

 

2015 წლის 16 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---ს სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლის ე-----------------–---–ის მიერ ნ------------ თანდასწრებითა და მონაწილეობით დათვალიერებული იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც აღნიშნულია საკადასტრო კოდი N0-------------------, განცხადების რეგისტრაცია 02.02.2015 წელი, 14:56:35 საათი, მომზადების თარიღი 04.02.2015 წელი, 17:34:22 საათი, მისამართი ქ.თბილისი, თ-------------------------, შენობა-ნაგებობები N1-დან N17-ის ჩათვლით. მესაკუთრეები - ნ----------- პ/ნ 0----------, საკუთრების ტიპი - სარდაფი, ფართი 25.12 კვ.მ.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 15/06/2015 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ----------------------, დაზუსტებული ფართობი 835 კვ.მ. შენობა N7; საერთო ფართი 9.82 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის ლ-------------–--. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2, რეესტრის N1--------, რომლის დამოწმების თარიღია 18/05/2015, ნოტარიუსი მ--------–---.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 26/08/2015 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ----------------------, დაზუსტებული ფართობი 835 კვ.მ. სათავსო შენობა N9-ის ნაწილი, საერთო ფართი 17.20 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის ნ-------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია N1--------, რომლის დამოწმების თარიღია 15/06/2015, ნოტარიუსი მ--------–---.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 07/02/2011 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ----------------------, დაზუსტებული ფართობი 835 კვ.მ. შენობა N8, საერთო ფართი 16.00 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის გ----------------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი, N1--------, რომლის გაფორმების თარიღია 26/01/2011, ნოტარიუსი რ--------–--------------.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ 11/02/2008 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0--------------------- მისამართი: თბილისი, თ-------------------------, დაზუსტებული ფართობი 1120 კვ.მ. შენობა „სარდაფი“ საერთო ფართი 18.00 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის ა-–---------------–---. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია პრივატიზაციის ხელშეკრულება N2-----, რომლის დამოწმების თარიღია 26/06/1992, ნოტარიუსი ნ-------------.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 07/04/2011 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0--------------------- მისამართი: თბილისი, თ-------------------------, დაზუსტებული ფართობი 2066 კვ.მ. შენობა „სარდაფი“ საერთო ფართი 25.12 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის ა-–---------------–---. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ-------“-ს კრების ოქმი N1--------, რომლის დამოწმების თარიღია 31/03/2011, ნოტარიუსი რ--------–--------------.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 30/01/2013 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ-------------------------, დაზუსტებული ფართობი 2066 კვ.მ. შენობა „სარდაფი“ საერთო ფართი 25.12 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის თ-------------–---–ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დამოწმების თარიღია 28/01/2013, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 04/02/2015 წლის მონაცემებით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ-------------------------; დაზუსტებული ფართობი 2066 კვ.მ. შენობა „სარდაფი“ საერთო ფართი 25.12 კვ.მ. მესაკუთრის გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე არის ნ-----------. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად აღნიშნულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დამოწმების თარიღია 02/02/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

2016 წლის 25 იანვრის დათვალიერების ოქმის თანხმად, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---ს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლის ე-----------------–---–ის მიერ მოწმის სახით გამოკითხული პირის - ლ-------------–--ს თანდასწრებითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი (ქ.თბილისი, თ--------------------------, თარიღი 09.05.2015). ამხანაგობის წევრთა რაოდენობა - 8 წევრი, ხოლო კრების დასწრება 100 %-იანი. ოქმში მოცემულია დღის წესრიგი: 1. გადაეცეს სათავსო 6/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ამხანაგობის წევრს ა------ ნ-–-----ეს; 2. გადაეცეს სათავსო 7/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ლ-------------–--ს; 3. გადაეცეს სათავსი 9/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ამხანაგობის წევრს ნ------------ს; კრებამ დაადგინა: ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მიეცა ამხანაგობის წევრებს თანხმობა; კრების თავჯდომარე ნ------------- მისი პირადი ნომერი და ხელმოწერა. ხოლო ოქმის ბოლოს არის კრებაზე დამსწრე პირების ხელმოწერები და პირადი ნომრები. N1 არის მ----------------------; N2 გ-----------ი; N3 ნ----------; N4 ზ---------–-; N5 ლ---------–---–-; N6 ნ-–-----ე; N7 და N8 არის ლ-------------–--.

 

2016 წლის 16 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–---ს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინპექტორ-გამომძიებლის ე-----------------–---–ის მიერ მოწმის სახით გამოკითხული პირის - ქ---------------–---–ის თანდასწრებითა და მონაწილეობით დათვალიერებული იქნა მეუღლის - მ-----–---–------ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, სადაც აღნიშნული გარდაცვლილი პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, გარდაცვალების თარიღი, გარდაცვალების ადგილი, გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი, აქტის ჩანაწერი, მოწმობის გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო.

 

2016 წლის 03 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ლ-------------–--სგან აღებული იქნა ხელწერის ნიმუშები შესრულებული სხვადასხვა მდგომარეობაში.

 

2016 წლის 03 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ნ-------------სგან აღებული იქნა ხელწერის ნიმუშები შესრულებული სხვადასხვა მდგომარეობაში.

 

2016 წლის 11 ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2, 2015 წლის 15 მაისის ამხანაგობის წევრთა 80%-იანი დასწრების დედანი, დამოწმებული ნოტარიუს მ--------------–--ის მიერ. ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2, 2015 წლის 15 მაისის ამხანაგობის წევრთა 100%-იანი დასწრების დედანი, დამოწმებული ნოტარიუს მ--------------–--ის მიერ. ლ-------------–--ს 2015 წლის 18 მაისის განცხადება N1------- საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე დედანი, დაინტერესებული პირის საიდენთიფიკაციო მონაცემები, სათავსო N7/1-ის დედანი გეგმა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზ-------------–--ის წერილის (20.11.2015) საფუძველზე დგინდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2007 წლის 05 დეკემბრის N1 კრების ოქმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბმა „ძ---–-------–---“ (მის:თ--------------------------), რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლ-------------–-- 2 (ორი) წლის ვადით. ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) წევრისაგან.

 

ბმა „----–-------–------ 2010 წლის 4 მარტის N2 კრების ოქმის საფუძველზე ლ-------------–--ს გაუგრძელდა თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა 3 (სამი) წლით. 2010 წლის მარტის მდგომარეობით ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) წევრისგან.

 

ბმა „----–-------–------ 2013 წლის 2 მარტის კრების ოქმის საფუძველზე თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) წლით. კრების ჩატარების მომენტისთვის ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) წევრისგან. ამავე წერილით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით (20.11.2015) ამხანაგობის თავჯდომარეს არ მიუმართავს განცხადებით ამხანაგობის წევრთა ცვლილებების შესახებ.

 

ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმით დადგენილია, რომ (ქ.თბილისი, თ--------------------------, თარიღი 09.05.2015), ამხანაგობის კრებას ესწრებოდა 8 წევრი, ხოლო კრების დასწრება 100%-იანი. ოქმში მოცემულია დღის წესრიგი: 1. გადაეცეს სათავსო 6/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ამხანაგობის წევრს ა------ ნ-–-----ეს; 2. გადაეცეს სათავსო 7/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ლ-------------–--ს (ამხანაგობის წევრს); 3. გადაეცეს სათავსო 9/1 ინდივიდუალურ საკუთრებაში ამხანაგობის წევრს ნ------------ს. კრებამ დაადგინა: ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მიეცა ამხანაგობის წევრებს თანხმობა. კრების თავჯდომარე ნ-------------, მისი პირადი ნომერი და ხელმოწერა. ოქმის ბოლოს არის კრებაზე დამსწრე პირების ხელმოწერები და პირადი ნომრები. N1 მ----------------------; N2 გ-----------ი; N3 ნ----------; N4 ზ---------–-; N5 ლ---------–---–-; N6 ნ-–-----ე; N7 და N8 არის ლ-------------–--.

 

2017 წლის 27 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, ქ.თბილისის შსს ძ---–-------–---ს სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ--–-----------------ის მიერ განხორციელდა სისხლის სამართლის N006121115002 საქმეზე ხელწერის ექპერტიზის დასკვნა N1------- თანდართული პაკეტი N1 დალუქული ლუქი N F-------- გახსნა, რა დროსაც პაკეტში მოთავსებული სისხლის სამართლის N006121115002 საქმის მასალები: ლ-------------–--ს 2015 წლის 18 მაისის განცხადება N1-------, სათავსო N7/1 გეგმა, „----–-------–------ ამხანაგობის 2015 წლის 15 მაისი კრების ოქმი N80% დასწრებით დამოწმებული ნოტარიულად, „----–-------–------ ამხანაგობის 2015 წლის 15 მაისი კრების ოქმი N100% დასწრებით დამოწმებული ნოტარიულად, დაინტერესებული პირის საიდენთიფიკაციო მონაცემები, აღნიშნული დოკუმენტები დაერთო სისხლის სამართლის N006121115002 საქმეს. N2 პაკეტი დალუქული ლუქით N----------, რომელშიც მოთავსებულია სისხლის სამართლის N006121115002 საქმის მასალები: ნ-------------ს 02.03.2016 წლის განცხადება, გამოკითხვის ოქმი 18.02.2016წ, ხელწერილი, ნიმუშის აღების ოქმი, ლ-------------–--სთან გასაუბრების ოქმი, გამოკითხვის ოქმები, განცხადება, დათვალიერების ოქმი, ხელწერილი, ნიმუშის აღების ოქმი, ნ----------ს ხელმოწერის ნიმუშები, ლ-------–--ს ხელმოწერის ნიმუშები.

 

ქ.თბილისის იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილით დადგენილია, რომ მოქალაქე ლ-------------–--ს მიერ 2015 წლის 18 მაისს იუსტიციის სახლში სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა 2015 წლის 15 მაისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „----–-------–------ კრების ოქმი, რომელიც მიღებული იყო იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თ-------------ის მიერ. იმავე დღეს ლ-------------–--მ, სარეგისტრაციო საქმეზე დამატებით წარადგინა ახალი კრების ოქმი, რომელიც მიღებულია იუსტიციის სახლის ფილიალის, თბილისის იუსტიციის სახლის ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის ა----------–---–ის მიერ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ლ-------------–--სა და ნ-------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულს წარმოადგენს, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება.

 

პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზ-------------–--ის წერილის (20.11.2015) მიხედვით ბმა „ძ---–-------–---“ (მის:თ--------------------------), ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) წევრისაგან. ამავე წერილის მიხედვით ამხანაგობის თავჯდომარეს არ მიუმართავს განცხადებით ამხანაგობის წევრთა ცვლილებების შესახებ. საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ნ-------------ს მიერ შედგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხნაგობა „ძ---–-------–---“ -ს N2 15.05.2015 წლის კრების თანახმად, ამხანაგობის წევრთა 100%-იანი დასწრებით, ლ-------------–--ს გადაეცა 9.82 - 7/1 კვ.მ ფართი სამეურნეო სათავსო, მდებარე ქ.თბილისი, თ----------------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტს წარმოადგენს რაიმე ინფორმაციის შემცველი, სათანადო წესით გაფორმებული წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ასევე უფლებას. 15/06/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------------- მისამართი: თბილისი, თ----------------------, დაზუსტებული ფართობი 835 კვ.მ. შენობა N7; საერთო ფართი 9.82 კვ.მ. მესაკუთრე ლ-------------–--, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2, რეესტრის N1--------, დამოწმების თარიღი 18/05/2015, ნოტარიუსი მ--------–---.

 

ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2 წარმოადგენს უფლების დამდგენ ოფიციალურ დოკუმენტს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიაბას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: ,,ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან“.

 

მოწმეების ს-----–----------–--–-–---–ის, ს-------------–--ის, ქ---------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 15 მაისის კრებას არ დასწრებიან, მათვის უცნობია კრებამ როგორ მიიღო გადაწყვეტილება ლ-------------–--სათვის სათავსოს გადაცემის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან მოწმე ე---------------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე „გარაჟების“ განხილვის საკითხის დროს ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის აპელირება ამხანაგობის წევრთა 8-მდე შემცირების შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს კანონიდან და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. კერძოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-1 პუნქტის შესაბამისად „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში“ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი „ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან“. ამდენად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რომელიმე მესაკუთრის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზ-------------–--ის წერილის საფუძველზე, დგინდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „----–-------–------ 2013 წლის 2 მარტის კრების ოქმის საფუძველზე კრების ჩატარების მომენტისთვის ამხანაგობა შედგებოდა 10 (ათი) წევრისგან. ამავე წერილის საფუძველზე ამხანაგობის თავჯდომარეს არ მიუმართავს განცხადებით ამხანაგობის წევრთა ცვლილებების შესახებ, ხოლო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე“. ამდენად დაცვის მხარის პოზიცია ამხანაგობის წევრთა რიცხვის 8-მდე, (რომელშიც ლ-------------–-- ჩათვლილია ორ წევრად და არა ორი ხმის უფლების მქონე ერთ წევრად) შემცირებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ამასთან, ლ-------------–--ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ კრების ოქმი N2 ის მიხედვით კენჭისყრში მონაწილეობა არ მიუღია. იმდენად რამდენადაც, კრებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული ე---------------------საც პალატას მიაჩნია, რომ კრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხალეთა მონაწილეობით გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელ----ტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-------------–--სა და ნ-------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------------მა დაამზადა ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----–-------–------ 2015 წლის 15 მაისით დათარიღებული ყალბი კრების ოქმი, ხოლო ლ-------------–--მ ზემოაღნიშნული ყალბი კრების ოქმი გამოიყენა, კერძოდ წარადგინა საჯარო რეესტრში.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------------–--მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით; ნ------------მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ნ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.

 

სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებეის, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-------------–--სა და ნ-------------სათვის განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი, ლ-------------–--სა და ნ-------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ-------------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----------–---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ლ-------------–--ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------------–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-------------–--ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არცერთი სახე.

 

ნ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ-------------ს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების არცერთი სახე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი