განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
330100118002253687
ინსტანცია
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002253687, №1/ბ-269-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ-------------–--------------ი, დაბადებული 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ს------–----–-----------–----–------–-----------------–----------;

 

ადვოკატი - რ------------–--ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სასჯელი:

 

6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელი არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ძალადობრივი ხასიათი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი და სამართლიანი, მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამორიცხავს ძალადობრივი ქმედების განმეორებით ჩადენას, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით, გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კერძოდ:

 

2017 წლის 08 დ--------ს, ღამის საათებში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ----------------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მამის, ვ----–---------ის მიმართ, კერძოდ: თბილისში, ს------–----–-----------–----–------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მივარდა საძინებელ ოთახში მწოლიარე ვ----–---------ს, შეანჯღრია და რამდენჯერმე დაარტყა მუშტები სახის არეში. გ----------------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელების შედეგად ვ----–---------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით, გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 დეკემბრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები ადასტურებენ მსჯავრდებულ გ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ----------------ის მიერ მამისთვის მიყენებული ფიზიკური ძალადობა არ იყო სისტემატური ხასიათის და მხოლოდ აღნიშნულ დღეს ჰქონდა ადგილი.

 

ბრალდების მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გ----------------ს, როგორც იურისტს, ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი ცოდნა და პასუხისმგებლობა გააჩნია, ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი. საჩივარში დაფიქსირებული გარემოება, რომ თითქოს გ----------------ი არამყარი ფსიქიკის მატარებელია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. თუ ამ გარემოებას ბრალდების მხარე ადასტურებს საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც მითითებულია ძალადობის განხორციელების გამომწვევ მიზეზებზე, სასჯელის დამძიმების საფუძვლად და არამყარი ფსიქიკის დასადასტურებლად ვერ იქნება მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ თავად ვ----–---------ის ჩვენებით, შვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას საფუძვლად ედო მის მიერ გამოხატული პოზიცია შვილის პირადი ცხოვრების თაობაზე.

 

გ----------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ აგრძელებს მშობლებთან თანაცხოვრებას, რცხვენია ჩადენილი ქმედების, გულწრფელად ნანობს და გამორიცხავს აღნიშნულის განმეორებით ჩადენას. გასათვალისწინებელია გ----------------ის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდი. გ----------------ი გათავისუფლდა 2018 წლის 30 იანვარს, გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელის საფუძველზე. გათავისუფლებიდან 2 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, არ წარმოდგენილა მტკიცებულება ძალადობრივი ქმედების განმეორების თაობაზე, რაც სასჯელის გამკაცრების საფუძველი გახდებოდა. პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. გ----------------ი გარკვეული პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა პატიმრობაში და პალატის მოსაზრებით, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული პატიმრობის ვადა, ისე სასჯელის სახით დანიშნული 6 თვით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის გამოსაცდელი ვადით, მისი პიროვნების, დანაშაულის აღიარების, მონანიების, მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევის და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს საფუძველი მომავალში გ----------------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და ასევე უნდა იყოს დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი.

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------------ი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 დეკემბრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ----------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე