განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2018
საქმის ნომერი
330100117001878183
ინსტანცია
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001878183

საქმე №1ბ/73-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ვახტანგ ლობჟანიძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----------–---ის

ადვოკატის: ი---------–---–---–ის

გამართლებულის: გ----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №007030317002): გ----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------------------------------------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გამოძიებაში გ----------------–---–- ბრალად წარდგენილი ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------------–---–-- უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც 2017 წლის 3 მარტამდე, ასევე უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 3 მარტს, ქ--------–--–--------------------------------------ში მდებარე გ----------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები: „მეტამფეტამინი“ (მარილი), წონით 0,000033 გრამი და „ამფეტამინი“, წონით 0,00000536 გრამი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ----------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმდა და იგი დაუყოვნებელივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----------–---მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გ----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ----------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ემყარება სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მტკიცებულებები არის წინააღმდეგობრივი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების გ----------------–---–თან შემხებლობა არ დასტურდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი შ-------–---–---–-, რომლის განმარტებით, 2017 წლის 3 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ბ------------------------------–- იმყოფებოდა გ----------------–---–ი, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. გ----------–---–- თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მან მოახსენა ხელმძღვანელობას. მოწმე დ-----------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 მარტს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00-04:00 საათზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოცხადდნენ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ გ----------------–---–ი და მისი მეგობარი ა-–-------------------. ასევე, ზემოდან ჩამოვიდნენ ბრალდებულის ძმა და მისი მეუღლე. მან (მოწმემ) გ----------------–---–- გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რომელსაც ბრალდებულმა ხელი მოაწერა. ჩხრეკა ჩატარდა ექსპერტების მონაწილეობით. მოწმემ აღნიშნა, რომ სახლის სამზარეულოში სხვადასხვა ადგილას იყო წიწვები, შპრიცები და ასანთის ღერები. ჩხრეკის შედეგად მათ მიერ ამოღებული იქნა ხუთი ცალი ერთგრამიანი და ერთი ცალი სამგრამიანი შპრიცი. მოწმის განმარტებით, გ----------------–---–-- ადგილზე განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები მას ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ, - ბრალის წარდგენისას, უარყო აღნიშნული. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–----------–---–--, თუმცა ამოღებული შპრიცების ოდენობასთან დაკვაშირებით განმარტა, რომ მაგიდაზე იდო ხუთი ცალი შპრიცი, ოთხი ინსულინის და ერთი სამგრამიანი შპრიცი, რაც დაილუქა ექსპერტების მიერ. მოწმის განმარტებით, გ----------------–---–-- აღნიშნა, რომ ყველაფერი იყო მისი და გ-------ს ძმამ და რძალმა აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ. იდენტური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შ-----------------–---–--, რომელმაც აღნიშნა, რომ სახლის სამზარეულოში შესვლა ექსპერტების თანდასწრებითაც მოხდა, საიდანაც ამოიღეს ხუთი ცალი ერთგრამიანი და ერთი ცალი სამგრამიანი შპრიცი, რომელშიც რაღაც ნივთიერება ესხა. გ----------------–---–-- აღიარა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება იყო მისი. მანვე (გ----------------–---–--) განაცხადა, რომ მისი მეგობარი მასთან რამდენიმე წუთის მისული იყო და გამორიცხავდა მის ბრალეულობას. მოწმის განმარტებით, რაც შეეხება გ----------------–---–ის ძმას და მის მეუღლეს, ისინი მეორე სართულიდან ჩამოვიდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ი-----–-----------, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 3 მარტს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, - ბინის ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, სამზარეულოს მაგიდაზე მოთავსებული იყო სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის შპრიცები, რომლებიც ამოიღეს, დაასურათეს, დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს. შემთხვევის ადგილზე გ----------------–---–- არ უთქვამს, რომ აღნიშნული შპრიცები მას ეკუთვნოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბინის ჩხრეკის ჩატარების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი ა-–-------------------, რომლის განმარტებით, გ----------------–---–ი დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში წასული იყო მონასტერში და იგი თბილისში არ იმყოფებოდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ გ------- უნდა ჩამოსულიყო და ავიდა მის სახლში სანახავად. 2017 წლის 3 მარტს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, მივიდა მასთან ბინაში, ბ--------------------–-. მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ ინფორმაციის თანახმად სახლში იყო ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმემ აღნიშნა, რომ პირადად მას ნარკოტიკული ნივთიერება არ უნახავს, თუმცა მას (მოწმეს) გამომძიებელმა უთხრა, რომ შპრიცი ამოიღეს, თავად სამზარეულოში არ შესულა. მოწმის განმარტებით, მან გაიგო გ-------ს ნათქვამი, რომ ნარკოტიკი მისი იყო. გ----------------–---–თან მისვლის დროს, რ--------------–---–--------------–--- არ უნახავს, ისინი პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ გამოვიდნენ საძინებელი ოთახიდან. მოწმის სახით დაკითხულმა ა-------–---- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის გ----------------–---–ის ძმის მეუღლე. 2017 წლის 3 მარტს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 22:00-23:00 საათზე მან და მისმა მეუღლემ დაიძინეს. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ გ----------------–---–ი და მისი მეგობარი ა-–-------------------. მათი დაძინებიდან დაახლოებით სამ-ოთხ საათში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და რამდენიმე შპრიცი ამოიღეს. მოწმის განმარტებით, სამზარეულოში, მაგიდაზე ეწყო რამდენიმე, დაახლოებით ოთხი-ხუთი შპრიცი. გ-------მ თქვა, რომ შპრიცები მისი იყო. ა-------–---- განცხადებით, გ----------------–---–ი მასთან (მოწმესთან) და მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. მანვე აღნიშნა, რომ გ----------------–---–ი აღნიშნულ ფაქტამდე იმყოფებოდა მონასტერში, მაგრამ არ ახსოვს, ზუსტად რამდენი დღით იყო წასული.

 

მოწმე ნ-------------- განმარტებით, იგი არის ბრალდებულ გ----------------–---–ის დეიდა. მის სახელზე არის გაფორმებული როგორც გ-------ს, ასევე, მისი ძმის მობილური ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ნომრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამოიღო ბრალდებულის თხოვნით. მოწმემ, აღნიშნა, რომ გ----------------–---–ი დაკავებამდე ცხოვრობდა მონასტერში, თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე პრობაციაში მისასვლელად და კვლავ უკან ბრუნდებოდა. ძმებს ერთმანეთში ჰქონდათ უთანხმოება. გ------- ცდილობდა სახლში არ მისულიყო და ძირითადად მონასტერში იმყოფებოდა.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა გ----------------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ძმასთან და რძალთან აქვს კონფლიქტი და სახლში არ ცხოვრობს. დაკავებამდე მონასტერში იმყოფებოდა. სახლში, დაკავების დღეს ლეპტოპის წამოსაღებად მივიდა. რამდენიმე საათის მისული იყო, როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. როგორც გაიგო, ბინაში აღმოაჩინეს შპრიცები. შპრიცები ნაგვიდან იყო გადმოყრილი. შპრიცები მისი თანდასწრებით არ ამოუღიათ.

 

2017 წლის 3 მარტის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების - ბინის ჩხრეკის შედეგად, თბილისში, ბ----------------------------------ის სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდიდან ამოღებულ იქნა ხუთი ცალი ერთგრამიანი და ერთი ცალი სამგრამიანი სამედიცინო შპრიცი, სითხით. ქიმიური ექსპერტიზის #467/სქ-539/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის‘‘ ოთხ ცალ შპრიცის შიდა კედლებზე არსებული, მოყავისფრო მცირე დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) – 0,000033 გრამს და ამფეტამინს - 0,0000052 გრამს; ერთჯერადი მოხმარების ,,ინსულინის‘‘ ერთ ცალ შპრიცის შიდა კედლებზე არსებული, მოყავისფრო მცირე დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს – 0,00000016 გრამს; სამ მლ ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული, უფერო გამჭვირვალე სითხე, 2,7 მლ ოდენობით, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას; წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის საერთო რაოდენობა შეადგენს 0,00000536 გრამს. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - გ-------–------–------ და თ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სააპელაციო პალატა ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებისას აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, ხოლო შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შემდგომ, პალატა უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 3 მარტს ნამდვილად, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება, - ქ. თბილისში, ბ----------------------------------ში მდებარე ბინის ჩხრეკა. ასევე, დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად, სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდიდან ამოღებულ იქნა ხუთი ცალი ერთგრამიანი და ერთი ცალი სამგრამიანი სამედიცინო შპრიცი, სითხით და ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, შპრიცების შიდა კედლებზე არსებული სითხე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცები ნარკოტიკული ნივთიერებებით ნამდვილად გ----------------–---–- ეკუთვნოდა. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ბინის ჩხრეკის მიმდინარეობისას გ----------------–---–-- დაადასტურა ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცების მისადმი კუთვნილება. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საგამოძიებო მოქმედების, - ბინის ჩხრეკის ოქმში არ იყოს მითითებული, ჩხრეკის მონაწილე პირის, კონკრეტულ შემთხევაში გ----------------–---–ის განცხადება (ასეთის არსებობის შემთხევაში), ჩხრეკის მიმდინარეობისას ამოღებული დანაშაულის საგნის (შპრიცის) მისადმი კუთვნილების შესახებ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გ----------------–---–ის დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მისი დაკავების ოქმში მითითებულია, რომ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ----------------–---–-- კატეგორიულად გამორიცხა, რომ მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცები მას ეკუთვნოდა, უფრო მეტიც, მისი განმარტებით, მეორე ოთახში მისი ძმა დაელაპარაკა პოლიციის უფროსს, რომელმაც დაუძახა და უთხრა, რომ თავის თავზე აეღო და გაიყვანდა. ძმამ კი უთხრა, რომ ა------------------–---–--------–-- ზევით ფაქტით ზის, ორსულადაა და შენს თავზე აიღეო, რასაც იგი (-----------–---–-- არ დათანხმდა. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბინის ჩხრეკის მონაწილე ნეიტრალური პირის - ექსპერტ ირაკლი ზუმბაძის ჩვენებაზე, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, - ,,შემთხვევის ადგილზე გ----------------–---–- არ უთქვამს, რომ აღნიშნული შპრიცები მას ეკუთვნოდა“.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ-------–---–---–-ს მიერ შედგენილი პატაკით დასტურდება, რომ მან ინფორმაცია მიიღო გ----------------–---–ის მიერ არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შენახვაზე, არამედ პატაკში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის თანახმად გ----------------–---–ი უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. მართალია, ბრალდების მხარემ მიიღო გარკვეული ზომები (გამოტანილი იქნა დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ), რათა დადასტურებულიყო გ----------------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, თუმცა აღნიშნული ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. აღნიშნულ კონტექსტში პალატა ყურადღებას მიპყრობს იმ გარემოებას, რომ ნარკოლოგიური ექსპერტიზის #702620 დასკვნის თანახმად, ა-–------------------- დაუდგინდა იმ ნარკოტიკული საშალებების - ,,ამფეტამინი“-ს და ,,მეტამფეტამინი“-ს მოხმარების ფაქტი, რა სახეობის ნარკოტიკული საშაულებაც იქნა ამოღებული გ----------–---–-- ბინის ჩხრეკის შედეგად. ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ----------------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცების რაოდენობაზე. საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგენილია, რომ გ----------------–---–ი ხშირად დადიოდა მონასტერში და სწორედ დაკავების დღეს მივიდა მონასტრიდან იმ ბინაში, სადაც მოგვიანებით ჩხრეკა ჩატარდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატისთვისაც გაუგებარია, გ----------------–---–-- როდის შეძლო, - თუკი ასეთი საერთოდ განახორციელა, აღნიშნული რაოდენობის შპრიცების გამოყენება. სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გ----------------–---–- დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი ჰქონდა იმისათვის, რომ ნარკოტიკული საშუალება მოეხმარა და აღნიშნულ დროში იგი ორჯერ მაინც შეძლებდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ შპრიცის კუთვნილებასთან დაკავშირებით ა-–----------- მიმართ არ არსებობდა მტკიცებულებითი სტანდარტი. სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის, გ----------------–---–- საერთოდ ჰქონდა თუ არა მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, პროკურორის ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება არ უნდა უნდა იქნას გაზიარებული. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ ა-–-------------------ს გ----------------–---–ის ბინაში მისვლის დროსთან დაკაშირებით უტყუარი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. კერძოდ: მოწმე ა-------–---- განმარტებით, როდესაც მან დაახლოებით 22:00-23:00 საათზე დაიძინა, მათთან სახლში იმყოფებოდა ა-–-------------------. თავად ა-–-------------------ს განმარტებით, იგი გ----------------–---–თან მივიდა დაახლოებით 03:00 საათზე და მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა პოლიცია. სასამართლოსთვის გაუგებარია აპელანტის მოსამაზრება, რადგან თუკი დროის გარკვეულ ინტერვალში გ----------–---–- შეეძლო ნარკოტიკული საშუალების მინიმუმ ორჯერ მოხმარება, რატომ არ შეიძლება დაშვებულ იქნას, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ა-–-------------------აც შეეძლო თუნდაც ერთხელ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ----------------–---–-- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ----------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ გ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურის პროკურორ ლ-----------–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი გ----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;

 

გამართლებულ გ----------------–---–- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე