განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2018
საქმის ნომერი
100310017002148122
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310017002148122 (3/ბ-51-2018წ.)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - მ----------------ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

1. აპელანტის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 19 სექტემბერს მ----------------ის წარმომადგენელმა ზ-----------–---–მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წინააღმდეგ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიერ შედგენილი 2017 წლის 1------ის დეკლარაციის, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 1-----------ს N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც მ----------------ეს აღუდგება სოციალური დახმარების მიღება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მ----------------ე 2006 წლიდან არის სოციალურად დაუცველი, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 39 660. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველეზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 1-----------ს შეივსო მ----------------ის ოჯახის დეკლარაცია, რის შედეგადაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 72 130. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა 2017 წლის 06 აპრილს. სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით საჩხერის რაიონულ განყოფილებას დაევალა მ----------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების ხელახლა შესწავლა. 2017 წლის 11 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელახლა შეივსო დეკლარაცია, რის შემდეგაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 85 120.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მ----------------ისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, კერძოდ, გადამოწმების გრაფაში, გარდა იმისა, რომ შესწორდა გარკვეული მონაცემები, პირად ფულად შემოსავალში, რომელიც მიღებულ იქნა დეკლარაციის შევსების წინა მეორე თვეში საარსებო შემწეობაში დაფიქსირდა - 0, რაც გადამოწმების შემდეგ მაღალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სოციალური მომსახურების უფლებამოსილი პირის მიერ თავდაპირველ დეკლარაციაში (რომელიც შეივსო 2016 წლის 1-----------ს) რომ არ მომხდარიყო არასწორი ინფორმაციის შეტანა, ამჟამინდელ დეკლარაციის საფუძველზე განსაზღვრული სარეიტინგო ქულა იქნებოდა მ----------------ის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური და შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სოციალური შემწეობა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი სოციალურ-ეკონომიკური პირობები დღემდე არ გაუმჯობესებულა. პირიქით - გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი არის მარტოხელა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (მეორე ჯგუფის). დაავადებულია სიმსივნით, აწუხებს წნევა, გულის უკმარისობა, რითაც გამოწვეულია გულყრები, თირკმლის უკმარისობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. მ----------------ის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს მისი პენსია და მაღალმთიან რაიონში მცხოვრებ პირთათვის განკუთვნილი შემწეობა, რომელმაც არ შეიძლება გავლენა მოახდინოს სოციალური შემწეობის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია მოხდა სარეიტინგო ქულის მკვეთრად ზრდა, რაც მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია.

მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 1-----------ს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის, გ--------------–-–---–ის (კოდი 1---) მიერ შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდით - 0-----------. დეკლარაციაში დაფიქსირებულია ერთი წევრი: მ----------------ე - 91 წლის, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი, პენსია -180 ლარი, საარსებო შემწეობა 60 ლარი, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ, განათლება არასრული, ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი - 70 კვ.მეტრი, 2 ოთახი, იატაკი-ხე/ფიცარი, ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის მთლიანი ფართობი 0,1 ჰა, ოჯახის მიერ 12 თვის განმავლობაში კომუნალურ ხარჯებში გადახდილი თანხა - ელექტროენერგიისათვის - 56 ლარი, ბუნებრივი აირისათვის - 30 ლარი, წყლისათვის 0 ლარი, დასუფთავება 0 ლარი. მონაცემები შევსილია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით, რასაც ასევე სიტყვიერად ეთანხმებოდა დეკლარაციის შევსების მომენტში სტუმრად მყოფი მ----------------ის შვილი, ზ-----------–---–ი;

 

2016 წლის დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციას გაეცნო, დაეთანხმა და ხელმოწერით დაადასტურა ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მ----------------ემ, შედეგად, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 72130 ერთეულით. აღნიშნული სარეიტინგო ქულის რაოდენობიდან გამომდინარე ოჯახმა ვერ მოიპოვა ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის უფლება. საჯარო რეესტრში 2017 წლის 24 მარტისათვის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ ყოფილა;

 

მ----------------ის ოჯახი საარსებო შემწეობას იღებდა 2006 წლის სექტემბრიდან - 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით უწყვეტად;

 

2016 წლის 1-----------ს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის, გ--------------–-–---–ის (კოდი 1---) მიერ შევსებული მ----------------ის ოჯახის დეკლარაცია გასაჩივრებული იქნა მ----------------ის წარმომადგენლის ჯ--------------–--ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. საჩივარი განხილული იქნა 2017 წლის 0------ს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 0------ის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----------------ის წარმომადგენელს ჯ--------------–--ეს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 1-----------ს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობაზე. დაევალა სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას უზრუნველყოს მ----------------ის ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა;

 

2017 წლის 1------ს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის, გ-----------------ის (კოდი 6---) მიერ შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდით - 0-----------. დეკლარაციაში დაფიქსირებულია ერთი წევრი: მ----------------ე-92 წლის, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი, პენსია - 216 ლარი (ასაკის პენსია 180 ლარი+ მაღალმთიანის დანამატი 36 ლარი), მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ, განათლება არასრული, ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი - 53 კვ.მეტრი, 2 ოთახი, იატაკი-ხე/ფიცარი, ოჯახის სარგებლობაში ოჯახის მიერ 12 თვის განმავლობაში კომუნალურ ხარჯებში გადახდილი თანხა - ელექტროენერგიისათვის - 36 ლარი, ბუნებრივი აირისათვის - 30 ლარი, წყლისათვის - 0 ლარი, დასუფთავება - 0 ლარი. მონაცემები შევსილია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით, რასაც ასევე ეთანხმებოდა დეკლარაციის შევსების მომენტში სტუმრად მყოფი მ----------------ის შვილი-ზ-----------–---–ი. დეკლარაციას ხელს აწერს, როგორც მ----------------ე ასევე ზ-----------–---–ი. დეკლარაციაში არის განმარტება, სადაც მ----------------ე განმარტავს, რომ იგი არ ეთანხმება დენის გადასახადს, რადგან მის ხაზზე მიერთებულია მისი ძმა და თვეში უხდის 2-3 ლარს, ჯამში არის 36 ლარი. დეკლარაციაში ჩასწორებულია ჩანაწერი ელექტროენერგიის შესახებ და 36 ლარი 00 თეთრი. მოცემული დეკლარაციის საფუძველზე მ----------------ის ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა - 85120 ერთეულის ოდენობით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 10 ივნისს. მ----------------ეს შემწეობა არ დაენიშნა;

 

აღნიშნული დეკლარაცია გასაჩივრდა მ----------------ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. საჩივარში მ----------------ის წარმომადგენელი მიუთითებდა 2016 წლის 1----------ის დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანის თაობაზე, რომლის გარეშეც, განსაზღვრული სარეიტინგო ქულა იქნებოდა მ----------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური და შესაბამისად, მას დაენიშნებოდა საარსებო შემწეობა. მათივე მტკიცებით, მ----------------ეს ეძლევა მაღალმთიან რაიონში მცხოვრები პირთათვის განკუთვნილი შემწეობა, რაც გავლენას არ ახდენდა სარეიტინგო ქულაზე. საჩივარში მ----------------ის წარმომადგენელი მოითხოვდა 2017 წლის 1------ს შევსებული ,,ოჯახის დეკლარაციის“ ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემას, რომლითაც მ----------------ეს დაენიშნებოდა საარსებო შემწეობა. საჩივრის განხილვისას მომჩივანი ძირითადად დაეთანხმა მ----------------ის სადავო დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება დეკლარაციის საფუძველზე მ----------------ის მიმართ დამდგარ შედეგს. მათი აღნიშვნით, სარეიტინგო ქულა არ შეესაბამებოდა მ----------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებელს;

სსიპ მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 1-----------ს გადაწყვეტილებით მ----------------ის წარმომადგენელს უარი ეთქვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

 

მ----------------ის მიერ წარმოდგენილი სარჩელით სადავოა 2017 წლის 1------ს შევსებული ,,ოჯახის დეკლარაცია“ და სსიპ ,,მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 1------------ს გადაწყვეტილება;

 

2016 წლის 1----------ის დეკლარაცია და მოცემულ დეკლარაციაზე არსებული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3-----ის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად როგორც დეკლარაცია ასევე გადაწყვეტილება ბათილად ცნობილი ან სხვაგვარად გაუქმებული არ ყოფილა. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე დაეთანხმა 2017 წლის 1------ს შევსებულ ,,ოჯახის დეკლარაციში“ მითითებულ მონაცემებს, თუმცა მიუთითა, რომ მ----------------ისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, კერძოდ, გადამოწმების გრაფაში, გარდა იმისა, რომ შესწორდა გარკვეული მონაცემები, პირად ფულად შემოსავალში, რომელიც მიღებულ იქნა დეკლარაციის შევსების წინა მეორე თვეში საარსებო შემწეობაში დაფიქსირდა - 0, რაც გადამოწმების შემდეგ მაღალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სოციალური მომსახურების უფლებამოსილი პირის მიერ თავდაპირველ დეკლარაციაში (რომელიც შეივსო 2016 წლის 1-----------ს) რომ არ მომხდარიყო არასწორი ინფორმაციის შეტანა, ამჟამინდელ დეკლარაციის საფუძველზე განსაზღვრული სარეიტინგო ქულა იქნებოდა მ----------------ის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური და შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სოციალური შემწეობა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა განმარტა, რომ ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილი N126 დადგენილებით დამტკიცებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი (შემდგომში ,,წესი“).

 

წესის შესაბამისად ეს წესი საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. მე-3 მუხლის შესაბამისად მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას;ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს. მე-4 მუხლის შესაბამისადმონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები. მე-8 მუხლის შესაბამისად მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”.

 

მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

წესის მე-10 მუხლის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

 

სასამართლოს დასაბუთებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად დაცულია აღნიშნული ნორმებით დადგენილი რეგულაცია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N 141/ნ ბრძანებით დამტკიცდა ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი (დანართი №1); ბ) ოჯახის დეკლარაციის ფორმა (დანართი №2); გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №3); დ) ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა (დანართი №4).

 

შეფასების წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

შეფასების წესის მეორე მუხლის შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა.

 

ოჯახის დეკლარაცია (ან დეკლარაცია) არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად; სააგენტოს უფლებამოსილი პირი არის პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას.

 

შეფასების წესის მესამე მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.....

 

შეფასების წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების სრულად შევსების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს შევსებულ დეკლარაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეკლარაციის ყველა საჭირო კითხვაზე შემოხაზულია შესაბამისი პასუხი და დამატებით გადამოწმდეს დეკლარაციის შევსების მართებულობა და სისრულე.

შეფასების წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი დეკლარაციის ყველა ბლოკის შევსების შემდეგ შესაბამის გრაფაში აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს, ვიზიტის დაწყებისა და დასრულების დროს და ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით ადასტურებს დეკლარაციის შევსებას.

 

სასამართლოს მსჯელობით, 2017 წლის 1------ს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის - გ-----------------ის (კოდი 6---) მიერ შევსებული იქნა ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდით - 0-----------. დეკლარაციაში დაფიქსირებულია ერთი წევრი: მ----------------ე - 92 წლის, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი, პენსია -216 ლარი (ასაკის პენსია 180 ლარი + მაღალმთიანის დანამატი 36 ლარი), მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ, განათლება არასრული, ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი - 53 კვადრატული მეტრი, 2 ოთახი, იატაკი-ხე/ფიცარი, ოჯახის სარგებლობაში ოჯახის მიერ 12 თვის განმავლობაში კომუნალურ ხარჯებში გადახდილი თანხა - ელექტროენერგიისათვის - 36 ლარი, ბუნებრივი აირისათვის -30 ლარი, წყლისათვის 0 ლარი, დასუფთავება 0 ლარი. მონაცემები შევსილია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით, რასაც ასევე ეთანხმებოდა დეკლარაციის შევსების მომენტში სტუმრად მყოფი მ----------------ის შვილი-ზ-----------–---–ი. დეკლარაციას ხელს აწერს, როგორც მ----------------ე ასევე ზ-----------–---–ი. დეკლარაციაში არის განმარტება, სადაც მ----------------ე განმარტავს, რომ იგი არ ეთანხმება დენის გადასახადს, რადგან მის ხაზზე მიერთებულია მისი ძმა და თვეში უხდის 2-3 ლარს, ჯამში არის 36 ლარი. დეკლარაციაში ჩასწორებულია არის ჩანაწერი ელექტროენერგიის შესახებ და 36 ლარი 00 თეთრი. მოცემული დეკლარაციის საფუძველზე მ----------------ის ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა 85120 ერთეულის ოდენობით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 10 ივნისს. მ----------------ეს შემწეობა არ დაენიშნა.

 

სასამართლოს სხდომაზე მ----------------ის წარმომადგენელი ზ-----------–---–ი დაეთანხმა 2017 წლის 1------ს შევსებულ ,,ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებულ მონაცემებს, თუმცა მიუთითა, რომ მ----------------ისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, კერძოდ, გადამოწმების გრაფაში, გარდა იმისა, რომ შესწორდა გარკვეული მონაცემები, პირად ფულად შემოსავალში, რომელიც მიღებულ იქნა დეკლარაციის შევსების წინა მეორე თვეში საარსებო შემწეობაში დაფიქსირდა-0, რაც გადამოწმების შემდეგ მაღალი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სოციალური მომსახურების უფლებამოსილი პირის მიერ თავდაპირველ დეკლარაციაში (რომელიც შეივსო 2016 წლის 1-----------ს) რომ არ მომხდარიყო არასწორი ინფორმაციის შეტანა, ამჟამინდელ დეკლარაციის საფუძველზე განსაზღვრული სარეიტინგო ქულა იქნებოდა მ----------------ის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური და შესაბამისად, მას დაენიშნებოდა სოციალური შემწეობა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 0------ის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად როგორც დეკლარაცია ასევე გადაწყვეტილება ბათილად ცნობილი ან სხვაგვარად გაუქმებული არ ყოფილა.

 

შეფასების წესის მე-15 მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა (შემდგომში მეთოდოლოგიის).

 

მეთოდოლოგიის პირველი მუხლის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.

 

ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

მეთოდოლოგიის მე-16 მუხლის შესაბამისად ამ მეთოდოლოგიის მე-4-მე-13 მუხლების და მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფორმულებში შეიტანება ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული Yi,j სიდიდეების შესაბამისი მონაცემები, Ki,jკოეფიციენტებისათვის შესაბამისი მნიშვნელობები N2 ცხრილიდან (მუხლი 14), ხოლო ei-ს მნიშვნელობები N3 ცხრილიდან (მუხლი 15). შედეგად, სამომხმარებლო და საჭიროების ინდექსების ფარდობით მიიღება ოჯახის კეთილდღეობის ინდექსი. ოჯახის სარეიტინგო ქულა (Q) გამოითვლება ფორმულით:

 

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო აქტებთან მიმართებაში ყველა მონაცემი, სააგენტოს მიერ შევსებული იყო ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით და სარეიტინგო ქულაც გამოთვლილი იყო მითითებულ ნორმათა შესაბამისად, რის გამოც არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით განსაზღვრული პირობები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ----------------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და გადაწყვეტილებაშიც არ ასახულა თუ რა გახდა მ----------------ის სარეიტინგო ქულის მომატების საფუძველი იმ პირობებში, როდესაც მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა პირველი დეკლარაციის შევსების შემდეგ, შესაბამისად, გაურკვეველია და სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, მსგავსი ან/და გაუარესებული სოციალური მონაცემების საფუძველზე რა გახდა მკვეთრად განსხვავებული, ადრინდელზე გაცილებით მეტი სარეიტინგო ქულის მიღების საფუძველი, მაშინ როდესაც პროგრამულად ფორმულა 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) საციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, ერთი და იგივეა. ამასთან სასამართლოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2016 წლის 1----------ის დეკლარაციაში შევსებული არასწორი მონაცემები შესწორდა მონაცემებით, რომელიც უფრო აუარესებდა მ----------------ის მდგომარეობას. ამდენად თუ 2016 წლის 1----------ის დეკლარაციამ მცდარი მონაცემებით სარეიტინგო ქულა 72 130 ერტეულით განსაზღვრა, - სწორი და სოციალური მდგომარეობის გაუარესებული მონაცემების მიხედვით განსაზღვრული ქულა არ შეიძლებოდა 85120 ერთეული ყოფილიყო.

 

აპელანტის განმარტებით მისთვის (მ.ტ-------ისათვის) სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 11 ნოემბრის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ----------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 1------ს სსიპ მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის, გ-----------------ის (კოდი 6---) მიერ შეივსო ოჯახის დეკლარაცია. ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდით - 0-----------. დეკლარაციაში დაფიქსირებულია ერთი წევრი: მ----------------ე-92 წლის, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერი, პენსია -216 ლარი (ასაკის პენსია 180 ლარი + მაღალმთიანის დანამატი 36 ლარი), მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ, განათლება არასრული, ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი - 53 კვადრატული მეტრი, 2 ოთახი, იატაკი-ხე/ფიცარი, ოჯახის სარგებლობაში ოჯახის მიერ 12 თვის განმავლობაში კომუნალურ ხარჯებში გადახდილი თანხა - ელექტროენერგიისათვის - 36 ლარი, ბუნებრივი აირისათვის - 30 ლარი, წყლისათვის 0 ლარი, დასუფთავება 0 ლარი. მონაცემები შევსილია ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პასუხებზე დაყრდნობით, რასაც ასევე ეთანხმებოდა დეკლარაციის შევსების მომენტში სტუმრად მყოფი მ----------------ის შვილი - ზ-----------–---–ი. დეკლარაციას ხელს აწერს, როგორც მ----------------ე ასევე ზ-----------–---–ი. დეკლარაციაში არის განმარტება, სადაც მ----------------ე განმარტავს, რომ იგი არ ეთანხმება დენის გადასახადს, რადგან მის ხაზზე მიერთებულია მისი ძმა და თვეში უხდის 2-3 ლარს, ჯამში არის 36 ლარი. დეკლარაციაში ჩასწორებულია ჩანაწერი ელექტროენერგიის შესახებ და 36 ლარი 00 თეთრი. მოცემული დეკლარაციის საფუძველზე მ----------------ის ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა - 85120 ერთეულის ოდენობით, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 10 ივნისს. მ----------------ეს შემწეობა არ დაენიშნა.

 

აღნიშნული დეკლარაცია გასაჩივრებული იქნა მ----------------ის მიერ სააგენტოში.

 

სსიპ მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 1-----------ს გადაწყვეტილებით მ----------------ის წარმომადგენელს, ზ-----------–---–ს უარი ეთქვას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების თანამშრომლის მიერ 2017 წლის 1------ს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე (კოდი - 6---) ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 1-----2017 წლის N0------- გადაწყვეტილება (საჩივრის უარყოფის შესახებ), რომლიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენენ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების შესრულების. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების/საჩივრის ზუსტი სწორი სამართლებრივი შეფასება უშუალო კავშირშია დაინტერესებული პირის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, ახალ, სადავო სარეიტინგო ქულასა და მისგან გამომდინარე, სოციალური შემწეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ჩაეტარებინა სათანადო წარმოება, გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა, ასევე გამოეკვლია, დეკლარაციის შევსებისას ჯეროვნად იქნა თუ არა განმარტებული განხორციელებული მოქმედებების მნიშვნელობა, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები თუ პრეტენზიების წარდგენის წესი და პირობები.

 

დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში დასაქმებულ მოხელეთა როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დახმარების მიმღებთა კონფლიქტი შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

 

სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა.შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მ----------------ისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 1----------ის დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, რაც მხარემ სადავო გახადა ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის გზით. საჩივრის განხილვის შედეგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 0------ის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----------------ის წარმომადგენელს ჯ--------------–--ეს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 1-----------ს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობაზე, თუმცა დაევალა სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას უზრუნველყოს მ----------------ის ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა. აღნიშნული აქტის აღსრულების პროცესში, 2017 წლის 1------ს შეივსო ახალი დეკლარაცია, რომლითაც მ----------------ის სარეიტინგო ქულა აღემატებოდა 2016 წლის 1----------ის დეკლარაციის საფუძველზე განსაზღვრულ ქულას (2016 წლის 1----------ის დეკლარაციის საფუძველზე ოჯახს განესაზღვრა 72130 ქულა, ხოლო 2017 წლის 1------ის დეკლარაციის საფუძველზე - 85120).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილებით დამტკიცებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რომლითაც დადგინდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შეფასების წესი. მითითებული დადგენილების 1.1 მუხლის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველ შინამეურნეობათა (მაძიებელთა) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად ამ მეთოდოლოგიის მიხედვით გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება მე-2 მუხლით. 1.2 მუხლით, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს, 1.3 მუხლით, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს აპელანტის (მოსარჩელის) ოჯახთან დაკავშირებით სადავო პერიოდში განხორციელებული ქმედების - სარეიტინგო ქულის გამოთვლის მართლზომიერება, ამგვარი შემოწმების ვალდებულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე, რაც მისი მხრიდან კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული არ ყოფილა. სასამართლოს ამ დასკვნას ამყარებს ის ფაქტი, რომ თავად აქტის გამომცემმა ორგანომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაავალა ტერიტორიულ ორგანოს მ----------------ის ოჯახის 2016 წლის დეკლარაციის ხელახლა შევსება და მონაცემების გადამოწმება ამ უკანასკნელის საჩივრის საფუძველზე, რამაც შედეგად გაზრდილი სარეიტინგო ქულა გამოიწვია, მაშინ, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის განხილვისას ვერ მიუთითა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობსი გაუმჯობესების ფაქტებზე, რასაც შესაძლოა გამოეწვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სრულყოფილად უნდა შეისწავლოს მ----------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ხელახლა განსაზღვროს ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

6. საპროცესო ხარჯები

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-----------ს N0------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ----------------ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ხელახალი შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ----------------ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ;

 

5. დანარჩენ ნაწილში მ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინიისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე