განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310016001446152
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001446152

საქმე N3ბ/2482-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი

აპელანტი - შპს „ა------ - ფ----ა“;

წარმომადგენელი - ნ----------ე;

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;

წარმომადგენელი - ე-----------–---–ი;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა------ - ფ----ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1.1. დადგენილია რომ ლ--–- ჩ--------ძე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.1.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლ--–- ჩ--------ძის სახელზე 2016 წლის 9 მარტს გაიცა N2------- ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტის - ,,ვ------------ს“ 60 ტაბლეტის შესაძენად, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4700,04 ლარს, მათ შორის, პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 940,01 ლარით, ხოლო სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3760,03 ლარს.

 

2.1.2. ლ--–- ჩ--------ძემ 2016 წლის 9 მარტს N2------- ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე შპს ,,ა-------ფ----აში“ შეიძინა მედიკამენტი „ვ------------“ სრული თანხის - 4700,04 ლარის 20%-ის, კერძოდ, 940,01 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი დარჩა 3760,03 ლარი.

 

2.1.3. 2016 წლის 17 მაისის ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის მიხედვით დადგენილია, რომ შემთხვევის ტიპი - ო---------------ები, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 3760,03 ლარის ოდენობით შპს ,,ა-------ფ----ასთვის“ არ ანაზღაურდებოდა.

 

2.1.4. 2016 წლის 13 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მიმართა შპს „ა-------ფ----ამ“ და მედიკამენტ ,,ვ------------სთვის“ ასანაზღაურებელი თანხის 3760,03 ლარის გადახდა მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ N0------- გადაწყვეტილებით შპს „ა-------ფ----ას“ უარი ეთქვა მედიკამენტ „ვ------------ს“ ღირებულების 3760.03 ლარის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მედიკამენტი არ წარმოადგენდა პირველი რიგის ო---------------ს და იგი იყო ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი, ხოლო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ტ----------–ი მედიკამენტის ხარჯები, როგორც არაპროგრამული მომსახურება, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი N1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

2.2.2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1-ის) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

 

ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში განმახორციელებელი), ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ბ.გ) პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ონკოლოგიურქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 12 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები.

 

2.2.3. საქმის მასალებით დადგენილია რომ ლ--–- ჩ--------ძე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.1.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, რომელზეც 2016 წლის 9 მარტს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაიცა N2------- ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტის - ,,ვ------------ს“ 60 ტაბლეტის შესაძენად. აღნიშნული მედიკამენტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4700,04 ლარს, მათ შორის, პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განსაზღვრული იქნა 940,01 ლარით, ხოლო სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3760,03 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ ლ--–- ჩ--------ძემ 2016 წლის 9 მარტს მის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე შპს ,,ა-------ფ----აში“ შეიძინა მედიკამენტი „ვ------------“ სრული თანხის - 4700,04 ლარის 20%-ის, კერძოდ, 940,01 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი დარჩა 3760,03 ლარი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-15 მუხლით გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად, კერძოდ, ასანაზღაურებელი შემთხვევა და შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ 2016 წლის 17 მაისის ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის მიხედვით, შემთხვევის ტიპი - ო---------------ები, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 3760,03 ლარის ოდენობით შპს ,,ა-------ფ----ასთვის“ არ ანაზღაურდებოდა. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ა-------ფ----ას“ მიერ მედიკამენტ ,,ვ------------სთვის“ ასანაზღაურებელი თანხის 3760,03 ლარის გადახდის მოთხოვნის შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 15 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა მედიკამენტ „ვ------------ს“ ღირებულების 3760.03 ლარის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მედიკამენტი არ წარმოადგენდა პირველი რიგის ო---------------ს და იგი იყო ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი და როგორც არაპროგრამული მომსახურება, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

2.2.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება კანონიერი ნდობის არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ლ--–- ჩ--------ძის სახელზე გაცემული რეცეპტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის გარკვეული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის, კერძოდ, ლ--–- ჩ--------ძისთვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - მედიკამენტის შეღავათიანი პირობებით შეძენის უფლება, შესაბამისი თანაგადახდის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული ელექტრონული რეცეპტი უთანაბრდება არარა აქტს, რომელსაც შეიძლება მოყვეს მხოლოდ ფაქტობრივი და არასამართლებრვი შედეგი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის გამომრიცხავი გარემოებაა.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N0------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემულ იყო კანონის სრული დაცვით, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „ა-------ფ----ას“ სასარგებლოდ 3760,03 ლარის ანაზღაურების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

3.1. შპს „ა------ - ფ----ას“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

ფაქტობრივი უსწოროებები:

 

აპელანტი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სწორად არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, შპს „ა------ - ფ----ას“ კანონით არ აქვს ვალდებულება შეამოწმოს მედიკამენტი მიეკუთვნება თუ არა პირველი რიგის ო---------------ს, ან არის თუ არა ტარგენტული თერაპიის მედიკამენტი. შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნულის შემოწმება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ვინაიდან ამის არც კანონიერი და არც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მედიკამენტის „ვ------------ს“ მომსახურეობის ღირებულება სააგენტოს მიერ მანამდე ანაზღაურებულია (სხვა შემთხვევებში), გამომდინარე აქედან მათთვის გაუგებარია რის საფუძველზე ეთქვათ უარი მედიკამენტის ღირებულების ანაზღაურებაზე, იმ პირობებში, როდესაც მანამდე იდენტური შემთხვევები ანაზღაურებული აქვს.

 

სწორედ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე ახდენს შპს „ა------ - ფ----ა“ ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომსახურეობის გაწევას და შემდგომ ამ ელექტრონული რეცეპტების და შესრულების წარდგენით ახდენს სააგენტო თანხების ანაზღაურებას. ამ ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე აფასებს მომსახურეობა გაწეულია თუ არა და იღებს გადაწყვეტილებას ანაზღაურებას თან დაკავშირებით. შპს „ა------ - ფ----ა“ სხვა ფორმით მომსახურეობას ვერ გაუწევს პაციენტს, სწორედ ელექტრონული რეცეპტი უნდა იქნეს წარდგენილი და ამის შემდეგ ხდება მომსახურეობა. სხვა დოკუმენტი რომელიც შეიძლება იყოს მომსახურეობის გაწევის საფუძველი არ არსებობს და არც ბრძანებით არ არის განსაზღვრული, აქედან გამომდინარე არ არის მართებული პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ელექტორული რეცეპტი სა,ართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

 

ხსენებულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დავა და დაუსაბუთებლად თქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება

 

4.1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.1.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.1.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.1.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.2.1. დადგენილია რომ ლ--–- ჩ--------ძე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.1.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლ--–- ჩ--------ძის სახელზე 2016 წლის 9 მარტს გაიცა N2------- ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტის - ,,ვ------------ს“ 60 ტაბლეტის შესაძენად, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4700,04 ლარს, მათ შორის, პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 940,01 ლარით, ხოლო სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3760,03 ლარს.

 

4.2.2. ლ--–- ჩ--------ძემ 2016 წლის 9 მარტს N2------- ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე შპს ,,ა-------ფ----აში“ შეიძინა მედიკამენტი „ვ------------“ სრული თანხის - 4700,04 ლარის 20%-ის, კერძოდ, 940,01 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი დარჩა 3760,03 ლარი.

 

4.2.3. 2016 წლის 17 მაისის ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის მიხედვით დადგენილია, რომ შემთხვევის ტიპი - ო---------------ები, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 3760,03 ლარის ოდენობით შპს ,,ა-------ფ----ასთვის“ არ ანაზღაურდებოდა.

 

4.2.4. 2016 წლის 13 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მიმართა შპს „ა-------ფ----ამ“ და მედიკამენტ ,,ვ------------სთვის“ ასანაზღაურებელი თანხის 3760,03 ლარის გადახდა მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ N0------- გადაწყვეტილებით შპს „ა-------ფ----ას“ უარი ეთქვა მედიკამენტ „ვ------------ს“ ღირებულების 3760.03 ლარის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მედიკამენტი არ წარმოადგენდა პირველი რიგის ო---------------ს და იგი იყო ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი, ხოლო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ტ----------–ი მედიკამენტის ხარჯები, როგორც არაპროგრამული მომსახურება, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.5. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა------ - ფ----ას“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი N1), რომლის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1-ის) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

 

ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში განმახორციელებელი), ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

4.2.6. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას: ბ.გ) პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ონკოლოგიურქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 12 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები.

 

4.2.7. საქმის მასალებით დადგენილია რომ ლ--–- ჩ--------ძე წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.1.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, რომელზეც 2016 წლის 9 მარტს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაიცა N2------- ელექტრონული რეცეპტი მედიკამენტის - ,,ვ------------ს“ 60 ტაბლეტის შესაძენად. აღნიშნული მედიკამენტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 4700,04 ლარს, მათ შორის, პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა განსაზღვრული იქნა 940,01 ლარით, ხოლო სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3760,03 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ ლ--–- ჩ--------ძემ 2016 წლის 9 მარტს მის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე შპს ,,ა-------ფ----აში“ შეიძინა მედიკამენტი „ვ------------“ სრული თანხის - 4700,04 ლარის 20%-ის, კერძოდ, 940,01 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ამდენად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი დარჩა 3760,03 ლარი.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-15 მუხლით გათვალისწინებულია შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად, კერძოდ, ასანაზღაურებელი შემთხვევა და შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 17 მაისის ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის მიხედვით, შემთხვევის ტიპი - ო---------------ები, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა 3760,03 ლარის ოდენობით შპს ,,ა-------ფ----ასთვის“ არ ანაზღაურდებოდა. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ა-------ფ----ას“ მიერ მედიკამენტ ,,ვ------------სთვის“ ასანაზღაურებელი თანხის 3760,03 ლარის გადახდის მოთხოვნის შემდგომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 15 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა მედიკამენტ „ვ------------ს“ ღირებულების 3760.03 ლარის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მედიკამენტი არ წარმოადგენდა პირველი რიგის ო---------------ს და იგი იყო ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი და როგორც არაპროგრამული მომსახურება, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

პალატა განმარტავს, რომ შპს „ა------ -ფ----ას“ კანონმდებლობით არ აქვს დაკისრებული ვალებულება გადაამოწმოს მედიკამენტი მიეკუთვნება თუ არა პირველი რიგის ო---------------ს, ან არის თუ არა ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს აპლანტის იმ განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი N2-------, გამოწერის თარიღი 30.03.2016 წელი, N2------- გამოწერის თარიღი 22.02.2016 წ., N2-------, გამოწერის თარიღი 30.03.2016 წ. ელექტრონული რეცეპტებით დასტურდება, რომ ,,ა-------ფ----ას“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აუნაზღაურა მედიკამენტ ,,ვ------------ს“ ღირებულება, განსახილველი დავის იდენტურ შემთხვევებში. (ტ.1. ს.ფ. 64-71)

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადრინდელ პერიოდში მედიკამენტ ,,ვ------------ს“ ღირებულების ანაზღაურება მათ მიერ შეცდომით განხორციელდა. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ შპს „ა------ - ფ----ამ“ პაციენტის სტატუსი შეამოწმა მოპასუხის მართვის ქვეშ მყოფ ელექტრონულ ბაზაში, სადაც ფიქსირდებოდა, რომ ლ--–- ჩ--------ძე წარმოადგენდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.1.-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს. შპს „ა------ - ფ----ას“ მედიკამენტ „ვ------------ს“ ღირებულება, როგორც პირველი ჯგუფის ო---------------ისა ყოველთვის უნაზღაურდებოდა შესაბამისი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლ--–- ჩ--------ძის სახელზე 2016 წლის 9 მარტს გაცემული N2------- ელექტრონული რეცეპტის შესაბამისად, პაციენტზე გაცმულ იქნა პრეპარატი. პალატა განმარტავს, რომ სხვა საშუალება გაეგო ანაზღაურდებოდა თუ არა მედიკამენტის ღირებულება სააგენტოს მიერ, აპელანტს არ გააჩნდა.

 

4.2.8. პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს, ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკისრებული აქვს ვალდებულება განსაზღვრული ურთიერთობა დაარეგულიროს თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებით სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.

 

პალატა განმარტავს, ადმინისტრაციულ პროცესში სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (ელექტრონული რეცეპტი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად.

 

პალატას მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. პალატის ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (ზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში,არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობაუნდა მიენიჭოს კეთისინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას. კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. რადგანაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი შპს ,,ა-------ფ----ასათვის“ მედიკამენტ ,,ვ------------სთვის“ ასანაზღაურებელი თანხის 3760,03 ლარის გადახდაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მედიკამენტი არ წარმოადგენდა პირველი რიგის ო---------------ს და იგი იყო ტ----------–ი თერაპიის მედიკამენტი და როგორც არაპროგრამული მომსახურება, არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას არის დაუსაბუთებელი და არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. შპს „ა------ - ფ----ას“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლ--–- ჩ--------ძის სახელზე 2016 წლის 9 მარტს გაცემული N2------- ელექტრონული რეცეპტის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა, რომ პაციენტზე გაცმული პრეპარატის ღირებულების შესაბამისი ოდენობა ანაზღაურებული იქნებოდა წინარე პერიოდის იდენტური შემთხვევების მსგავსად, სააგენტოს მიერ. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N0------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ უკანონოა და სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევა, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა-------ფ----ას“ სასარგებლოდ 3760,03 ლარის ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო საჩივრით გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ა------ - ფ----ას“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ტ. 1; ს.ფ. 134). ასევე დადგენილია, რომ შპს „ა------ - ფ----ას“ მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ. 1; ს.ფ. 20 ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირვლი ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს შპს „ა------ -ფ----ას“ სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ა------ - ფ----ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ა------ - ფ----ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის N0------- გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

5. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „ა-------ფ----ას“ სასარგებლოდ 3760,03 ლარის ანაზღაურება.

 

6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს შპს „ა------ -ფ----ას“ სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

 

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე