განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001899241
საქმე N3ბ/2946-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი _ ლიანა გელაშვილი
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენლები - შ---------------–-–---–ი, ლ--–--------–-–--ლი;
მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ც--–--ე;
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი;
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება (იძულებითი განაცდურის ანაზღაურება)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე დ----- ც--–--ის სასარგებლოდ დაევალა იძულებითი განაცდურის (მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება, მისი საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 18 ოქტომბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით და უკვე მიღებული სამი თვის ანაზღაურების გამოკლებით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
მოსარჩელე დ----- ც--–--ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და
2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე დ----- ც--–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო კონსტიტუციის 42- ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
1997 წლის 31 ოქტომბრის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ზემოთ აღნიშნული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონი პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლება და მოითხოვოს მისი განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო, რაც მას უნდა მიეღო უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევის არ არსებობის პირობებში.
2.2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დ----- ც--–--ის საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის დროს - 2014 წლის 18 ოქტომბერს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის, იმავე დროის რედაქციის მიხედვით, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემოდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე დ----- ც--–--ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ამრიგად, მოსარჩელე დ----- ც--–--ეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, აღნიშნულ დროს მოქმედი რედაქციის 112-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოში, იძულებითი განაცდური სრულად არ მოუთხოვია. შესაბამისად, სასამართლოში, დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე დ----- ც--–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2.2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, კერძოდ დანაწესი, რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ 3 თვით ზღუდავდა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას.
პირველი ინსტნაციის სასამართლომ მიუთითა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მითითებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე - 2015 წლის აგვისტოში, ძალადაკარგულად ჩაითვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112- ე მუხლის ის დანაწესი რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ 3 თვით ზღუდავდა. შესაბამისად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობების ახლებურად საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, მოსარჩელე დ----- ც--–--ეს მიეცა სამართლებრივი შესაძლებლობა სრულად მოეთხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, როგორც მისთვის უკანონოდ მიყენებული ზარალის კომპენსაცია.
სასამართლომ, დამატებით განმარტა, რომ სასამართლოში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ადრე ნაწილობრივ მოთხოვნა (რაც განპირობებული იყო კანონით იმ დროისათვის დადგენილი რეგულირებით), არ ართმევს პირს უფლებას დამატებით მოითხოვოს სასამართლოში მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, იძულებითი განაცდურის მთელ პერიოდზე, მოთხოვნის დროს მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე დ----- ც--–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოს მიერ იქნა უკანონოდ ცნობილი.
სასამართლომ, ასევე მიუთითა მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
2.2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე დ----- ც--–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი სამსახურიდან დათხოვნა სასამართლოს მიერ უკანონოდ და შესაბამისად ბათილად არის ცნობილი, ამასთან, იგი აღდგენილია გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებითი განაცდურის სრულად (ანაზღაურებული 3 თვის გამოკლებით) ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ასევე დ----- ც--–--ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის (იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) დაკმაყოფილდა. მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა და ეთანხმებოდა იმ გარემოებას, რომ სასამართლოში მის მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაზეც იმსჯელა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა მისი აღსრულება.
აპელანტის განმარტებით სასამართლო დაუსაბუთებლად მსჯელობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, მოცემულ საკითხთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გავრცელების საკითხზე. სასამართლო გვერდს უვლის უკვე ნამსჯელ დავის საგანთან მიმართებით გაზრდილი მოთხოვნის ფარგლებში რამდენადაა შესაძლებელი განხილულ იქნეს იგივე დავის საგანი, სასამართლომ იძულებითი განაცდური და მისიდან გამომდინარე ოდენობა (თანხა) განიხილა არა როგორც ერთი კუმულატიური მოთხოვნა, არამედ განყენებული, ერთმანეთისაგანა ცალკე მდგომი მოთხოვები, რაც ფაქტობრივად და სამართლებრივად უსაფუძვლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
მოსარჩელე დ----- ც--–--ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და
2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 18 ივნისის №1------ და 2014 წლის 18 ოქტომბრის №2------ ბრძანებები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა მოსარჩელე დ----- ც--–--ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2016 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე დ----- ც--–--ე აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის ნომერი: 2/3/630), რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, კერძოდ დანაწესი, რომელიც იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ 3 თვით ზღუდავდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, დ----- ც--–--ეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემირებისა და დანამატებისაგან განსხვავებით, გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, უნდა აუნაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ, სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე.
პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.2015 წ. გადაწყვეტილებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დ----- ც--–--ის მიერ რეალიზებულ იქნა ნაწილობრივ და მას, საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. გადაწყვეტილებით, უფლება მიეცა მოეთხოვა აღნიშნული უფლების გამოუყენებელი ნაწილის რეალიზება. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა სსკ-ის 272-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან პირველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სამი თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ახალი სარჩელით კი დ----- ც--–--ემ განაცდურის დანარჩენი ნაწილის ანაზღაურება მოითხოვა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპი პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.2..2. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე.
მოსამართლე ილონა თოდუა