განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002294365
საქმე ?1b/360-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურმან ისაევმა
მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- შ---–---–-ს, დ----------–-------–-–------------------------------------------------------–------------------------–---------------------–------------------–--–------------------ მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- შ---–---–--- მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ--–----------––------–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------- შ---–---–-, რომელიც მართავდა „მერსედეს–ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით F------, ავტომობილს, რაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნები, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მისმა მგზავრმა გ------- ბ-------–---–-- მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
გ------- შ---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- შ---–---–--- აპელანტის მოითხოვნაა გურჯაანის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი გ------- შ---–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ზ--------–-----–---–---------–-----–---–-----–--------------–---–-------------–---–---–-------------------–---–-----–--–----------–---–-- ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გ------- ბ-------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, მათი შეფასების შემდგომ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- შ---–---–-- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით.
სატრანსპორტო დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესებთან და ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა. განსახილველი დანაშაული ობიექტური მხრივ მოიცავს: ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას; შედეგს და მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებამ, კერძოდ - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევამ, იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, გამოიწვია მგზავრის - გ------- ბ-------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. გ------- შ---–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რომელიც მას ობიექტურად შეერაცხება. ამასთანავე სახეზეა, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. სიმთვრალე ანელებს პირის რეაქციის უნარს და ასეთ მდგომარეობაში რასაკვირველია სატრანსპორტო საშუალების მართვა მომეტებული საფრთხის შემცვლელია, რაც საჭიროებს ინდივიდუალურ-სამართლებრივ გაკიცხვას.
სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-სათვის დანიშნული სასჯელს, პალატა თვლის, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პალატა თვლის, რომ სწორად დაენიშნა სასჯელი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ყველა ის გარემოება რაც კანონით არის გათვალისიწინებული და განსაზღვრულია ადეკვატური, სამართლიანი და პორპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ------- შ---–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------- შ---–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ------- შ---–---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.
გ------- შ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
გ------- შ---–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 თებერვლის 13:55 საათიდან.
მასვე, საქართველოს სსკ–ის 43–ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3(სამი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება:
„მერსედეს–ბენცის“ მარკის სახ. ნომრით F------ ავტომობილი, რომელიც ინახება ქ.----------–-----------–---–--------–ში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ------- ბ-------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყ-----–-------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
გ------- შ---–---–-ს ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყ-----–-------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
„მერსედეს–ბენცის“ მარკის სახ.ნომრით F------ ავტომობილიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება შსს ყ-----–-------------–-------------–--ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
გ------- შ---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თ---------- შ---–---–- (პ.ნ. 0----------) დაუბრუნდეს გ------- შ---–---–- აღკვეთის ღონისძიების „გირაოს“ უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3 000(სამი ათასი) ლარი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.
მოსამართლე: მურმან ისაევი