განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100107002371212
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1ბ/323-18
20 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: თ----- ი-------ის
მსჯავრდებულის: შ--–-- გ------–----
ადვოკატის; რ---- მ----–---–ის
დაზარალებულის: ნ--------–-------
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- ადვოკატის რ---- მ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, (გამოძიების №0-------) შ--–-- ა-------ის ძე გ------–----, დ----------–--------–-–-------------------------–-- რაიონში, საქართველოს მოქალაქეს, ცოლშვილიანის, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლეობის არმქონეს, დროებით უმუშევარის, ამჟამად პატიმრობაში მყოფის,მცხ. ქ----------------------------------------------------–-, მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–----------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებთ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის თებერვლის თვეში შ--–----------–---მ გაზეთის მეშვეობით შეიტყო, რომ მოქალაქე ნ--------–------ საბოლოო შესყიდვის პირობით აქირავებდა თავის კუთვნილ „OPEL VEQTRA”-ს ფირმის ავტომანქანას სახ. N--------. შ--–----------–---მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო, თაღლითურად დაუფლებოდა აღნიშნულ ავტომანქანას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2006 წლის 26 თებერვალს დაუკავშირდა ნ--------–------ს და აცნობა, რომ იჯარით აიღებდა ავტომანქანას და 18 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 780 ლარის გადახდით დაფარავდა ავტომანქანის ღირებულებას, რის შემდეგაც ავტომანქანა მას დარჩებოდა. ნ--------–------ დათანხმდადა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, 2007 წლის 01 მარტს შ--–----------–---ს გადასცა მისი კუთვნილი ავტომანქანა „ OPEL VEQTRA”-ს მარკის, სახ. N---------. აღნიშნულის შემდეგ შ--–----------–---მ ნ--------–------ს ნდობის მოპოვების მიზნით გადაუხადა მხოლოდ 520 ლარი, რის შემდეგაც მიიმალა და აღნიშნული ავტომანქანა თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
თავისი დანაშაულებრივი ქმედებით შ--–----------–---მ დაზარალებულ ნ--------–------სთვის გამოიწვია 4280 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 აპრილის განაჩენით:
შ--–----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 6 თვის ვადით ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ--–-- გ------–---- ადვოკატის რ---- მ----–---–მა, მან დააზუსტა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და შ--–-- გ------–---- სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება, შემდეგ გარემოებეზე მითითებით:
აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ნ--------–------ს მთლიანად აქვთ ანაზღაურებული დანაშაულით მიყენებული ზიანი და თანახმა არის, რომ შ--–----------–--- სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს. შესაბამისად, არსებობს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებისა და შ--–-- გ------–---- სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---- მ----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და შ--–----------–--- დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, რომლებიც სადავოდ არ არის გამხდარი და პრეიუდიციულად არის მიჩნეული, ასევე დაზარალებულნ--------–------- ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ--–----------–---მ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ--------–------მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ მათ შ--–-- გ------–---- მხრიდან (მისი ოჯახის წევრების მიერ) მთლიანად აუნაზღაურდათ დანაშაულით მიყენებული ზიანი და შესაბამისად, ის თანახმა არის, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შ--–----------–--- სრულად გათავისუფლდეს სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტი და მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- სასჯელთან დაკავშირებით დაზარალებულის ზემოაღნიშნული პოზიცია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებისა და შ--–-- გ------–---- სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების საკმარის წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- მიმართ, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება; კერძოდ, შ--–----------–--- (პ/ნ №3----------), „ამნისტიის შესახებ“ 2012 wlis 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ბრალდების უნდა განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვით) მოხდისაგან და იგი დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 535-537-ე მუხლებითა და„ამნისტიის შესახებ“ 2012 wlis 28 dekembris საქართველოს კანონის მე-11 მუხლით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---- მ----–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 04 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ შ--–-- გ------–---- მიმართ, შევიდეს ცვლილება;
შ--–----------–--- (პ/ნ №3----------), ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლისა და 6 თვის ვადით ;
შ--–----------–--- „ამნისტიის შესახებ“ 2012 wlis 28 dekembris საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვით) მოხდისაგან.
შ--–----------–--- დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–-- გ------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი