განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
010141318700057620
ინსტანცია
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057620

საქმე №1/ა.გ.313-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ზ-----------–--ის (პირადი N 54001008787, დაბადებულის 1975 წლის 18 დეკემბერს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

 

ზ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ პუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზ-----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2015 წლის 6 მარტის საქართველოს პრეზიდენტის N06/03/01 განკარგულებით ზ-----------–--ე განთავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

2018 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზ-----------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ-----------–--ის შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით ზ-----------–--ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით 0,0000438 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა - შენახვისათვის. /ასევე, მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის მოხმარებისთვის/ და მას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2015 წლის 6 მარტის საქართველოს პრეზიდენტის N06/03/01 განკარგულებით ზ-----------–--ე განთავისუფლდა აღნიშნული განაჩენით /საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით/ გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, თუმცა მას მოსახდელად დარჩენილი აქვს სსკ-ის 260-ე მუხლით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 3 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდისგან იგი უნდა გათავისუფლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ-----------–--ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება - ზ-----------–--ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 3 წლისა და 6 თვის მოხდისგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი