განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
330100118002256220
ინსტანცია
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002256220 - 1ბ/416-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ი-----–---------- (პ/ნ №6----------), დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მ------–--------მ და ითხოვა მსჯავრდებულ ი-----–----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების არსი:

 

2009 წლის 13 ივლისიდან მ-------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–----------სთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------------ში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ი-----–----------ს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებისა და სხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, მეუღლეებს შორის ხდებოდა კონფლიქტი. 2010 წლიდან კონფლიქტმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რა დროსაც ი-----–----------, მ-------------–---–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. 2015 წლის იანვრის დასაწყისში მეუღლეები ოფიციალურად განქორწინდნენ.

 

2017 წლის 24 მაისს, ქ. თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------ე ბინაში, სახლში მისულ მ-------------–---–ს დახვდა ყოფილი მეუღლე ი-----–----------. მან მ-------------–---–ს, იმის გამო რომ არ სურდა მის დაუკითხავად სადმე წასულიყო, ტანსაცმელში ხელი ჩასჭიდა და აჯანჯღარებდა, იმავდროულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ღირსებას ულახავდა, რის გამოც მ-------------–---–ი ტანჯვას განიცდიდა. კონფლიქტი ფაქტის შემსწრე მ-------------–---–ის - დედამ ნ-----–------------–---–მა განმუხტა.

 

2017 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, მ-------------–---–ი იმყოფებოდა ზემოხსენებულ მისამართზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის ნომერზე 5-----------, ნომრიდან 5----------- დაურეკა ი-----–----------მ და შერიგების მოთხოვნის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, კვლავაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------–---–ს.

 

2017 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–---------------------–--------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------–---–ი და ი-----–---------- ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ეს უკანასკნელი მ-------------–---–ს, მისივე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ჩაუჯდა. ჩაჯდომისთანავე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----–----------მ მის მიმართ აგრესია გამოხატა და მოულოდნელად, მ-------------–---–ს სახეში თავი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამის შემდეგ დაემუქრა, თუკი პოლიციაში უჩივლებდა, თბილისის ზღვაზე მოკლავდა. აღნიშნულ ვითარებაში, მ-------------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა და თავის გადასარჩენად ავტომანქანით პოლიციის მიმართულებით წავიდა. ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებასთან მისვლისას, მ-------------–---–ი ავტომანქანიდან გადავიდა, მას გადაჰყვა ი-----–----------ც და სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, სახეში კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა კვლავ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2009 წლის 13 ივლისიდან მ-------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–----------სთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------------------ში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ი-----–----------ს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებისა და სხვა მიზეზთა გამო, მეუღლეებს შორის ხდებოდა კონფლიქტი. 2010 წლიდან კონფლიქტმა სისტემატური ხასიათი მიიღო, რა დროსაც ი-----–----------, მ-------------–---–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. 2015 წლის იანვრის დასაწყისში მეუღლეები ოფიციალურად განქორწინდნენ.

 

2017 წლის 24 მაისს, ქ. თბილისში, ვ---------–------------–------------------------------------ე ბინაში, სახლში მისულ მ-------------–---–ს დახვდა ყოფილი მეუღლე ი-----–----------. მან მ-------------–---–ს, იმის გამო რომ არ სურდა მის დაუკითხავად სადმე წასულიყო, ტანსაცმელში ხელი ჩასჭიდა და აჯანჯღარებდა, იმავდროულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და ღირსებას ულახავდა, რის გამოც მ-------------–---–ი ტანჯვას განიცდიდა. კონფლიქტი ფაქტის შემსწრე მ-------------–---–ის - დედამ ნ-----–------------–---–მა განმუხტა.

 

2017 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, მ-------------–---–ი იმყოფებოდა ზემოხსენებულ მისამართზე, რა დროსაც მობილური ტელეფონის ნომერზე 5-----------, ნომრიდან 5----------- დაურეკა ი-----–----------მ და შერიგების მოთხოვნის საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, კვლავაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------–---–ს.

 

2017 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–---------------------–--------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------–---–ი და ი-----–---------- ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ეს უკანასკნელი მ-------------–---–ს, მისივე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ჩაუჯდა. ჩაჯდომისთანავე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----–----------მ მის მიმართ აგრესია გამოხატა და მოულოდნელად, მ-------------–---–ს სახეში თავი ჩაარტყა, რის შედეგად დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ამის შემდეგ მ-------------–---–ი ავტომანქანით, პოლიციის განყოფილების მიმართულებით წავიდა. ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებასთან მისვლისას, მ-------------–---–ი ავტომანქანიდან გადავიდა, მას გადაჰყვა ი-----–----------ც და სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, სახეში კიდევ ერთხელ დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა კვლავ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად ვერ დადასტურდა ი-----–----------ს მიერ, ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (2017 წლის 24 მაისისა და 9 დეკემბრის) ეპიზოდები:

 

დაზარალებულ მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 1 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–----------სთან. წყვილს შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა, კერძოდ, პირველი კონფლიქტი შედგა ეჭვიანობის ნიადაგზე, 2009 წლის 26 ოქტომბერს, რა დროსაც ი-----–----------მ მ-------------–---–ზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მიზეზი იყო ბრალდებულის ვალები. 2017 წლის 24 მაისის ი-----–----------სთან ერთად იმყოფებოდა თავის ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–------------–-----------------------------ში. ამ უკანასკნელმა იმ მიზეზით, რომ მ-------------–---–ს სურდა მეგობრებთან ერთად გასეირნება, დაუწყო ჩხუბი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეჯიკავა მის ტანსაცმელს. მ-------------–---–ის განმარტებით, იგი ამ დროს თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა. კონფლიქტი, ფაქტის შემსწრე მ-------------–---–ის დედამ განმუხტა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მასსა და ბრალდებულ ი-----–----------ს შორის, 2017 წლის 9 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი-----–---------- მას დაემუქრა. სიტუაციის მოგვარების მიზნით, მ-------------–---–მა მამამისს სთხოვა ბრალდებულთან დალაპარაკება, რადგან მისი შეფასებით, შესაძლებელი იყო ცუდი რამე მომხდარიყო. კონფლიქტი, ამ შემთხვევაშიც დაზარალებულის მშობლის მეშვეობით განიმუხტა.

 

მოწმე ნ-----------ის (ი-----–----------ს დედა) ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი მ-------------–---–ზე დაქორწინდა დაახლოებით 8 წლის წინ. მიუხედავად ოჯახის სიყვარულით შექმნისა, წყვილს შორის მალევე დაიწყო გაუგებრობა, რაც მოგვიანებით გახდა მათი განქორწინების მიზეზი. უთანხმოებები ხშირ შემთხვევაში უკავშირდებოდა სოციალურ ქსელს, რადგან ი-----–----------მ აღმოაჩინა მ-------------–---–ის მიმოწერები უცნობ პირთან. მოწმემ დაადასტურა, რომ ჩხუბის დროს ი-----–----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკური შეურაცხყოფას, კერძოდ, ი-----–----------მ მ-------------–---–ს ხელი ჰკრა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წაიქცა.

 

ი-----–----------მ საქმის განხილვისას, თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, მან აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2017 წლის 24 მაისისა და 9 დეკემბრის ეპიზოდი) ჩადენა.

 

ი-----–----------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: ნ-----–------------–---–ის, ქ---------------–---–ის, ვ----------------–---–ის, გ---------------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი):

 

მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის 1 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–----------სთან. წყვილს შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა, რასაც თან სდევდა ხშირი კონფლიქტი. 2017 წლის 15 დეკემბერს, იგი მეგობართან ერთად იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ „------------ში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, რა დროსაც დაურეკა ი-----–----------მ და უთხრა, რომ სურდა მასთან საუბარი. რაზეც მან თანხმობა განუცხადა და მოგვიანებით სახლთან მიაკითხა მანქანით. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ირ---–-ს მხრიდან, ადგილი ჰქონდა აგრესიას, კერძოდ, ამ უკანასკნელმა თავი ჩაარტყა შუბლში, რამაც მ-------------–---–ს ძლიერი ტკივილი განაცდევინა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ გადაწყვიტა ი-----–----------ს პოლიციაში მიყვანა, ისე რომ მისთვის არაფერი უთქვამს. პოლიციის განყოფილებასთან მისვლისას ბრალდებული გადმოვიდა მანქანიდან და მ------ს სახეში გაარტყა ხელი, რის შემდეგადაც მოწმე გაიქცა განყოფილებაში. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის - სახისა და შუბლის არეში დარტყმის დროს, მან იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს კონფლიქტის მიზეზი იყო მ-------------–---–ის მხრიდან ბავშვის არასწორი აღზრდა, რამაც გამოიწვია ი-----–----------ს გაღიზიანება. მოწმემ დაადასტურა, იმავე დღეს შემდგარი ირ---–-სა და მ------ის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა ირ---–-ს, რომ მივიდოდა სალაპარაკოდ. მ------მა მართლაც მიაკითხა ირ---–-ს, ეს უკანასკნელიც ჩავიდა სალაპარაკოდ, თუმცა რა მოხდა მათ შორის, უშუალო შემსწრე არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მას დაურეკეს და აცნობეს ირ---–-ს დაკავების შესახებ, მიზეზი მისთვის უცნობი იყო.

 

მოწმის, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, პოლიცის განყოფილებაში ზ-------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო ქუჩის მხარეს მანქანის მკვეთრმა გაჩერებამ. მოწმის განმარტებით, მანქანის მარცხენა კარიდან გამოვიდა გოგონა, ხოლო მარჯვენა მხრიდან - ბიჭი. ისინი ერთმანეთში კამათობდნენ. უცბად ბიჭმა მარჯვენა ხელი გაარტყა გოგოს სახეში, კერძოდ, სახის მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც გოგონა გაიქცა პოლიციის განყოფილების შესასვლელისკენ. მოწმის განმარტებით, გოგონას შენობაში შესვლის შემდეგ, ის მივარდა მორიგესთან და განუცხადა ი-----–----------ს მიერ ამ უკანასკნელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე. მოწმის თქმით, ამის შემდეგ მან და ზ-------------–---–მა დააკავეს ი-----–----------, შეიყვანეს განყოფილებაში, გააცნეს მისი უფლებები და მოვალეობები, ზ-------------–---–მა შეადგინა დაკავების ოქმი, რის ხელმოწერაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა. როგორც მოწმემ მოგვიანებით გაარკვია, გოგონა იყო მ-------------–---–ი, ხოლო დაკავებული - მისი ყოფილი მეუღლე ი-----–----------.

 

მოწმე მ---------------–---–ის ჩვენების ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ზ-------------–---–მა.

 

მოწმის, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა---------–-–--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 21:00 საათზე, განყოფილებაში შევიდა ემოციურ მდგომარეობაში მყოფი მ-------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა ეუღლემ - ი-----–----------მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულზე დაიწყეს გამოძიება.

 

ბრალდებულმა ი-----–----------მ საქმის განხილვისას, თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ, მან აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) ჩადენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლთან მიმართებაში, თავი არ ცნო დამნაშავედ.

 

ი-----–----------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების: ნ-----–------------–---–ის, ქ---------------–---–ის, ვ----------------–---–ის, გ---------------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტის №000232118 დასკვნით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:

 

დაზარალებულ მ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, ი-----–----------ს, სახლთანაც მიაკითხა მანქანით ბრალდებულის თხოვნით. ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ირ---–-ს მხრიდან, ადგილი ჰქონდა აგრესიას, კერძოდ, ამ უკანასკნელმა თავი ჩაარტყა შუბლში, რამაც მ-------------–---–ს ძლიერი ტკივილი განაცდევინა. ამის შემდეგ დაემუქრა, რომ მოკლავდა თბილისის ზღვაზე. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთხელ დაადასტურა, მუქარის რეალურად აღქმის ფაქტი.

 

მოწმე ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, სატელეფონი საუბრის დროს კონფლიქტი მოხდა ი-----–----------სა და მ-------------–---–ს შორის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა ირ---–-ს, რომ მივიდოდა სალაპარაკოდ. მ------მა მართლაც მიაკითხა ირ---–-ს, ეს უკანასკნელიც ჩავიდა სალაპარაკოდ, თუმცა რა მოხდა მათ შორის, იმის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.

 

მოწმეების მ---------------–---–ის, ზ-------------–---–ის და ა---------–-–--–--–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, პოლიციის განყოფილებაში მისულ მ-------------–---–ს, ი-----–----------ს მხრიდან მუქარის განხორციელების შესახებ არ განუცხადებია.

 

ბრალდებულმა ი-----–----------მ საქმის განხილვისას, მუქარის ნაწილში თავი ცნო უდანაშაულოდ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----–----------ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლებიც ადგენენ და გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-----–----------ს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასთან ერთად ბრალი დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, თავისი ყოფილი მეუღლის მიმართ.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების ან ასეთის მცდელობის შემთხვევაში პირის სჩადის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, მუქარით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ მისი შინაარსი მიმართული იყოს სამომავლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების შესახებ ქმედების ჩასადენისაკენ, ამასთან მუქარის ობიექტს უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ ამიტომ მუქარის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე და არა სიცოცხე ან ჯანმრთელობა, ასევე საკუთრება. ამდენად პალატა აღნიშნავს, რომ ი-----–----------ს მიერ მისი ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტები არ შეიძლება განხილული იქნეს იმის პირდაპირ მკიცებულებად, რომ მან ჩაიდინა მუქარა, არამედ ეს ფაქტები შეიძლება იძლეოდეს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ მუქარის შემთხვევაში, დაზარალებულს გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ანუ საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს, რომ ი-----–----------მ ჩაიდინა მისი ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს გაუჩნდებოდა თუ არა დაზარალებულს აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ი-----–----------ს მხრიდან, მ-------------–---–ის მიმართ დაადასტურებდა მუქარის განხორციელებას. ამასთან პოლიციელებმა, რომლებიც დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურეს ი-----–----------ს მხრიდან მ-------------–---–ზე ძალადობის ფაქტი, თუმცა მიუთითეს, რომ მ-------------–---–ს პოლიციის განყოფილებაში შესვლისას მუქარის შესახებ არ განუცხადებია და მხოლოდ ძალადობის ფაქზე მიუთითებდა. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს ისინი წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მათი ჩვენება ვერ დაედება.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–----------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ი-----–----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი, ი-----–----------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის მ------–--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 მაისის, 9 დეკემბრის და 15 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 24 მაისის და 9 დეკემბრის ეპიზოდები) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 დეკემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი