განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
330100117002240778
ინსტანცია
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002240778 - 1ბ/439-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ნ----------–----- (პ/ნ №0----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-–-------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–----------------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ ნ----------–-----სათვის სასჯელის უფრო მკაცრი ზომის განსაზღვრა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 5 ოქტომბერს, ღამის საათებში, ნ----------–----- მივიდა თბილისში, გ-–-------------------------------------------------------ში მცხოვრებ მის ორსულ მეუღლე გ--–------–-----სთან, რომელსაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ასევე იმის გამო, რომ გ--–------–----- უარს ეუბნებოდა მათ საერთო შვილის ზ----------–-----ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ნ--------------- გაყოლებაზე, დანის გამოყენებით დაემუქრა მუცლის მოშლითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც გ--–------–-----მ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, გ-–--------------------------------------------–- ნ----------–----მა მის ორსულ მეუღლეს - გ--–------–-----ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ასევე იმის გამო, რომ გ--–------–----- უარს ეუბნებოდა მათი საერთო შვილის - ზ----------–-----ს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------------- გაყოლებაზე, დანის გამოყენებით დაემუქრა მუცლის მოშლითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც გ--–------–-----მ რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნ----------–-----ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: გ--–------–-----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ-------------ს, დ--------------ს, ზ-----------–------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ----------–-----ს გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----------–-----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ----------–----მა ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ----------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ნ----------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ----------–-----სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ვადით სამ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან გაზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება (წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და გამოთქვამს მზაობას დაზარალებულთან გაგრძელოს ურთიერთობა ცივილური ფორმით) და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხთა გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამსიად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი, ნ----------–-----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

_ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-34-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნ----------–----ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი